Faceამბები
პოლიტიკა

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო მეტონიძე: "უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა"
ნატო მეტონიძე: "უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა"

პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ნატო მე­ტო­ნი­ძე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს პრობ­ლე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- წიგნს ცოტა დავ­შორ­დი, რად­გან დროს ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი მარ­თმევს და გული მწყდე­ბა, რომ ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ ვმე­გობ­რობთ, თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­სას სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. კი­თხვა ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო. წიგნ­თან და­შო­რე­ბა მარ­ტო ჩემი პრობ­ლე­მა არ არის, წიგნს ყვე­ლა­ნი დავ­შორ­დით, ეს, ალ­ბათ, დრომ მო­ი­ტა­ნა...

- პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი გახ­სოვთ?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბი და გვი­ა­ნო­ბამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დი. მახ­სოვს შვე­დუ­რი, ირა­ნუ­ლი, ინ­დუ­რი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი... ყვე­ლას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობ­დი, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ზღა­პა­რი არ მომ­წონ­და და მიკ­ვირ­და, ამ კრე­ბულ­ში რა­ტომ მოხ­ვდა-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, რე­მარ­კის "სამი მე­გო­ბა­რი" იყო.

- სხვა რო­მელ ავ­ტო­რებ­სა და ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­იხ­სე­ნებ­დით?

- ყვე­ლა წიგ­ნი თა­ვი­სე­ბურ კვალს ტო­ვებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "სა­მო­სე­ლი პირ­ველ­მა" აღ­მიძ­რა. მივ­ხვდი, რომ ისე­თი სამ­ყა­რო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მახ­სოვს, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვი­კი­თხე.

- პო­ე­ზია, ალ­ბათ, ძა­ლი­ან გიყ­ვართ...

- ჩემ­თვის პო­ე­ზი­ის მწვერ­ვა­ლი გა­ლა­კტი­ო­ნია - სა­ო­ცა­რი მუ­სი­კის მქო­ნე პო­ე­ტი, რო­მელ­თან შე­ხე­ბაც ყვე­ლა კომ­პო­ზი­ტორს აში­ნებს. მე "ქარი ქრის" ვიმ­ღე­რე და გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ლა­პა­რა­კებს. სხვა­თა შო­რის, "გუ­რი­ის მთე­ბიც" მიმ­ღე­რია. ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა და­წე­რა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ცია გა­მოგ­ვი­ვი­და.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი თა­ვის მა­გა­ლით­ზე ვმსჯე­ლობ, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა პროგ­რეს­მა, ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რო­მელ­საც ასე მარ­ტი­ვად ვი­ღებთ, წიგნს დაგ­ვა­შო­რა. ამას­თა­ნა­ვე, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ყო­ფით­მა პრობ­ლე­მებ­მა, გა­ჭირ­ვე­ბამ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას დიდი დაღი და­ას­ვა.

უინ­ტე­ლექ­ტო­ბამ კულ­ტუ­რას სახე უც­ვა­ლა. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ გა­ნათ­ლე­ბის და­ნაკ­ლისს ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით შე­ვივ­სებ­დით... რუ­სებს წიგ­ნი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ და ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რის დე­ფი­ციტს წიგ­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ივ­სე­ბენ. მე­გო­ნა, ჩვენ პი­რი­ქით გვქონ­და, თუმ­ცა ბოლო ხანს აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა შეგ­ვრჩე­ნია და აღარც წიგ­ნი­ე­რე­ბა.

- უწიგ­ნუ­რო­ბამ ესტრა­და­ზეც შე­მო­აღ­წია?

- ყვე­ლა პრობ­ლე­მა წიგნს, კულ­ტუ­რას და გა­ნათ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მძი­მე სო­ცი­ა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა, წინ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­მოს­წია და ყუ­რის­თვის ად­ვი­ლად მო­სას­მე­ნი უფრო გახ­და. ამა­ში მსმე­ნელს ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, აქ, მე­დი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, მრა­ვალ­მა ფაქ­ტორ­მა იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან ცუ­დად.

წინა მთავ­რო­ბამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან წიხ­ლით გა­მო­ყა­რა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, თავ­და­პირ­ვე­ლად მე­გო­ნა, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ავ­ტო­რი­ტე­ტებს ებ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს რე­ა­ლო­ბაა.

- ერთხანს ნატო მე­ტო­ნი­ძეც აღარ ჩან­და...

- რო­დე­საც ჩუ­მად ხარ, სათ­ქმე­ლი გიგ­როვ­დე­ბა. მე­გო­ნა, ამ რა­ღა­ცის­გან რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­დით, - და, მად­ლო­ბა ღმერ­თს, გავ­თა­ვი­სუფ­ლდით, - მე­ო­რე დღეს­ვე კონ­ცერტს გავ­მარ­თავ­დი და ავმღერ­დე­ბო­დი. ახლა ვხვდე­ბი, რომ ეს არც ისე საჩ­ქა­როა. ცხოვ­რე­ბა უნდა და­ლაგ­დეს, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა დაგ­ვე­მარ­თა და ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. ალ­ბათ, მეც მა­შინ ვიმ­ღე­რებ.

- ჩვენს დღე­ვან­დელ სი­ნამ­დვი­ლეს ან გუ­შინ­დელ ყო­ფას რო­მელ ნა­წარ­მო­ებს შე­ა­და­რებ­დით?

- გუ­შინ რაც გვჭირ­და, ვი­სურ­ვებ­დი, ამა­ზე არა­ვის და­ე­წე­რა, არა­ვის გა­ე­გო, რა სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით.

- მდი­და­რი სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა გაქვთ?

- სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­დიდ­რე­ბა­ზე უმ­თავ­რე­სად ჩემი და ზრუ­ნავ­და, მე ამ მხრივ ვფუქ­სა­ვა­ტობ­დი. მახ­სოვს, სტუ­დენ­ტო­ბი­სას წიგ­ნებს ვცვლი­დით, ერ­თმა­ნეთს ვა­თხო­ვებ­დით, ვმსჯე­ლობ­დით, ვარ­ჩევ­დით... დღეს ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩვენ მთა­ვა­რი სუ­ლი­ე­რი საზ­რდო დავ­კარ­გეთ და სხვა რა­ღა­ცით გა­მოგ­ვკვე­ბეს. ვფიქ­რობ, დროა, ჩვენს თავს და­ვუბ­რუნ­დეთ.

- რის წა­კი­თხვას გვირ­ჩევს ნატო მე­ტო­ნი­ძე?

- ბიბ­ლი­ას და­ვუბ­რუნ­დეთ...

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაღუპულია 73 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი - უმძიმეს ავარიას ავღანეთში ირანიდან დეპორტირებული ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ნატო მეტონიძე: "უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა"

ნატო მეტონიძე: "უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა"

პოპულარული მომღერალი ნატო მეტონიძე ქართველი საზოგადოების წიგნიერებასა და კულტურის სფეროს პრობლემებზე გვესაუბრება:

- წიგნს ცოტა დავშორდი, რადგან დროს ყოფითი პრობლემები მართმევს და გული მწყდება, რომ ძველებურად ვეღარ ვმეგობრობთ, თუმცა ბავშვობისას საოცარი დამოკიდებულება მქონდა. კითხვა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო. წიგნთან დაშორება მარტო ჩემი პრობლემა არ არის, წიგნს ყველანი დავშორდით, ეს, ალბათ, დრომ მოიტანა...

- პირველი წიგნები გახსოვთ?

- ძალიან მიყვარდა ზღაპრები და გვიანობამდე ვკითხულობდი. მახსოვს შვედური, ირანული, ინდური ზღაპრების კრებულები... ყველას დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, თუმცა ზოგიერთი ზღაპარი არ მომწონდა და მიკვირდა, ამ კრებულში რატომ მოხვდა-მეთქი. პირველი სერიოზული წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რემარკის "სამი მეგობარი" იყო.

- სხვა რომელ ავტორებსა და ნაწარმოებებს გაიხსენებდით?

- ყველა წიგნი თავისებურ კვალს ტოვებს, მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველმა" აღმიძრა. მივხვდი, რომ ისეთი სამყარო აღმოვაჩინე, რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ნაირა გელაშვილის მოთხრობებიც ძალიან მომეწონა და მახსოვს, რამდენჯერმე გადავიკითხე.

- პოეზია, ალბათ, ძალიან გიყვართ...

- ჩემთვის პოეზიის მწვერვალი გალაკტიონია - საოცარი მუსიკის მქონე პოეტი, რომელთან შეხებაც ყველა კომპოზიტორს აშინებს. მე "ქარი ქრის" ვიმღერე და გამოცდილება მალაპარაკებს. სხვათა შორის, "გურიის მთებიც" მიმღერია. ნიკა მემანიშვილმა დაწერა და ძალიან საინტერესო კომპოზიცია გამოგვივიდა.

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?

- შესაძლოა, საკუთარი თავის მაგალითზე ვმსჯელობ, მაგრამ მეჩვენება, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ტელევიზიამ, ზღვა ინფორმაციამ, რომელსაც ასე მარტივად ვიღებთ, წიგნს დაგვაშორა. ამასთანავე, ბოლოდროინდელმა ყოფითმა პრობლემებმა, გაჭირვებამ კულტურულ ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა.

უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ განათლების დანაკლისს შინაგანი კულტურით შევივსებდით... რუსებს წიგნისადმი დიდი სიყვარული აქვთ და შინაგანი კულტურის დეფიციტს წიგნიდან მიღებული ინფორმაციით ივსებენ. მეგონა, ჩვენ პირიქით გვქონდა, თუმცა ბოლო ხანს აღმოჩნდა, რომ არც შინაგანი კულტურა შეგვრჩენია და აღარც წიგნიერება.

- უწიგნურობამ ესტრადაზეც შემოაღწია?

- ყველა პრობლემა წიგნს, კულტურას და განათლებას უკავშირდება. მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, წინ სხვა ღირებულებები წამოსწია და ყურისთვის ადვილად მოსასმენი უფრო გახდა. ამაში მსმენელს ვერ დავადანაშაულებ, აქ, მედიიდან დაწყებული, მრავალმა ფაქტორმა იმუშავა ძალიან ცუდად.

წინა მთავრობამ უნივერსიტეტიდან წიხლით გამოყარა პროფესორ-მასწავლებლები, თავდაპირველად მეგონა, მეჩვენებოდა, რომ ავტორიტეტებს ებრძოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეალობაა.

- ერთხანს ნატო მეტონიძეც აღარ ჩანდა...

- როდესაც ჩუმად ხარ, სათქმელი გიგროვდება. მეგონა, ამ რაღაცისგან რომ გავთავისუფლდებოდით, - და, მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდით, - მეორე დღესვე კონცერტს გავმართავდი და ავმღერდებოდი. ახლა ვხვდები, რომ ეს არც ისე საჩქაროა. ცხოვრება უნდა დალაგდეს, გავაანალიზოთ, რა დაგვემართა და ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. ალბათ, მეც მაშინ ვიმღერებ.

- ჩვენს დღევანდელ სინამდვილეს ან გუშინდელ ყოფას რომელ ნაწარმოებს შეადარებდით?

- გუშინ რაც გვჭირდა, ვისურვებდი, ამაზე არავის დაეწერა, არავის გაეგო, რა სამარცხვინო მდგომარეობაში ვიყავით.

- მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა გაქვთ?

- საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე უმთავრესად ჩემი და ზრუნავდა, მე ამ მხრივ ვფუქსავატობდი. მახსოვს, სტუდენტობისას წიგნებს ვცვლიდით, ერთმანეთს ვათხოვებდით, ვმსჯელობდით, ვარჩევდით... დღეს ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მთავარი სულიერი საზრდო დავკარგეთ და სხვა რაღაცით გამოგვკვებეს. ვფიქრობ, დროა, ჩვენს თავს დავუბრუნდეთ.

- რის წაკითხვას გვირჩევს ნატო მეტონიძე?

- ბიბლიას დავუბრუნდეთ...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება