21 წლის ამერიკელმა გალიცია მალონმა ყურადღება არ მიაქცია მშობიარობის ტკივილებს და სამშობიარო სახლის ნაცვლად, საარჩევნო უბანზე წავიდა, რათა ქვეყნის პრეზიდენტი აერჩია.
მოქალაქეობრივი პასუხიმსგებლობით აღჭურვილი ქალი საარჩევნო უბანზე დილის 8 საათსა და 30 წუთზე მივიდა, იმის მიუხედავად, რომ წყლები ღამის სამ საათზე დაღვარა.
"ყველა ამომრჩეველი რომ ასეთი პასუხისმგებლიანი იყოს, გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა. ქედს ვიხრით ამ ქალის წინაშე, რომელიც მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საკუთარ შვილს ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითს აჩვენებს", - განაცხადეს საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა.
თავად გალიცია თვლის, რომ მისი მაგალითი მის შვილს გამოადგება.
"ამ დღეს ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი. ერთადერთი პრობლემა ტკივილი იყო. ყოველ წამს ვიმეორებდი - "საარჩევნო ბიულეტენი იკითხე და ისუნთქე, იკითხე და ისუნთქე" და გამომივიდა!", - განაცხადა მალონმა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამერიკელმა "გმირმა დედამ" ხმა ბარაკ ობამას მისცა. ხმის მიცემის შემდეგ, გალიცია სასწრაფოდ წავიდა საავადმყოფოში და ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.