სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ცდილობს მაკა ძაგანიას პრობლემების მოგვარებას
ვინ ცდილობს მაკა ძაგანიას პრობლემების მოგვარებას

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ო­ბი, მაკა ძა­გა­ნია თა­ვის პერ­სო­ნაჟს ნამ­დვი­ლად არ ჰგავს; თი­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის მხი­ა­რუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია. თურ­მე შვილ­თან - 12 წლის ნუ­ცი­კოს­თან და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რო­გო­რიც სე­რი­ალ­ში ნე­ლი­კოს და თი­ნას აქვთ. ნუ­ცამ მა­კას ინ­ტერ­ვი­უს დრო­საც და­უ­რე­კა და დე­დი­კო უკვე მე­სა­მედ გა­აფრ­თხი­ლა: სცე­ნა­ზე სა­ხი­ფა­თო ტრი­უ­კის შეს­რუ­ლე­ბამ­დე თოკი კარ­გად შე­ა­მოწ­მეო...

- ახალ სე­ზონ­ზე თი­ნას ცხოვ­რე­ბა­ში რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი თა­ვის ამ­პლუ­ა­შია, ოღონდ - უფრო მე­ტად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლავთ. დე­დას­თან და და­ქა­ლებ­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მიჰ­ყვე­ბა.

- თი­ნას­თან ბევ­რი გა­ი­გი­ვებთ?

- უცხო­საც არ უთ­ქვამს, რომ თი­ნას ძა­ლი­ან ვგა­ვარ.

- თქვე­ნი რო­ლის და­მა­ჯე­რებ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თვის, კომ­პლი­მენტს ხში­რად იღებთ?

- ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­მი­ღია, რაც მთა­ვა­რია, ისე­თი ხალ­ხის­გან, რო­მელ­თა აზ­რიც ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია... ჩემი შვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ერთხელ ვი­ღა­ცის კო­მენ­ტა­რი წა­ი­კი­თხა: მაკა ძა­გა­ნია რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში თი­ნას მსგავ­სად, უჟ­მუ­რი­აო. ნუ­ცამ უპა­სუ­ხა: - ასე არ არი­სო. კო­მენ­ტა­რის ავ­ტორ­მა და­ი­ჟი­ნა: - რო­გორ არა, ასეა, მა­კას ვიც­ნო­ბო! არ იცო­და, რომ ჩემს შვილს ელა­პა­რა­კე­ბო­და. ის კაცი ჩემი მე­გობ­რის მე­ზობ­ლის და­ქა­ლის ვი­ღაც აღ­მოჩ­ნდა (იცი­ნის)...

- რო­გორ ფიქ­რობთ, თი­ნას რო­ლის და­მა­ჯე­რებ­ლად შეს­რუ­ლე­ბას ქერა თმი­თაც შეძ­ლებ­დით?

- ვფიქ­რობ, შევ­ძლებ­დი! მკაც­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ქა­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ქე­რათ­მი­ან­საც არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- ქერა თმა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გქონ­დათ, არა?

- 30 წელი. ქერა ჩემი თმის ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რია.

- შავ თმა­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობთ?

- უკვე შე­ვეჩ­ვიე, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან მი­ჭირ­და: სარ­კეს­თან რომ ჩა­ვივ­ლი­დი, ვჩერ­დე­ბო­დი და ვი­ყუ­რე­ბო­დი, - მე ვარ თუ არა-მეთ­ქი? ახლა გა­ვი­თა­ვი­სე.

- ახ­ლობ­ლე­ბიც შე­ე­გუვ­ნენ?

- ვი­ღა­ცე­ბი ვერ ეგუ­ე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, - რა­ტომ შე­ი­ღე­ბე? ბუ­ნებ­რივ ფერს რო­დის და­იბ­რუ­ნე­ბო? როცა დამ­ჭირ­დე­ბა, მა­შინ და­ვიბ­რუ­ნებ! ხალ­ხი თმას უბ­რა­ლოდ იღე­ბავს, მე კი დამ­ჭირ­და და შე­ვი­ღე­ბე, მერე რა მოხ­და? თავ­მდაბ­ლუ­რად არ ჟღერს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მიხ­დე­ბა კი­დეც.

- თინა მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან! ხის­ტი და ხან­და­ხან, ულ­მო­ბე­ლი­ცაა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კარ­გი ქა­ლია. გუ­ლიც კარ­გი აქვს - ბო­რო­ტი არ არის. პირ­და­პი­რო­ბა მშვე­ნი­ე­რი თვი­სე­ბაა. ვფიქ­რობ, ზურგს უკან ლა­პა­რაკ­სა და პირ­ფე­რო­ბას ჯო­ბია, ადა­მი­ანს ის უთხრა, რა­საც ფიქ­რობ. ეს თი­ნას ხან­და­ხან ცოტა უხე­შად გა­მოს­დის, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში, ჩემი გმი­რი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- თა­მა­მი და პირ­და­პი­რი ხართ?

- პირ­და­პი­რი ვარ, მაგ­რამ თინა სულ სხვა­ნა­ი­რია.

- პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის ცივი გო­ნე­ბით გა­და­წყვე­ტა შე­გიძ­ლი­ათ?

- არა. თინა - ტვი­ნის, მე კი გუ­ლის კარ­ნა­ხით ვმოქ­მე­დებ. ჩემი ემო­ცია ტვინს ყო­ველ­თვის წინ უს­წრებს. ვიცი, რომ ჯობს, ჯერ კარ­გად და­ფიქ­რდე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მერე მი­ი­ღო, მაგ­რამ ემო­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ყო­ველ­თვის არ გა­მო­დის.

- ემო­ცი­უ­რო­ბის გამო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეც­დო­მა და­გიშ­ვი­ათ?

- შეც­დო­მა ბევ­რჯერ და­მიშ­ვია, მაგ­რამ ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, ეს ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლია. ვე­თან­ხმე­ბი გა­მო­ნათ­ქვამს, - "ადა­მი­ა­ნე­ბი ჭკუ­ას სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლო­ბენ". სხვა­თა შო­რის, თი­ნას ემო­ცი­ე­ბიც აქვს, მხო­ლოდ ტვი­ნით არ მოქ­მე­დებს. მა­ნაც ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, გა­ნი­ცა­და და იტი­რა კი­დეც. ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მა­საც აწუ­ხებს. უბ­რა­ლოდ, უნდა, რომ ძლი­ე­რი ქალი იყოს. თუმ­ცა, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სი­სუს­ტე.

- თქვენ გარ­შე­მო თი­ნას მსგავ­სი ქა­ლე­ბი არი­ან?

- ზუს­ტად თი­ნას მსგავსს არა­ვის ვიც­ნობ, მაგ­რამ ზო­გი­ერთ ჩემს ნაც­ნობს მისი ესა თუ ის თვი­სე­ბა აქვს.

- ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გყავთ?

- რო­გორ არა! სხვა­თა შო­რის, ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ - ამ მხრივ გაგ­ვი­მარ­თლა. როცა ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, მე 6 წლის ვი­ყა­ვი, ის - 5-ის. დღემ­დე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, ჭირ­შიც და ლხინ­შიც ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ.

- მა­მა­კა­ცებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვე­ნი და თი­ნას გე­მოვ­ნე­ბა თუ ემ­თხვე­ვა?

- გე­მოვ­ნე­ბა­შიც ვერ "ვემ­თხვე­ვით": მას უც­ნა­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონს. თუმ­ცა მო­წო­ნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ისე­თი რამ არის, რა­საც ვე­რა­ფერს გა­უ­გებ; შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი ადა­მი­ა­ნი შე­გიყ­ვარ­დეს, რო­მელ­ზეც არა­სო­დეს გი­ფიქ­რია.

- თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- მე და ტატო ერ­თმა­ნეთს ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დროს ვიც­ნობ­დით; შემ­დეგ თე­ატ­რშიც ერ­თად ვთა­მა­შობ­დით ანუ ვიდ­რე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და, მა­ნამ­დე კარ­გი ახ­ლობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რო­გორც ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი, ჩვენც ვკა­მა­თობთ, გვიყ­ვარს, გვწყინს...

- სე­რი­ალს აქ­ტი­უ­რად უყუ­რებს?

- არა, ეს მისი ჟან­რი არ არის, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ არც ერთი სე­რია არ უნა­ხავს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი აზრი. სხვა­თა შო­რის, შე­ფა­სე­ბი­სას გუ­ლახ­დი­ლია. მი­თხრა, - რა მოს­წონს სე­რი­ალ­ში და რა - არა...

- სა­მა­გი­ე­როდ, რო­გორც მივ­ხვდი, თქვე­ნი გო­გო­ნა არის სე­რი­ა­ლის აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი...

- ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რია (იცი­ნის)! 24 სა­ა­თი ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი: სე­რი­ებს უყუ­რებს, რჩე­ვებს მაძ­ლევს, "ფე­ის­ბუკ­ზე" შე­დის და კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლობს.

- თქვენს სპექ­ტაკ­ლებ­ზეც ასე აქ­ტი­უ­რობს?

- რაც მე შე­მე­ხე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში აქ­ტი­უ­რობს. თე­ატ­რში დამ­ცი­ნი­ან, - თა­ნა­შემ­წე გყავ­სო. შვი­ლი პრობ­ლე­მებს მიგ­ვა­რებს (იღი­მის).

- მსა­ხი­ო­ბო­ბა უნდა?

- უნდა, მაგ­რამ მე არ მინ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი იყოს. ჰოდა, მე­უბ­ნე­ბა, - მსა­ხი­ო­ბო­ბას მხო­ლოდ მე­ო­რად პრო­ფე­სი­ად ავირ­ჩე­ვო...

- კას­ტინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს არ გა­მოთ­ქვამს ხოლ­მე?

- კი. გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი ნა­თა­მა­შე­ბი აქვს: ფილმში - "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით" პა­ტა­რა როლი შე­ას­რუ­ლა; სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვის ფილ­მის ერთ-ერთ ეპი­ზოდ­შიც ითა­მა­შა - რუ­სუ­ლი ტექ­სტი თქვა; სპექ­ტაკლ "ზღა­პარ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­და: რე­ჟი­სორს, მსა­ხი­ო­ბებს, დი­რექ­ტორს მო­ე­ლა­პა­რა­კა, - ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მთა­ვა­რი როლი მა­თა­მა­შე­თო. ამის შე­სა­ხებ მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ამ სპექ­ტაკლში მთა­ვარ როლს ლე­ლუ­კა თე­ლია თა­მა­შობ­და. როცა ის არ იყო ან აგ­ვი­ა­ნებ­და, ჩემი შვი­ლი სცე­ნა­ზე იდგა და მის რეპ­ლი­კებს ამ­ბობ­და. ასე რომ, ამ რო­ლის­თვის ასე თუ ისე, მზად იყო. მოკ­ლედ, ნუ­ცას სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი არ უთხრეს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ნუ­ცამ მშვე­ნივ­რად ითა­მა­შა, რა­მაც გა­მაკ­ვირ­ვა.

- შვილს ხომ არ გა­უ­ჯავ­რდით იმის გამო, რომ თქვენ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად იმოქ­მე­და?

- სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბამ­დე გავ­ბრაზ­დი; ვამ­ბობ­დი, - პა­ტა­რა ლა­წი­რაკ­მა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­თან­ხმე­ბა რო­გორ მო­ა­ხერ­ხა-მეთ­ქი?!

- და­ბო­ლოს, მინ­და გკი­თხო: სე­რი­ალ­ში კა­ტოს შე­ფის - გი­ორ­გის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სხვა მსა­ხი­ო­ბით რა­ტომ ჩა­ა­ნაც­ვლეს?

- გი­ორ­გის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს - და­თუ­ნა ბე­ში­ტა­იშ­ვილს ცუდი რამ შე­ემ­თხვა: გა­ზის ბა­ლო­ნი აუ­ფეთ­ქდა და ძლი­ე­რად და­იწ­ვა. ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა უკეთ არის. მგო­ნი, მალე სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რენ კი­დეც... რო­გორც კი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, სე­რი­ალს და­უბ­რუნ­დე­ბა...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ ცდილობს მაკა ძაგანიას პრობლემების მოგვარებას

ვინ ცდილობს მაკა ძაგანიას პრობლემების მოგვარებას

პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი, მაკა ძაგანია თავის პერსონაჟს ნამდვილად არ ჰგავს; თინასგან განსხვავებით, ის მხიარული და სასიამოვნო ადამიანია. თურმე შვილთან - 12 წლის ნუციკოსთან დაახლოებით ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორიც სერიალში ნელიკოს და თინას აქვთ. ნუცამ მაკას ინტერვიუს დროსაც დაურეკა და დედიკო უკვე მესამედ გააფრთხილა: სცენაზე სახიფათო ტრიუკის შესრულებამდე თოკი კარგად შეამოწმეო...

- ახალ სეზონზე თინას ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდი. ჩემი პერსონაჟი თავის ამპლუაშია, ოღონდ - უფრო მეტად შეყვარებული გახლავთ. დედასთან და დაქალებთან ერთად, ცხოვრების დინებას მიჰყვება.

- თინასთან ბევრი გაიგივებთ?

- უცხოსაც არ უთქვამს, რომ თინას ძალიან ვგავარ.

- თქვენი როლის დამაჯერებლად შესრულებისთვის, კომპლიმენტს ხშირად იღებთ?

- ბევრი კომპლიმენტი მიმიღია, რაც მთავარია, ისეთი ხალხისგან, რომელთა აზრიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია... ჩემი შვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. ერთხელ ვიღაცის კომენტარი წაიკითხა: მაკა ძაგანია რეალურ ცხოვრებაში თინას მსგავსად, უჟმურიაო. ნუცამ უპასუხა: - ასე არ არისო. კომენტარის ავტორმა დაიჟინა: - როგორ არა, ასეა, მაკას ვიცნობო! არ იცოდა, რომ ჩემს შვილს ელაპარაკებოდა. ის კაცი ჩემი მეგობრის მეზობლის დაქალის ვიღაც აღმოჩნდა (იცინის)...

- როგორ ფიქრობთ, თინას როლის დამაჯერებლად შესრულებას ქერა თმითაც შეძლებდით?

- ვფიქრობ, შევძლებდი! მკაცრი, გაწონასწორებული ქალის განსახიერება ქერათმიანსაც არ გამიჭირდებოდა.

- ქერა თმა დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ, არა?

- 30 წელი. ქერა ჩემი თმის ბუნებრივი ფერია.

- შავ თმაში თავს კომფორტულად გრძნობთ?

- უკვე შევეჩვიე, მაგრამ თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა: სარკესთან რომ ჩავივლიდი, ვჩერდებოდი და ვიყურებოდი, - მე ვარ თუ არა-მეთქი? ახლა გავითავისე.

- ახლობლებიც შეეგუვნენ?

- ვიღაცები ვერ ეგუებიან და ამბობენ, - რატომ შეიღებე? ბუნებრივ ფერს როდის დაიბრუნებო? როცა დამჭირდება, მაშინ დავიბრუნებ! ხალხი თმას უბრალოდ იღებავს, მე კი დამჭირდა და შევიღებე, მერე რა მოხდა? თავმდაბლურად არ ჟღერს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიხდება კიდეც.

- თინა მოგწონთ?

- ძალიან! ხისტი და ხანდახან, ულმობელიცაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კარგი ქალია. გულიც კარგი აქვს - ბოროტი არ არის. პირდაპირობა მშვენიერი თვისებაა. ვფიქრობ, ზურგს უკან ლაპარაკსა და პირფერობას ჯობია, ადამიანს ის უთხრა, რასაც ფიქრობ. ეს თინას ხანდახან ცოტა უხეშად გამოსდის, მაგრამ მთლიანობაში, ჩემი გმირი ძალიან მომწონს.

- თამამი და პირდაპირი ხართ?

- პირდაპირი ვარ, მაგრამ თინა სულ სხვანაირია.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხის ცივი გონებით გადაწყვეტა შეგიძლიათ?

- არა. თინა - ტვინის, მე კი გულის კარნახით ვმოქმედებ. ჩემი ემოცია ტვინს ყოველთვის წინ უსწრებს. ვიცი, რომ ჯობს, ჯერ კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტილება მერე მიიღო, მაგრამ ემოციის გაკონტროლება ყოველთვის არ გამოდის.

- ემოციურობის გამო, მნიშვნელოვანი შეცდომა დაგიშვიათ?

- შეცდომა ბევრჯერ დამიშვია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ეს ძალიან პირადულია. ვეთანხმები გამონათქვამს, - "ადამიანები ჭკუას საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ". სხვათა შორის, თინას ემოციებიც აქვს, მხოლოდ ტვინით არ მოქმედებს. მანაც ბევრი შეცდომა დაუშვა, განიცადა და იტირა კიდეც. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, ცხოვრებისეული პრობლემები მასაც აწუხებს. უბრალოდ, უნდა, რომ ძლიერი ქალი იყოს. თუმცა, ყველა ადამიანს აქვს სისუსტე.

- თქვენ გარშემო თინას მსგავსი ქალები არიან?

- ზუსტად თინას მსგავსს არავის ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთ ჩემს ნაცნობს მისი ესა თუ ის თვისება აქვს.

- ბავშვობის მეგობარი გყავთ?

- როგორ არა! სხვათა შორის, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ - ამ მხრივ გაგვიმართლა. როცა ურთიერთობა დავიწყეთ, მე 6 წლის ვიყავი, ის - 5-ის. დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთის გვერდით ვართ.

- მამაკაცებთან დაკავშირებით, თქვენი და თინას გემოვნება თუ ემთხვევა?

- გემოვნებაშიც ვერ "ვემთხვევით": მას უცნაური მამაკაცები მოსწონს. თუმცა მოწონება და სიყვარული ისეთი რამ არის, რასაც ვერაფერს გაუგებ; შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, რომელზეც არასოდეს გიფიქრია.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მე და ტატო ერთმანეთს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვიცნობდით; შემდეგ თეატრშიც ერთად ვთამაშობდით ანუ ვიდრე ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდებოდა, მანამდე კარგი ახლობლები ვიყავით. როგორც ყველა შეყვარებული წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, გვიყვარს, გვწყინს...

- სერიალს აქტიურად უყურებს?

- არა, ეს მისი ჟანრი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არც ერთი სერია არ უნახავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი. სხვათა შორის, შეფასებისას გულახდილია. მითხრა, - რა მოსწონს სერიალში და რა - არა...

- სამაგიეროდ, როგორც მივხვდი, თქვენი გოგონა არის სერიალის აქტიური მაყურებელი...

- ჰიპერაქტიურია (იცინის)! 24 საათი ამით არის დაკავებული: სერიებს უყურებს, რჩევებს მაძლევს, "ფეისბუკზე" შედის და კომენტარებს კითხულობს.

- თქვენს სპექტაკლებზეც ასე აქტიურობს?

- რაც მე შემეხება, ყველაფერში აქტიურობს. თეატრში დამცინიან, - თანაშემწე გყავსო. შვილი პრობლემებს მიგვარებს (იღიმის).

- მსახიობობა უნდა?

- უნდა, მაგრამ მე არ მინდა, რომ მსახიობი იყოს. ჰოდა, მეუბნება, - მსახიობობას მხოლოდ მეორად პროფესიად ავირჩევო...

- კასტინგებში მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამს ხოლმე?

- კი. გარკვეული ეპიზოდური როლები ნათამაშები აქვს: ფილმში - "სიყვარული აქცენტით" პატარა როლი შეასრულა; სერგო ფარაჯანოვის ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდშიც ითამაშა - რუსული ტექსტი თქვა; სპექტაკლ "ზღაპარშიც" მონაწილეობდა: რეჟისორს, მსახიობებს, დირექტორს მოელაპარაკა, - ჩემს დაბადების დღეზე მთავარი როლი მათამაშეთო. ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ამ სპექტაკლში მთავარ როლს ლელუკა თელია თამაშობდა. როცა ის არ იყო ან აგვიანებდა, ჩემი შვილი სცენაზე იდგა და მის რეპლიკებს ამბობდა. ასე რომ, ამ როლისთვის ასე თუ ისე, მზად იყო. მოკლედ, ნუცას სპექტაკლში მონაწილეობაზე უარი არ უთხრეს... საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნუცამ მშვენივრად ითამაშა, რამაც გამაკვირვა.

- შვილს ხომ არ გაუჯავრდით იმის გამო, რომ თქვენთან შეუთანხმებლად იმოქმედა?

- სპექტაკლის დაწყებამდე გავბრაზდი; ვამბობდი, - პატარა ლაწირაკმა ამ ადამიანების დათანხმება როგორ მოახერხა-მეთქი?!

- დაბოლოს, მინდა გკითხო: სერიალში კატოს შეფის - გიორგის როლის შემსრულებელი სხვა მსახიობით რატომ ჩაანაცვლეს?

- გიორგის როლის შემსრულებელს - დათუნა ბეშიტაიშვილს ცუდი რამ შეემთხვა: გაზის ბალონი აუფეთქდა და ძლიერად დაიწვა. ძალიან ცუდად იყო. საბედნიეროდ, ახლა უკეთ არის. მგონი, მალე საავადმყოფოდან გამოწერენ კიდეც... როგორც კი გამოჯანმრთელდება, სერიალს დაუბრუნდება...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება