სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საქმიანობას დროებით აჩერებს
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საქმიანობას დროებით აჩერებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბას დრო­ე­ბით აჩე­რებს და დე­და­ქა­ლაქ­ში ბრუნ­დე­ბა.

რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით ბა­ქა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დღეს ქვე­ყა­ნა­ში რის­კის ქვეშ დგას, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მო­მა­ვა­ლი, ისე ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სექ­ტი­ვა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა მუ­შა­ო­ბას ვერ გა­აგ­რძე­ლებს ისე, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა.

"დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა იხი­ლა, სა­დაც არ არ­სე­ბობს მკა­ფიო პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ, რო­გორ და რა­ი­ა­ნი­რად მოხ­და ამ ფორ­მით მათ­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა. დღეს ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, როცა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი შე­ვი­და. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს "რუს­თა­ვი 2"-ის მა­გა­ლით­ზე, რა ამო­ცა­ნებ­სა და მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ასე­თი ტი­პის ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბით შეს­ვლა. დღეს ყვე­ლამ იხი­ლა უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­მოს­ვლე­ბი, რო­მე­ლიც გაჟ­ღენ­თი­ლი იყო აგ­რე­სი­ით ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ, სა­დაც ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი პირ­და­პირ სა­უბ­რობ­დნენ და­სა­ჭე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ზე. ჩვენ ვერ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას თით­ქოს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო გან­ხილ­ვე­ბი­სად­მი დიდი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ამ პრო­ცეს­ში ვერ ჩა­ერ­თვე­ბი­ან, რად­გან უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სი, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და და­პა­ტიმ­რე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა "მათ მხარ­და­სა­ჭე­რად და გვერ­დით და­სად­გო­მად" პარ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მილ საქ­მი­ა­ნო­ბას დრო­ე­ბით აჩე­რებს და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საქმიანობას დროებით აჩერებს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საქმიანობას დროებით აჩერებს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში საქმიანობას დროებით აჩერებს და დედაქალაქში ბრუნდება.

როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქარაძემ განაცხადა, დღეს ქვეყანაში რისკის ქვეშ დგას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის მომავალი, ისე ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პერსექტივა და საპარლამენტო უმცირესობა მუშაობას ვერ გააგრძელებს ისე, თითქოს არაფერი ხდება.

"დღეს საზოგადოებამ რამდენიმე ადამიანთან მიმართებაში დაპატიმრებების პირველი ტალღა იხილა, სადაც არ არსებობს მკაფიო პასუხი, თუ რატომ, როგორ და რაიანირად მოხდა ამ ფორმით მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. დღეს ჩვენმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირი ზეწოლა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოწმების მიზნით შემოსავლების სამსახური შევიდა. ჩვენ კარგად გვახსოვს "რუსთავი 2"-ის მაგალითზე, რა ამოცანებსა და მიზნებს ემსახურებოდა ტელევიზიაში ასეთი ტიპის ფინანსური შემოწმებებით შესვლა. დღეს ყველამ იხილა უმრავლესობის გამოსვლები, რომელიც გაჟღენთილი იყო აგრესიით ოპოზიციის მიმართ, სადაც ჩვენი კოლეგები პირდაპირ საუბრობდნენ დასაჭერი ადამიანების სიაზე. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მუშაობას თითქოს ქვეყანაში არაფერი ხდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში დაგეგმილი საბიუჯეტო განხილვებისადმი დიდი ინტერესის მიუხედავად, ამ პროცესში ვერ ჩაერთვებიან, რადგან უფრო მნიშვნელოვანია პროცესი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან და დაპატიმრებებთან მიმართებაში ხორციელდება. საპარლამენტო უმცირესობა "მათ მხარდასაჭერად და გვერდით დასადგომად" პარლამენტში დაგეგმილ საქმიანობას დროებით აჩერებს და თბილისში ბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა