სანამ ამერიკაში მთელი ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიისკენ იყო მიმართული, ლას-ვეგასში ჰოლივუდისთვის უნიკალურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. ამერიკული კინემატოგრაფის ლეგენდები - მაიკლ დუგლასი, რობერტ დე ნირო, მორგან ფრიმენი და კევინ კლაინი ჯონ ტერტელტაუბის კომედიაში "უკანასკნელი წვეულება ვეგასში" ერთად ითამაშებენ.
ჰოლივუდის 4 ვარსკვლავი, რომლებიც საერთო ჯამში "ოსკარზე" 14-ჯერ იყვნენ ნომინირებული და 6 "ოსკარი" აიღეს, ერთად გამოჩნდებიან ეკრანზე!
როგორც CBS Films-ი და Good Universe-ი იუწყებიან, გადაღებები ლას-ვეგასსა და ატლანტაში გაიმართება. სათამაშო ბიზნესის დედაქალაქში, გადაღებების ადგილად სასტუმრო ARIA Resort & Casino შეირჩა.
სიუჟეტი 4 მეგობრის გარშემო ვითარდება, რომლებიც ვეგასში მათი უცოლო მეგობრისთვის მამაკაცების წვეულების მოსაწყობად მიდიან.
გარდა ჩამოთვლილი ვარსკვლავებისა, ფილმში ასევე ითამაშებენ "ოსკარის" მფლობელი მერი სტინბერგენი, ჯერი ფერარა, რომანი მალკო და როჯერ ბარტი.
სცენარის ავტორი დენ ფოგელმანია. ფილმის პრემიერა მომავალი წლის 20 დეკემბერსაა დაგეგმილი.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.