საფრანგეთმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

საფრანგეთმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

საფრანგეთის მინისტრთა საბჭომ ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა.

"წყვილებისთვის დაქორწინების უფლების მიცემა უსაფრთხოებით, იმ ადამიანების დაცვით იყო განპირობებული, რომელთაც სქესის განურჩევლად ერთად ცხოვრება უნდათ. მემარცხენეებს შეუძლიათ ამ რეფორმით იამაყონ",- განაცხადა საფრანგეთის სოციალურ საქმეთა მინისტრმა მარისოლ ტურენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კანონპროექტს "მთელი საზოგადოებისთვის პროგრესული" უწოდა.

ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და მათთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭება ფრანსუა ოლანდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტად 2012 წლის მაისში აირჩეს.

საფრანგეთში ერთსქესიანი წყვილების ე.წ. სამოქალაქო ქორწინება 1999 წლიდან ნებადართულია, მაგრამ იგი შეზღუდვებს ითვალისწინებდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა