პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?
რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?

პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ხში­რად იწო­ნებ­და თავს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბა­თუ­მით და ამ ქა­ლაქ­ში დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რებ­და. ბოლო წლებ­ში ბა­თუ­მი, რა თქმა უნდა, შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ცვლი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბანს შე­ე­ხო - მხო­ლოდ აქ და­ი­გო გზე­ბი და აშენ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი. ქა­ლა­ქის­თვის ევ­რო­პუ­ლი იე­რის მი­სა­ცე­მად ბა­თუმ­ში არა­ერ­თი ქან­და­კე­ბა დად­გეს, თუმ­ცა "და­კუ­ჭულ­მა ბოთლმა", კვერ­ცხებ­ზე შემ­დგარ­მა "შლო­პან­ცებ­მა", "ჭაჭა თა­უ­ერ­მა" და სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღერ­ლე­ბის კონ­ცერ­ტებ­მა ტუ­რის­ტე­ბი რა­ტომ­ღაც ვერ მო­ი­ზი­და...

სა­ა­თი სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტია. ბა­თუმ­ში, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, გორ­გი­ლა­ძის N2-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის, "პი­ა­ცა­სა" და ყო­ფილ ეროვ­ნულ ბანკზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი ქა­ლა­ქის გა­ლა­მა­ზე­ბის მიზ­ნით დად­გეს, მაგ­რამ ეს სა­ა­თე­ბი ხან­და­ხან თვე­ო­ბი­თაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ბო­ლოს სა­ა­თის შე­სა­ძე­ნად თან­ხა ბა­თუ­მის ბი­უ­ჯე­ტი­დან ივ­ნის­ში გა­მო­ი­ყო. 471 ათას 671 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ა­თი გორ­გი­ლა­ძის ქუ­ჩის N2-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახლზე და­მონ­ტაჟ­და. "პი­ა­ცა­ზე" დად­გმულ სა­ათ­ში 322 ათას 286 ლარი გა­და­ი­ხა­დეს, სულ რა­ღაც 20 000 დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ა­თი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე. ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ა­თი ყო­ფი­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ნო­ბა­ზე იწო­ნებს თავს, თუმ­ცა რი­გით გამ­ვლელს დრო­ის დად­გე­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბა, რად­გან სა­ა­თი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლია. პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ეს სა­ა­თი იტა­ლი­ის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში დად­გმუ­ლი სა­ა­თის ანა­ლო­გია და იგი ქარ­თველ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­ამ­ზა­დეს მე-14 სა­უ­კუ­ნის ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით. ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­თი გერ­მა­ნი­ა­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ა­თის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 მი­ლი­ონ 725 ათა­სი ლარი იქნა გა­მო­ყო­ფი­ლი. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმ­ში სა­ა­თე­ბის შე­ძე­ნა-და­მონ­ტა­ჟე­ბა­ზე 2 მი­ლი­ონ 500 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ აკა­კი ძნე­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო აკა­კი, ამ­ბო­ბენ რომ ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში 4 სა­ა­თის და­მონ­ტა­ჟე­ბა 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი დაჯ­და, სა­ა­თე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია, რა ბედი ეწე­ვა მათ?

- მეც და­ახ­ლო­ე­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ამ სა­ა­თე­ბის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ თან­ხის ოდე­ნო­ბა ზუს­ტად არ ვიცი. ვა­პი­რებთ ამ სა­ა­თე­ბის დე­მონ­ტაჟს. სწო­რედ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შევ­ხვდით არ­ქი­ტექ­ტო­რებ­სა და ხე­ლო­ვა­ნებს, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყო­ფი­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ნო­ბას და­უბ­რუნ­დეს ძვე­ლი იერ­სა­ხე, მაგ­რამ სა­ათს ვერ შევ­ცვლით პი­ა­ცა­ზე. ძი­რი­თა­დად იმ სა­ა­თებს მოვხსნით, ძველ შე­ნო­ბებ­ში რომ არის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ეს ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?

რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?

პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად იწონებდა თავს განახლებული ბათუმით და ამ ქალაქში დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა. ბოლო წლებში ბათუმი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბანს შეეხო - მხოლოდ აქ დაიგო გზები და აშენდა თანამედროვე ტიპის სასტუმროები. ქალაქისთვის ევროპული იერის მისაცემად ბათუმში არაერთი ქანდაკება დადგეს, თუმცა "დაკუჭულმა ბოთლმა", კვერცხებზე შემდგარმა "შლოპანცებმა", "ჭაჭა თაუერმა" და სააკაშვილის ფავორიტი მომღერლების კონცერტებმა ტურისტები რატომღაც ვერ მოიზიდა...

საათი საკურორტო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ბათუმში, ევროპის მოედანზე, გორგილაძის N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, "პიაცასა" და ყოფილ ეროვნულ ბანკზე დამონტაჟებული ძვირად ღირებული საათები ქალაქის გალამაზების მიზნით დადგეს, მაგრამ ეს საათები ხანდახან თვეობითაა გაჩერებული. ბოლოს საათის შესაძენად თანხა ბათუმის ბიუჯეტიდან ივნისში გამოიყო. 471 ათას 671 ლარად შეფასებული საათი გორგილაძის ქუჩის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟდა. "პიაცაზე" დადგმულ საათში 322 ათას 286 ლარი გადაიხადეს, სულ რაღაც 20 000 დოლარად არის შეფასებული საათი ევროპის მოედანზე. ყველაზე ძვირფასი საათი ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზე იწონებს თავს, თუმცა რიგით გამვლელს დროის დადგენა გაუჭირდება, რადგან საათი ასტრონომიულია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საათი იტალიის ერთ-ერთ ქალაქში დადგმული საათის ანალოგია და იგი ქართველმა სპეციალისტებმა დაამზადეს მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული. ასტრონომიული საათისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 725 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საათების შეძენა-დამონტაჟებაზე 2 მილიონ 500 ათასი ლარი დახარჯა. "ყველა სიახლე" აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ აკაკი ძნელაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო აკაკი, ამბობენ რომ ბათუმის ქუჩებში 4 საათის დამონტაჟება 2 მილიონზე მეტი ლარი დაჯდა, საათები გაჩერებულია, რა ბედი ეწევა მათ?

- მეც დაახლოებით ეს ინფორმაცია მაქვს ამ საათების ფასთან დაკავშირებით, მაგრამ თანხის ოდენობა ზუსტად არ ვიცი. ვაპირებთ ამ საათების დემონტაჟს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით არქიტექტორებსა და ხელოვანებს, გადავწყვიტეთ, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას დაუბრუნდეს ძველი იერსახე, მაგრამ საათს ვერ შევცვლით პიაცაზე. ძირითადად იმ საათებს მოვხსნით, ძველ შენობებში რომ არის ჩამონტაჟებული. ეს ეტაპობრივად განხორციელდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"