პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო"
"არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო"

და­ვით გა­ი­ხა­რაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რია. იგი ცი­ხის ბუნ­ტის დროს და­ინ­ვა­ლიდ­და. სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე მყო­ფი, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და დარ­ჩე­ნი­ლი სას­ჯე­ლი გა­და­უ­ვა­დეს. ხელ­ჯო­ხე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბას ახერ­ხებს, მაგ­რამ გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბა უჭირს. გა­ი­ხა­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი იმ ექი­მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა: ექი­მის დას­ჯა­სა და სო­ლი­დურ კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვს. ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ჭი­ა­ნურ­დე­ბა და დღემ­დე სა­მარ­თალს ვერ მი­აღ­წია.

და­ვით გა­ი­ხა­რაშ­ვი­ლი:

- 2006 წელს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მომ­კე­ტეს ცი­ხე­ში.

- რა­ტომ და­გა­პა­ტიმ­რეს?

- მე და დე­და­ჩე­მი ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყა­ვით და სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე დავ­ბრუნ­დით. მე­ო­რე დი­ლი­თაც სახ­ლი­დან უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ და­მი­ძა­ხეს. კარ­თან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იდ­გნენ. მი­თხრეს, და­კა­ვე­ბუ­ლი ხარო. რომ მოვტრი­ალ­დი, სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია უკვე სპეც­რაზ­მე­ლე­ბით იყო სავ­სე, სა­ხუ­რავ­ზეც ია­რა­ღი­ა­ნე­ბი ის­ხდნენ. ვკი­თხე, რაში მა­და­ნა­შა­უ­ლებთ-მეთ­ქი? - მკვლე­ლო­ბა­შიო. შე­ვე­პა­სუ­ხე, - სუ­ლე­ლე­ბი ხომ არ ხართ-მეთ­ქი?! - მა­შინ - ყა­ჩა­ღო­ბა მკვლე­ლო­ბი­თო... და­კა­ვე­ბის ვერ­სია სა­მი­ნის­ტრო­ში კი­დევ ერთხელ შე­იც­ვა­ლა - ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს. გა­მე­ცი­ნა: მან­ქა­ნა სახ­ლში მე­ყე­ნა. ჩემი ცხოვ­რე­ბა იცით, არც მან­ქა­ნის ქურ­დო­ბის­თვის მცა­ლია, არც არაფ­რის გული მაქვს, გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ დე­დას შევ­ყუ­რებ, გა­მიშ­ვით და სა­ერ­თოდ დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს-მეთ­ქი. ერთი სო­მე­ხი კაცი და­მი­პი­რის­პი­რეს - ამ­ბობ­და, თით­ქოს მას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის მო­ნა­წი­ლე. თურ­მე ორნი იყ­ვნენ. ნა­ქურ­და­ლიც ამო­უ­ღეს, მეც მი­მა­მა­ტეს და ასე "შე­ი­კე­რა" ჩემი საქ­მე. სა­სა­მარ­თლო­ზე იმან ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა, თქვა, - პო­ლი­ცი­ამ მა­ი­ძუ­ლა, და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნეო, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი იყა­ვით, თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ას თქვე­ნი იზო­ლა­ცია?

- პირ­ვე­ლად 1993 წელს და­მა­კა­ვეს, ქურ­დო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვას მე­და­ვე­ბოდ­ნენ. სას­ჯელს ვიხ­დი­დი, 1999 წელს კი ძმა მო­მიკ­ლეს, ვი­ღა­ცამ უკ­ნი­დან თავ­ში ტყვია ეს­რო­ლა. მისი წლის­თა­ვი ახა­ლი გა­სუ­ლი იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჩემი მე­ო­რე ძმა სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი რომ ვი­პო­ვეთ. ცი­ხი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, იქ ჩემი დარ­ჩე­ნა უაზ­რო­ბა იყო, ალ­ბათ ჭკუ­ი­დან შე­ვიშ­ლე­ბო­დი. გა­მოს­ვლის დღი­დან ჩემი ძმე­ბის - ზა­ზას და სუ­ლი­კოს მკვლე­ლებს ვე­ძებ­დი. სუ­ლი­კომ ზა­ზას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ყვე­ლას მი­მართ ნდო­ბა და­კარ­გა, სმაც და­ი­წყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, ვი­ღა­ცას მის­თვის სას­მე­ლი მო­უ­ტა­ნია, ჩემს ძმას და­უ­ლე­ვია და დი­ლით გარ­დაც­ვლი­ლი ვი­პო­ვეთ. აშ­კა­რა იყო, რომ მო­წამ­ლეს... ეს საქ­მე­ე­ბი დღემ­დე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის: ერთი თვით­მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ი­ხუ­რა, მე­ო­რეს დას­კვნა­ში წე­რია, რომ გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­შია გარ­დაც­ვლი­ლი. ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დად­გე­ნა­სა და დას­ჯას თა­ვად ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. პო­ლი­ცი­ამ ეს კარ­გად იცო­და და საქ­მე შე­მი­თი­თხნა. "კა­პე­ზე­დან" ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში წი­ნა­დღეს ვი­ყა­ვი გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტი რომ მოხ­და.

- კონ­კრე­ტუ­ლად გა­იხ­სე­ნეთ ის დღე.

- 26 მარ­ტის ღამე თენ­დე­ბო­და. სა­კან­ში ვი­ყა­ვი, ხმა­უ­რი რომ ატყდა. ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან პა­ტიმ­რე­ბის ცემა-წა­მე­ბის ხმე­ბი ის­მო­და - "რეზ­ბალ­ნი­ცა" იქვე იყო. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავად­მყოფ პა­ტიმ­რებს ახა­ლა­ია სცემ­და. პა­ტიმ­რე­ბის გან­წი­რუ­ლი ხმე­ბი ის­მო­და. იქ მათი წა­მე­ბა რომ შე­ე­წყვი­ტათ, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, მე­ხუ­თე სა­პყრო­ბი­ლე­ში ხმა­უ­რი ატყდა. არა­ნა­ი­რი ბუნ­ტი არ ყო­ფი­ლა - პრო­ვო­კა­ცია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ა­წყო. ცოტა ხან­ში სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ცი­ხი­დან არა­ვინ გა­სუ­ლა, სნა­ი­პე­რებ­მა სა­ხუ­რა­ვი­დან პირ­და­პირ სრო­ლა რომ და­ი­წყეს და ბი­ჭე­ბი და­ხო­ცეს. ამის შემ­ხედ­ვა­რე პა­ტიმ­რე­ბი უფრო გა­გიჟ­დნენ, დიდი ხმა­უ­რი ატყდა. არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კა­მე­რა ღია აღ­მოჩ­ნდა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დით, ჩემ წი­ნაც ეყარ­ნენ დაჭ­რი­ლე­ბი.

- ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­დეთ?

- ეზო­ში არა­ვინ გა­სუ­ლა, კო­რი­დორ­ში დავ­დი­ო­დით. საკ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ღია იყო. მოკ­ლეს ბი­ჭე­ბიო! - რომ გა­ის­მა, სხვა საკ­ნე­ბიც და­იმ­ტვრა. მე პირ­ველ სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვი და ტყვი­ე­ბის­თვის თავი რომ და­მეღ­წია, მე­ო­თხე სარ­თუ­ლის­კენ გა­ვი­ქე­ცი. ყვე­ლა მხრი­დან გვეს­როდ­ნენ. ბო­ლოს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაწ­ვრთნი­ლი რაზ­მი შე­მო­ვი­და - პირ­და­პირ ხელ­ყუმ­ბა­რე­ბის სრო­ლა რომ და­ი­წყეს, უკვე ვე­ღარ ვაზ­როვ­ნებ­დით. ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ნი­ღაბს რომ რკი­ნის ქუდს და­ა­ხუ­რავ, რო­გო­რი შე­სა­ხე­და­ვი იქ­ნე­ბა?! ვი­ღა­ცის სა­კანს შე­ვა­ფა­რე თავი, ასე­ვე მო­იქ­ცნენ სხვე­ბიც. დე­რე­ფან­ში პა­ტიმ­რის ჭა­ჭა­ნე­ბა აღარ იყო. ამ დროს და­ვი­ნა­ხე - 19 წლის ბიჭი დაჭ­რი­ლი ძირს ეგდო. არ ვიც­ნობ­დი, მერე გა­ვი­გე მისი სა­ხე­ლი - ბერ­დია ერ­ქვა. გონ­და­კარ­გუ­ლი იყო, სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და. პულ­სა­ცია ჰქონ­და. ხელი მოვ­კი­დე და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ იქა­უ­რო­ბა ია­რა­ღი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბით იყო სავ­სე, ბიჭი ხელ­ში ავიყ­ვა­ნე. დაჭ­რი­ლი მიმ­ყავ­და და სპეც­რაზ­მე­ლე­ბი მირ­ტყამ­დნენ. არ ვიცი, რა ძალა მო­მე­ცა, ბიჭი ხე­ლი­დან არ გა­მიგ­დია, მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან ეზომ­დე ჩა­ვაღ­წიე, სა­დაც "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნა იდგა და იქ ჩავ­სვი.

- თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა არა­ვის უც­დია?

- რას ამ­ბობთ. ხალ­ხმა პა­ტიმ­რე­ბი და­ხო­ცა და დაჭ­რილს გა­მო­მარ­თმევ­დნენ?! გე­უბ­ნე­ბით, ხელ­ში დაჭ­რი­ლი მე­ჭი­რა და მირ­ტყამ­დნენ! შვი­ლის პატ­რო­ნი ვარ და ბავ­შვი რო­გორ მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა?!. ცოდ­ვის ტრი­ა­ლი იყო, ირ­გვლივ სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი იდგა, დაჭ­რი­ლი ბი­ჭე­ბი ძირს ეყარ­ნენ, - რა შვე­ლა­ზე სა­უბ­რობთ?! თავ­ზე ლუ­ლას ადებ­დნენ და ეს­როდ­ნენ, რომ მომ­კვდა­რი­ყო.

- რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა იმ დღეს?

- ძა­ლი­ან ბევ­რი - 10-ჯერ მეტი, ვიდ­რე გა­მო­ა­ცხა­დეს.

- მერე თქვენ რა მო­ი­მოქ­მე­დეთ?

- რო­გორც კი ბიჭი "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნა­ში ჩა­ვაწ­ვი­ნე, სპეც­რაზ­მე­ლე­ბი შემ­დგნენ: ფე­ხებს, ხე­ლებს, "დუ­ბინ­კებს" მირ­ტყამ­დნენ. სას­ტი­კად ნა­ცე­მი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი პუ­რის მან­ქა­ნა­ში შეგვყა­რეს, ბევ­რი დაჭ­რი­ლიც იყო. პირ­ვე­ლი 60 კაცი რომ გა­და­იყ­ვა­ნეს ორ­თა­ჭა­ლის და­უმ­თავ­რე­ბელ, მე-6 ცი­ხე­ში, მათ შო­რის მეც ვი­ყა­ვი. მერე მე­ო­რე მან­ქა­ნი­თაც მოგ­ვა­წი­ეს სხვე­ბი. ბაჩო ახა­ლა­ია იქ დაგ­ვხვდა. ეტყო­ბა, და­ე­ლოდ­ნენ, რო­დის ავი­დო­და ახა­ლა­ია და მისი ჯგუ­ფი იქ და ამის შემ­დეგ აგ­ვიყ­ვა­ნეს. მე­ხუ­თე სა­პყრო­ბი­ლე­ში, სა­დაც ეს სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­და, გა­უ­სა­მარ­თლე­ბე­ლი ხალ­ხი ვი­ჯე­ქით, არც ერთი ბრა­ლი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ გვქონ­და. რომ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, იქაც გა­ნაგ­რძეს ჩვე­ნი ცემა-ტყე­პა. ხე­ლის გაქ­ნე­ვა ვცა­დე, მაგ­რამ ვე­ღარ მო­ვას­წა­რი, წა­ვი­ქე­ცი და ფე­ხე­ბით შემ­დგნენ. გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. მერე ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, ახა­ლა­ი­აც გირ­ტყამ­და სხვებ­თან ერ­თა­დო. დაჭ­რი­ლებ­საც არ ინ­დობ­დნენ. მერე ცა­რი­ელ საკ­ნებ­ში შეგვყა­რეს, სა­დაც არც წყა­ლი იყო, არც ლე­ი­ბი; ძირს ვე­ყა­რეთ დაჭ­რი­ლე­ბი და ნეკ­ნებ­ჩამ­ტვრე­უ­ლე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. თით­ქმის 4 თვე ხდე­ბო­და, რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, ესეც - დე­და­ჩე­მის ძა­ლის­ხმე­ვით: ქვე­ყა­ნა შე­ა­წუ­ხა და მო­ა­ხერ­ხა, "ემ­პა­თი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­კა ჯიშ­კა­რი­ა­ნი შე­მო­ეყ­ვა­ნა. სწო­რედ მისი ძა­ლის­ხმე­ვით გა­და­მიყ­ვა­ნეს. რაც გა­და­ვი­ტა­ნე, იმის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ნეკ­ნე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი მქონ­და, ხერ­ხე­მა­ლი - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ორი­ვე მენჯ-ბარ­ძა­ყის ძვლე­ბი ჩამ­ტვრე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა და კოქ­სართრო­ზი გან­ვი­თარ­და.

- 4 თვე სა­კან­ში ასე დამ­ტვრე­ულ­მა რო­გორ გა­ძე­ლით?

- ამას გაძ­ლე­ბა ჰქვია?!. ტკი­ვილს ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი, არც ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მქონ­და. სიმ­წრის­გან სუნ­თქვა მეკ­ვრო­და. უკვე აე­რო­ზო­ლებ­ზე ვარ, რად­გან ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა მაქვს, ყვე­ლა სხვა და­ა­ვა­დე­ბას­თან ერ­თად. ტკი­ვი­ლის­გან ვყვი­რო­დი - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დე­გაც არ მაძ­ლევ­დნენ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს. ეს და­გამ­შვი­დებ­სო, - და თურ­მე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ავად­მყო­ფის­თვის გან­კუთ­ვნილ წა­მალს მა­ს­მევ­დნენ. არა­და, ადა­მი­ა­ნო­ბა რომ გა­მო­ე­ჩი­ნათ და მო­ე­ხე­დათ, ძვლე­ბი არ და­მეშ­ლე­ბო­და. თურ­მე ეს წამ­ლე­ბი აჩ­ქა­რებს ამ პრო­ცესს, როცა ან­თე­ბაა ორ­გა­ნიზ­მში, და ნელ-ნელა და­მე­შა­ლა ძვლე­ბი. ერთი თვის შემ­დეგ სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გო­მა ვე­ღარ შევ­ძე­ლი. ავ­ტე­ხე ღრი­ა­ლი. იმ წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლიც გავ­ხდი. ვე­ღარც ვჭამ­დი. ტყუ­ილს არ ვი­ტყვი - საჭ­მე­ლი მქონ­და. ყავა, სი­გა­რე­ტი და წამ­ლე­ბი - ეს იყო ჩემი მე­ნიუ. სულ ჩა­მოვ­დნი. დე­და­ჩე­მი ითხოვ­და, ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ა­წუ­ხა. მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბიც ასეთ დღე­ში რომ მხე­დავ­დნენ, ისი­ნიც აგ­რე­სი­უ­ლე­ბი გახ­დნენ და ითხოვ­დნენ, ჩემ­თვის მო­ე­ხე­დათ. მა­შინ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ასა­თი­ა­ნი იყო. ის მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ე­ლა­პა­რა­კა ექიმს და იქ გა­და­მიყ­ვა­ნეს. მე­გო­ნა, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ფეხ­ზე დავ­დგე­ბო­დი.

- ოპე­რა­ცია მენჯ-ბარ­ძაყ­ზე ჩა­გი­ტარ­დათ?

- ჯერ ცალ ფეხ­ზე გა­მი­კე­თეს. თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი, ექიმს ვუ­თხა­რი, რკი­ნა ამო­მი­ვარ­და-მეთ­ქი. სუ­რა­თი გა­და­მი­ღეს და გა­მოჩ­ნდა, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს ჩას­მუ­ლი რკი­ნა ამო­ვარ­დნი­ლი იყო და სა­მაგ­რი ხრახ­ნი მუც­ლის­კენ იყო დაძ­რუ­ლი. ისევ გა­და­მიყ­ვა­ნეს მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექიმ­მა თქვა, გას­წორ­დე­ბაო, და მე­ო­რე ფეხ­ზე იგი­ვე ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა. ოპე­რა­ცი­ის დროს გული გა­მი­ჩერ­და; აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. გული ამუ­შავ­და... ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ და­მაბ­რუ­ნეს, მალე ორი­ვე ფე­ხი­დან ამო­მი­ვარ­და რკი­ნე­ბი. ვყვი­რო­დი, მტკი­ო­და და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელს არ მაძ­ლევ­დნენ! სა­დის­ტე­ბი არი­ან, ხომ არ იცით, ხალ­ხს რას უშ­ვე­ბი­ან!.. ნელ-ნელა ჩემი ხერ­ხე­მა­ლი და­ი­შა­ლა, გვერ­დებ­ზე ძვლე­ბი აღარ მაქვს. 2 წელი და 9 თვე ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მე­ბა­ში გა­ვა­ტა­რე.

- სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­დეთ თუ ვა­და­ზე ადრე გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს?

- სა­სა­მარ­თლომ 4 წელი და 6 თვე მო­მი­სა­ჯა. არა­და, 7 მოწ­მე მყავ­და, რომ ბაზ­რო­ბა­ზე დე­დას ვეხ­მა­რე­ბო­დი. მოწ­მე­ე­ბი და ად­ვო­კა­ტი დარ­ბა­ზი­დან გა­მიგ­დეს. ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი, უკვე სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­და­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჯურ­ხა ლა­ბა­უ­რი იყო ცი­ხის ექი­მი, ის ძა­ლი­ან თა­ნა­მიგ­რძნობ­და. ხე­დავ­და, დღი­თი დღე რო­გორ უა­რეს­დე­ბო­და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. დათო კვდე­ბა და ცი­ხი­დან უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო­თო, - კო­მი­სი­ა­საც მი­მარ­თა. მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ექი­მის დას­კვნა მჭირ­დე­ბო­და. მან და­წე­რა, ჯან­მრთე­ლი­აო, - ამ დროს ვკვდე­ბო­დი!.. მა­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ნიკა გვა­რა­მია იყო და ღა­მის 3 სა­ათ­ზე დე­და­ჩე­მი კა­ბი­ნეტ­ში შე­უ­ვარ­და: შვი­ლი მიკ­ვდე­ბა და ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვიო. მან შე­ის­წავ­ლა ჩემი საქ­მე, სას­ჯე­ლი გა­და­მი­ვა­დეს და გა­მო­მიშ­ვეს. სა­კა­ცით მო­მიყ­ვა­ნეს სახ­ლში. არა­ვინ ელო­და, თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი... მე­ო­რე დღეს გვა­რა­მი­აც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, მაგ­რამ ერთი სი­კე­თე მა­ინც გა­ა­კე­თა... დღემ­დე ვუ­ჩი­ვი მი­ხა­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმს, საქ­მე დიდი ხა­ნია, სა­სა­მარ­თლო­შია, მაგ­რამ სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წიე.

- გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია?

- ახლა შეც­ვა­ლა ექიმ­მა პო­ზი­ცია და ამ­ბობს, უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფი იყო და მის­თვის რო­გორ უნდა მეშ­ვე­ლაო?! მა­შინ რა­ტომ და­წე­რა, რომ ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი?.. ცხა­დია, ის ვი­ღა­ცის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და. არ მო­ვის­ვე­ნებ, სა­ნამ არ და­ის­ჯე­ბა. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ იმ ექიმს 42 დარ­ღვე­ვა აღ­მო­უ­ჩი­ნა, მაგ­რამ დღემ­დე და­უს­ჯე­ლია. მო­ვი­თხოვ, პა­სუ­ხი აგოს და ასე­ვე ამი­ნა­ზღა­უ­როს ის ზა­რა­ლიც, რაც მო­მა­ყე­ნა. 39 წლის კაცს ცხოვ­რე­ბა და­მინ­გრი­ეს და ეს არ უნდა შერ­ჩეთ. მეტ­საც გე­ტყვით, ჰე­პა­ტი­ტიც ამ­კი­დეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ათა­შან­გიც - სპე­ცი­ა­ლუ­რად გი­კე­თე­ბენ სხვის ნემსს!.. ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, გი­ჟი­აო; რა მე­ტყო­ბა გი­ჟო­ბის?! თუ გიჟი ვი­ყა­ვი, მა­შინ რა­ტომ და­მი­ჭი­რეს, ან - სად გავ­გიჟ­დი?! მე ხომ გა­უ­საძ­ლის­მა ტკი­ვი­ლებ­მა მაქ­ცია ასე­თად. მა­გათ სა­უ­ბე­დუ­როდ გა­დავ­რჩი, უნ­დო­დათ, მოვმკვდა­რი­ყა­ვი. არ ვა­პი­რებ გა­ჩუ­მე­ბას, ყვე­ლა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია მაქვს. მო­სა­მარ­თლემ მი­თხრა, - საქ­მეს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა გა­სუ­ლი აქ­ვსო. გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში; საქ­მე უკან და­უბ­რუ­ნეს ისევ იმ მო­სა­მარ­თლეს და მი­უ­თი­თეს, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­ხი­ლეო, მაგ­რამ დღემ­დე აჭი­ა­ნუ­რებს.

- ოპე­რა­ცია ისევ გჭირ­დე­ბათ?

- ოპე­რა­ცია კი არ მჭირ­დე­ბა, უკვე გა­დარ­ჩე­ნა მჭირ­დე­ბა: ხან კო­მა­ში ვვარ­დე­ბი, ხან - კრუნ­ჩხვა­ში. იმ­დენ­ჯერ გა­მო­ვი­ძა­ხე "სას­წრა­ფო", რომ უკვე ამიკ­რძა­ლეს იქ და­რეკ­ვა. ვე­ღარ ვუძ­ლებ ტკი­ვილს. ვი­თხოვ, ამი­ნა­ზღა­უ­რონ ყვე­ლა­ნა­ი­რი ზა­რა­ლი და მომ­ცენ კომ­პენ­სა­ცია, რომ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­დე და ვიმ­კურ­ნა­ლო. უნდა გა­დავ­რჩე. დე­დას ჩემ გარ­და არა­ვინ ჰყავს. მო­სა­მარ­თლე მა­რი­ნა ცერ­ცვა­ძეს აქვს ჩემი საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად. დე­და­ჩემ­მა მის თა­ნა­შემ­წეს და­უ­რე­კა და უთხრა, - შვი­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად მყავს, საქ­მე სას­წრა­ფოდ არის გან­სა­ხილ­ვე­ლი, რომ სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვიყ­ვა­ნოო. იქი­დან უპა­სუ­ხეს, - მო­სა­მარ­თლეს თქვენ გარ­და ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე აქვს გან­სა­ხილ­ვე­ლიო. ასე­თია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ბე­დი­სად­მი. არ დავ­ნებ­დე­ბი და სი­მარ­თლეს მა­ინც მი­ვაღ­წევ. ყვე­ლას­თან მაქვს შე­კი­თხვე­ბი: სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან სხვა შე­კი­თხვე­ბი მაქვს, იმას­თა­ნაც მაქვს კი­თხვე­ბი, ვინც უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­მი­ჭი­რა, იმას­თა­ნაც, ვინც უკა­ნო­ნოდ გა­მა­სა­მარ­თლა, იმას­თა­ნაც, ვინც ნეკ­ნე­ბი ჩა­მიმ­ტვრია. მთა­ვა­რი კი­თხვაც არ მას­ვე­ნებს - ვინ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჩემი ოჯა­ხის გა­წყვე­ტით? ყვე­ლა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უნდა მი­ვი­ღო, მაგ­რამ აქამ­დე რომ მი­ვი­დე, ჯერ ფეხ­ზე უნდა დავ­დგე...

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო"

"არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო"

დავით გაიხარაშვილი ყოფილი პატიმარია. იგი ციხის ბუნტის დროს დაინვალიდდა. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დარჩენილი სასჯელი გადაუვადეს. ხელჯოხებით გადაადგილებას ახერხებს, მაგრამ გაუსაძლის ტკივილთან გამკლავება უჭირს. გაიხარაშვილმა სასამართლოში სარჩელი იმ ექიმის წინააღმდეგ შეიტანა, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა: ექიმის დასჯასა და სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს. ამბობს, რომ სასამართლო პროცესები ჭიანურდება და დღემდე სამართალს ვერ მიაღწია.

დავით გაიხარაშვილი:

- 2006 წელს სრულიად უდანაშაულოდ გამომკეტეს ციხეში.

- რატომ დაგაპატიმრეს?

- მე და დედაჩემი ბაზრობაზე ვიყავით და საღამოს 8 საათზე დავბრუნდით. მეორე დილითაც სახლიდან უნდა გავსულიყავით, რომ დამიძახეს. კართან პოლიციელები იდგნენ. მითხრეს, დაკავებული ხარო. რომ მოვტრიალდი, სახლის მიმდებარე ტერიტორია უკვე სპეცრაზმელებით იყო სავსე, სახურავზეც იარაღიანები ისხდნენ. ვკითხე, რაში მადანაშაულებთ-მეთქი? - მკვლელობაშიო. შევეპასუხე, - სულელები ხომ არ ხართ-მეთქი?! - მაშინ - ყაჩაღობა მკვლელობითო... დაკავების ვერსია სამინისტროში კიდევ ერთხელ შეიცვალა - ავტომანქანის გატაცებაში დამადანაშაულეს. გამეცინა: მანქანა სახლში მეყენა. ჩემი ცხოვრება იცით, არც მანქანის ქურდობისთვის მცალია, არც არაფრის გული მაქვს, გაუბედურებულ დედას შევყურებ, გამიშვით და საერთოდ დავტოვებ საქართველოს-მეთქი. ერთი სომეხი კაცი დამიპირისპირეს - ამბობდა, თითქოს მასთან ერთად ვიყავი მანქანის გატაცების მონაწილე. თურმე ორნი იყვნენ. ნაქურდალიც ამოუღეს, მეც მიმამატეს და ასე "შეიკერა" ჩემი საქმე. სასამართლოზე იმან ჩვენება შეცვალა, თქვა, - პოლიციამ მაიძულა, დამესახელებინეო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

- ადრე ნასამართლევი იყავით, თუ რატომ სჭირდებოდა პოლიციას თქვენი იზოლაცია?

- პირველად 1993 წელს დამაკავეს, ქურდობასა და იარაღის უკანონო შენახვას მედავებოდნენ. სასჯელს ვიხდიდი, 1999 წელს კი ძმა მომიკლეს, ვიღაცამ უკნიდან თავში ტყვია ესროლა. მისი წლისთავი ახალი გასული იყო, მოულოდნელად, ჩემი მეორე ძმა სახლში გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ. ციხიდან გამათავისუფლეს, რადგან ოჯახის ტრაგედიის შემდეგ, იქ ჩემი დარჩენა უაზრობა იყო, ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. გამოსვლის დღიდან ჩემი ძმების - ზაზას და სულიკოს მკვლელებს ვეძებდი. სულიკომ ზაზას მკვლელობის შემდეგ ყველას მიმართ ნდობა დაკარგა, სმაც დაიწყო. იმ საბედისწერო დღეს, ვიღაცას მისთვის სასმელი მოუტანია, ჩემს ძმას დაულევია და დილით გარდაცვლილი ვიპოვეთ. აშკარა იყო, რომ მოწამლეს... ეს საქმეები დღემდე გამოძიებული არ არის: ერთი თვითმკვლელობის კვალიფიკაციით დაიხურა, მეორეს დასკვნაში წერია, რომ გაურკვეველ ვითარებაშია გარდაცვლილი. ამ ამბების შემდეგ, დამნაშავეების დადგენასა და დასჯას თავად ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ ეს კარგად იცოდა და საქმე შემითითხნა. "კაპეზედან" ორთაჭალის ციხეში წინადღეს ვიყავი გადაყვანილი, ე.წ. ციხის ბუნტი რომ მოხდა.

- კონკრეტულად გაიხსენეთ ის დღე.

- 26 მარტის ღამე თენდებოდა. საკანში ვიყავი, ხმაური რომ ატყდა. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმრების ცემა-წამების ხმები ისმოდა - "რეზბალნიცა" იქვე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავადმყოფ პატიმრებს ახალაია სცემდა. პატიმრების განწირული ხმები ისმოდა. იქ მათი წამება რომ შეეწყვიტათ, სოლიდარობის ნიშნად, მეხუთე საპყრობილეში ხმაური ატყდა. არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო. ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. ციხიდან არავინ გასულა, სნაიპერებმა სახურავიდან პირდაპირ სროლა რომ დაიწყეს და ბიჭები დახოცეს. ამის შემხედვარე პატიმრები უფრო გაგიჟდნენ, დიდი ხმაური ატყდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ რამდენიმე კამერა ღია აღმოჩნდა. საშინელება ტრიალებდა. თავის გადარჩენას ვცდილობდით, ჩემ წინაც ეყარნენ დაჭრილები.

- ციხიდან გაქცევას შეეცადეთ?

- ეზოში არავინ გასულა, კორიდორში დავდიოდით. საკნების უმეტესობა ღია იყო. მოკლეს ბიჭებიო! - რომ გაისმა, სხვა საკნებიც დაიმტვრა. მე პირველ სართულზე ვიყავი და ტყვიებისთვის თავი რომ დამეღწია, მეოთხე სართულისკენ გავიქეცი. ყველა მხრიდან გვესროდნენ. ბოლოს რაღაც განსაკუთრებულად გაწვრთნილი რაზმი შემოვიდა - პირდაპირ ხელყუმბარების სროლა რომ დაიწყეს, უკვე ვეღარ ვაზროვნებდით. ნიღბიანი ადამიანი მინახავს, მაგრამ ნიღაბს რომ რკინის ქუდს დაახურავ, როგორი შესახედავი იქნება?! ვიღაცის საკანს შევაფარე თავი, ასევე მოიქცნენ სხვებიც. დერეფანში პატიმრის ჭაჭანება აღარ იყო. ამ დროს დავინახე - 19 წლის ბიჭი დაჭრილი ძირს ეგდო. არ ვიცნობდი, მერე გავიგე მისი სახელი - ბერდია ერქვა. გონდაკარგული იყო, სისხლისგან იცლებოდა. პულსაცია ჰქონდა. ხელი მოვკიდე და იმის მიუხედავად, რომ იქაურობა იარაღიანი სპეცრაზმელებით იყო სავსე, ბიჭი ხელში ავიყვანე. დაჭრილი მიმყავდა და სპეცრაზმელები მირტყამდნენ. არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ბიჭი ხელიდან არ გამიგდია, მეოთხე სართულიდან ეზომდე ჩავაღწიე, სადაც "სასწრაფოს" მანქანა იდგა და იქ ჩავსვი.

- თქვენი დახმარება არავის უცდია?

- რას ამბობთ. ხალხმა პატიმრები დახოცა და დაჭრილს გამომართმევდნენ?! გეუბნებით, ხელში დაჭრილი მეჭირა და მირტყამდნენ! შვილის პატრონი ვარ და ბავშვი როგორ მიმეტოვებინა?!. ცოდვის ტრიალი იყო, ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა, დაჭრილი ბიჭები ძირს ეყარნენ, - რა შველაზე საუბრობთ?! თავზე ლულას ადებდნენ და ესროდნენ, რომ მომკვდარიყო.

- რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ დღეს?

- ძალიან ბევრი - 10-ჯერ მეტი, ვიდრე გამოაცხადეს.

- მერე თქვენ რა მოიმოქმედეთ?

- როგორც კი ბიჭი "სასწრაფოს" მანქანაში ჩავაწვინე, სპეცრაზმელები შემდგნენ: ფეხებს, ხელებს, "დუბინკებს" მირტყამდნენ. სასტიკად ნაცემი უამრავი ადამიანი პურის მანქანაში შეგვყარეს, ბევრი დაჭრილიც იყო. პირველი 60 კაცი რომ გადაიყვანეს ორთაჭალის დაუმთავრებელ, მე-6 ციხეში, მათ შორის მეც ვიყავი. მერე მეორე მანქანითაც მოგვაწიეს სხვები. ბაჩო ახალაია იქ დაგვხვდა. ეტყობა, დაელოდნენ, როდის ავიდოდა ახალაია და მისი ჯგუფი იქ და ამის შემდეგ აგვიყვანეს. მეხუთე საპყრობილეში, სადაც ეს საშინელება დატრიალდა, გაუსამართლებელი ხალხი ვიჯექით, არც ერთი ბრალი დამტკიცებული არ გვქონდა. რომ გადაგვიყვანეს, იქაც განაგრძეს ჩვენი ცემა-ტყეპა. ხელის გაქნევა ვცადე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, წავიქეცი და ფეხებით შემდგნენ. გონება დავკარგე. მერე ბიჭებმა მითხრეს, ახალაიაც გირტყამდა სხვებთან ერთადო. დაჭრილებსაც არ ინდობდნენ. მერე ცარიელ საკნებში შეგვყარეს, სადაც არც წყალი იყო, არც ლეიბი; ძირს ვეყარეთ დაჭრილები და ნეკნებჩამტვრეულები. დაშავებულები საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. თითქმის 4 თვე ხდებოდა, როდესაც საავადმყოფოში გადამიყვანეს, ესეც - დედაჩემის ძალისხმევით: ქვეყანა შეაწუხა და მოახერხა, "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიკა ჯიშკარიანი შემოეყვანა. სწორედ მისი ძალისხმევით გადამიყვანეს. რაც გადავიტანე, იმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ნეკნები დამტვრეული მქონდა, ხერხემალი - დაზიანებული, ორივე მენჯ-ბარძაყის ძვლები ჩამტვრეული აღმოჩნდა და კოქსართროზი განვითარდა.

- 4 თვე საკანში ასე დამტვრეულმა როგორ გაძელით?

- ამას გაძლება ჰქვია?!. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი, არც ტკივილგამაყუჩებელი მქონდა. სიმწრისგან სუნთქვა მეკვროდა. უკვე აეროზოლებზე ვარ, რადგან ჰაერის უკმარისობა მაქვს, ყველა სხვა დაავადებასთან ერთად. ტკივილისგან ვყვიროდი - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც არ მაძლევდნენ ტკივილგამაყუჩებელს. ეს დაგამშვიდებსო, - და თურმე ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისთვის განკუთვნილ წამალს მასმევდნენ. არადა, ადამიანობა რომ გამოეჩინათ და მოეხედათ, ძვლები არ დამეშლებოდა. თურმე ეს წამლები აჩქარებს ამ პროცესს, როცა ანთებაა ორგანიზმში, და ნელ-ნელა დამეშალა ძვლები. ერთი თვის შემდეგ საწოლიდან წამოდგომა ვეღარ შევძელი. ავტეხე ღრიალი. იმ წამალზე დამოკიდებულიც გავხდი. ვეღარც ვჭამდი. ტყუილს არ ვიტყვი - საჭმელი მქონდა. ყავა, სიგარეტი და წამლები - ეს იყო ჩემი მენიუ. სულ ჩამოვდნი. დედაჩემი ითხოვდა, ოპერაცია გაეკეთებინათ, ძალიან ბევრი ადამიანი შეაწუხა. მსჯავრდადებულებიც ასეთ დღეში რომ მხედავდნენ, ისინიც აგრესიულები გახდნენ და ითხოვდნენ, ჩემთვის მოეხედათ. მაშინ ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასათიანი იყო. ის მიხაილის საავადმყოფოში მოელაპარაკა ექიმს და იქ გადამიყვანეს. მეგონა, ოპერაციის შემდეგ ფეხზე დავდგებოდი.

- ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე ჩაგიტარდათ?

- ჯერ ცალ ფეხზე გამიკეთეს. თავს ცუდად ვგრძნობდი, ექიმს ვუთხარი, რკინა ამომივარდა-მეთქი. სურათი გადამიღეს და გამოჩნდა, რომ ოპერაციის დროს ჩასმული რკინა ამოვარდნილი იყო და სამაგრი ხრახნი მუცლისკენ იყო დაძრული. ისევ გადამიყვანეს მიხაილის საავადმყოფოში. ექიმმა თქვა, გასწორდებაო, და მეორე ფეხზე იგივე ოპერაცია გამიკეთა. ოპერაციის დროს გული გამიჩერდა; აპარატზე შეერთებული, რეანიმაციაში გადამიყვანეს. გული ამუშავდა... ციხის საავადმყოფოში რომ დამაბრუნეს, მალე ორივე ფეხიდან ამომივარდა რკინები. ვყვიროდი, მტკიოდა და ტკივილგამაყუჩებელს არ მაძლევდნენ! სადისტები არიან, ხომ არ იცით, ხალხს რას უშვებიან!.. ნელ-ნელა ჩემი ხერხემალი დაიშალა, გვერდებზე ძვლები აღარ მაქვს. 2 წელი და 9 თვე ციხის საავადმყოფოში წამებაში გავატარე.

- სასჯელი მოიხადეთ თუ ვადაზე ადრე გაგათავისუფლეს?

- სასამართლომ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. არადა, 7 მოწმე მყავდა, რომ ბაზრობაზე დედას ვეხმარებოდი. მოწმეები და ადვოკატი დარბაზიდან გამიგდეს. ლოგინად ჩავარდნილი, უკვე სასიკვდილოდ გადადებული ვიყავი. ჯურხა ლაბაური იყო ციხის ექიმი, ის ძალიან თანამიგრძნობდა. ხედავდა, დღითი დღე როგორ უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. დათო კვდება და ციხიდან უნდა გავათავისუფლოთო, - კომისიასაც მიმართა. მიხაილის საავადმყოფოდან ექიმის დასკვნა მჭირდებოდა. მან დაწერა, ჯანმრთელიაო, - ამ დროს ვკვდებოდი!.. მაშინ გენერალური პროკურორი ნიკა გვარამია იყო და ღამის 3 საათზე დედაჩემი კაბინეტში შეუვარდა: შვილი მიკვდება და ციხიდან გამოუშვიო. მან შეისწავლა ჩემი საქმე, სასჯელი გადამივადეს და გამომიშვეს. საკაცით მომიყვანეს სახლში. არავინ ელოდა, თუ გადავრჩებოდი... მეორე დღეს გვარამიაც გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ ერთი სიკეთე მაინც გააკეთა... დღემდე ვუჩივი მიხაილის საავადმყოფოს ექიმს, საქმე დიდი ხანია, სასამართლოშია, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე.

- განაჩენი გამოტანილია?

- ახლა შეცვალა ექიმმა პოზიცია და ამბობს, უმძიმესი ავადმყოფი იყო და მისთვის როგორ უნდა მეშველაო?! მაშინ რატომ დაწერა, რომ ჯანმრთელი ვიყავი?.. ცხადია, ის ვიღაცის დავალებას ასრულებდა. არ მოვისვენებ, სანამ არ დაისჯება. რეგულირების სააგენტომ იმ ექიმს 42 დარღვევა აღმოუჩინა, მაგრამ დღემდე დაუსჯელია. მოვითხოვ, პასუხი აგოს და ასევე ამინაზღაუროს ის ზარალიც, რაც მომაყენა. 39 წლის კაცს ცხოვრება დამინგრიეს და ეს არ უნდა შერჩეთ. მეტსაც გეტყვით,  ჰეპატიტიც ამკიდეს ციხის საავადმყოფოში და ათაშანგიც - სპეციალურად გიკეთებენ სხვის ნემსს!.. ჩემზე ამბობენ, გიჟიაო; რა მეტყობა გიჟობის?! თუ გიჟი ვიყავი, მაშინ რატომ დამიჭირეს, ან - სად გავგიჟდი?! მე ხომ გაუსაძლისმა ტკივილებმა მაქცია ასეთად. მაგათ საუბედუროდ გადავრჩი, უნდოდათ, მოვმკვდარიყავი. არ ვაპირებ გაჩუმებას, ყველანაირი დოკუმენტაცია მაქვს. მოსამართლემ მითხრა, - საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასული აქვსო. გავასაჩივრეთ სააპელაციოში; საქმე უკან დაუბრუნეს ისევ იმ მოსამართლეს და მიუთითეს, კანონის შესაბამისად განიხილეო, მაგრამ დღემდე აჭიანურებს.

- ოპერაცია ისევ გჭირდებათ?

- ოპერაცია კი არ მჭირდება, უკვე გადარჩენა მჭირდება: ხან კომაში ვვარდები, ხან - კრუნჩხვაში. იმდენჯერ გამოვიძახე "სასწრაფო", რომ უკვე ამიკრძალეს იქ დარეკვა. ვეღარ ვუძლებ ტკივილს. ვითხოვ, ამინაზღაურონ ყველანაირი ზარალი და მომცენ კომპენსაცია, რომ გერმანიაში წავიდე და ვიმკურნალო. უნდა გადავრჩე. დედას ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მოსამართლე მარინა ცერცვაძეს აქვს ჩემი საქმე განსახილველად. დედაჩემმა მის თანაშემწეს დაურეკა და უთხრა, - შვილი ძალიან ცუდად მყავს, საქმე სასწრაფოდ არის განსახილველი, რომ სამკურნალოდ წავიყვანოო. იქიდან უპასუხეს, - მოსამართლეს თქვენ გარდა ძალიან ბევრი საქმე აქვს განსახილველიო. ასეთია დამოკიდებულება ადამიანის ბედისადმი. არ დავნებდები და სიმართლეს მაინც მივაღწევ. ყველასთან მაქვს შეკითხვები: სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან სხვა შეკითხვები მაქვს, იმასთანაც მაქვს კითხვები, ვინც უდანაშაულოდ დამიჭირა, იმასთანაც, ვინც უკანონოდ გამასამართლა, იმასთანაც, ვინც ნეკნები ჩამიმტვრია. მთავარი კითხვაც არ მასვენებს - ვინ არის დაინტერესებული ჩემი ოჯახის გაწყვეტით? ყველა ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო, მაგრამ აქამდე რომ მივიდე, ჯერ ფეხზე უნდა დავდგე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"