პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ჯაბუა - ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზე არ მივალ
მაია ჯაბუა - ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზე არ მივალ

შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი ხმა სხვი­სა­ში აგე­რი­ოს, მისი სიმ­ღე­რა სხვას მი­ა­წე­რო, მაია ჯა­ბუა უფალ­მა ხმის უნი­კა­ლუ­რი ტემ­ბრი­თა და სიმ­ღე­რის ნი­ჭით და­ა­ჯილ­დო­ვა. დღემ­დე ცხოვ­რე­ბის ის გზა გა­მო­ი­ა­რა, რო­მე­ლიც ზო­გის­თვის სა­ნატ­რე­ლიც კია... მარ­ტო "მზი­უ­რი" და იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი რად ღირს. დღეს ის ნაკ­ლე­ბად ჩანს კონ­ცერ­ტებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან გა­და­ცე­მებ­ში, ამ­ბობს, რომ ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე არ იმ­ღე­რებს და ყვე­ლას და­ძა­ხე­ბულ­ზეც არ მივა.

ბავ­შვო­ბის ტკბი­ლი ზღა­პა­რი

ყვე­ლა­ფე­რი ერ­თა­დერ­თი სი­ტყვით რომ შე­ფას­დეს, მას ზღა­პა­რი ჰქვია. "მზი­უ­რის" წლე­ბი იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, სით­ბო­თი და სი­ლა­ღით, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს დიდი შრო­მა და შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ახ­ლდა. ყვე­ლა ბავ­შვი ფიქ­რობს, რა უნდა გა­მო­ვი­დეს, რომ გა­იზ­რდე­ბა. მა­ი­ამ ოც­ნე­ბა ვერც კი მო­ას­წრო, სა­ნამ გა­იზ­რდე­ბო­და, მა­ნამ გახ­და მომ­ღე­რა­ლი და მისი ბავ­შვუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­მუდ­მე­ბუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბით, მუ­შა­ო­ბით და კონ­ცერ­ტე­ბით და­იტ­ვირ­თა. "მზი­უ­რის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე პა­ტა­რა მაია მა­შინ­დელ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, ვო­კა­ლურ ჯგუფ­ში მი­იყ­ვა­ნეს. დე­დამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც შე­ნიშ­ნა პა­ტა­რა მა­ი­ას სიმ­ღე­რი­სად­მი ლტოლ­ვა. ვო­კალ­ში მა­ი­ას პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი მის ცხოვ­რე­ბა­ში, ვო­კა­ლის პე­და­გო­გი ქალ­ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე ჯა­ნე­ლი­ძე, ანუ დე­ი­და შურა, რო­გორც მას ბავ­შვე­ბი ეძახ­დნენ, ავარ­ჯი­შებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი აფიქ­რე­ბი­ნებს - "მზი­უ­რი" რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, მაია მა­ინც მომ­ღე­რა­ლი იქ­ნე­ბო­და - ძნე­ლია, ის, რაც შენი ნე­ბის გა­რე­შე მოგ­ცა ღმერ­თმა, სხვებს არ გა­უ­ზი­ა­რო.

უც­ნა­უ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი ბავ­შვი იყო, ზედ­მე­ტად გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი, ძნე­ლად სა­კონ­ტაქ­ტო არა მხო­ლოდ თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის. ზოგ­ჯერ დედა ამ­ბობ­და, ჩემი სამი შვი­ლი­დან მხო­ლოდ მა­ი­ას არ ვიცი, რო­გორ ვე­ლა­პა­რა­კო და მო­ვექ­ცეო.

მშობ­ლე­ბი - კონ­ტრას­ტუ­ლი წყვი­ლი იყო, ორი სხვა­დას­ხვა პო­ლუ­სი, მაგ­რამ სწო­რედ ეს კონ­ტრას­ტი ქმნი­და ჰარ­მო­ნი­ას. ერ­თმა­ნეთს ავ­სებ­დნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პე­ბი იყ­ვნენ, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თო ჰქონ­დათ. დედა ენერ­გი­უ­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნი, მას შო­რი­დან შე­ამ­ჩნევ­დით და ყვე­ლას­გან გა­მო­არ­ჩევ­დით კი­დეც; მამა - დინ­ჯი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მშვი­დად მო­სა­უბ­რე... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მაია არც დე­დას ჰგავს და არც მა­მას, ზოგ­ჯერ დე­დის თვი­სე­ბებს და­ი­ჭერს სა­კუ­თარ თავ­ში, ზოგ­ჯერ კი მა­მი­სას. სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დღე­საც ვერ ამ­ბობს - ასე­თი ან ისე­თი ვარ, რად­გან გრძნობს, მას­ში ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი თვი­სე­ბა ცხოვ­რობს, თით­ქოს ერთი მაია ბევ­რი მა­ი­ას­გან შედ­გე­ბა.

ბავ­შვო­ბა ვაჟა ფშა­ვე­ლა­ზე გა­ა­ტა­რა, ეზო­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თუ ჰქონ­და, თა­მა­შობ­და, ბე­ბია ყვე­ლა მის მე­გო­ბარს ტე­ლე­ფონ­ში ხმა­ზე ცნობ­და, ას­წავ­ლი­და, არი­გებ­და და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­და. მის სახ­ლში სტუ­მა­რი არ ილე­ო­და, სა­დილ­ზე მათ­თან მის­ვლა უყ­ვარ­დათ, მა­მაც არც ერთ სტუ­მარს არ უშ­ვებ­და გა­უ­მას­პინ­ძლებ­ლად. როცა მაია იხ­სე­ნებს მშობ­ლებს, ბავ­შვო­ბას, სევ­დი­ა­ნად იღი­მის და ამ­ბობს, რომ არ ახ­სენ­დე­ბა, ოდეს­მე მის­თვის დი­დაქ­ტი­კუ­რი ტო­ნით რჩე­ვა-და­რი­გე­ბა მი­ე­ცათ. ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ხდე­ბო­და, მა­ი­აც გრძნობ­და და ხე­დავ­და, რა იყო სწო­რი და კარ­გი, რა იყო მი­ღე­ბუ­ლი და რა - აუ­ცი­ლე­ბე­ლი. დღეს რო­დე­საც ისი­ნი აღარ არი­ან და რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, ფიქ­რობს მათ­ზე, ხვდე­ბა, რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ, რას ეტყოდ­ნენ. დე­დას ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა უყ­ვარ­დაო, - ამ­ბობს და მარ­თლაც, სა­სახ­ლი­დან გა­მო­სულ მა­ი­ას მე­გობ­რებს და მათ მშობ­ლებს რეს­ტო­რან­ში შე­იყ­ვან­და და ასა­დი­ლებ­და. მამა დი­ლას ადრე აღ­ვი­ძებ­და შვი­ლებს, რომ სკო­ლა­ში არ დაჰგვი­ა­ნე­ბო­დათ, გო­გო­ნებს "რა­დი­ა­ტორ­ზე" გამთბა­რი სკო­ლის ფორ­მე­ბი და მა­გი­და­ზე გამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­უზ­მე ელო­დათ. ოჯახ­ში სე­რი­ო­ზულ სა­კითხს მისი მშობ­ლე­ბი მშვი­დად წყვეტ­დნენ, ერ­თმა­ნეთს უს­მენ­დნენ და იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"მზი­უ­რი" - კი­დევ ერთი ბავ­შვო­ბა

"მზი­ურ­ში" გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი სა­ო­ცა­რი იყო. მა­შინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით და­დი­ოდ­ნენ, ავ­ტო­ბუს­სა თუ ტრო­ლე­ი­ბუს­ში ყვე­ლა ცნობ­და, ყვე­ლა ეფე­რე­ბო­და, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­დნენ, გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­დათ ან­სამ­ბლის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი. მა­ი­ამ იცო­და, თუ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ, ე.ი ამას ვიმ­სა­ხუ­რებ და ამ დამ­სა­ხუ­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა გა­მარ­თლე­ბა. ამის გამო წა­მი­თაც არ მო­დუ­ნე­ბუ­ლა, არა­სო­დეს მი­უ­ღია ეს ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად, მისი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი და საქ­ცი­ე­ლი მად­ლი­ე­რე­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ახლა ფიქ­რობს, ხალ­ხის ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი რომ არ ჰქო­ნო­და, რო­გო­რი უაზ­რო იქ­ნე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბა, ამან აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა მის არ­სე­ბო­ბას.

"მზი­ურ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იმ­დე­ნია, არც იცის, სა­ი­დან და­ი­წყოს ან სად და­ას­რუ­ლოს. ამ­ჯე­რად მეხ­სი­ე­რე­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან პირ­ვე­ლი გას­ვლა ამო­ტივ­ტივ­და. პირ­ვე­ლად ჰო­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ამ­სტერ­დამ­ში აღ­მოჩ­ნდნენ. იმ წლებ­ში ამ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ჰი­პე­ბი შე­ი­ფა­რა - ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი და მო­ხა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ. ბავ­შვე­ბი ამას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ, მაგ­რამ სი­სუს­ტე სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში გა­მო­ი­ჩი­ნეს - პირ­ვე­ლად ნა­ხეს სა­კუ­თა­რი სი­მაღ­ლის თო­ჯი­ნა და რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი. მა­ი­ას ახ­სოვს, რა შრო­მის ფასი იყო ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი და გას­ტრო­ლე­ბი - ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში ავ­ტო­ბუ­სით სი­ა­რუ­ლი, ავ­ტო­ბუს­ში­ვე სა­დი­ლობ­დნენ, ეძი­ნათ და სწავ­ლობ­დნენ კი­დეც. პა­ტა­რა მა­ი­ას დაღ­ლი­ლო­ბის­გან ფე­ხე­ბი სტკი­ო­და, თუმ­ცა უნდა ემ­ღე­რა, ეცეკ­ვა და გა­ე­ღი­მა. ერთხელ ლე­ნინ­გრად­ში დღი­სით ფო­ნოგ­რა­მე­ბი ჩა­წე­რეს და ღამე ფილ­მი გა­და­ი­ღეს, ბავ­შვებს და მათ შო­რის მა­ი­ა­საც, ცი­ო­და, ში­ო­და, წყუ­რო­და, სტკი­ო­და, მაგ­რამ... მაგ­რამ­მა მო­იყ­ვა­ნა დღემ­დე და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად. მთა­ვა­რი ისაა, რომ თა­მა­შის დრო­საც პო­უ­ლობ­დნენ, თა­ვი­სუ­ფალ ათ წუთ­საც კი თა­მა­შის­თვის იყე­ნებ­დნენ.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა - შვი­ლი, ოჯა­ხი...

ფიქ­რობს, როცა ღმერ­თი შვილს გაძ­ლევს, მას­თან ერ­თად სხვა სამ­ყა­როს კარს გიხ­სნის, სა­დაც შენც თა­ვი­დან იბა­დე­ბი. მა­ი­ას­თვი­საც სამ­ყა­რო შე­იც­ვა­ლა მა­შინ, რო­დე­საც დედა გახ­და. იმ დღის მერე ყვე­ლა­ფე­რი უყ­ვარს, მთე­ლი სამ­ყა­რო...

პირ­ვე­ლი წუ­თი­დან შე­იგ­რძნო ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც დე­დო­ბას ახ­ლდა. ბავ­შვს სხვა დე­დე­ბი­ვით არ ზრდი­და - არ უს­ტე­რი­ლებ­და ყვე­ლა­ფერს, არც იმის სჯე­რო­და, რომ ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლის ნახ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა... ყო­ველ თა­ვი­სუ­ფალ წუთს ბავ­შვთან ატა­რებ­და, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო მისი ცვლი­ლე­ბი­თა და ზრდით. სა­მი­ვე შვი­ლი ასე გა­ზარ­და, რად­გან დე­დო­ბა მის­თვის უმ­თავ­რე­სია. ცდი­ლობ­და, ოქ­როს შუ­ა­ლე­დი მო­ე­ძებ­ნა - კა­რი­ე­რის­თვი­საც მი­ე­ხე­და და შვი­ლე­ბიც გა­ე­ზარ­და...

ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა ისე მო­ი­წყოს, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს, ცდი­ლობს, გარ­შე­მო ჰარ­მო­ნია შექ­მნას. ამ ჰარ­მო­ნი­ა­ში კი, შვი­ლებ­თან და სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რია.

სცე­ნა, სცე­ნა, სცე­ნა...

მაია ჯა­ბუა ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე დგას, სულ მღე­რის და მსმე­ნელ­საც უყ­ვარს. დღეს თით­ქოს გვერ­დზე გად­გა და იქი­დან უმ­ზერს სცე­ნას... ამ­ბობს, რომ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი არ არის, არც სჭირ­დე­ბა - იქ არას­დროს მივა, სა­დაც არ ელო­დე­ბი­ან, არ ეძა­ხი­ან, სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებს თავს არა­ვის ახ­ვევს. მისი აზ­რით, ამ სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა, ად­რინ­დე­ლი­ვით აღარ იმარ­თე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი არც კლუ­ბებ­ში და არც დიდ სცე­ნებ­ზე... მა­ი­ას ჩრდილ­ში ყოფ­ნა­საც აქვს მი­ზე­ზი - ერთ-ერ­თია უგე­მოვ­ნო­ბი­სად­მი პრო­ტეს­ტი.

ის დროც ახ­სოვს, რო­დე­საც გა­ყი­ნუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი სავ­სე იყო, რო­დე­საც მომ­ღერ­ლებ­საც სვი­ტე­რე­ბი ეც­ვათ და სიმ­ღე­რი­სას პი­რი­დან ორ­თქლი გა­მოს­დი­ო­დათ. მა­შინ კარ­გი მუ­სი­კის გამო ივ­სე­ბო­და ის გა­ყი­ნუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და მსმე­ნე­ლიც უკა­ნას­კნელ თეთ­რებს ამ სიყ­ვა­რულ­ში იხ­დი­და. არა­ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ალ­ბათ ისევ დაბ­რუნ­დე­ბა დრო, რო­დე­საც მსმე­ნე­ლი გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას და­ა­ფა­სებს, როცა ჩა­ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტე­ბიც და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც...

ქეთი მი­ქა­ნა­ძე

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე არ ვიმ­ღე­რებ და ყვე­ლას და­ძა­ხე­ბულ­ზეც არ მი­ვალ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მაია ჯაბუა - ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზე არ მივალ

მაია ჯაბუა - ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზე არ მივალ

შეუძლებელია მისი ხმა სხვისაში აგერიოს, მისი სიმღერა სხვას მიაწერო, მაია ჯაბუა უფალმა ხმის უნიკალური ტემბრითა და სიმღერის ნიჭით დააჯილდოვა. დღემდე ცხოვრების ის გზა გამოიარა, რომელიც ზოგისთვის სანატრელიც კია... მარტო "მზიური" და იქ გატარებული წლები რად ღირს. დღეს ის ნაკლებად ჩანს კონცერტებსა თუ სხვადასხვა ტელევიზიის მრავალრიცხოვან გადაცემებში, ამბობს, რომ ყველა კონცერტზე არ იმღერებს და ყველას დაძახებულზეც არ მივა.

ბავშვობის ტკბილი ზღაპარი

ყველაფერი ერთადერთი სიტყვით რომ შეფასდეს, მას ზღაპარი ჰქვია. "მზიურის" წლები იყო გაჯერებული სიყვარულით, სითბოთი და სილაღით, თუმცა ამ ყველაფერს დიდი შრომა და შედეგად მიღებული გამოცდილება ახლდა. ყველა ბავშვი ფიქრობს, რა უნდა გამოვიდეს, რომ გაიზრდება. მაიამ ოცნება ვერც კი მოასწრო, სანამ გაიზრდებოდა, მანამ გახდა მომღერალი და მისი ბავშვური ცხოვრება გამუდმებული რეპეტიციებით, მუშაობით და კონცერტებით დაიტვირთა. "მზიურის" ჩამოყალიბებამდე პატარა მაია მაშინდელ პიონერთა სასახლეში, ვოკალურ ჯგუფში მიიყვანეს. დედამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შენიშნა პატარა მაიას სიმღერისადმი ლტოლვა. ვოკალში მაიას პირველი და ერთადერთი მის ცხოვრებაში, ვოკალის პედაგოგი ქალბატონი ალექსანდრე ჯანელიძე, ანუ დეიდა შურა, როგორც მას ბავშვები ეძახდნენ, ავარჯიშებდა. ეს ყველაფერი აფიქრებინებს - "მზიური" რომც არ ყოფილიყო, მაია მაინც მომღერალი იქნებოდა - ძნელია, ის, რაც შენი ნების გარეშე მოგცა ღმერთმა, სხვებს არ გაუზიარო.

უცნაურად სერიოზული ბავშვი იყო, ზედმეტად გულჩათხრობილი, ძნელად საკონტაქტო არა მხოლოდ თანატოლებისთვის. ზოგჯერ დედა ამბობდა, ჩემი სამი შვილიდან მხოლოდ მაიას არ ვიცი, როგორ ველაპარაკო და მოვექცეო.

მშობლები - კონტრასტული წყვილი იყო, ორი სხვადასხვა პოლუსი, მაგრამ სწორედ ეს კონტრასტი ქმნიდა ჰარმონიას. ერთმანეთს ავსებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტიპები იყვნენ, ღირებულებები საერთო ჰქონდათ. დედა ენერგიული და ხმაურიანი, მას შორიდან შეამჩნევდით და ყველასგან გამოარჩევდით კიდეც; მამა - დინჯი, ჩაფიქრებული, მშვიდად მოსაუბრე... მიუხედავად ამისა, მაია არც დედას ჰგავს და არც მამას, ზოგჯერ დედის თვისებებს დაიჭერს საკუთარ თავში, ზოგჯერ კი მამისას. საკუთარი თავის დახასიათებისას ერთმნიშვნელოვნად დღესაც ვერ ამბობს - ასეთი ან ისეთი ვარ, რადგან გრძნობს, მასში ბევრი წინააღმდეგობრივი თვისება ცხოვრობს, თითქოს ერთი მაია ბევრი მაიასგან შედგება.

ბავშვობა ვაჟა ფშაველაზე გაატარა, ეზოში, თავისუფალი დრო თუ ჰქონდა, თამაშობდა, ბებია ყველა მის მეგობარს ტელეფონში ხმაზე ცნობდა, ასწავლიდა, არიგებდა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებდა. მის სახლში სტუმარი არ ილეოდა, სადილზე მათთან მისვლა უყვარდათ, მამაც არც ერთ სტუმარს არ უშვებდა გაუმასპინძლებლად. როცა მაია იხსენებს მშობლებს, ბავშვობას, სევდიანად იღიმის და ამბობს, რომ არ ახსენდება, ოდესმე მისთვის დიდაქტიკური ტონით რჩევა-დარიგება მიეცათ. ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა, მაიაც გრძნობდა და ხედავდა, რა იყო სწორი და კარგი, რა იყო მიღებული და რა - აუცილებელი. დღეს როდესაც ისინი აღარ არიან და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ფიქრობს მათზე, ხვდება, როგორ მოიქცეოდნენ, რას ეტყოდნენ. დედას ადამიანებზე ზრუნვა უყვარდაო, - ამბობს და მართლაც, სასახლიდან გამოსულ მაიას მეგობრებს და მათ მშობლებს რესტორანში შეიყვანდა და ასადილებდა. მამა დილას ადრე აღვიძებდა შვილებს, რომ სკოლაში არ დაჰგვიანებოდათ, გოგონებს "რადიატორზე" გამთბარი სკოლის ფორმები და მაგიდაზე გამზადებული საუზმე ელოდათ. ოჯახში სერიოზულ საკითხს მისი მშობლები მშვიდად წყვეტდნენ, ერთმანეთს უსმენდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებას.

"მზიური" - კიდევ ერთი ბავშვობა

"მზიურში" გატარებული წლები საოცარი იყო. მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიოდნენ, ავტობუსსა თუ ტროლეიბუსში ყველა ცნობდა, ყველა ეფერებოდა, უცნობი ადამიანები დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ, გულწრფელად უყვარდათ ანსამბლის თითოეული წევრი. მაიამ იცოდა, თუ ხალხს ვუყვარვარ, ე.ი ამას ვიმსახურებ და ამ დამსახურებას აუცილებლად სჭირდება გამართლება. ამის გამო წამითაც არ მოდუნებულა, არასოდეს მიუღია ეს ჩვეულებრივ ამბად, მისი ყოველი ნაბიჯი და საქციელი მადლიერებითა და პასუხისმგებლობით იყო გაჯერებული. ახლა ფიქრობს, ხალხის ამხელა სიყვარული რომ არ ჰქონოდა, როგორი უაზრო იქნებოდა მისი ცხოვრება, ამან აზრი და მნიშვნელობა შესძინა მის არსებობას.

"მზიურთან" დაკავშირებული ამბავი იმდენია, არც იცის, საიდან დაიწყოს ან სად დაასრულოს. ამჯერად მეხსიერებაში საბჭოთა კავშირიდან პირველი გასვლა ამოტივტივდა. პირველად ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში აღმოჩნდნენ. იმ წლებში ამ ქვეყანამ ევროპის ქვეყნებიდან წამოსული ჰიპები შეიფარა - ყველა ქუჩაზე უცნაურად ჩაცმული და მოხატული ადამიანები ხვდებოდნენ. ბავშვები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ სისუსტე სათამაშოების მაღაზიაში გამოიჩინეს - პირველად ნახეს საკუთარი სიმაღლის თოჯინა და რბილი სათამაშოები. მაიას ახსოვს, რა შრომის ფასი იყო ყოველი წარმატებული კონცერტი და გასტროლები - ქალაქიდან ქალაქში ავტობუსით სიარული, ავტობუსშივე სადილობდნენ, ეძინათ და სწავლობდნენ კიდეც. პატარა მაიას დაღლილობისგან ფეხები სტკიოდა, თუმცა უნდა ემღერა, ეცეკვა და გაეღიმა. ერთხელ ლენინგრადში დღისით ფონოგრამები ჩაწერეს და ღამე ფილმი გადაიღეს, ბავშვებს და მათ შორის მაიასაც, ციოდა, შიოდა, წყუროდა, სტკიოდა, მაგრამ... მაგრამმა მოიყვანა დღემდე და ჩამოაყალიბა პროფესიონალად. მთავარი ისაა, რომ თამაშის დროსაც პოულობდნენ, თავისუფალ ათ წუთსაც კი თამაშისთვის იყენებდნენ.

პირადი ცხოვრება - შვილი, ოჯახი...

ფიქრობს, როცა ღმერთი შვილს გაძლევს, მასთან ერთად სხვა სამყაროს კარს გიხსნის, სადაც შენც თავიდან იბადები. მაიასთვისაც სამყარო შეიცვალა მაშინ, როდესაც დედა გახდა. იმ დღის მერე ყველაფერი უყვარს, მთელი სამყარო...

პირველი წუთიდან შეიგრძნო ის პასუხისმგებლობა, რაც დედობას ახლდა. ბავშვს სხვა დედებივით არ ზრდიდა - არ უსტერილებდა ყველაფერს, არც იმის სჯეროდა, რომ ახალდაბადებულის ნახვა არ შეიძლება... ყოველ თავისუფალ წუთს ბავშვთან ატარებდა, აღფრთოვანებული იყო მისი ცვლილებითა და ზრდით. სამივე შვილი ასე გაზარდა, რადგან დედობა მისთვის უმთავრესია. ცდილობდა, ოქროს შუალედი მოეძებნა - კარიერისთვისაც მიეხედა და შვილებიც გაეზარდა...

ცდილობს ცხოვრება ისე მოიწყოს, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს, ცდილობს, გარშემო ჰარმონია შექმნას. ამ ჰარმონიაში კი, შვილებთან და სამსახურთან ერთად, მთავარი ცხოვრების თანამგზავრია.

სცენა, სცენა, სცენა...

მაია ჯაბუა ბავშვობიდან სცენაზე დგას, სულ მღერის და მსმენელსაც უყვარს. დღეს თითქოს გვერდზე გადგა და იქიდან უმზერს სცენას... ამბობს, რომ აქტიური ადამიანი არ არის, არც სჭირდება - იქ არასდროს მივა, სადაც არ ელოდებიან, არ ეძახიან, საკუთარ სურვილებს თავს არავის ახვევს. მისი აზრით, ამ სფეროში საქართველოში ცუდი სიტუაციაა, ადრინდელივით აღარ იმართება კონცერტები არც კლუბებში და არც დიდ სცენებზე... მაიას ჩრდილში ყოფნასაც აქვს მიზეზი - ერთ-ერთია უგემოვნობისადმი პროტესტი.

ის დროც ახსოვს, როდესაც გაყინული დარბაზები სავსე იყო, როდესაც მომღერლებსაც სვიტერები ეცვათ და სიმღერისას პირიდან ორთქლი გამოსდიოდათ. მაშინ კარგი მუსიკის გამო ივსებოდა ის გაყინული დარბაზები და მსმენელიც უკანასკნელ თეთრებს ამ სიყვარულში იხდიდა. არავინ იცის, რა იქნება მომავალში, ალბათ ისევ დაბრუნდება დრო, როდესაც მსმენელი გემოვნებიან მუსიკას დააფასებს, როცა ჩატარდება კონცერტებიც და ღონისძიებებიც...

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

ყველა კონცერტზე არ ვიმღერებ და ყველას დაძახებულზეც არ მივალ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება