მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოლეგები პრესცენტრიდან ანუ - "ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ"...
კოლეგები პრესცენტრიდან  ანუ - "ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ"...

ჟურ­ნა­ლის­ტებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გულ­ზე შე­მო­ე­ყა­რათ. დიახ, მე და ჩემი კო­ლე­გე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ნამ­დვი­ლად გულ­ზე შე­მოგ­ვე­ყა­რა, რო­დე­საც შე­ვი­ტყვეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის პრეს­ცენ­ტრებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში ისევ ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რჩე­ბი­ან. ახი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი არ გე­გო­ნოთ - იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, პრეს­ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმი­სათ­ვის, რომ ვერ მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია და ვერ დავ­კავ­ში­რე­ბო­დით სა­სურ­ველ რეს­პონ­დენ­ტებს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, "სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია ღიაა და ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, გარ­და სა­ხელ­მწი­ფო, კო­მერ­ცი­ულ და პი­რად სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა. სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად პირი წა­რად­გენს წე­რი­ლო­ბით გან­ცხა­დე­ბას, რის შემ­დე­გაც ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს არა უგ­ვი­ა­ნეს 10 დღი­სა". პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ის არ არის, რომ პრეს­ცენ­ტრი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კა­ნო­ნი არ იცი­ან, მათ ხში­რად ზრდი­ლო­ბაც არ ჰყოფ­ნით იმის­თვის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ. მი­კერ­ძო­ე­ბა­ში რომ არ ჩა­მო­მარ­თვათ, სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თე­ბით თავს არ შე­გა­წყენთ და კო­ლე­გე­ბის ნა­ამ­ბობს გად­მოგ­ცემთ, რომ­ლებ­საც პრეს­ცენ­ტრებ­თან მუ­შა­ო­ბის (თუ ამას მუ­შა­ო­ბა ჰქვია) ხან­გრძლი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა:

- პრეს­სამ­სა­ხურ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ყვე­ლა­ზე ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პრო­ბა­ცი­ი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მას ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე გა­ნა­გებ­და. მისი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის დღი­დან უწყე­ბა მთლი­ა­ნად ჩა­ი­კე­ტა. შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის დროს არც სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მი­ჭირ­და და არც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შაშ­კი­ნი­სა და ახა­ლა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც კი მო­ვა­ხერ­ხე რამ­დე­ნი­მე მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა. კალ­მა­ხე­ლი­ძის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან ერთი მა­სა­ლაც ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე. კალ­მა­ხე­ლი­ძე უწყე­ბა­ში ახა­ლი მო­სუ­ლი იყო, რო­დე­საც მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, თეა სუ­ხიშ­ვილს მი­ნის­ტრთან ინ­ტერ­ვი­უს ორ­გა­ნი­ზე­ბა ვთხო­ვე. მი­თხრა, - გან­ცხა­დე­ბა და­წე­რეთ და გან­ვი­ხი­ლავ­თო. პა­სუ­ხი დღემ­დე არ მი­მი­ღია. ასე­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­ცენ­ტრებ­თა­ნაც. ზუ­რაბ გვე­ნე­ტა­ძე ერთხე­ლაც კი არ დამ­ხმა­რე­ბია. შშს-დან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტზე მხო­ლოდ შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­დი­ო­და, მაგ­რამ იმა­საც ამორ­ჩე­უ­ლი ჰყავ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ალ­ბათ მიხ­ვდით, რომ ესე­ნი სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში. სხვა­თა შო­რის, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში პირ­და­პირ გა­მომ­ძი­ებ­ლებს ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას უპ­რობ­ლე­მოდ ვი­ღებ­დი. ახლა ჩემს ძველ ნაც­ნობ გა­მომ­ძი­ებ­ლებს დიდი სურ­ვი­ლიც რომ ჰქონ­დეთ, პრეს­ცენ­ტრის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვე­რა­ფერს იტყვი­ან. პრეს­ცენ­ტრი კი უბ­რა­ლოდ, ნე­ბარ­თავს არ აძ­ლევს. ჩემი აზ­რით, ასე­თი მიდ­გო­მით ესა თუ ის უწყე­ბა მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს კი არ უქ­მნის პრობ­ლე­მას, არა­მედ თა­ვა­დაც ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ­დე­ბა. რო­დე­საც გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ჩემი მა­სა­ლე­ბი ყო­ველ­თვის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყო. ახლა მხო­ლოდ იმ წყა­როს ვეყ­რდნო­ბი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მეძ­ლე­ვა. სხვა გზა უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს. ბოლო დროს აღარც კი ვდი­ლობ­დი, პრეს­სამ­სა­ხურს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხი წი­ნას­წარ ვი­ცო­დი. რა მო­თხოვ­ნაც არ უნდა გა­მეგ­ზავ­ნა, მომ­წერ­და: "საქ­მე აღ­ძრუ­ლია ამა და ამ მუხ­ლით, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია". ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ისევ აღ­მოვ­ჩნდეთ. ცოტა ხნის წინ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პრეს­ცენ­ტრთა­ნაც შე­მექ­მნა პრობ­ლე­მა. რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს ორ­გა­ნი­ზე­ბა ვთხო­ვე, მი­თხრა, რომ მხო­ლოდ 15 წუ­თი­ან შეხ­ვედ­რას მო­მი­ხერ­ხებ­და. რა თქმა უნდა, ვერ ჩა­ვე­ტიე: 15 წუთი ძა­ლი­ან მცი­რე დროა იმის­თვის, რომ კი­თხვე­ბიც დას­ვა და პა­სუ­ხე­ბიც მი­ი­ღო. დათ­ქმუ­ლი დრო­ის გას­ვლის­თა­ნა­ვე პრეს­ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ნისტრს სი­ტყვა შე­ა­წყვე­ტი­ნა და საკ­მა­ოდ უხე­შად მომ­მარ­თა, რომ ინ­ტერ­ვიუ უნდა შე­მე­წყვი­ტა. გა­რეთ გა­მოს­ვლი­სას ვუ­საყ­ვე­დუ­რე და იცით, რა მი­თხრა? კი­დევ კარ­გი, რომ სა­ერ­თოდ და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცათ, ეს ახ­ლაა ასე, თო­რემ მერე მი­ნისტრს თქვენ­თვის არც ეც­ლე­ბაო. იმე­დი მაქვს, ეს უბ­რა­ლოდ გა­უ­გებ­რო­ბა იყო და სი­ნამ­დვი­ლე­ში, უწყე­ბა პრე­სის­თვის არ ჩა­ი­კე­ტე­ბა. თეა წუ­ლუ­კი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მათ შო­რის მეც, დიდი იმე­დით შეჰ­ყუ­რებს.

იზო რი­კა­ძე:

- სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ პრეს­სამ­სა­ხუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას პირ­და­პირ რეს­პონ­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბა ჯო­ბია. ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ ამ სამ­სა­ხუ­რის ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია - ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ხე­ლის შეშ­ლაა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ექსმი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო პოტრჟებსკა­ია. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის­გან კო­მენ­ტა­რიც კი ვერ მო­ვი­პო­ვე. ნინო თა­ვი­დან მშვი­დი ხმით მე­ტყო­და, - ცოტა ხან­ში და­მი­რე­კეო. ვუ­რე­კავ­დი და იმა­ვეს მპა­სუ­ხობ­და. შემ­დეგ, ჩემი ზა­რე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად, მისი ის­ტე­რი­კის ტონი იმა­ტებ­და და ბო­ლოს კი­ვილს იწყებ­და. სხვა­თა შო­რის, შაშ­კი­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი მი­ნის­ტრე­ბის ანუ კახა ლო­მა­ი­ა­სა და გია ნო­დი­ას პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც წე­სით, ყვე­ლა­ზე ღია და გამჭვირ­ვა­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ძა­ლი­ან ჩა­ი­კე­ტა.

ეკა ასა­თი­ა­ნი:

- დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრეს­ცენ­ტრი ისე­ვე მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი იყო, რო­გორც ლტოლ­ვილ­თა სტა­ტის­ტი­კა და აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბა. ამ უწყე­ბის­გან გინ­და, სი­ტყვი­ე­რად მო­გე­თხო­ვა რამე, გინ­და - წე­რი­ლო­ბით, მა­ინც ვე­რა­ფერს მი­ი­ღებ­დი. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძე ადრე ინ­ფორ­მა­ცი­ას ან სა­ერ­თოდ არ მაძ­ლევ­და, ან მა­ტყუ­ებ­და. ბოლო დროს კი ტე­ლე­ფონს სა­ერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და. თუ შემ­თხვე­ვით აი­ღებ­და ყურ­მილს, გე­ტყო­და, მერე გად­მო­რე­კეო, და - მორ­ჩა, "კარ­გად იყა­ვი", აღა­რას­დროს გი­პა­სუ­ხებ­და!.. ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცია იყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც. იქი­დან რა­ი­მე ტი­პის პა­სუ­ხის მი­ღე­ბა სას­წა­უ­ლის ტოლ­ფა­სი იყო. ერთხელ ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, რომ ცი­ხის კარ­თან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ხალ­ხი იდგა. გა­მახ­სენ­და, რომ ცოტა ხნის წინ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ხარ­ჯის გა­წე­ვა არ მო­უ­წევთ, ციხე მთლი­ა­ნად აღვჭურ­ვეთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი­თო. ავ­დე­ქი და რიგ­ში მყოფ ხალ­ხს ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვუ­ღე და უწყე­ბის პრეს­ცენ­ტრის­გან ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხი მო­ვი­თხო­ვე. მოკ­ლედ და კონ­კრე­ტუ­ლად მი­პა­სუ­ხეს, - მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­თო... ვე­რას­დროს მი­ი­ღებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­რი­ი­დან, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან... პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვთხო­ვე ინ­ფორ­მა­ცია. წე­სით, მათ ეს ინ­ფორ­მა­ცია არა უგ­ვი­ა­ნეს 10 დღი­სა, უნდა მო­ე­ცათ. მე კი ერთი თვის შემ­დეგ მი­პა­სუ­ხეს, რომ თურ­მე შე­წყა­ლე­ბულ პირ­თა შო­რის მათ, იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ვერ მო­ახ­დენ­დნენ. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ამ პა­სუ­ხის მო­სა­ფიქ­რებ­ლად მთე­ლი თვე დას­ჭირ­დათ. ეს პა­სუ­ხი რომ მი­ვი­ღე, უკვე ყვე­ლას, მათ შო­რის მეც და­წე­რი­ლი გვქონ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი შე­ი­წყა­ლა.

ნანა ფა­ჟა­ვა:

- ჩვენ­თვის - რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მხო­ლოდ ის კი არ არის პრობ­ლე­მა, რომ პრეს­ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან ინ­ტერ­ვი­უს არ გვი­თან­ხმე­ბენ ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გვაძ­ლე­ვენ, - ჩვენ ფი­ზი­კუ­რა­დაც კი გვის­წორ­დე­ბი­ან ხოლ­მე. ერთხელ პრე­მი­ე­რი გი­ლა­უ­რი ზუგ­დიდ­ში ატა­რებ­და გას­ვლით სამ­თავ­რო­ბო სხდო­მას. გვი­თხრეს, რომ სხდო­მას მხო­ლოდ სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქ­ტი გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ და გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა ვცა­დეთ. გი­ლა­უ­რის პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნიკა მჭედ­ლი­ძემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნა და ჩვენს გა­სა­ძე­ვებ­ლად, პო­ლი­ცია და კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა.

თა­მუ­ნა ლეფსვე­რი­ძე:

- სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის მხრივ, ჩემი აზ­რით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ანუ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა იყო "ჩემ­პი­ო­ნი". ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მისი პრეს­ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ფატი მა­მი­აშ­ვილ­თან მქონ­და. ამ უწყე­ბის­თვის რაც უნდა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მოგ­ვე­თხო­ვა, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს იყო პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ან მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თია მო­გე­ლა­ძის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სიაც კი ვერ და­ვად­გი­ნეთ - მათი ხელ­ფა­სე­ბის ოდე­ნო­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი ორ­ჯერ შე­ვი­ტა­ნეთ; ორი­ვე­ჯერ გა­ნი­ხი­ლეს, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გვა­ღირ­სეს. ქალ­ბა­ტონ­მა ფა­ტიმ კი მხო­ლოდ იმის გამო ატე­ხა პა­ნი­კა და ჩემი და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა, რომ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­ში ჩარ­თუ­ლი დიქ­ტო­ფო­ნით ვი­დე­ქი. ასე­ვე "ჩემ­პი­ო­ნი" იყო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო შაშ­კი­ნის მი­ნის­ტრო­ბის დროს. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, რო­გორ არ ას­რუ­ლებ­და მისი პრეს­ცენ­ტრი სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო მისი ტე­ლე­ფო­ნის ზუ­მე­რი, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ტექ­სტი ჰქონ­და: "ვა­ი­მე, ვა­ი­მე, არ მეს­მის, თა­ვი­დან გად­მო­რე­კე­ე­ეთ".

ნინო ზუ­რი­აშ­ვი­ლი:

- რა რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვი­წევს ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­შა­ო­ბა და რო­გორ გვი­ჭირს ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა - ამის შე­სა­ხებ ჩვენ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც გა­და­ვი­ღეთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრეს­ცენ­ტრე­ბის კრი­ტი­კას არ და­ვი­წყებ. ჩემი აზ­რით, ის ფაქ­ტი, რომ მე­დი­ის­თვის სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა უმ­თავ­რეს შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, პრეს­ცენ­ტრე­ბის კი არა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ბრა­ლი იყო. ეს თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მისი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბაა. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მსგავს მე­თო­დებს არ მი­მარ­თავს და ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ჩვენ მათ­გან პი­რო­ბა გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად სა­ჯა­რო და ღია. თუ ასე არ მოხ­დე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ისევ ვერ შეძ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, სე­რი­ო­ზულ ზო­მებს მი­ვი­ღებთ. რად­გან ახლა ბევ­რად უფრო გა­მოც­დი­ლე­ბი, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ. უკვე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ორ­გა­ნი­ზა­ცია "კო­ა­ლი­ცია ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თვის", რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­მოვ­ხა­ტოთ და უფრო მე­ტად სა­ჯა­რო გავ­ხა­დოთ.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კოლეგები პრესცენტრიდან ანუ - "ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ"...

კოლეგები პრესცენტრიდან  ანუ - "ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ"...

ჟურნალისტებს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება გულზე შემოეყარათ. დიახ, მე და ჩემი კოლეგების მნიშვნელოვან ნაწილს ნამდვილად გულზე შემოგვეყარა, როდესაც შევიტყვეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების პრესცენტრებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში ისევ ძველი თანამშრომლები რჩებიან. ახირებული ხალხი არ გეგონოთ - იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრესცენტრების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ვერ მოგვეპოვებინა ინფორმაცია და ვერ დავკავშირებოდით სასურველ რესპონდენტებს. ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, რის შემდეგაც ინფორმაციას მიიღებს არა უგვიანეს 10 დღისა". პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ პრესცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა კანონი არ იციან, მათ ხშირად ზრდილობაც არ ჰყოფნით იმისთვის, რომ ჟურნალისტებთან ითანამშრომლონ. მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვათ, საკუთარი მაგალითებით თავს არ შეგაწყენთ და კოლეგების ნაამბობს გადმოგცემთ, რომლებსაც პრესცენტრებთან მუშაობის (თუ ამას მუშაობა ჰქვია) ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

თეა ხურცილავა:

- პრესსამსახურთან ურთიერთობა ჩემს საქმიანობაში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ყველაზე ცუდად მახსენდება პერიოდი, როდესაც პრობაციისა და სასჯელაღსრულების სისტემას ხათუნა კალმახელიძე განაგებდა. მისი მინისტრად დანიშვნის დღიდან უწყება მთლიანად ჩაიკეტა. შევარდნაძის მმართველობის დროს არც საჭირო ინფორმაციის მიღება მიჭირდა და არც მაღალჩინოსნებთან ინტერვიუს ჩაწერა. თქვენ წარმოიდგინეთ, შაშკინისა და ახალაიას მინისტრობის დროსაც კი მოვახერხე რამდენიმე მასალის მომზადება. კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემიდან ერთი მასალაც ვერ გამოვიტანე. კალმახელიძე უწყებაში ახალი მოსული იყო, როდესაც მისი პრესსამსახურის უფროსს, თეა სუხიშვილს მინისტრთან ინტერვიუს ორგანიზება ვთხოვე. მითხრა, - განცხადება დაწერეთ და განვიხილავთო. პასუხი დღემდე არ მიმიღია. ასეთივე პრობლემები მქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის პრესცენტრებთანაც. ზურაბ გვენეტაძე ერთხელაც კი არ დამხმარებია. შშს-დან ჟურნალისტებთან კონტაქტზე მხოლოდ შოთა ხიზანიშვილი გამოდიოდა, მაგრამ იმასაც ამორჩეული ჰყავდა ჟურნალისტები. ალბათ მიხვდით, რომ ესენი სამთავრობო მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ასეთივე სიტუაცია იყო იუსტიციის სამინისტროში. სხვათა შორის, შევარდნაძის პერიოდში პირდაპირ გამომძიებლებს ვუკავშირდებოდი და ყველა საჭირო ინფორმაციას უპრობლემოდ ვიღებდი. ახლა ჩემს ძველ ნაცნობ გამომძიებლებს დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ, პრესცენტრის ნებართვის გარეშე ვერაფერს იტყვიან. პრესცენტრი კი უბრალოდ, ნებართავს არ აძლევს. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომით ესა თუ ის უწყება მხოლოდ ჟურნალისტებს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ თავადაც ცუდ სიტუაციაში ვარდება. როდესაც გამომძიებელთან უშუალო ურთიერთობა მქონდა, ჩემი მასალები ყოველთვის დაბალანსებული იყო. ახლა მხოლოდ იმ წყაროს ვეყრდნობი, რომელთან დაკავშირების საშუალებაც მეძლევა. სხვა გზა უბრალოდ, არ არსებობს. ბოლო დროს აღარც კი ვდილობდი, პრესსამსახურს დავკავშირებოდი, იმიტომ, რომ პასუხი წინასწარ ვიცოდი. რა მოთხოვნაც არ უნდა გამეგზავნა, მომწერდა: "საქმე აღძრულია ამა და ამ მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალების გახმაურება შეუძლებელია". ძალიან არ მინდა, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე ისევ აღმოვჩნდეთ. ცოტა ხნის წინ თეა წულუკიანის პრესცენტრთანაც შემექმნა პრობლემა. როდესაც ინტერვიუს ორგანიზება ვთხოვე, მითხრა, რომ მხოლოდ 15 წუთიან შეხვედრას მომიხერხებდა. რა თქმა უნდა, ვერ ჩავეტიე: 15 წუთი ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ კითხვებიც დასვა და პასუხებიც მიიღო. დათქმული დროის გასვლისთანავე პრესცენტრის თანამშრომელმა მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა და საკმაოდ უხეშად მომმართა, რომ ინტერვიუ უნდა შემეწყვიტა. გარეთ გამოსვლისას ვუსაყვედურე და იცით, რა მითხრა? კიდევ კარგი, რომ საერთოდ დალაპარაკების საშუალება მოგეცათ, ეს ახლაა ასე, თორემ მერე მინისტრს თქვენთვის არც ეცლებაო. იმედი მაქვს, ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო და სინამდვილეში, უწყება პრესისთვის არ ჩაიკეტება. თეა წულუკიანს საზოგადოება, მათ შორის მეც, დიდი იმედით შეჰყურებს.

იზო რიკაძე:

- საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პრესსამსახურებთან ურთიერთობას პირდაპირ რესპონდენტთან დაკავშირება ჯობია. ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ სამსახურის ერთადერთი ფუნქცია - ჟურნალისტისთვის ხელის შეშლაა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო განათლებისა და მეცნიერების ექსმინისტრის, დიმიტრი შაშკინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოტრჟებსკაია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში დიმიტრი შაშკინისგან კომენტარიც კი ვერ მოვიპოვე. ნინო თავიდან მშვიდი ხმით მეტყოდა, - ცოტა ხანში დამირეკეო. ვურეკავდი და იმავეს მპასუხობდა. შემდეგ, ჩემი ზარების პროპორციულად, მისი ისტერიკის ტონი იმატებდა და ბოლოს კივილს იწყებდა. სხვათა შორის, შაშკინის წინამორბედი მინისტრების ანუ კახა ლომაიასა და გია ნოდიას პერიოდში მსგავსი პრობლემა არ მქონია. სამინისტრო, რომელიც წესით, ყველაზე ღია და გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო, ძალიან ჩაიკეტა.

ეკა ასათიანი:

- დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესცენტრი ისევე მოუწესრიგებელი იყო, როგორც ლტოლვილთა სტატისტიკა და აღრიცხვიანობა. ამ უწყებისგან გინდა, სიტყვიერად მოგეთხოვა რამე, გინდა - წერილობით, მაინც ვერაფერს მიიღებდი. ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები იყო ძალოვანი უწყებების სამინისტროებში. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ადრე ინფორმაციას ან საერთოდ არ მაძლევდა, ან მატყუებდა. ბოლო დროს კი ტელეფონს საერთოდ არ პასუხობდა. თუ შემთხვევით აიღებდა ყურმილს, გეტყოდა, მერე გადმორეკეო, და - მორჩა, "კარგად იყავი", აღარასდროს გიპასუხებდა!.. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. იქიდან რაიმე ტიპის პასუხის მიღება სასწაულის ტოლფასი იყო. ერთხელ ჩემი თვალით დავინახე, რომ ციხის კართან საყოფაცხოვრებო ნივთებით დატვირთული ხალხი იდგა. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ, სასჯელაღსრულების მინისტრმა განაცხადა, პატიმრების ოჯახის წევრებს ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, ციხე მთლიანად აღვჭურვეთ საყოფაცხოვრებო ნივთებითო. ავდექი და რიგში მყოფ ხალხს ფოტოები გადავუღე და უწყების პრესცენტრისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი მოვითხოვე. მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხეს, - მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთო... ვერასდროს მიიღებდი ინფორმაციას მერიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან... პრეზიდენტის ადმინისტრაციას გირგვლიანის მკვლელების შეწყალებასთან დაკავშირებით ვთხოვე ინფორმაცია. წესით, მათ ეს ინფორმაცია არა უგვიანეს 10 დღისა, უნდა მოეცათ. მე კი ერთი თვის შემდეგ მიპასუხეს, რომ თურმე შეწყალებულ პირთა შორის მათ, იდენტიფიკაციას ვერ მოახდენდნენ. წარმოგიდგენიათ? ამ პასუხის მოსაფიქრებლად მთელი თვე დასჭირდათ. ეს პასუხი რომ მივიღე, უკვე ყველას, მათ შორის მეც დაწერილი გვქონდა, რომ პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა.

ნანა ფაჟავა:

- ჩვენთვის - რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ის კი არ არის პრობლემა, რომ პრესცენტრის თანამშრომლები უწყების ხელმძღვანელთან ინტერვიუს არ გვითანხმებენ ან საჭირო ინფორმაციას არ გვაძლევენ, - ჩვენ ფიზიკურადაც კი გვისწორდებიან ხოლმე. ერთხელ პრემიერი გილაური ზუგდიდში ატარებდა გასვლით სამთავრობო სხდომას. გვითხრეს, რომ სხდომას მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიები უნდა დასწრებოდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გავაპროტესტეთ და გამგეობის შენობაში შესვლა ვცადეთ. გილაურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნიკა მჭედლიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა და ჩვენს გასაძევებლად, პოლიცია და კუდ-ის თანამშრომლები გამოიძახა.

თამუნა ლეფსვერიძე:

- საჯარო ინფორმაციის მოწოდების მხრივ, ჩემი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანუ კონტროლის პალატა იყო "ჩემპიონი". ყველაზე რთული და დაძაბული ურთიერთობა მისი პრესცენტრის წარმომადგენელთან, ფატი მამიაშვილთან მქონდა. ამ უწყებისთვის რაც უნდა საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა, გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო პირადი საიდუმლოების შემცველი ან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია. 7 თვის განმავლობაში ნათია მოგელაძის თანამშრომლების სიაც კი ვერ დავადგინეთ - მათი ხელფასების ოდენობაზე აღარაფერს ვამბობ. კონტროლის პალატის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი ორჯერ შევიტანეთ; ორივეჯერ განიხილეს, მაგრამ პასუხი არ გვაღირსეს. ქალბატონმა ფატიმ კი მხოლოდ იმის გამო ატეხა პანიკა და ჩემი დაკავება მოითხოვა, რომ კონტროლის პალატის შენობის შესასვლელში ჩართული დიქტოფონით ვიდექი. ასევე "ჩემპიონი" იყო განათლების სამინისტრო შაშკინის მინისტრობის დროს. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, როგორ არ ასრულებდა მისი პრესცენტრი საკუთარ მოვალეობას. გამაოგნებელი და ამავდროულად, ძალიან სასაცილო იყო მისი ტელეფონის ზუმერი, რომელსაც დაახლოებით ასეთი ტექსტი ჰქონდა: "ვაიმე, ვაიმე, არ მესმის, თავიდან გადმორეკეეეთ".

ნინო ზურიაშვილი:

- რა რთულ სიტუაციაში გვიწევს ჟურნალისტებს მუშაობა და როგორ გვიჭირს ინფორმაციის მოპოვება - ამის შესახებ ჩვენ დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ. მიუხედავად ამისა, პრესცენტრების კრიტიკას არ დავიწყებ. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ მედიისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვება უმთავრეს შემთხვევაში შეუძლებელია, პრესცენტრების კი არა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკის ბრალი იყო. ეს თავისუფალ მედიაზე ზემოქმედებისა და მისი მარგინალიზაციის მცდელობაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება მსგავს მეთოდებს არ მიმართავს და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას მისცემს. ჩვენ მათგან პირობა გვაქვს მიღებული, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია იქნება ნამდვილად საჯარო და ღია. თუ ასე არ მოხდება და ჟურნალისტები ისევ ვერ შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, სერიოზულ ზომებს მივიღებთ. რადგან ახლა ბევრად უფრო გამოცდილები, კონსოლიდირებულები და ორგანიზებულები ვართ. უკვე ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია "კოალიცია ადვოკატირებისთვის", რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი პროტესტი უფრო ორგანიზებულად გამოვხატოთ და უფრო მეტად საჯარო გავხადოთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები