საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუმის დეპუტატს ჰიტლერის სახლის ყიდვა უნდა
დუმის დეპუტატს ჰიტლერის სახლის ყიდვა უნდა

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატს, მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ედი­ნა­ია რო­სი­ას" წევ­რს, ფრანც კლინ­ცე­ვიჩს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს ის სახ­ლი იყი­დოს, რო­მელ­შიც ადოლფ ჰიტ­ლე­რი და­ი­ბა­და და შემ­დეგ და­ან­გრი­ოს. სახ­ლი ავ­სტრი­ულ ქა­ლაქ ბრა­უ­ნაუ-ნა-ინე­ში მდე­ბა­რე­ობს და 2,2 მლნ ევრო ღირს.

კლინ­ცე­ვი­ჩის პრეს-მდივ­ნის თქმით, სახ­ლის შე­სა­ძე­ნად სა­ჭი­რო თან­ხის მო­ძი­ე­ბას დე­პუ­ტა­ტი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით აპი­რებს. იდე­ას რუ­სე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი ვა­დიმ სო­ლო­ვე­ვიც მხარს უჭერს.

სახ­ლს, სა­დაც ჰიტ­ლე­რი და­ი­ბა­და, ადრე ბიბ­ლი­ო­თე­კად, სკო­ლად, ბან­კად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სახ­ლად იყე­ნებ­დნენ.

სექ­ტემ­ბერ­ში ბრა­უ­ნა­უ­ში სახ­ლის ბე­დის შე­სა­ხებ დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა. ქა­ლა­ქის მერ ჰა­ნეს ვა­იდ­ბა­ხერს სურ­და, რომ სახ­ლი სა­ბი­ნაო ფონ­დის­თვის გა­და­ე­ცა, ხოლო "მწვა­ნე­თა" პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვიდ­ნენ, რომ სახ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ეს­ყი­და და "პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სახ­ლად" გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ამ სახ­ლში ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვამ შე­იძ­ლე­ბა სა­ეჭ­ვო კლი­ენ­ტე­ბი მი­ი­ზი­დოს.

გერ­მა­ნი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­რო ცდი­ლობს, შე­ნო­ბა ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბის კულ­ტუ­რულ ობი­ექ­ტად არ იქ­ცეს. ჰიტ­ლე­რი ამ შე­ნო­ბა­ში 1889 წელს და­ი­ბა­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Der Standard-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დუმის დეპუტატს ჰიტლერის სახლის ყიდვა უნდა

დუმის დეპუტატს ჰიტლერის სახლის ყიდვა უნდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, მმართველი პარტია "ედინაია როსიას" წევრს, ფრანც კლინცევიჩს განზრახული აქვს ის სახლი იყიდოს, რომელშიც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა და შემდეგ დაანგრიოს. სახლი ავსტრიულ ქალაქ ბრაუნაუ-ნა-ინეში მდებარეობს და 2,2 მლნ ევრო ღირს.

კლინცევიჩის პრეს-მდივნის თქმით, სახლის შესაძენად საჭირო თანხის მოძიებას დეპუტატი შემოწირულობებით აპირებს. იდეას რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, დეპუტატი ვადიმ სოლოვევიც მხარს უჭერს.

სახლს, სადაც ჰიტლერი დაიბადა, ადრე ბიბლიოთეკად, სკოლად, ბანკად და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ სახლად იყენებდნენ.

სექტემბერში ბრაუნაუში სახლის ბედის შესახებ დისკუსია გაიმართა. ქალაქის მერ ჰანეს ვაიდბახერს სურდა, რომ სახლი საბინაო ფონდისთვის გადაეცა, ხოლო "მწვანეთა" პარტიის წარმომადგენლები და სოციალ-დემოკრატები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ სახლი სახელმწიფოს შეესყიდა და "პასუხისმგებლობის სახლად" გადაქცეულიყო. სოციალ-დემოკრატული პარტიის წარმომადგენლის თქმით, ამ სახლში ბინების გაყიდვამ შეიძლება საეჭვო კლიენტები მიიზიდოს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინიტრო ცდილობს, შენობა ნეონაცისტების კულტურულ ობიექტად არ იქცეს. ჰიტლერი ამ შენობაში 1889 წელს დაიბადა.

მომზადებულია Der Standard-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს