ვარსკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახში უთანხმოება გრძელდება. ამჯერად ”განხეთქილების ვაშლი” ანჯელინას ყოფილი მეუღლეა, რომელზეც ბრედ პიტი გამუდმებით ეჭვიანობს. როგორც showbizspy წერს, ბრედი ძალიან გაღიზიანდა, როდესაც გაიგო, რომ ანჯელინა სისტემატურად უყურებს სერიალ "Elementary"-ს - ყოფილი ქმრის, მსახიობ ჯონი ლი მილერის მონაწილეობით.
ბრედი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც აღმოაჩინა, რომ ანჯელინა სერიებს ჩუმად იწერს და განმეორებით უყურებს. თუმცა, ჯონ ლი მილერი მხოლოდ ანჯელინას არ მოსწონს - ბრედს ყოველდღე უწევს მისი შვილებისგან ჯონის ქების მოსმენა.
"ბრედი თავს უსუსურად გრძნობს, რადგანაც აღმოაჩინა, რომ საყვარელი ქალი ყოფილი ქმრით აღფრთოვანებულია. შვილები კი ჯონზე გატაცებით საუბრობენ და მამას ეუბნებიან, რომ ახალ სერიას მოუთმენლად ელიან", - წერს showbizspy.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.