პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ათა­სო­ბით პენ­სი­ო­ნერ­მა უკვე მო­მა­ტე­ბუ­ლი პენ­სია მი­ი­ღო - 125 ლარი. თუმ­ცა ესეც არ არის ის თან­ხა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ღირ­სე­უ­ლი არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ეყო­ფა, სწო­რედ ამი­ტომ პენ­სი­ე­ბის მო­მა­ტე­ბა ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია სა­ქარ­თვე­ლო­ში. პენ­სი­ო­ნერ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მათ უფ­ლე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სოსო არჩვა­ძე:

- პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისი­ნი თა­ვი­ან­თი შე­მო­სავ­ლე­ბის გამო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ან­თა ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მტკი­ცეა ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ერ­თობ­ლი­ვი დოვ­ლა­თი ხში­რად ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ნა­წილ­დე­ბა და პენ­სი­ო­ნე­რებს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. ასე რომ არ ხდე­ბო­დეს, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იქ­ნე­ბო­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის რი­ცხვი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მხო­ლოდ შვი­დი პრო­ცენ­ტია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პენ­სი­ო­ნე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ანუ 93 პრო­ცენ­ტი, სა­კუ­თარ ოჯახ­ში, შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ცხოვ­რობს, თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. ერთი პა­რა­ლე­ლი უნდა გა­ვავ­ლო: აშშ-ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბი მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, იქ 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის სი­ღა­რი­ბის დონე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში. სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან აქ პენ­სი­ის რა­ო­დე­ნო­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, თა­ნაც, ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს აღა­რა აქვთ და­ნა­ზო­გი, რად­გან 1990-იან წლებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ბან­კებ­ში შე­ნა­ხუ­ლი მათი თან­ხა წყალ­ში ჩა­ი­ყა­რა.

- ბა­ტო­ნო სოსო, სა­თა­ნა­დოდ თუ იცავს პენ­სი­ო­ნე­რე­ბის უფ­ლე­ბებს სა­ხელ­მწი­ფო?

- ჩვენ­თან პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფილ თან­ხა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კა­ნო­ნი პენ­სი­ე­ბის შე­სა­ხებ არ მოქ­მე­დებს, ამი­ტომ პენ­სი­ის სი­დი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თი­ლი ნება გან­სა­ზღვრავს: ჯერ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის, ხოლო შემ­დეგ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დგინ­დე­ბა პენ­სი­ის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მოქ­მე­დებს სა­პენ­სიო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ე.წ. დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აგიხ­სნით, რას ნიშ­ნავს ეს: თუ ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი სა­პენ­სიო ფონდში მი­დის და რო­დე­საც ის შრო­მი­სუ­უ­ნა­რო ხდე­ბა, სწო­რედ ამ ფონ­დი­დან იღებს დახ­მა­რე­ბას. ეს არის პრინ­ცი­პი, რომ­ლი­თაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენ­თან კი ე.წ. გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს, როცა და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს და ეს თან­ხა ქმნის რე­ზერვს, რო­მე­ლიც პენ­სი­ე­ბის გა­ცე­მას უნდა მოხ­მარ­დეს, სამ­წუ­ხა­როდ, აქ ერთი პრობ­ლე­მაა: ეს პრინ­ცი­პი მუ­შა­ობს მხო­ლოდ მა­შინ, თუ და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მათი შე­მო­სა­ვა­ლი გა­ნუ­წყვეტ­ლივ იზ­რდე­ბა, თა­ნაც პენ­სი­ო­ნე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­საქ­მე­ბუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით არ არის დიდი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რა ხდე­ბა? - 100 პენ­სი­ო­ნერ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 80 და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი მო­დის, სულ ქვე­ყა­ნა­ში 840 ათა­სამ­დე პენ­სი­ო­ნე­რი გვყავს და 600 ათა­სი და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი. პენ­სი­ის სიმ­ცი­რის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ის არის, რომ და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბიზ­ნე­სი წნე­ხი­სა­გან არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ შე­იქ­მნე­ბა, ამ ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. კი­დევ ერთ ფაქ­ტზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას: ბოლო წლებ­ში ფა­სე­ბი სურ­სათ­სა და მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, ხოლო ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი თუ სხვა სა­ხის ტექ­ნი­კა გა­ი­აფ­და. გა­მო­დის, რომ ფა­სე­ბის ინ­დექ­სი პენ­სი­ო­ნე­რი­სათ­ვის უფრო მა­ღა­ლია იმი­ტომ, რომ ის ძი­რი­თა­დად გაძ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით რომ ვთქვათ, ქარ­თვე­ლი პენ­სი­ო­ნე­რი სენდვი­ჩის როლ­ში გა­მო­დის, რად­გან მისი შე­ვიწ­რო­ე­ბა ორ­მხრი­ვად ხდე­ბა: შე­მო­სა­ვა­ლი მცი­რე აქვს, ფა­სე­ბი კი მის­თვის უფრო იზ­რდე­ბა, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით იმას, რომ ჩვენ­თან სა­პენ­სიო ასა­კი გა­ი­ზარ­და - ქა­ლე­ბი­სათ­ვის 55 წლის ნაც­ვლად 60 გახ­და, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის 60 წლის ნაც­ვლად - 65?

- სა­პენ­სიო ასა­კი ჩვენ­თან ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის დროს შე­იც­ვა­ლა. ამის მი­ზე­ზი კი ერ­თია: მო­სახ­ლე­ო­ბა ბერ­დე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სამ­წუ­ხა­როდ, და­ბე­რე­ბის სტა­დი­ა­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რად­გან აქ ნაკ­ლე­ბია შო­ბა­დო­ბა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვი. დღეს ყველ­გან აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს იყოს სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი, დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბა და შე­სა­ფე­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩვენც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა ვი­ა­როთ, ამი­ტომ სა­პენ­სიო ასა­კის გაზ­რდა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ, ასე­თი ნა­ბი­ჯი ბოლო წლებ­ში მსოფ­ლი­ოს ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­დად­გა.

ცნო­ბი­სათ­ვის

პენ­სი­ის გა­ცე­მა პირ­ვე­ლად XIX სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პა­ში და­ი­წყო. პენ­სი­ას აძ­ლევ­დნენ მხო­ლოდ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს, რომ­ლებ­საც დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­დათ მო­ნარ­ქი­ის წი­ნა­შე. პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ე­ბი კი გერ­მა­ნი­ა­ში, "რკი­ნის კან­ცლე­რად" წო­დე­ბუ­ლი ბის­მარ­კის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა. იმ­ხა­ნად პენ­სია მხო­ლოდ 70 წლი­დან გა­ი­ცე­მო­და და მას ძა­ლი­ან ცოტა იღებ­და: გერ­მა­ნე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა მხო­ლოდ 45 წელი იყო და სა­პენ­სიო ასაკს ერ­თე­უ­ლე­ბი აღ­წევ­დნენ. პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბა მა­სობ­რი­ვად XX სა­უ­კუ­ნი­დან და­ი­წყო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ოქტომბერში საქართველოში მცხოვრებმა ათასობით პენსიონერმა უკვე მომატებული პენსია მიიღო - 125 ლარი. თუმცა ესეც არ არის ის თანხა, რომელიც ადამიანს ღირსეული არსებობისათვის ეყოფა, სწორედ ამიტომ პენსიების მომატება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საქართველოში. პენსიონერთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე გვესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე:

- პენსიონერების მდგომარეობა საქართველოში სახარბიელო არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავიანთი შემოსავლების გამო სოციალურად დაუცველ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. საბედნიეროდ, საქართველოში საკმაოდ მტკიცეა ოჯახური ტრადიციები, ერთობლივი დოვლათი ხშირად ოჯახის წევრებს შორის ნაწილდება და პენსიონერებს შრომისუნარიანი ახლობლები ეხმარებიან. ასე რომ არ ხდებოდეს, მათი მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში მარტო მცხოვრები პენსიონერების რიცხვი საერთო რაოდენობის მხოლოდ შვიდი პროცენტია. საბედნიეროდ, პენსიონერების დიდი ნაწილი, ანუ 93 პროცენტი, საკუთარ ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან ცხოვრობს, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ უკეთესი ცხოვრების უფლება. ერთი პარალელი უნდა გავავლო: აშშ-ში პენსიონერები მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნებიან, იქ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის სიღარიბის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში. საპირისპირო სურათია საქართველოში, რადგან აქ პენსიის რაოდენობა საარსებო მინიმუმთან შედარებით ნაკლებია, თანაც, ჩვენს პენსიონერებს აღარა აქვთ დანაზოგი, რადგან 1990-იან წლებში დატრიალებული ცნობილი მოვლენების გამო ბანკებში შენახული მათი თანხა წყალში ჩაიყარა.

- ბატონო სოსო, სათანადოდ თუ იცავს პენსიონერების უფლებებს სახელმწიფო?

- ჩვენთან პენსიის ოდენობა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზეა დამოკიდებული. კანონი პენსიების შესახებ არ მოქმედებს, ამიტომ პენსიის სიდიდეს ხელისუფლების კეთილი ნება განსაზღვრავს: ჯერ პრეზიდენტის განკარგულების, ხოლო შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დგინდება პენსიის რაოდენობა. საქართველოში, ფაქტობრივად, არ მოქმედებს საპენსიო უზრუნველყოფის ე.წ. დაგროვების სისტემა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. აგიხსნით, რას ნიშნავს ეს: თუ ადამიანი მუშაობს, მისი საქმიანობის შედეგად შექმნილი თანხის ნაწილი საპენსიო ფონდში მიდის და როდესაც ის შრომისუუნარო ხდება, სწორედ ამ ფონდიდან იღებს დახმარებას. ეს არის პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიოში, ჩვენთან კი ე.წ. გადანაწილების პრინციპი მოქმედებს, როცა დაქირავებით დასაქმებულები იხდიან გადასახადებს და ეს თანხა ქმნის რეზერვს, რომელიც პენსიების გაცემას უნდა მოხმარდეს, სამწუხაროდ, აქ ერთი პრობლემაა: ეს პრინციპი მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი შემოსავალი განუწყვეტლივ იზრდება, თანაც პენსიონერების რაოდენობა დასაქმებულებთან შედარებით არ არის დიდი. საქართველოში კი რა ხდება? - 100 პენსიონერზე დაახლოებით 80 დაქირავებით დასაქმებული მოდის, სულ ქვეყანაში 840 ათასამდე პენსიონერი გვყავს და 600 ათასი დაქირავებით დასაქმებული. პენსიის სიმცირის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ის არის, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წნეხისაგან არ გათავისუფლდება და ახალი სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, ამ ვითარების გამოსწორება ძალიან გაგვიჭირდება. კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: ბოლო წლებში ფასები სურსათსა და მედიკამენტებზე მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ტელევიზორები, კომპიუტერები თუ სხვა სახის ტექნიკა გაიაფდა. გამოდის, რომ ფასების ინდექსი პენსიონერისათვის უფრო მაღალია იმიტომ, რომ ის ძირითადად გაძვირებული პროდუქტების მომხმარებელია. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ქართველი პენსიონერი სენდვიჩის როლში გამოდის, რადგან მისი შევიწროება ორმხრივად ხდება: შემოსავალი მცირე აქვს, ფასები კი მისთვის უფრო იზრდება, ვიდრე დანარჩენი სოციალური ჯგუფებისათვის.

- როგორ შეაფასებდით იმას, რომ ჩვენთან საპენსიო ასაკი გაიზარდა - ქალებისათვის 55 წლის ნაცვლად 60 გახდა, ხოლო მამაკაცებისათვის 60 წლის ნაცვლად - 65?

- საპენსიო ასაკი ჩვენთან ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შეიცვალა. ამის მიზეზი კი ერთია: მოსახლეობა ბერდება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, დაბერების სტადიაში მყოფი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რადგან აქ ნაკლებია შობადობა, მაგრამ საკმაოდ მაღალია 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რიცხვი. დღეს ყველგან აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს იყოს სოციალურად აქტიური, დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და შესაფერისი შემოსავალი. ჩვენც ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, ამიტომ საპენსიო ასაკის გაზრდაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ასეთი ნაბიჯი ბოლო წლებში მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გადადგა.

ცნობისათვის

პენსიის გაცემა პირველად XIX საუკუნის ევროპაში დაიწყო. პენსიას აძლევდნენ მხოლოდ ცნობილ პიროვნებებს, რომლებსაც დიდი დამსახურება ჰქონდათ მონარქიის წინაშე. პირველი სახელმწიფო პენსიები კი გერმანიაში, "რკინის კანცლერად" წოდებული ბისმარკის მმართველობის პერიოდში გაჩნდა. იმხანად პენსია მხოლოდ 70 წლიდან გაიცემოდა და მას ძალიან ცოტა იღებდა: გერმანელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 45 წელი იყო და საპენსიო ასაკს ერთეულები აღწევდნენ. პენსიების დარიგება მასობრივად XX საუკუნიდან დაიწყო.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"