მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება
ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბაჩო ახა­ლა­ია რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და. გან­მარ­ტა, რომ არ­სად გაქ­ცე­უ­ლა, უბ­რა­ლოდ, და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ე­რი­და, რათა ვი­თა­რე­ბა უა­რე­სად არ და­ძა­ბუ­ლი­ყო და ახლა მზა­დაა, ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხოს. სა­პა­სუ­ხოდ, 6 ნო­ემ­ბრის ღა­მეს იგი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს და ამის მერე უკან აღარც გა­მო­უშ­ვი­ათ - 7 ნო­ემ­ბერს კი მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვი­სა და შს მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე და მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ი­ჭი­რეს. ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი დროს იგებს და "უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი" ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის­თვის ემზდე­ბა, ამ ეტაპ­ზე, მოწ­მე­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის გა­რე­შე, ამ ში­ნა­არ­სი­საა:

"სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ვმსა­ხუ­რობ­დი 2006 წლი­დან. 2011 წლი­დან ვმსა­ხუ­რობ­დი მე­ო­თხე ქვე­ით ბრი­გა­და­ში, 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მო­ბი­ლურ­ზე და­რე­კა ჩემ­თვის უც­ნობ­მა პირ­მა, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ იყო სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და სურ­და ჩემ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და მთხო­ვა ქუ­ჩა­ში გას­ვლა. გა­ვე­დი გა­რეთ, სა­დაც დამ­ხვდა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა, და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში. წა­მიყ­ვა­ნეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. ამიყ­ვა­ნეს მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე, სა­დაც დამ­ხვდნენ ჩე­მი­ვე თა­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. ამ დროს მი­ნის­ტრის კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­ვიდ­ნენ გიგი კა­ლან­და­ძე და მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი შა­მა­თა­ვა, ორი­ვე მათ­გან­მა მი­სა­ღებ­ში ყვე­ლას გვა­გი­ნა. ამ დრო­საც ჩემ­თვის უც­ნო­ბი იყო, თუ რა და­ვა­შა­ვე. ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ჩვე­ნი სა­თი­თა­ოდ შეყ­ვა­ნა მი­ნის­ტრის კა­ბი­ნეტ­ში. რა სა­უ­ბა­რი შედ­გა მათ­თან და მი­ა­ყე­ნეს თუ არა შე­უ­რა­ცხყო­ფა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რად­გან რო­დე­საც უკან გა­მო­იყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ქვე­მოთ ჩა­იყ­ვა­ნეს და იმის შემ­დეგ აღარ მი­ნა­ხავს. შემ­დე­გი ვინც შე­იყ­ვა­ნეს, სა­ხე­ზე იყო აწით­ლე­ბუ­ლი. და­ა­ყე­ნეს ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით და ცოტა ხან­ში, ისიც ქვე­მოთ ჩა­იყ­ვა­ნეს. ყვე­ლა­ნი რიგ­რი­გო­ბით ჩა­ყავ­დათ ქვე­მოთ ისე, რომ ჩვენ, რიგ­ში მდგო­მე­ბი, ვერ ვა­ხერ­ხებ­დით ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქტს. პი­რა­დად მე, მი­ნის­ტრის კა­ბი­ნეტ­ში არ ვყო­ფილ­ვარ, ჩემი აზ­რით, ბოლო ვი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ გა­მოვ­რჩი. სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვით და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი, ამის მერე ყვე­ლა­ნი ცალ-ცალ­კე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნებ­ში ჩაგ­ვსხეს და წაგ­ვიყ­ვა­ნეს მე­ო­თხე ქვე­ით ბრი­გა­და­ში. შეგ­ვიყ­ვა­ნეს მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ბრი­ფინ­გის ერთ-ერთ ოთახ­ში, სა­დაც დაგ­ვხვდა მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ოფი­ცერ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა. ამ დროს ბრი­გა­და­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო გან­გა­ში. ოთახ­ში იყო ასე­ვე მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია, გიგი კა­ლან­და­ძე და ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი შა­მა­თა­ვა. ასე­ვე, იყ­ვნენ სა­მი­ნის­ტრო­დან და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ი­დან სხვა­დას­ხვა პი­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში. მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არ ვიცი. ბრი­ფინ­გის ოთახ­ში სა­უ­ბა­რი და­ი­წყო მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, რო­მელ­მაც ოფიც­რებს უთხრა, რომ ჩვენ ვი­ყა­ვით ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში სა­უბ­რი­სას ვა­გი­ნებ­დით და ვლან­ძღავ­დით, ოფიც­რებს და არ მოგ­ვწონ­და ჯა­რის სის­ტე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უბ­რე­ბი იყო ჩა­წე­რი­ლი. სწო­რედ ამ დროს გა­ვი­გე, თუ რა­ტომ ვი­ყა­ვი მიყ­ვა­ნი­ლი. მან მოს­თხო­ვა ოფიც­რებს ამა­ზე ჩვენ­თვის გა­ე­ცათ პა­სუ­ხი, თუმ­ცა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თა­ვად თქვა, რომ დაგ­ვსჯი­და და დამ­ლა­გებ­ლე­ბად დაგ­ვნიშ­ნავ­და. შემ­დეგ გვკი­თხა, რო­მე­ლი­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გვქონ­და თუ არა. ამ დროს, რო­გორც მახ­სოვს, ხუთ­ნი ვი­დე­ქით და მხო­ლოდ მე გა­მოვ­თქვი პრე­ტენ­ზია, რომ არ ვი­მუ­შა­ვებ­დი დამ­ლა­გებ­ლად, რა­ზეც ბაჩო ახა­ლა­ი­ამ გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, რომ მა­ინც მა­ი­ძუ­ლებ­და. ვუ­პა­სუ­ხე, რომ მერ­ჩივ­ნა და­ვე­ჭი­რე ან და­ვეხვრი­ტე, რა­ზეც უბ­რძა­ნა გიგი კა­ლან­და­ძეს, წა­სუ­ლიყ­ვნენ ჩემს სახ­ლში, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ჩხრე­კა და ამო­ე­ღოთ ია­რა­ღი. მე ვუ­პა­სუ­ხე, რომ სახ­ლში არა­ნა­ი­რი ია­რა­ღი არ მქონ­და. მან მი­თხრა, რომ აბა რაზე და­გი­ჭი­რო­თო. თან და­ა­მა­ტა, რომ სახ­ლში მქონ­და "აკა­ე­სიც", "გლო­კიც", "მა­კა­რო­ვიც" და "ტყვი­ა­წა­მა­ლიც". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თან არა­ვინ მი­სუ­ლა და ჩხრე­კა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ბრი­ფინ­გის ოთახ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თი ვი­ყა­ვით. შემ­დეგ გაგ­ვიყ­ვა­ნეს გა­რეთ, სა­დაც ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ჯა­რის­კა­ცებს სცემ­დნენ და აგი­ნებ­დნენ ბა­ჩომ ახა­ლა­ია, გიგი კა­ლან­და­ძე და შა­მა­თა­ვა. პი­რა­დად მე მა­გი­ნა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, გიგი კა­ლან­და­ძემ და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვამ. გიგი კა­ლან­და­ძემ პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ყური ამი­წია. ასე­ვე, ცემა და­მი­პი­რა შა­მა­თა­ვა­მაც. ცოტა ხან­ში ისევ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც გაგ­ვა­ნა­წი­ლეს ცალ-ცალ­კე ოთა­ხებ­ში. კარ­თან მცვე­ლე­ბად და­ა­ყე­ნეს სამ­ხედ­რო პატ­რუ­ლის ორ-ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი - აკ­რძა­ლუ­ლი გვქონ­და დაჯ­დო­მა, საჭ­მლის ჭამა და წყლის და­ლე­ვა. ასე­ვე ყო­ველ 5 წუთ­ში უნდა გვეყ­ვი­რა - "გა­უ­მარ­ჯოს მე­ო­თხე ბრი­გა­დას". ამ დროს ჩვენს მიერ ამ სას­ჯე­ლის ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლებ­და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მა­ი­ო­რის წო­დე­ბით, რო­მელ­საც ჰქონ­და მეგ­რუ­ლი კილო. ჩვე­ნი ასე­თი წა­მე­ბა გაგ­რძელ­და სამი დღე. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ მქო­ნია ოჯახ­თან კავ­ში­რი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ იცოდ­ნენ, სად ვი­ყა­ვი. მერე გა­მო­მიშ­ვეს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში. სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში არ მივ­სულ­ვარ, მხო­ლოდ ოცი დღის შემ­დეგ მი­ვე­დი, როცა ჩემი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ჩა­ვა­ბა­რე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ. და­მა­ვალ­დე­ბუ­ლეს, არ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქა­ლა­ქი და ჩემი ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ შე­მე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა. მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლის ქვეშ ვი­ყა­ვი 2012 წლის დად­გო­მამ­დე. ამას გარ­და, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში რა­ღაც გან­ცხა­დე­ბა­ზე მო­მა­წე­რი­ნეს ხელი, რომ­ლის ში­ნა­არ­სი არ ვიცი, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებ, რომ მა­შინ არც ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, არც ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, არ მსურ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წას­ვლა და არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არა­ვის­თან არ გა­მაჩ­ნდა, არ არის სი­მარ­თლე და მას­ზე ხელი მო­წე­რი­ლი მაქვს მო­ტყუ­ე­ბით. მე ჩემს ჩვე­ნე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლად და­ვა­სა­ხე­ლე ბაჩო ახა­ლა­ია, გიგი კა­ლან­და­ძე და შა­მა­თა­ვა, მე მათ სა­მი­ვეს ვიც­ნობ­დი სა­ხე­ზე, რად­გან ისი­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი იყ­ვნენ. მე მსურს, რომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სამ­სა­ხუ­რი­დან ჩემს უკა­ნო­ნოდ გა­მოგ­დე­ბა­ში და მო­მექ­ცნენ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად. და­სა­მა­ტე­ბე­ლი, ამ ეტაპ­ზე, სხვა არა­ფე­რი მაქვს".

ვრცელ­დე­ბა კი­დევ ერთი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ახა­ლა­ია, კა­ლან­და­ძე და შა­მა­თა­ვა მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბუნ­ტის ინ­სცე­ნი­რე­ბას ითხოვ­დნენ:

"მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ მი­თხრა, რომ ჩვენ, თით­ქოს მთვრა­ლებს, უნდა მოგ­ვე­წყო ბუნ­ტი მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მისი ნათ­ქვა­მი ვი­უ­ა­რე. ამის შემ­დეგ ჩემ­თან მო­ვი­და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე და და­მი­წყო ცემა სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში ხე­ლით, შემ­დეგ კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა გი­ორ­გა­ძემ, ჩა­მო­მიყ­ვა­ნა ე.წ. პლატც­ზე და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მომ­თხო­ვა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა ის, რა­საც მე­უბ­ნე­ბო­და ახა­ლა­ია, თან მირ­ტყამ­და ტა­ნის არე­ში. ამ დროს მა­ი­ძუ­ლებ­და, მერ­ბი­ნა პლატ­ცის ირ­გვლივ, რამ­დე­ნი­მე წრის დარ­ტყმის შემ­დეგ მა­ჩე­რებ­და და ისევ მცემ­და, დაბ­ლა მაგ­დებ­და და ტან­ზე ფეხს მირ­ტყამ­და. შემ­დეგ ჩამ­სვა თა­ვის მან­ქა­ნა­ში და ჩა­მო­მიყ­ვა­ნა მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, სა­დაც დაგ­ვხვდა შავი ფე­რის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, გა­დამ­სვა ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, რომ­ლის სა­ჭეს­თან იჯდა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია, გვერ­დით ეჯდა გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, იქ სხვა პი­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მე მათ არ ვიც­ნობ. წა­მო­ვე­დით მე-4 ქვე­ით ბრი­გა­და­ში. შე­ვე­დით ყო­ფილ სა­სა­დი­ლო­ში, იქ დაგ­ვხვდა სა­მე­თა­უ­რო რგო­ლი. მი­ნის­ტრმა ახა­ლა­ი­ამ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით თქვა, რომ ვი­ყა­ვით უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, ვა­პი­რებ­დით და­ლე­ვას, ბუნ­ტის მო­წყო­ბას და დაგ­ვი­წყო გი­ნე­ბა. ბაჩო ახა­ლა­ი­ამ იქვე მდგომს ყვე­ლას და­სა­ნა­ხად თავ­ში ჩა­არ­ტყა რა­ღაც წვრი­ლი სა­გა­ნი. ამის შემ­დეგ წა­ვი­და. ჩვენ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს გა­რეთ, მე რამ­დე­ნი­მე­ჯერ სა­ხე­ში ხელი გა­მარ­ტყა ზუ­რაბ შა­მა­თა­ვამ... სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ელ­მა და­მა­წე­რი­ნა გან­მარ­ტე­ბა, რომ ვა­პი­რებ­დით და­ლე­ვა­სა და ბუნ­ტის მო­წყო­ბას, და­მა­წე­რი­ნა პა­ტა­კი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­თხოვ­დი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან და­თხოვ­ნას. ასე­ვე მი­თხრა, რომ ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბა მას­თან უნდა შე­მე­თან­ხმე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ ოთახ­ში მა­ძა­ხე­ბი­ნეს - გა­უ­მარ­ჯოს მე­ო­თხე ქვე­ით ბრი­გა­და­სო. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში დამ­ტო­ვეს 26 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მომ­დე, შემ­დეგ წა­ვე­დი სახ­ლში. მე­ო­რე დღეს, ვი­ნა­ი­დან ვი­ყა­ვი დამ­ცი­რე­ბუ­ლი და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კრე­დიტს ვე­ღარ დავ­ფა­რავ­დი, ვცა­დე თა­ვის მოკ­ვლა, კერ­ძოდ ავე­დი ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის ბოძ­ზე და მა­ღალ ძაბ­ვას შე­ვა­ხე მავ­თუ­ლი. ამის შემ­დეგ მოვ­ხვდი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, სა­დაც გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია, გა­და­მი­ნერ­გეს ხორ­ცი მკერ­დის მარ­ჯვე­ნა არე­ში და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თი­თებ­ზე. თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბამ­დე, ჩემს ტე­ლე­ფონ­ში ჩავ­წე­რე მე­სი­ჯი, რო­მელ­შიც მი­ვუ­თი­თე ჩემი თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი. ეს ტე­ლე­ოფ­ნი დრეს აქვს ბი­ძა­ჩემს, რო­მე­ლიც ღვთის­მსა­ხუ­რია", - ნათ­ქვა­მია ჩვე­ნე­ბა­ში.

ანა­ლო­გი­უ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ფაქ­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა სხვა ჩვე­ნე­ბებ­შიც, რა­საც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს. ხოლო რო­გორც ერთ-ერთ ბოლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარ­ში ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა ეს ჩვე­ნე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია, მათი შეს­წავ­ლა მი­დის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სხვა ბევ­რი მა­სა­ლაა შე­სუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ახა­ლა­ი­ას კი­დევ ერთი, კერ­ძოდ - ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხე­ბაც გა­ვი­გოთ.

ამ ფაქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა მხო­ლოდ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ის­თვი­საა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ახლა სხვა ქრო­ნო­ლო­გი­ას შე­გახ­სე­ნებთ, რა­ზეც წლე­ბია, ქვე­ყა­ნა­ში დიდ-პა­ტა­რა სა­უბ­რობს, რა­ზეც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", ლი­დე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­მეგ­რე­ლოს სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ერ­თწ­ლი­ა­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ააგო და რა­საც ამ­დე­ნი ხა­ნია, პე­რი­ო­დუ­ლად გვი­ამ­ბო­ბენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მოკ­ლულ­თა ოჯა­ხე­ბი თუ სხვე­ბი - ეს ბაჩო ახა­ლა­ი­ას საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბია, რა­ზეც ამ­დე­ნი ხა­ნია, პრე­სა­ში იწე­რე­ბა, წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცია, აწ უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი აპე­ლი­რებს და რაც უნდა სა­სა­ცი­ლო იყოს, რა­ზეც მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი არ აღ­მო­აჩ­ნდა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რომ ჰქო­ნო­და, ახა­ლა­ი­ას­თვის ამ ყოვ­ლად უსუ­სუ­რი ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და! იმ საქ­მე­ე­ბი­სა და ხალ­ხის სია, ვინც შე­იძ­ლე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს, ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს და ექსმი­ნის­ტრი, სულ ცოტა, 30 წლით ჩას­ვას ცი­ხე­ში, ანდა, სუ­ლაც უვა­დოდ და­ა­პა­ტიმ­როს, ასე­თია:

№1. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნის, სერ­გო თეთ­რა­ძის მკვლე­ლო­ბა, რა­საც თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე იხ­სე­ნებს, სწო­რედ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას უშუ­ა­ლო დაკ­ვე­თით, მე­გის ქარ­და­ვას მიერ ყო­ფი­ლა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სარ­ჩე­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თეთ­რა­ძის მე­უღ­ლემ უკვე შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა დუმს იმის შე­სა­ხებ, ახა­ლა­ი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბის რა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს ამის შე­სა­ხებ.

№2. ალა­სა­ნი­ას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა კი­დევ ერთი, ლა­მის ის­ტე­რი­კულ ფონ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ახა­ლა­ი­ე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა კლან­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა შექ­მნა, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად და­თა­რე­შობ­და, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ატე­რო­რებ­და და ა.შ. ალა­სა­ნია ამ ფაქტს დღემ­დე ადას­ტუ­რებს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, მან ამ "ბან­დფორ­მი­რე­ბის" წევრთა სიაც წარ­მო­ად­გი­ნა, თუმ­ცა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს­გან დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რი მი­ი­ღო, რე­ზერ­ვის­ტე­ბის გვა­რებს გვაწ­ვდიო. მის გან­ცხა­დე­ბებს კი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ეწო­და. თურ­მე, სწო­რედ ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­ტე­რო­რეს მამა-შვილ­მა ახა­ლა­ი­ებ­მა მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო და გა­ა­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი. ამის შე­სა­ხებ ალა­სა­ნი­ას შტა­ბის უფ­რო­სი, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნიც სა­უბ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ მას შან­ტა­ჟი­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის შემ­ცვე­ლი არა­ერ­თი ფაქ­ტი აქვს ხელთ. ასე რომ, დღეს, როცა ახა­ლა­ია და­ჭე­რი­ლია, ამ ჩვენ­თვის უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბით, მხო­ლოდ ალა­სა­ნია და მისი გუნ­დი შეძ­ლებს მის­თვის რამ­დე­ნი­მე წლის ჩუ­ქე­ბას.

№3. მკვლე­ლო­ბა­თა თემა რომ გა­ვაგ­რძე­ლოთ, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, ქუ­ჩა­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ხელს პირ­და­პირ ადებს და აცხა­დებს: "პი­რა­დად ბაჩო ახა­ლა­ი­ას კი­სერ­ზეა სამ­გო­რის მეტ­როს­თან სამი აჭა­რე­ლი ბავ­შვის ჩა­ცხრილ­ვა. ამ საქ­მე­ზე ვმუ­შა­ობ­დი და ეს ბავ­შვე­ბი პი­რა­დად ახა­ლა­ი­ას დახ­ვრე­ტი­ლე­ბი არი­ან. შემ­დეგ კი მათ ჩან­თით და­უ­წყვეს ია­რა­ღე­ბი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ახა­ლა­ი­ე­ბი მკვლე­ლე­ბი არი­ან. ზუს­ტად ვიცი, სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლა­ი­ას ჰყავს ზონ­დერბრი­გა­დე­ბი, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყავთ ახალ­ცი­ხე­ში. ახალ­ცი­ხი­დან ვა­ნოს გად­მოჰ­ყავს კა­ხეთ­ში და აკე­თე­ბი­ნებს სა­ში­ნელ საქ­მე­ებს. გვა­რე­ბი და სა­ხე­ლე­ბი ცნო­ბი­ლია. ის ბრი­გა­დე­ბი მკვლე­ლე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ახა­ლა­ია ამ­ზა­დებს ზონ­დერე­ბის ჯგუფს თბი­ლი­სის­თვი­საც. იმ დაჯ­გუ­ფე­ბებ­ში არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც 28 წელი აქვთ მის­ჯი­ლი. გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ პა­ტიმ­რე­ბი და რე­ცი­დი­ვის­ტე­ბი. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, ვინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით. რა და­ვა­ლე­ბე­ბიც აქვთ, ეგეც ვიცი", - ასე რომ, ახა­ლა­ი­ას საქ­მის "გა­სა­სე­რი­ო­ზუ­ლებ­ლად" იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მის ფაქ­ტებ­თან ერ­თად, სწო­რედ მის­წრე­ბა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­თვის.

№4. ქი­ბარ ხალ­ვა­შის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია "ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნალ ბილ­დინგ კომ­პა­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, მალ­ხაზ ოსა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "არტი ჯგუ­ფის" გა­დაწ­ვა უშუ­ა­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­თი­თე­ბით მოხ­და. ქი­ბარ ხალ­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია, რად­გან ყვე­ლა მის­თვის წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, მის პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე სა­უბ­რობს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მე­ტიც, მისი და, ფატი ხალ­ვა­ში აჭა­რა­ში მა­ჟო­რი­ტა­რად კენ­ჭსაც იყ­რი­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიით დე­პუ­ტა­ტიც გახ­და. ახლა სწო­რედ ის დროა, და-ძმა ხალ­ვა­შე­ბი და "არტი ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რი ოსა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლით იწ­ვოდ­ნენ და ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევ­დნენ. მით უმე­ტეს, ოსა­ძე კომ­პა­ნი­ის დაწ­ვა­სა და ახა­ლა­ი­ას ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას აქამ­დე არ ერი­დე­ბო­და: "ინ­ცი­დენ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შევ­ხვდი ბაჩო ახა­ლა­ი­ას. მან გან­მი­ცხა­და, რომ შე­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა ქი­ბარ ხალ­ვაშ­თან და თუ შეხ­ვედ­რის დროს ორ­გა­ნი­ზე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი, და­მე­მუქ­რა. ორი დღის შემ­დეგ "არტი ჯგუ­ფი" და­იწ­ვა", - აღ­ნიშ­ნავ­და მალ­ხაზ ოსა­ძე მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას. მის უფრო კონ­კრე­ტულ ჩვე­ნე­ბას კი, ალ­ბათ, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­უს­მენს.

№5. ორ­თა­ჭა­ლის ე.წ. ქურ­დე­ბის ცი­ხის ბუნ­ტი, რო­მე­ლიც 2006 წელს, 26 მარტს ბაჩო ახა­ლა­ი­ამ სის­ხლში ჩა­ახ­შო, მისი "სა­მარ­კო და­ნა­შა­უ­ლია". სხვა­თა შო­რის, მა­შინ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ მალ­ხაზ ზე­დე­ლაშ­ვილს ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტი გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი იცავ­და. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, 2006 წლის 27 მარტს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა მოხ­და. 7 მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­ი­ღუ­პა, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს სპეც­რაზ­მი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რის დაც­ვის წევ­რებ­მა. მა­შინ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ბაჩო ახა­ლა­ია იყო. 7 და­ღუ­პუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ზე დღემ­დე არა­ვის უგია პა­სუ­ხი. პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვი­ლი კი, კი­დევ ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", ინ­ვა­ლი­დის სა­ვარ­ძელს სა­მუ­და­მოდ მი­ე­ჯაჭ­ვა. ახლა ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა ის­მის - რა დროს ქურ­დო­ბა, ქურ­დის ცო­ლო­ბა და "კაი ბი­ჭის დო­ბაა" - სად არი­ან ბუნ­ტის დროს და­ღუ­პუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი და რა­ტომ არ აძ­ლე­ვენ ოფი­ცი­ა­ლურ ჩვე­ნე­ბას, მა­შინ, როცა ყვე­ლა იმა­ზე სა­უბ­რობ­და, რო­გორ ამ­ცი­რებ­დნენ, ახა­ლა­ია-ქარ­და­ვა, დუ­ეტ­ში "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" და მათ პირ­ში ია­რაღ­საც ჩრიდ­ნენ?!

№6. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ - ცო­ცხე­ბი­თა და "დუ­ბინ­კე­ბით" თავ-პირი რომ გა­დაგ­ვა­ჭა­მეს, "ობი­ექ­ტი­ვის" სტუ­დი­ა­ში მი­ლი­არ­დი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რეს და ირმა ინაშ­ვი­ლის ძმამ და მის­მა პა­ტი­მარ­მა მე­გო­ბარ­მა ლო­მი­ამ რომ ისა­უბ­რეს, პა­ტიმ­რებს უშუ­ა­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია აწა­მებ­დაო, რა­ტომ არ დგა­ნან ახლა რიგ­ში ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად? სად არის გმი­რად შე­რა­ცხუ­ლი, ქვეყ­ნი­დან მარ­თლა გაქ­ცე­უ­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლომ გმი­რად შე­რა­ცხა - ბე­დუ­კა­ძე აქამ­დე ღიად და თა­მა­მად არ ყვე­ბო­და, რომ ცი­ხის ბად­რა­გი პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კად­რებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ბაჩო ახა­ლა­ი­ას სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის იღებ­და, თა­ნაც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვი­დე­ო­თი? ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ეს უკა­ნას­კნე­ლი, ე.წ. ცი­ხის კად­რე­ბი ხომ ის საქ­მეა, რა­მაც მარ­ტო ბაჩო ახა­ლა­ია კი არა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­ი­ყო­ლა მთე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბი­ა­ნად"?

ეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლია, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბის ენა­ზე ჭორი, მო­ნა­ყო­ლი ან სხვა უფრო შე­სა­ბა­მი­სი ეპი­თე­ტი შე­ე­ფე­რე­ბა, მაგ­რამ აიყ­ვა­ნო მკვლე­ლი, გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ლი, ავ­ხორ­ცი, ბუნ­ტის ხე­ლოვ­ნუ­რად მომ­წყო­ბი, პა­ტიმ­რე­ბის მწა­მე­ბე­ლი და ა.შ. ყოვ­ლად უსუ­სუ­რი, სა­სა­ცი­ლო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რისმთქმე­ლი ბრალ­დე­ბით, გაგ­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ეს მარ­თლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია!

ბრალ­დე­ბის ირო­ნი­უ­ლო­ბამ ბევ­რი იქამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნა, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად შე­ფას­და. ბუ­ნებ­რი­ვია, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­ა­ხა­ნა, ჯერ იყო და პრე­ზი­დენ­ტმა იქა­და­გა დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის რღვე­ვა­ზე, მერე "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­მო­ა­ცხა­დეს ჩვე­უ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტი­დან თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ­დე სულ მხარ­დამ­ხარ ია­რეს. ბო­ლოს, რა თქმა უნდა, ბაჩო ახა­ლა­ი­ა­მაც, ავ­დო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით, გა­ნა­ცხა­და, რომ თავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მსხვერ­პლად მი­იჩ­ნევს!

კი მაგ­რამ, რა სა­ჭი­რო იყო მის­თვის წა­მე­ბუ­ლის გვირ­გვი­ნის დად­გმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა­ვე" ხე­ლით?! კაც­მა არ იცის, რა­ტომ ჩა­მო­ვი­და სი­ნამ­დვი­ლე­ში ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­თლა "გმი­რუ­ლი მო­ტი­ვე­ბით" თუ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ აი­ძუ­ლა, მაგ­რამ ხომ ფაქ­ტია, რომ არ­სად გარ­ბო­და, ჰოდა, ჯერ ფაქ­ტე­ბი რომ შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა და­ლოც­ვილ პრო­კუ­რორს და ამის მერე, ცოტა სო­ლი­დუ­რი ბრალ­დე­ბით აეყ­ვა­ნა "სის­ხლის­მე­ლი ბაჩო", მი­სი­ვე პრეს­ტი­ჟის საქ­მე იყო. ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარს "წა­მე­ბუ­ლე­ბი" - ასე "შე­ვიყ­ვა­რეთ" ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, მის წა­მე­ბა­ში ხელს ახა­ლა­ი­ას ადებ­და. ვა­პა­ტი­ეთ კაცს, რო­მელ­მაც უამ­რავ ადა­მი­ანს ღირ­სე­ბა აჰ­ყა­რა და მათი შიშ­ვე­ლი, ია­ტაკ­ზე გარ­თხმუ­ლი სხე­უ­ლე­ბი გვიჩ­ვე­ნა და­პა­ტიმ­რე­ბი­სას, საკ­მა­ოდ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ფორ­მით. თუმ­ცა, მას ყვე­ლა­ფე­რი მი­ვუ­ტე­ვეთ, რო­გორც კი თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი, თვა­ლე­ბამ­ღვრე­უ­ლი ვი­ხი­ლეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა "ოც­ნე­ბა" ახა­ლა­ი­ას­გან ახალ გმირს უფრო აკე­თებს - ბაჩო ახა­ლა­ი­ას ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ყვე­ლა ვებ-სა­იტ­ზე აიტ­ვირ­თა, შე­იქ­მნა და­კა­ვე­ბუ­ლი ექსმი­ნის­ტრის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი, აქ­ტი­უ­რო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას პო­ლიტ­პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს და სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს. სიმ­ბო­ლუ­რად, 7 ნო­ემ­ბერს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ექსმი­ნის­ტრის ერთ-ერთ მთა­ვარ დამ­ცვე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ერთ-ერთი სახე, თეა თუთ­ბე­რი­ძე გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლა­ი­ას და­ჭე­რის წა­მი­დან, ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ბუ­ნებ­რი­ვია, იგი ახა­ლა­ი­ას მხა­რეს წარ­მო­ად­გენს და სა­ზო­გა­დო­ბა­ში არ­ცთუ დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ლო­გი­კუ­რად მსჯე­ლობს და იმა­ზე ღიად სა­უბ­რობს, რო­დის და რა­ტომ და­ი­წყო ბაჩო ახა­ლა­ი­ა­ზე ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მი­თის შექ­მნა ქვეყ­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ის­ტო­რი­ა­ში: "პრო­კუ­რა­ტუ­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ჩანს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. რო­გორც ჩანს, მათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ და აპე­ლი­რე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კა­ცის ჩვე­ნე­ბა­ზე. ამი­ტომ მინ­და ვკი­თხო კბი­ლაშ­ვილს - ამ დღე­ებ­ში რომ აღ­მოჩ­ნდნენ ჯა­რის­კა­ცე­ბი, ვინც ანა­ლო­გი­ურ, ან უფრო მძი­მე ჩვე­ნე­ბას მის­ცემს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, და­ა­კა­ვე­ბენ თუ არა ალა­სა­ნი­ას? მთე­ლი ეს მი­თე­ბი მის შე­სა­ხებ, მოჰ­ყვა ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრძო­ლას კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძემ­დე, მის დროს, მის შემ­დეგ, 2003, 2004 , 2005 წლებ­ში, სი­ტუ­ა­ცი­ას რო­გორც ცი­ხე­ებს შიგ­ნით, ისე მის გა­რეთ მარ­თავ­და. 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის მერე, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ბე­და კრი­მი­ნა­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ვიდ­რე არ მოძ­ლი­ერ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლაც მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სო­ზარ სუ­ბარს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რე­ა­ლუ­რად, დღეს რა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და ბაგა-ბა­ღის გამ­გე არ არის! ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გა­დავ­ხე­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ანუ რას მოჰ­ყვა ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ეს კამ­პა­ნია და ვინ გა­მო­ვი­და მის წი­ნა­აღ­მდეგ - როცა ახა­ლა­ია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, მას საკ­მოდ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­უხ­და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა. მა­შინ ქუ­თა­ი­სის ახალ სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­დაჰ­ყავ­დათ პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც პრო­ტეს­ტი გა­ნა­ცხა­დეს და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მი­თი­თე­ბით, შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყეს. მათ გა­უ­წი­ეს სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, შლიდ­ნენ რკი­ნის სა­წო­ლებს და მის ნა­წი­ლებს თავ­ში ურტყამ­დნენ ბად­რაგს. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ლე­გი­ტი­მუ­რი ძალა გა­მო­ი­ყე­ნეს, რაც კა­ნონ­ში ცალ­სა­ხად წე­რია. ამას მოჰ­ყვა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი: მა­ნამ­დე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის კარი ცი­ხის საკ­ნებ­ში არც იკე­ტე­ბო­და. ეს ხალ­ხი კე­თილ­მო­წყო­ბილ კა­მე­რა­ში იჯდა, ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს იკ­რი­ბე­ბო­და ე.წ. ობ­ში­ა­კი, რაც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებ­და და ამით ცი­ხე­ე­ბი­დან ოჯა­ხებს ინა­ხავ­დნენ. ახა­ლა­ი­ამ კი მათ ხელი მო­კი­და და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, გა­მო­უ­ცხა­და, გა­დახ­ვალთ ჩვე­უ­ლებ­რივ კა­მე­რებ­ში, აღარ გექ­ნე­ბათ ძვე­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და ვე­ღარ მარ­თავთ ქვეყ­ნის შიგ­ნით კრი­მი­ნა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სო. ამას მოჰ­ყვა ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბი, იმ ოჯა­ხე­ბი­სა, რო­მელ­თაც და­კარ­გეს შე­მო­სა­ვა­ლი და ა.შ. ახლა მე თეა თუთ­ბე­რი­ძის სიზ­მრებ­ზე არ ვსა­უბ­რობ, ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვთქვი, კონ­კრე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლე­ბა იყო! თუ ახლა სო­ზარ სუ­ბა­რი შეძ­ლებს, ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა კვლავ არ მარ­თონ ციხე, მა­შინ ისიც ისე­თი­ვე კამ­პა­ნი­ის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­გორც დღეს ბაჩო ახა­ლა­ია! ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც შე­იძ­ლე­ბა ბა­ჩოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, ძა­ლი­ან ბევ­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა - ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს დიდი შე­მო­სავ­ლე­ბი, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ის ე.წ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და ე.წ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ვინც კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლო­ბი­სა­ნი არი­ან, ნანა კა­კა­ბა­ძით და­წყე­ბუ­ლი, თინა ხი­და­შე­ლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ისი­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლად ევ­ლი­ნე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და დღეს უა­პე­ლა­ციო, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, რომ ახა­ლა­ია დამ­ნა­შა­ვეა. მინ­და სუ­ბარს შე­ვახ­სე­ნო, რომ როცა ომ­ბუდსმე­ნი იყო, მის მიერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე­ნა­ი­რად სა­უბ­რობ­და იმა­ზე, თუ რა უხე­შად და უკა­ნო­ნოდ გა­ყა­რა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან. ასე­თი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს ათო­ბით, ასო­ბით, ათა­სო­ბით გაბ­რა­ზე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვინც და­წერს, ან ვი­საც და­ა­წე­რი­ნე­ბენ მსგავს ჩვე­ნე­ბებს. თქმით შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი რამ თქვა, უბ­რა­ლოდ, თუ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვერ წარ­მო­ად­გენს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ვერ გა­ამ­ყა­რე­ბენ სარ­ჩელს და მერე თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უ­წევთ! პრინ­ციპ­ში, უკვე აღ­მოჩ­ნდნენ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­და ბაჩო ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც არ­სად გაქ­ცე­უ­ლა. მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პი­არ­კამ­პა­ნია აგე­ბუ­ლი იყო ბაჩო ახა­ლა­ი­ას კრი­მი­ნა­ლურ სის­ხლის­მსმელ და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე. თუკი ამ­დე­ნი ხანი ეს ხალ­ხი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სა­უბ­რობ­და, მათ უნდა გა­აჩ­ნდეთ სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ასეთ სა­სა­ცი­ლო გან­ცხა­დე­ბებს არ უნდა ვის­მენ­დეთ ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­გან. ისი­ნი თავს დღეს სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იგ­დე­ბენ, როცა ამ­ბო­ბენ, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხო­ვილ­თა ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აკა­ვე­ბენ ექსმი­ნისტრს, შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­სა და ბრი­გა­დის მე­თა­ურს. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ უნდა ჰქო­ნო­დათ? მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჰქო­ნო­დათ, აქამ­დე წარ­მო­ად­გენ­დნენ! ჯერ­ჯე­რო­ბით, შორს რომ ვერ წა­ვიდ­ნენ, ფაქ­ტია, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნუ­რად, მა­თიც მეს­მის - ბაჩო ახა­ლა­ია რომ არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­სა­მა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის მო­ლო­დი­ნი თა­ვად შე­უქ­მნეს. ფაქ­ტია, რომ ამ გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ნდო­ბა არ არის და ვერც იქ­ნე­ბა, რად­გან მას არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი, მთე­ლი ამ ხნის მა­ძილ­ზე, ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნას­წარ, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცი­ის დარ­ღვე­ვით, დამ­ნა­შა­ვეს ეძახ­დნენ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ამ საქ­მე­ში უცხო­ე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ჩარ­თვა - ამას ბაჩო ახა­ლა­ია უშუ­ა­ლოდ არ ითხოვს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ასეა, რად­გან ამ გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც წი­ნას­წარ აქვს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვი­ნაა დამ­ნა­შა­ვე და ვინ არა, ნდო­ბა ვერ ექ­ნე­ბა.

P.S. და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პი­რის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძი­სა და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს, 9 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­მი­ვე პირს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის 333 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, ხოლო ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­უმ­ძიმ­და. ახა­ლა­ი­ას, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხლთან ერ­თად, რაც თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბას გუ­ლის­ხმობს და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის 5-დან 8 წლამ­დე აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ბრა­ლი 143-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლი­თაც წა­უ­ყე­ნეს. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბას მო­ტი­ვად და­ე­დო ახა­ლი სარ­ჩე­ლი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს და 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. საქ­მე ეხე­ბა ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს. ად­ვო­კა­ტე­ბი დე­ტა­ლებს არ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ ახა­ლა­ია არც ერთი მუხ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ბრალს არ აღი­ა­რებს.

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბაჩო ახალაია რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში დაბრუნდა. განმარტა, რომ არსად გაქცეულა, უბრალოდ, დაძაბულ სიტუაციას გაერიდა, რათა ვითარება უარესად არ დაძაბულიყო და ახლა მზადაა, ყველა კითხვას უპასუხოს. საპასუხოდ, 6 ნოემბრის ღამეს იგი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და ამის მერე უკან აღარც გამოუშვიათ - 7 ნოემბერს კი მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიჭირეს. ის ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დროს იგებს და "უფრო სერიოზული" ბრალის წაყენებისთვის ემზდება, ამ ეტაპზე, მოწმეთა გვარ-სახელების დაკონკრეტების გარეშე, ამ შინაარსისაა:

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი 2006 წლიდან. 2011 წლიდან ვმსახურობდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 2011 წლის ოქტომბერში, საღამოს საათებში მობილურზე დარეკა ჩემთვის უცნობმა პირმა, რომელმაც მითხრა, რომ იყო სამხედრო პოლიციის თანამშრომელი და სურდა ჩემთან გასაუბრება და მთხოვა ქუჩაში გასვლა. გავედი გარეთ, სადაც დამხვდა სამხედრო პოლიციის მანქანა, დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს მანქანაში. წამიყვანეს თავდაცვის სამინისტროში. ამიყვანეს მეხუთე სართულზე, სადაც დამხვდნენ ჩემივე თანამოსამსახურეები. ამ დროს მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდნენ გიგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური შამათავა, ორივე მათგანმა მისაღებში ყველას გვაგინა. ამ დროსაც ჩემთვის უცნობი იყო, თუ რა დავაშავე. ამის შემდეგ დაიწყეს ჩვენი სათითაოდ შეყვანა მინისტრის კაბინეტში. რა საუბარი შედგა მათთან და მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა, ჩემთვის უცნობია, რადგან როდესაც უკან გამოიყვანეს პირველი ადამიანი, ქვემოთ ჩაიყვანეს და იმის შემდეგ აღარ მინახავს. შემდეგი ვინც შეიყვანეს, სახეზე იყო აწითლებული. დააყენეს ჩვენგან მოშორებით და ცოტა ხანში, ისიც ქვემოთ ჩაიყვანეს. ყველანი რიგრიგობით ჩაყავდათ ქვემოთ ისე, რომ ჩვენ, რიგში მდგომები, ვერ ვახერხებდით ერთმანეთთან კონტაქტს. პირადად მე, მინისტრის კაბინეტში არ ვყოფილვარ, ჩემი აზრით, ბოლო ვიყავი და უბრალოდ გამოვრჩი. სამინისტროში ვიყავით დაახლოებით საათნახევარი, ამის მერე ყველანი ცალ-ცალკე სამხედრო პოლიციის მანქანებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში. შეგვიყვანეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბრიფინგის ერთ-ერთ ოთახში, სადაც დაგვხვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა შემადგენლობა. ამ დროს ბრიგადაში გამოცხადებული იყო განგაში. ოთახში იყო ასევე მინისტრი ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური შამათავა. ასევე, იყვნენ სამინისტროდან და სამხედრო პოლიციიდან სხვადასხვა პირები სამოქალაქო ფორმაში. მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ბრიფინგის ოთახში საუბარი დაიწყო მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც ოფიცრებს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ის ჯარისკაცები, რომლებიც ერთმანეთში საუბრისას ვაგინებდით და ვლანძღავდით, ოფიცრებს და არ მოგვწონდა ჯარის სისტემა. აღნიშნული საუბრები იყო ჩაწერილი. სწორედ ამ დროს გავიგე, თუ რატომ ვიყავი მიყვანილი. მან მოსთხოვა ოფიცრებს ამაზე ჩვენთვის გაეცათ პასუხი, თუმცა ბაჩო ახალაიამ თავად თქვა, რომ დაგვსჯიდა და დამლაგებლებად დაგვნიშნავდა. შემდეგ გვკითხა, რომელიმეს რაიმე პრეტენზია გვქონდა თუ არა. ამ დროს, როგორც მახსოვს, ხუთნი ვიდექით და მხოლოდ მე გამოვთქვი პრეტენზია, რომ არ ვიმუშავებდი დამლაგებლად, რაზეც ბაჩო ახალაიამ გაიცინა და მითხრა, რომ მაინც მაიძულებდა. ვუპასუხე, რომ მერჩივნა დავეჭირე ან დავეხვრიტე, რაზეც უბრძანა გიგი კალანდაძეს, წასულიყვნენ ჩემს სახლში, ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ იარაღი. მე ვუპასუხე, რომ სახლში არანაირი იარაღი არ მქონდა. მან მითხრა, რომ აბა რაზე დაგიჭიროთო. თან დაამატა, რომ სახლში მქონდა "აკაესიც", "გლოკიც", "მაკაროვიც" და "ტყვიაწამალიც". მიუხედავად ამისა, ჩემთან არავინ მისულა და ჩხრეკა არ ჩატარებულა. ბრიფინგის ოთახში დაახლოებით 2 საათი ვიყავით. შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, სადაც ზემოაღნიშნულ ჯარისკაცებს სცემდნენ და აგინებდნენ ბაჩომ ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. პირადად მე მაგინა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ. გიგი კალანდაძემ პატარა ბავშვივით ყური ამიწია. ასევე, ცემა დამიპირა შამათავამაც. ცოტა ხანში ისევ თავდაცვის სამინისტროში წაგვიყვანეს, სადაც გაგვანაწილეს ცალ-ცალკე ოთახებში. კართან მცველებად დააყენეს სამხედრო პატრულის ორ-ორი თანამშრომელი - აკრძალული გვქონდა დაჯდომა, საჭმლის ჭამა და წყლის დალევა. ასევე ყოველ 5 წუთში უნდა გვეყვირა - "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას". ამ დროს ჩვენს მიერ ამ სასჯელის ზუსტად შესრულებას აკონტროლებდა სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, მაიორის წოდებით, რომელსაც ჰქონდა მეგრული კილო. ჩვენი ასეთი წამება გაგრძელდა სამი დღე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ მქონია ოჯახთან კავშირი, ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად ვიყავი. მერე გამომიშვეს პირდაპირ ქუჩაში. სამხედრო ნაწილში არ მივსულვარ, მხოლოდ ოცი დღის შემდეგ მივედი, როცა ჩემი აღჭურვილობა ჩავაბარე, თავდაცვის სამინისტროდან გამოშვების შემდეგ. დამავალდებულეს, არ დამეტოვებინა ქალაქი და ჩემი ყველა მოძრაობის შესახებ შემეტყობინებინა. მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი 2012 წლის დადგომამდე. ამას გარდა, სამხედრო პოლიციაში რაღაც განცხადებაზე მომაწერინეს ხელი, რომლის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ მაშინ არც ჯანმრთელობის მხრივ, არც ოჯახური მდგომარეობის გამო, არ მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და არანაირი პრეტენზია არავისთან არ გამაჩნდა, არ არის სიმართლე და მასზე ხელი მოწერილი მაქვს მოტყუებით. მე ჩემს ჩვენებაში კონკრეტულად დავასახელე ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა, მე მათ სამივეს ვიცნობდი სახეზე, რადგან ისინი თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი სახეები იყვნენ. მე მსურს, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამსახურიდან ჩემს უკანონოდ გამოგდებაში და მომექცნენ არაადამიანურად. დასამატებელი, ამ ეტაპზე, სხვა არაფერი მაქვს".

ვრცელდება კიდევ ერთი ჩვენება, სადაც ნათქვამია, რომ ახალაია, კალანდაძე და შამათავა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ბუნტის ინსცენირებას ითხოვდნენ:

"მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მითხრა, რომ ჩვენ, თითქოს მთვრალებს, უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მისი ნათქვამი ვიუარე. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და დამიწყო ცემა სახისა და თავის არეში ხელით, შემდეგ კაბინეტიდან გამომიყვანა გიორგაძემ, ჩამომიყვანა ე.წ. პლატცზე და კატეგორიულად მომთხოვა მეღიარებინა ის, რასაც მეუბნებოდა ახალაია, თან მირტყამდა ტანის არეში. ამ დროს მაიძულებდა, მერბინა პლატცის ირგვლივ, რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ მაჩერებდა და ისევ მცემდა, დაბლა მაგდებდა და ტანზე ფეხს მირტყამდა. შემდეგ ჩამსვა თავის მანქანაში და ჩამომიყვანა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაგვხვდა შავი ფერის მიკროავტობუსი, გადამსვა ამ მიკროავტობუსში, რომლის საჭესთან იჯდა ბაჩანა ახალაია, გვერდით ეჯდა გიორგი კალანდაძე, იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. წამოვედით მე-4 ქვეით ბრიგადაში. შევედით ყოფილ სასადილოში, იქ დაგვხვდა სამეთაურო რგოლი. მინისტრმა ახალაიამ ჩვენი მისამართით თქვა, რომ ვიყავით უსინდისო ადამიანები, ვაპირებდით დალევას, ბუნტის მოწყობას და დაგვიწყო გინება. ბაჩო ახალაიამ იქვე მდგომს ყველას დასანახად თავში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი. ამის შემდეგ წავიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს გარეთ, მე რამდენიმეჯერ სახეში ხელი გამარტყა ზურაბ შამათავამ... სამხედრო პოლიციელმა დამაწერინა განმარტება, რომ ვაპირებდით დალევასა და ბუნტის მოწყობას, დამაწერინა პატაკი, რომლის მიხედვითაც ვითხოვდი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას. ასევე მითხრა, რომ ჩემი გადაადგილება მასთან უნდა შემეთანხმებინა. ამის შემდეგ ოთახში მაძახებინეს - გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადასო. სამხედრო პოლიციაში დამტოვეს 26 ოქტომბრის საღამომდე, შემდეგ წავედი სახლში. მეორე დღეს, ვინაიდან ვიყავი დამცირებული და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, კრედიტს ვეღარ დავფარავდი, ვცადე თავის მოკვლა, კერძოდ ავედი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე და მაღალ ძაბვას შევახე მავთული. ამის შემდეგ მოვხვდი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია, გადამინერგეს ხორცი მკერდის მარჯვენა არეში და მარჯვენა ხელის თითებზე. თვითმკვლელობის მცდელობამდე, ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი, რომელშიც მივუთითე ჩემი თვითმკვლელობის მიზეზები. ეს ტელეოფნი დრეს აქვს ბიძაჩემს, რომელიც ღვთისმსახურია", - ნათქვამია ჩვენებაში.

ანალოგიურადაა აღწერილი ფაქტების მიმდინარეობა სხვა ჩვენებებშიც, რასაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ხოლო როგორც ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო კომენტარში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, ყველა ეს ჩვენება ინტენსიური გამოძიების საგანია, მათი შესწავლა მიდის და ამ მიმართულებით, პროკურატურაში სხვა ბევრი მასალაა შესული. მისივე თქმით, მოსალოდნელია, უახლოეს პერიოდში ახალაიას კიდევ ერთი, კერძოდ - ეკონომიკური დანაშაულის შესახებაც გავიგოთ.

ამ ფაქტების მოყვანა მხოლოდ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისთვისაა საჭირო, მაგრამ ახლა სხვა ქრონოლოგიას შეგახსენებთ, რაზეც წლებია, ქვეყანაში დიდ-პატარა საუბრობს, რაზეც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", ლიდერიდან დაწყებული, სამეგრელოს სათითაოდ ყველა რაიონის მაჟორიტარით დასრულებული, თავისი ერთწლიანი წინასაარჩევნო კამპანია ააგო და რასაც ამდენი ხანია, პერიოდულად გვიამბობენ დაზარალებულები, მოკლულთა ოჯახები თუ სხვები - ეს ბაჩო ახალაიას საგმირო საქმეებია, რაზეც ამდენი ხანია, პრესაში იწერება, წლებია, საქართველოს ოპოზიცია, აწ უკვე ხელისუფლების დიდი ნაწილი აპელირებს და რაც უნდა სასაცილო იყოს, რაზეც მთავარ პროკურატურას არანაირი ფაქტი არ აღმოაჩნდა, ყოველ შემთხვევაში, რომ ჰქონოდა, ახალაიასთვის ამ ყოვლად უსუსური ბრალის წაყენებით არ შემოიფარგლებოდა! იმ საქმეებისა და ხალხის სია, ვინც შეიძლება, პროკურატურასთან ითანამშრომლოს, ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს და ექსმინისტრი, სულ ცოტა, 30 წლით ჩასვას ციხეში, ანდა, სულაც უვადოდ დააპატიმროს, ასეთია:

№1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანის, სერგო თეთრაძის მკვლელობა, რასაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ალასანია დღეში რამდენჯერმე იხსენებს, სწორედ ბაჩანა ახალაიას უშუალო დაკვეთით, მეგის ქარდავას მიერ ყოფილა შესრულებული. როგორც ცნობილია, სარჩელი მთავარ პროკურატურაში თეთრაძის მეუღლემ უკვე შეიტანა, თუმცა გამოძიება დუმს იმის შესახებ, ახალაიას ბრალეულობის რა დამადასტურებელი ფაქტები არსებობს ამის შესახებ.

№2. ალასანიას სახელს უკავშირდება კიდევ ერთი, ლამის ისტერიკულ ფონზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალაიების დანაშაულებრივმა კლანმა შეიარაღებული დაჯგუფება შექმნა, რომელიც სამეგრელოში თავისუფლად დათარეშობდა, ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებდა და ა.შ. ალასანია ამ ფაქტს დღემდე ადასტურებს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მან ამ "ბანდფორმირების" წევრთა სიაც წარმოადგინა, თუმცა უშიშროების საბჭოსგან დამცინავი კომენტარი მიიღო, რეზერვისტების გვარებს გვაწვდიო. მის განცხადებებს კი უპასუხისმგებლო ეწოდა. თურმე, სწორედ ამ შეიარაღებული ხალხის მეშვეობით დაატერორეს მამა-შვილმა ახალაიებმა მთელი სამეგრელო და გააყალბეს არჩევნები. ამის შესახებ ალასანიას შტაბის უფროსი, ირაკლი ჩიქოვანიც საუბრობდა და ამბობდა, რომ მას შანტაჟისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტი აქვს ხელთ. ასე რომ, დღეს, როცა ახალაია დაჭერილია, ამ ჩვენთვის უცნობი ფაქტებით, მხოლოდ ალასანია და მისი გუნდი შეძლებს მისთვის რამდენიმე წლის ჩუქებას.

№3. მკვლელობათა თემა რომ გავაგრძელოთ, იური ვაზაგაშვილი, ქუჩაში ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, ბაჩო ახალაიას ხელს პირდაპირ ადებს და აცხადებს: "პირადად ბაჩო ახალაიას კისერზეა სამგორის მეტროსთან სამი აჭარელი ბავშვის ჩაცხრილვა. ამ საქმეზე ვმუშაობდი და ეს ბავშვები პირადად ახალაიას დახვრეტილები არიან. შემდეგ კი მათ ჩანთით დაუწყვეს იარაღები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალაიები მკვლელები არიან. ზუსტად ვიცი, სამეგრელოში ახალაიას ჰყავს ზონდერბრიგადები, რომელიც გადაჰყავთ ახალციხეში. ახალციხიდან ვანოს გადმოჰყავს კახეთში და აკეთებინებს საშინელ საქმეებს. გვარები და სახელები ცნობილია. ის ბრიგადები მკვლელებით არის დაკომპლექტებული. ახალაია ამზადებს ზონდერების ჯგუფს თბილისისთვისაც. იმ დაჯგუფებებში არიან პატიმრები, რომლებსაც 28 წელი აქვთ მისჯილი. გამოყვანილი ჰყავთ პატიმრები და რეციდივისტები. ოფიციალურად ცნობილია, ვინ გაათავისუფლეს, სახელებითა და გვარებით. რა დავალებებიც აქვთ, ეგეც ვიცი", - ასე რომ, ახალაიას საქმის "გასასერიოზულებლად" იური ვაზაგაშვილის ოფიციალური ჩვენება, შესაბამის ფაქტებთან ერთად, სწორედ მისწრება იქნება მთავარი პროკურორისთვის.

№4. ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია "ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის" გენერალური დირექტორის, მალხაზ ოსაძის განცხადებით, "არტი ჯგუფის" გადაწვა უშუალოდ ბაჩო ახალაიას მითითებით მოხდა. ქიბარ ხალვაში, შეიძლება ითქვას, რეაბილიტირებულია, რადგან ყველა მისთვის წართმეული ქონების დაბრუნებაზე, მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ახალ ხელისუფლებაში. მეტიც, მისი და, ფატი ხალვაში აჭარაში მაჟორიტარად კენჭსაც იყრიდა და "ქართული ოცნების" სიით დეპუტატიც გახდა. ახლა სწორედ ის დროა, და-ძმა ხალვაშები და "არტი ჯგუფის" დირექტორი ოსაძე პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილით იწვოდნენ და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ. მით უმეტეს, ოსაძე კომპანიის დაწვასა და ახალაიას ერთმანეთთან დაკავშირებას აქამდე არ ერიდებოდა: "ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ბაჩო ახალაიას. მან განმიცხადა, რომ შემეხვედრებინა ქიბარ ხალვაშთან და თუ შეხვედრის დროს ორგანიზებას ვერ შევძლებდი, დამემუქრა. ორი დღის შემდეგ "არტი ჯგუფი" დაიწვა", - აღნიშნავდა მალხაზ ოსაძე მედიასთან საუბრისას. მის უფრო კონკრეტულ ჩვენებას კი, ალბათ, არჩილ კბილაშვილი დიდი სიამოვნებით მოუსმენს.

№5. ორთაჭალის ე.წ. ქურდების ციხის ბუნტი, რომელიც 2006 წელს, 26 მარტს ბაჩო ახალაიამ სისხლში ჩაახშო, მისი "სამარკო დანაშაულია". სხვათა შორის, მაშინ ე.წ. კანონიერ ქურდ მალხაზ ზედელაშვილს ცნობილი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავდა. მოკლედ რომ ვთქვათ, 2006 წლის 27 მარტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობა მოხდა. 7 მსჯავრდებული დაიღუპა, სხეულის დაზიანებები მიიღეს სპეცრაზმისა და სასჯელაღსრულების სპეცსამსახურის დაცვის წევრებმა. მაშინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია იყო. 7 დაღუპული მსჯავრდებულების საქმეზე დღემდე არავის უგია პასუხი. პლატონ მამარდაშვილი კი, კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი", ინვალიდის სავარძელს სამუდამოდ მიეჯაჭვა. ახლა ლეგიტიმური კითხვა ისმის - რა დროს ქურდობა, ქურდის ცოლობა და "კაი ბიჭის დობაა" - სად არიან ბუნტის დროს დაღუპული პატიმრების ახლობლები და რატომ არ აძლევენ ოფიციალურ ჩვენებას, მაშინ, როცა ყველა იმაზე საუბრობდა, როგორ ამცირებდნენ, ახალაია-ქარდავა, დუეტში "კანონიერ ქურდებს" და მათ პირში იარაღსაც ჩრიდნენ?!

№6. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ცოცხებითა და "დუბინკებით" თავ-პირი რომ გადაგვაჭამეს, "ობიექტივის" სტუდიაში მილიარდი პრესკონფერენცია ჩაატარეს და ირმა ინაშვილის ძმამ და მისმა პატიმარმა მეგობარმა ლომიამ რომ ისაუბრეს, პატიმრებს უშუალოდ ბაჩო ახალაია აწამებდაო, რატომ არ დგანან ახლა რიგში ჩვენების მისაცემად? სად არის გმირად შერაცხული, ქვეყნიდან მართლა გაქცეული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც თანამედროვე საქართველომ გმირად შერაცხა - ბედუკაძე აქამდე ღიად და თამამად არ ყვებოდა, რომ ციხის ბადრაგი პატიმართა წამებისა და გაუპატიურების კადრებს ექსკლუზიურად ბაჩო ახალაიას სიამოვნებისთვის იღებდა, თანაც მაღალი ხარისხის ვიდეოთი? ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს უკანასკნელი, ე.წ. ციხის კადრები ხომ ის საქმეა, რამაც მარტო ბაჩო ახალაია კი არა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყოლა მთელი "ნაციონალურ მოძრაობიანად"?

ეს გახმაურებული საქმეების მხოლოდ ნაწილია, რასაც გამოძიების ენაზე ჭორი, მონაყოლი ან სხვა უფრო შესაბამისი ეპითეტი შეეფერება, მაგრამ აიყვანო მკვლელი, გამაუპატიურებელი, ავხორცი, ბუნტის ხელოვნურად მომწყობი, პატიმრების მწამებელი და ა.შ. ყოვლად უსუსური, სასაცილო, აბსოლუტურად არაფრისმთქმელი ბრალდებით, გაგდებული თანამშრომლების ჩვენების საფუძველზე, ეს მართლა არასერიოზულია!

ბრალდების ირონიულობამ ბევრი იქამდეც კი მიიყვანა, რომ ბაჩო ახალაიას დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასდა. ბუნებრივია, არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაახანა, ჯერ იყო და პრეზიდენტმა იქადაგა დემოკრატიის პრინციპების რღვევაზე, მერე "ნაციონალებმა" გამოაცხადეს ჩვეული მობილიზაცია და ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პროკურატურამდე სულ მხარდამხარ იარეს. ბოლოს, რა თქმა უნდა, ბაჩო ახალაიამაც, ავდოკატის მეშვეობით, განაცხადა, რომ თავს პოლიტპატიმრად და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს!

კი მაგრამ, რა საჭირო იყო მისთვის წამებულის გვირგვინის დადგმა "ქართული ოცნებისავე" ხელით?! კაცმა არ იცის, რატომ ჩამოვიდა სინამდვილეში ახალაია საქართველოში, მართლა "გმირული მოტივებით" თუ იმიტომ, რომ ვიღაცამ აიძულა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ არსად გარბოდა, ჰოდა, ჯერ ფაქტები რომ შეეგროვებინა დალოცვილ პროკურორს და ამის მერე, ცოტა სოლიდური ბრალდებით აეყვანა "სისხლისმელი ბაჩო", მისივე პრესტიჟის საქმე იყო. ქართველებს გვიყვარს "წამებულები" - ასე "შევიყვარეთ" ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც, სხვათა შორის, მის წამებაში ხელს ახალაიას ადებდა. ვაპატიეთ კაცს, რომელმაც უამრავ ადამიანს ღირსება აჰყარა და მათი შიშველი, იატაკზე გართხმული სხეულები გვიჩვენა დაპატიმრებისას, საკმაოდ დამამცირებელი ფორმით. თუმცა, მას ყველაფერი მივუტევეთ, როგორც კი თავჩაღუნული, თვალებამღვრეული ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში, აღიარებითი ჩვენების მიცემისას. სამწუხაროდ, ახლა "ოცნება" ახალაიასგან ახალ გმირს უფრო აკეთებს - ბაჩო ახალაიას ფოტოსურათები ყველა ვებ-საიტზე აიტვირთა, შეიქმნა დაკავებული ექსმინისტრის მხარდამჭერი ჯგუფები, აქტიურობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ვინც მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და სოლიდარობას უცხადებს. სიმბოლურად, 7 ნოემბერს დაპატიმრებული ექსმინისტრის ერთ-ერთ მთავარ დამცველად თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი სახე, თეა თუთბერიძე გვევლინება, რომელიც ახალაიას დაჭერის წამიდან, ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ბუნებრივია, იგი ახალაიას მხარეს წარმოადგენს და საზოგადობაში არცთუ დიდი ნდობით სარგებლობს, მაგრამ საკმაოდ ლოგიკურად მსჯელობს და იმაზე ღიად საუბრობს, როდის და რატომ დაიწყო ბაჩო ახალაიაზე ყველაზე საშიში მითის შექმნა ქვეყნის ბოლოდროინდელ ისტორიაში: "პროკურატურა აბსოლუტურად მოუმზადებელი ჩანს ამ სიტუაციაში. როგორც ჩანს, მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და აპელირებენ სამსახურიდან გაგდებული რამდენიმე კაცის ჩვენებაზე. ამიტომ მინდა ვკითხო კბილაშვილს - ამ დღეებში რომ აღმოჩნდნენ ჯარისკაცები, ვინც ანალოგიურ, ან უფრო მძიმე ჩვენებას მისცემს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, დააკავებენ თუ არა ალასანიას? მთელი ეს მითები მის შესახებ, მოჰყვა ბაჩო ახალაიას ბრძოლას კანონიერი ქურდების, კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც შევარდნაძემდე, მის დროს, მის შემდეგ, 2003, 2004 , 2005 წლებში, სიტუაციას როგორც ციხეებს შიგნით, ისე მის გარეთ მართავდა. 2003 წლის რევოლუციის მერე, ახალმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა კრიმინალებთან დაპირისპირება, ვიდრე არ მოძლიერდა. სამწუხაროდ, ახლაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ სოზარ სუბარს წარმოდგენა არ აქვს, რეალურად, დღეს რა სამინისტროს ხელმძღვანელობს და ბაგა-ბაღის გამგე არ არის! ქრონოლოგიურად გადავხედოთ მოვლენების განვითარებას, ანუ რას მოჰყვა ახალაიას წინააღმდეგ ეს კამპანია და ვინ გამოვიდა მის წინააღმდეგ - როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა, მას საკმოდ რთულ სიტუაციაში მოუხდა ამ თანამდებობის დაკავება. მაშინ ქუთაისის ახალ საპყრობილეში გადაჰყავდათ პატიმრები, რომლებმაც პროტესტი განაცხადეს და ე.წ. კანონიერი ქურდების მითითებით, შიმშილობა დაიწყეს. მათ გაუწიეს სერიოზული წინააღმდეგობა ციხის ადმინისტრაციას, შლიდნენ რკინის საწოლებს და მის ნაწილებს თავში ურტყამდნენ ბადრაგს. ბუნებრივია, მათ წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს, რაც კანონში ცალსახად წერია. ამას მოჰყვა შემდეგი ნაბიჯი: მანამდე კრიმინალური ავტორიტეტების კარი ციხის საკნებში არც იკეტებოდა. ეს ხალხი კეთილმოწყობილ კამერაში იჯდა, ყოველი თვის ბოლოს იკრიბებოდა ე.წ. ობშიაკი, რაც ნახევარ მილიონ დოლარს აჭარბებდა და ამით ციხეებიდან ოჯახებს ინახავდნენ. ახალაიამ კი მათ ხელი მოკიდა და ერთ მშვენიერ დღეს, გამოუცხადა, გადახვალთ ჩვეულებრივ კამერებში, აღარ გექნებათ ძველი პრივილეგიები და ვეღარ მართავთ ქვეყნის შიგნით კრიმინალურ მდგომარეობასო. ამას მოჰყვა ახალაიას წინააღმდეგ კრიმინალური სამყაროს ოჯახის წევრების გამოსვლები, იმ ოჯახებისა, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი და ა.შ. ახლა მე თეა თუთბერიძის სიზმრებზე არ ვსაუბრობ, ის ყველაფერი, რაც ვთქვი, კონკრეტული მოცემულება იყო! თუ ახლა სოზარ სუბარი შეძლებს, ავტორიტეტებმა კვლავ არ მართონ ციხე, მაშინ ისიც ისეთივე კამპანიის მსხვერპლი აღმოჩნდება, როგორც დღეს ბაჩო ახალაია! ასეთი ადამიანი, ვინც შეიძლება ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ძალიან ბევრი აღმოჩნდება - ესენი იქნებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, ის პატიმრები, რომლებმაც დაკარგეს დიდი შემოსავლები, მათი ოჯახის წევრები, ის ე.წ. უფლებადამცველები და ე.წ. პოლიტიკოსები, ვინც კრიმინალური მენტალობისანი არიან, ნანა კაკაბაძით დაწყებული, თინა ხიდაშელით დასრულებული. ისინი უფლებადამცველად ევლინებოდნენ საზოგადოებას და დღეს უაპელაციო, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რომ ახალაია დამნაშავეა. მინდა სუბარს შევახსენო, რომ როცა ომბუდსმენი იყო, მის მიერ გათავისუფლებული რამდენიმე თანამშრომელიც დაახლოებით იგივენაირად საუბრობდა იმაზე, თუ რა უხეშად და უკანონოდ გაყარა ისინი სამსახურიდან. ასეთი შეიძლება მოიძებნოს ათობით, ასობით, ათასობით გაბრაზებული პატიმარი, გათავისუფლებული თანამშრომელი, ვინც დაწერს, ან ვისაც დააწერინებენ მსგავს ჩვენებებს. თქმით შეიძლება უამრავი რამ თქვა, უბრალოდ, თუ სხვა მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს პროკურატურა, ვერ გაამყარებენ სარჩელს და მერე თავის მართლება მოუწევთ! პრინციპში, უკვე აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში - ქვეყანაში ჩამოვიდა ბაჩო ახალაია, რომელიც არსად გაქცეულა. მთელი წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი, "ქართული ოცნების" პიარკამპანია აგებული იყო ბაჩო ახალაიას კრიმინალურ სისხლისმსმელ და დანაშაულებრივ ქმედებებზე. თუკი ამდენი ხანი ეს ხალხი ამ დანაშაულებზე საუბრობდა, მათ უნდა გააჩნდეთ სერიოზული მტკიცებულებები და ასეთ სასაცილო განცხადებებს არ უნდა ვისმენდეთ ქვეყნის გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრისგან. ისინი თავს დღეს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ, როცა ამბობენ, რომ სამსახურიდან დათხოვილთა ჩვენების საფუძველზე აკავებენ ექსმინისტრს, შტაბის ხელმძღვანელსა და ბრიგადის მეთაურს. ამდენი ხნის განმავლობაში მტკიცებულებები არ უნდა ჰქონოდათ? მოუთმენლად ველოდები ამ მტკიცებულებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჰქონოდათ, აქამდე წარმოადგენდნენ! ჯერჯერობით, შორს რომ ვერ წავიდნენ, ფაქტია, თუმცა ადამიანურად, მათიც მესმის - ბაჩო ახალაია რომ არ დაეკავებინათ, ეს "ქართული ოცნების" დასამარება იქნებოდა, რადგან საზოგადოებას ამის მოლოდინი თავად შეუქმნეს. ფაქტია, რომ ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ არის და ვერც იქნება, რადგან მას არჩილ კბილაშვილი ხელმძღვანელობს, ახლანდელი ხელისუფლება კი, მთელი ამ ხნის მაძილზე, ბაჩო ახალაიას წინასწარ, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით, დამნაშავეს ეძახდნენ. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საქმეში უცხოელი გამომძიებლების ჩართვა - ამას ბაჩო ახალაია უშუალოდ არ ითხოვს, მაგრამ რეალურად, ასეა, რადგან ამ გამოძიების მიმართ, რომელსაც წინასწარ აქვს თავისი დამოკიდებულება, ვინაა დამნაშავე და ვინ არა, ნდობა ვერ ექნება.

P.S. დაკავებული სამი პირის, ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი დღეს, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

სამივე პირს ბრალი სისხლის სამართლის 333 მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, ხოლო ბაჩო ახალაიას დაუმძიმდა. ახალაიას, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლთან ერთად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების  5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წაუყენეს. ადვოკატების განცხადებით, ახალაიას წინააღმდეგ ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ადვოკატები დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალაია არც ერთი მუხლის შემთხვევაში ბრალს არ აღიარებს.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა