პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასვამს თუ არა არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?
დასვამს თუ არა არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

მთა­ვარ პრო­კუ­რორ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს: მი­აჩ­ნია, რომ ბევ­რი პრო­კუ­რო­რი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი უნდა და­ი­თხო­ვოს სის­ტე­მი­დან, რათა ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა დამ­კვიდ­რდეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს იმე­დი აქვს, რომ იმ უკა­ნო­ნო­ბას, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ხდე­ბო­და, წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბა და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პა­სუხს აგებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­სა­ღებ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, ადა­მი­ა­ნე­ბი რიგ­ში დგა­ნან და თა­ვი­ან­თი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ. უამ­რა­ვი სარ­ჩე­ლია შე­სუ­ლი: ნა­წი­ლი წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს, ნა­წი­ლი უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩენს აპ­რო­ტეს­ტებს, ნა­წი­ლი - და­ნა­შა­ულ­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ამ­ხელს...

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, რო­გო­რი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო კვი­რა?

- მუ­შა­ო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რით და­ვი­წყე. ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის, პირ­ველ დღეს­ვე მათ ამას რომ ეუბ­ნე­ბი, მაგ­რამ ამ ცვლი­ლე­ბებს ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით. არ მე­ვა­ლე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ­ლებ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უნდა და­ტო­ვონ, მაგ­რამ თი­თო­ე­ულს შევ­ხვდი. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გარ­კვე­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი რგო­ლე­ბი უნდა შე­იც­ვა­ლოს. ამ ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მა­ინც რჩე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი: შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მი­აღ­წია კა­რი­ე­რულ სი­მაღ­ლეს, გარ­კვე­ულ­წი­ლად სტრა­ტე­გი­ის მსხვერ­პლი გახ­დეს და ამის გამო მო­უ­წი­ოს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბამ... ეს მა­თაც კარ­გად ეს­მით. პა­რა­ლე­ლუ­რად, ახა­ლი "სი­ვე­ბი" მი­ვი­ღე, რომ­ლებ­საც ვეც­ნო­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ნამ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა, მა­ნამ­დე კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ამი­ტო­მაც ტაიმ-აუტი ავი­ღე; გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბას მალე შე­უდ­გე­ბა. დღეს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში რეპ­რე­სი­უ­ლი ია­რა­ღი იყო. ნამ­დვი­ლად ასეა. პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე პრო­კუ­რორს აზრს არა­ვინ ეკი­თხე­ბა - მან ზუს­ტად ის უნდა თქვას, რაც და­ა­ვა­ლეს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ისიც თა­ნა­უგ­რძნობ­დეს ბრალ­დე­ბულს, მაგ­რამ ას­რუ­ლებს იმას, რა­საც ას­რუ­ლებს. იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვინც ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, აქვთ კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სის­ტე­მის მი­მართ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბევ­რი რამ უნდა შე­იც­ვა­ლოს.

- რა მა­გა­ლი­თებს ასა­ხე­ლე­ბენ?

- სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა მთლი­ა­ნად საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი... პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სულ 477 პრო­კუ­რო­რი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია; აქე­დან მხო­ლოდ 37 არის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რაც თა­ვის­თა­ვად ადას­ტუ­რებს, რომ მიდ­გო­მა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო: თუ არა­ფერს იძი­ებ, დაც­ვას არ უს­მენ და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ იკ­ვლევ, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლიც აღა­რა­ფე­რია. ასე­თი იყო სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა. ქვე­ყა­ნა­ში ამ პო­ლი­ტი­კას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გან­სა­ზღვრავ­და. კა­ნო­ნით, ვერ­ტი­კა­ლი ისეა აგე­ბუ­ლი, რომ პირ­ველ პრო­კუ­რორს ყვე­ლა სხვა პრო­კუ­რო­რი ემორ­ჩი­ლე­ბა; აზ­რის გა­მოთ­ქმის შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს აზრი კრი­ტი­კუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა, პრო­კუ­რო­რიც რეპ­რე­სი­ის მსხვერ­პლი გახ­დეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რა არ მოს­წონ­დათ, რა იყო და­საგ­მო­ბი, რა არის შე­საც­ვლე­ლი.

- რამ­დე­ნად გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან და თუ აღი­ა­რეს, რომ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ? ამ გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ხომ არ აპი­რებთ, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ტო­ვოთ?

- ძა­ლი­ან გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან. და­ვა­ლე­ბებ­ზე რომ გვე­სა­უბ­რა, მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი უნდა გან­გვე­ხი­ლა. რო­დე­საც სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა გან­სა­ზღვრუ­ლია, რო­დე­საც მე­ქა­ნიზ­მი წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლია, კი­თხვე­ბიც აღარ ჩნდე­ბა...

- თქვე­ნი აზ­რით, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს?

- საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა: ორი მე­ტო­ქე - ბრალ­დე­ბა და დაც­ვა ერ­თმა­ნეთს ეპა­ექ­რე­ბა... ამ მე­ქა­ნიზ­მმა ზუს­ტად რომ იმუ­შა­ოს, სა­სა­მარ­თლო მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი უნდა იყოს, დაც­ვას უნდა ჰქონ­დეს იმე­დი, რომ სა­სა­მარ­თლო­ში სა­მარ­თალს იპო­ვის. მაგ­რამ როცა პრო­კუ­რო­რი გკარ­ნა­ხობს პი­რო­ბას და არ აინ­ტე­რე­სებს, ეთან­ხმე­ბი თუ არა, ამ პი­რო­ბის მი­ღე­ბის გარ­და, შან­სი არ გაქვს: იცი, სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს 100%-ით წა­ა­გებ და არ გრჩე­ბა არ­ჩე­ვა­ნი. ეს არის მთა­ვა­რი ხარ­ვე­ზი - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს არარ­სე­ბო­ბა. მე­ო­რე ხარ­ვე­ზი ის გახ­ლავთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­და პრო­კუ­რორს - ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულ­ზე შე­ეძ­ლო და­ეშ­ვა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა.

- ანუ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს?

- ცხა­დია. წი­ნას­წარ უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­გლე­ბი ამა თუ იმ კა­ტე­გო­რი­ა­ზე. ამ კუ­თხი­თაც გა­და­ი­ხე­დე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. ვთქვათ, პრო­კუ­რორ­მა გა­იღ­ვი­ძა ცუდ ხა­სი­ათ­ზე და თქვა, - და­გალ­პობ ცი­ხე­ში, თუ არ გა­და­იხ­დი მი­ლი­ონს... ასე არ უნდა ხდე­ბო­დეს, არა­და, რე­ა­ლუ­რად ასე ხდე­ბო­და. ჯა­რი­მე­ბის ზედა ზღვა­რიც უნდა დად­გინ­დეს. პრო­კუ­რორს არ უნდა ჰქონ­დეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ერთ და­ნა­შა­ულ­ზე ერთს მი­ლი­ო­ნი გა­და­ახ­დე­ვი­ნოს და მე­ო­რეს - 2.000 ლარი.

- და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნებს აქვთ შან­სი, მათი საქ­მე­ე­ბი გა­და­ი­ხე­დოს; ამ კუ­თხით თუ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და რამ­დე­ნი საქ­მეა შე­მო­სუ­ლი?

- ბუ­ნებ­რი­ვია, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ისე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­ცხა­დე­ბა აქამ­დე არ შე­ეძ­ლოთ, და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­დე­ნი­ლია მო­ხე­ლის მიერ - პრო­კუ­რო­რი იქ­ნე­ბა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, გუ­ბერ­ნა­ტო­რი თუ სხვა ვინ­მე. მხო­ლოდ 3 დღე­ში 700-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ვი­და!.. სა­ნამ არ დავ­კომ­პლექტდე­ბით, ამას ხელს ვერ ვახ­ლებთ და ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­რებ.

- თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი - ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა. თუ მოგ­მარ­თათ მის­მა ოჯახ­მა?

- ჟვა­ნი­ას საქ­მეს გან­ცხა­დე­ბის შე­მო­ტა­ნა არ სჭირ­დე­ბა - საქ­მე და­ხუ­რუ­ლი არ არის. ამას­თა­ნა­ვე, გოგ­ლა ჟვა­ნია უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას. ისე­დაც და­ვი­წყებთ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, რად­გან რე­ა­ლუ­რად, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

- რა კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებს გა­უ­წევთ პი­რად კონ­ტროლს?

- რან­გი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მეს თქმა მი­ჭირს. იმ 700 საქ­მი­დან შე­იძ­ლე­ბა, ნა­წი­ლი ტრი­ვი­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბია, ესეც გა­სა­ფილტრია. მინ­და, რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­ში მოხ­დეს; ეს საქ­მე­ე­ბი ჩემი კონ­ტრო­ლის ქვეშ იქ­ნე­ბა. ბევრ საქ­მეს რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რე­ბი გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. აქ მთა­ვა­რია, პრო­კუ­რო­რის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. დიახ, მას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან: პრე­ზი­დენ­ტის­გან, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა­გან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი­სა­გან. დღეს კა­ნონ­ში წე­რია, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი არის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რი. ამ დროს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია, ის ემორ­ჩი­ლე­ბა პრე­მი­ერს, პრე­ზი­დენტს. გა­მო­დის, ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­კუ­რო­რი ემორ­ჩი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მი­ნის­ტრმა წუ­ლუ­კი­ან­მა წარ­მად­გი­ნა პრე­ზი­დენ­ტთან და მან დამ­ნიშ­ნა; ხვალ შე­იძ­ლე­ბა, მოხ­სნა­ზე წარ­მად­გი­ნოს და პრე­ზი­დენ­ტმა მომხსნას. მი­მაჩ­ნია, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბი­თა და პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბით უნდა ინიშ­ნე­ბო­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორი შტო უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, რომ არც ერ­თზე არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არც - მე­ო­რე­ზე. გავ­ხდი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, აღარ მე­ში­ნია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის. შემ­დეგ, ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა უნდა იყოს წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლას მი­მართ შე­უძ­ლია ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის - პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი შე­უძ­ლია და­ა­ყე­ნოს, მაგ­რამ არა­ვის არ შე­უძ­ლია გენპ­რო­კუ­რო­რის მი­მართ საქ­მის აღ­ძვრა, სა­ნამ ის ამ პო­ზი­ცი­ა­ზეა.

- თუ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში გა­მო­იკ­ვე­თა პრე­ზი­დენ­ტის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, გაქვთ უფ­ლე­ბა, მისი იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოთ, ამის­თვი­საც მზად ხართ?

- მერ­წმუ­ნეთ, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი თუ და­ი­ნა­ხავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მია, ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. თუ მი­ვალთ იქამ­დე, რომ პრე­ზი­დენ­ტი არის ჩა­რე­უ­ლი რა­ი­მე საქ­მე­ში, მე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, მივ­მარ­თავ პარ­ლა­მენტს წი­ნა­და­დე­ბით, და­ი­წყოს პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო პრო­ცე­დუ­რა. მოწ­მის სა­ხით პრე­ზი­დენ­ტის და­კი­თხვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვა­ცხა­დებ: მინ­და, ვიყო სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი და ვი­მოქ­მე­დო კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია: ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოა, ვიდ­რე არ დამ­ტკიც­დე­ბა მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. სა­სა­მარ­თლო­ში შე­დის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი, შე­დის პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­მაც უნდა მო­ა­ხერ­ხოს და და­ამ­ტკი­ცოს მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ჩვენ­თან ეს არ ხდე­ბო­და. ად­ვო­კატს საქ­მის მო­გე­ბის შანსს არ უტო­ვებ­დნენ. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას რე­ფორ­მა სჭირ­დე­ბა. სა­სა­მარ­თლოს კად­რე­ბი რომ შე­ა­მოწ­მოთ, ნა­ხავთ, რომ მო­სა­მარ­თლე­თა 90% არის პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან წა­სუ­ლი, ან ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გახ­დნენ.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის გაც­ნო­ბა? რამ­დე­ნად გა­იხ­სნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა?

- რა წამ­საც საქ­მე­ში ჩნდე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი და მა­სა­ლე­ბი ეძ­ლე­ვა მისი დაც­ვის მხა­რეს, სრუ­ლი­ად გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა. პრო­კუ­რო­რებ­საც მი­ე­ცე­მათ მი­თი­თე­ბა, რომ იურ­თი­ერ­თონ მე­დი­ას­თან. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს შე­იძ­ლე­ბა, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ. ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ და­ჭე­რე­ბი რომ ხდე­ბო­და, ეს ყო­ველ­გვარ მო­რალს სცილ­დე­ბა, ამას ვამ­ბობ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. გი­ლი­ო­ტი­ნის გა­მომ­გო­ნე­ბელს თავი გი­ლი­ო­ტი­ნით მოჰ­კვე­თე­სო - ზუს­ტად ასე მოხ­და, როცა პირ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რის (იგუ­ლის­მე­ბა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. - ავტ.) აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მო­ვის­მი­ნეთ...

- რა კრი­ტე­რი­უ­მით არ­ჩევთ ახალ კად­რებს და თუ აქვთ შან­სი იმ გა­მომ­ძი­ებ­ლებს და პრო­კუ­რო­რებს სის­ტე­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ი­თხო­ვეს?

- პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, გა­მოც­დი­ლე­ბა; ასე­ვე უნდა და­ვად­გი­ნოთ, მის კა­რი­ე­რას რა­ი­მე ლაქა ხომ არ აქვს. სა­სურ­ვე­ლია, პირი პრო­კუ­რო­რად იყოს ნა­მუ­შე­ვა­რი, მაგ­რამ უფრო მე­ტად, პრო­ფე­სი­ო­ნალ გა­მომ­ძი­ებ­ლებს ვე­ძებ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

დასვამს თუ არა არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

დასვამს თუ არა არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, სხვა სტრუქტურების ახალ ხელმძღვანელებთან შედარებით, ყველაზე მასობრივი საკადრო ცვლილების განხორციელება მოუწევს: მიაჩნია, რომ ბევრი პროკურორი და გამომძიებელი უნდა დაითხოვოს სისტემიდან, რათა ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა დამკვიდრდეს. საზოგადოების დიდ ნაწილს იმედი აქვს, რომ იმ უკანონობას, რომელიც წლების მანძილზე ხდებოდა, წერტილი დაესმება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. პროკურატურის მისაღებში უკვე რამდენიმე დღეა, ადამიანები რიგში დგანან და თავიანთი საქმეების გამოძიებას ითხოვენ. უამრავი სარჩელია შესული: ნაწილი წართმეული ქონების დაბრუნებას ცდილობს, ნაწილი უკანონო განაჩენს აპროტესტებს, ნაწილი - დანაშაულში მაღალჩინოსნებს ამხელს...

- ბატონო არჩილ, როგორი იყო თქვენი პირველი სამუშაო კვირა?

- მუშაობა პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრით დავიწყე. ცენტრალური აპარატის ყველა ხელმძღვანელი და საოლქო პროკურორი გათავისუფლდება. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, პირველ დღესვე მათ ამას რომ ეუბნები, მაგრამ ამ ცვლილებებს ვერ გავექცეოდით. არ მევალებოდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც თანამდებობები უნდა დატოვონ, მაგრამ თითოეულს შევხვდი. რეორგანიზაცია აუცილებელია, გარკვეული ხელმძღვანელი რგოლები უნდა შეიცვალოს. ამ ტიპის პასუხისმგებლობა გასაგებია, მაგრამ მაინც რჩება კითხვის ნიშნები: შესაძლებელია, ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი მონაცემებით, პროფესიონალიზმით მიაღწია კარიერულ სიმაღლეს, გარკვეულწილად სტრატეგიის მსხვერპლი გახდეს და ამის გამო მოუწიოს თანამდებობის დატოვებამ... ეს მათაც კარგად ესმით. პარალელურად, ახალი "სივები" მივიღე, რომლებსაც ვეცნობი. მიმაჩნია, რომ სანამ საკადრო ცვლილებები დასრულდება, მანამდე კონკრეტული საქმეების გამოძიებაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომაც ტაიმ-აუტი ავიღე; განახლებული შემადგენლობა თავისი ფუნქციის შესრულებას მალე შეუდგება. დღეს ქართველი საზოგადოება მიიჩნევს, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში რეპრესიული იარაღი იყო. ნამდვილად ასეა. პროცესში მონაწილე პროკურორს აზრს არავინ ეკითხება - მან ზუსტად ის უნდა თქვას, რაც დაავალეს. ამ დროს შეიძლება, ისიც თანაუგრძნობდეს ბრალდებულს, მაგრამ ასრულებს იმას, რასაც ასრულებს. იმ ადამიანებსაც, ვინც ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება სისტემის მიმართ და მიაჩნიათ, რომ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.

- რა მაგალითებს ასახელებენ?

- სისხლის სამართლის პოლიტიკა მთლიანად საპროცესო შეთანხმების დადებაზე იყო აგებული... პროკურატურაში სულ 477 პროკურორი და გამომძიებელია; აქედან მხოლოდ 37 არის გამომძიებელი, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ მიდგომა ძალიან მარტივი იყო: თუ არაფერს იძიებ, დაცვას არ უსმენ და მტკიცებულებებს არ იკვლევ, გამოსაძიებელიც აღარაფერია. ასეთი იყო სისხლის სამართლის პოლიტიკა. ქვეყანაში ამ პოლიტიკას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავდა. კანონით, ვერტიკალი ისეა აგებული, რომ პირველ პროკურორს ყველა სხვა პროკურორი ემორჩილება; აზრის გამოთქმის შემთხვევაში, თუ ეს აზრი კრიტიკულია, შეიძლება, პროკურორიც რეპრესიის მსხვერპლი გახდეს. ეს ადამიანები ამბობენ, რა არ მოსწონდათ, რა იყო დასაგმობი, რა არის შესაცვლელი.

- რამდენად გულახდილები არიან და თუ აღიარეს, რომ დავალებებს ასრულებდნენ? ამ გასაუბრების შემდეგ ხომ არ აპირებთ, რომელიმე მათგანი თანამდებობაზე დატოვოთ?

- ძალიან გულახდილები არიან. დავალებებზე რომ გვესაუბრა, მაშინ კონკრეტული საქმეები უნდა განგვეხილა. როდესაც სისხლის სამართლის პოლიტიკა განსაზღვრულია, როდესაც მექანიზმი წინასწარ გაწერილია, კითხვებიც აღარ ჩნდება...

- თქვენი აზრით, საპროცესო შეთანხმება უნდა არსებობდეს?

- საპროცესო შეთანხმება ჩვეულებრივი მოვლენაა: ორი მეტოქე - ბრალდება და დაცვა ერთმანეთს ეპაექრება... ამ მექანიზმმა ზუსტად რომ იმუშაოს, სასამართლო მიუკერძოებელი უნდა იყოს, დაცვას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ სასამართლოში სამართალს იპოვის. მაგრამ როცა პროკურორი გკარნახობს პირობას და არ აინტერესებს, ეთანხმები თუ არა, ამ პირობის მიღების გარდა, შანსი არ გაქვს: იცი, სასამართლო პროცესს 100%-ით წააგებ და არ გრჩება არჩევანი. ეს არის მთავარი ხარვეზი - დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა. მეორე ხარვეზი ის გახლავთ, რომ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა პროკურორს - ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე შეეძლო დაეშვა საპროცესო შეთანხმება.

- ანუ საპროცესო შეთანხმება ყველა საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება მოხდეს?

- ცხადია. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული საპროცესო შეთანხმების გამოყენების ფარგლები ამა თუ იმ კატეგორიაზე. ამ კუთხითაც გადაიხედება საპროცესო შეთანხმება. ვთქვათ, პროკურორმა გაიღვიძა ცუდ ხასიათზე და თქვა, - დაგალპობ ციხეში, თუ არ გადაიხდი მილიონს... ასე არ უნდა ხდებოდეს, არადა, რეალურად ასე ხდებოდა. ჯარიმების ზედა ზღვარიც უნდა დადგინდეს. პროკურორს არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, ერთ დანაშაულზე ერთს მილიონი გადაახდევინოს და მეორეს - 2.000 ლარი.

- დანიშვნის პირველივე დღეს განაცხადეთ, რომ ადამიანებს აქვთ შანსი, მათი საქმეები გადაიხედოს; ამ კუთხით თუ დაიწყო მუშაობა და რამდენი საქმეა შემოსული?

- ბუნებრივია, აქ იგულისხმება ისეთი ტიპის დანაშაულები, რომელთა გაცხადება აქამდე არ შეეძლოთ, დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია მოხელის მიერ - პროკურორი იქნება, გამომძიებელი, გუბერნატორი თუ სხვა ვინმე. მხოლოდ 3 დღეში 700-ზე მეტი განცხადება შემოვიდა!.. სანამ არ დავკომპლექტდებით, ამას ხელს ვერ ვახლებთ და ამიტომ კონკრეტულად ჯერჯერობით ვერაფერზე ვისაუბრებ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ერთ-ერთი პირველი - ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება იქნება. თუ მოგმართათ მისმა ოჯახმა?

- ჟვანიას საქმეს განცხადების შემოტანა არ სჭირდება - საქმე დახურული არ არის. ამასთანავე, გოგლა ჟვანია უნდობლობას უცხადებს ოფიციალურ ვერსიას. ისედაც დავიწყებთ ამ საქმის გამოძიებას, რადგან რეალურად, სისხლის სამართლის საქმე არ არის დასრულებული.

- რა კატეგორიის საქმეებს გაუწევთ პირად კონტროლს?

- რანგირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმეს თქმა მიჭირს. იმ 700 საქმიდან შეიძლება, ნაწილი ტრივიალური დანაშაულებია, ესეც გასაფილტრია. მინდა, რეზონანსული საქმეების გამოძიება მთავარი პროკურატურის ცენტრალურ აპარატში მოხდეს; ეს საქმეები ჩემი კონტროლის ქვეშ იქნება. ბევრ საქმეს რაიონული პროკურატურები გამოიძიებენ. აქ მთავარია, პროკურორის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა. დიახ, მას დამოუკიდებლობა სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან: პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისაგან, იუსტიციის მინისტრისაგან. დღეს კანონში წერია, რომ იუსტიციის მინისტრი არის ნომერ პირველი პროკურორი. ამ დროს იუსტიციის მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია, ის ემორჩილება პრემიერს, პრეზიდენტს. გამოდის, ყველა ხელმძღვანელი პროკურორი ემორჩილება პოლიტიკური თანამდებობის პირს. მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრმა წულუკიანმა წარმადგინა პრეზიდენტთან და მან დამნიშნა; ხვალ შეიძლება, მოხსნაზე წარმადგინოს და პრეზიდენტმა მომხსნას. მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით უნდა ინიშნებოდეს. ხელისუფლების ორი შტო უნდა მონაწილეობდეს, რომ არც ერთზე არ იყოს დამოკიდებული და არც - მეორეზე. გავხდი დამოუკიდებელი, აღარ მეშინია გადაწყვეტილების მიღების. შემდეგ, ჩემი უფლებამოსილების ვადა უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული. გენერალური პროკურორი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველას მიმართ შეუძლია ბრალის წაყენება, მათ შორის - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შეუძლია დააყენოს, მაგრამ არავის არ შეუძლია გენპროკურორის მიმართ საქმის აღძვრა, სანამ ის ამ პოზიციაზეა.

- თუ კონკრეტულ საქმეში გამოიკვეთა პრეზიდენტის ბრალეულობა, გაქვთ უფლება, მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოთ, ამისთვისაც მზად ხართ?

- მერწმუნეთ, გამომძიებელი თუ დაინახავს, რომ კონკრეტული პირი პასუხისგებაში მისაცემია, ის აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. თუ მივალთ იქამდე, რომ პრეზიდენტი არის ჩარეული რაიმე საქმეში, მე, მთავარი პროკურორი, მივმართავ პარლამენტს წინადადებით, დაიწყოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურა. მოწმის სახით პრეზიდენტის დაკითხვაც შესაძლებელია. ვაცხადებ: მინდა, ვიყო სრულიად თავისუფალი და ვიმოქმედო კანონის შესაბამისად. კონსტიტუციაში წერია: ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა. სასამართლოში შედის უდანაშაულო ადამიანი, შედის პროკურორი, რომელმაც უნდა მოახერხოს და დაამტკიცოს მისი ბრალეულობა. ჩვენთან ეს არ ხდებოდა. ადვოკატს საქმის მოგების შანსს არ უტოვებდნენ. სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება. სასამართლოს კადრები რომ შეამოწმოთ, ნახავთ, რომ მოსამართლეთა 90% არის პროკურატურიდან წასული, ან ყოფილი თანაშემწეები, რომლებიც შემდეგ მოსამართლეები გახდნენ.

- ბატონო არჩილ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალისტებისთვის კონკრეტული საქმეების გაცნობა? რამდენად გაიხსნება პროკურატურა?

- რა წამსაც საქმეში ჩნდება ბრალდებული და მასალები ეძლევა მისი დაცვის მხარეს, სრულიად გახსნილი იქნება. პროკურორებსაც მიეცემათ მითითება, რომ იურთიერთონ მედიასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება, ზიანი მიაყენონ. ტელეკამერების წინ დაჭერები რომ ხდებოდა, ეს ყოველგვარ მორალს სცილდება, ამას ვამბობ, როგორც საზოგადოების წევრი. გილიოტინის გამომგონებელს თავი გილიოტინით მოჰკვეთესო - ზუსტად ასე მოხდა, როცა პირველი პროკურორის (იგულისმება ირაკლი ოქრუაშვილი. - ავტ.) აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ...

- რა კრიტერიუმით არჩევთ ახალ კადრებს და თუ აქვთ შანსი იმ გამომძიებლებს და პროკურორებს სისტემაში დაბრუნების, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაითხოვეს?

- პირველ რიგში, პროფესიონალიზმი, გამოცდილება; ასევე უნდა დავადგინოთ, მის კარიერას რაიმე ლაქა ხომ არ აქვს. სასურველია, პირი პროკურორად იყოს ნამუშევარი, მაგრამ უფრო მეტად, პროფესიონალ გამომძიებლებს ვეძებ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა