სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი ბასიშვილი:"თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"
ბადრი ბასიშვილი:"თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"

ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლი­ახ­ვის ხე­ო­ბი­სა და გო­რის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლის ოჯა­ხე­ბის წევ­რებ­მა გო­რის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წი­ლე­ბი დათ­მეს. შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს გო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შპს "გორ­მე­დის" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა - ლი­ა­ნა მაზ­მიშ­ვილ­მა (გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლის სი­დედ­რი) და ნინო კახ­ნი­აშ­ვილ­მა (ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის დედა) უარი თქვეს კუთ­ვნილ წი­ლებ­ზე და უსას­ყიდ­ლოდ გა­და­უ­ფორ­მეს და­ნარ­ჩენ ორ მე­წი­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, შპს "გორ­მე­დი" 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მისი თავ­და­პირ­ვე­ლი მე­წი­ლე­ე­ბი გია კა­კუ­შა­ძე, გივი სვა­ნა­ძე, ლი­ა­ნა მაზ­მიშ­ვი­ლი და და­ვით ჭე­ჭე­ლაშ­ვი­ლი იყ­ვნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწო­რედ ჭე­ჭე­ლაშ­ვი­ლის­გან გა­და­ი­ფორ­მა კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ა­თა 26% ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლის დე­დამ. ამ კომ­პა­ნი­ამ 2012 წლის 3 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით გო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო სს "გორ­მე­დი" შე­ის­ყი­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შპს "გორ­მედ­მა" სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "გორ­მე­დის" 100%-იანი სა­ხელ­მწი­ფო წილი 448 333 ლა­რად იყი­და. შპს "გორ­მედ­მა" გარ­და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს აქ­ცი­ე­ბი­სა, სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ობი­ექ­ტე­ბის ქო­ნე­ბაც შე­ი­ძი­ნა, კერ­ძოდ: 57 000 ლა­რად რო­გორც გო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ასე­ვე შპს "დას­ტა­ქა­რი 2009"-ის, შპს "ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა­სათ­ვის" და შპს "ონ­კო­ლო­გი­უ­რი დის­პან­სე­რი ბერ­სა­ბე­ას" ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მოძ­რავ ქო­ნე­ბას (შეს­ყი­დულ ობი­ექ­ტებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა და ტექ­ნი­კა), შპს "გორ­მედ­მა" ის სიმ­ბო­ლურ ფა­სად, ერთ ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვა - რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც შპს "გორ­მედ­მა" მო­ა­ხერ­ხა სა­ა­ვად­მყო­ფოს პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით შე­ძე­ნა და ხომ არ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო პრო­ცეს­ზე დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის დე­პუ­ტა­ტე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის ყოფ­ნამ? სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ლის გა­და­ცე­მა პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით შპს "გორ­მე­დის­თვის" იმ მი­ზე­ზით გა­და­წყდა, რომ მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ი­კის­რა საკ­მა­ოდ მძი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ვე­სა­უბ­რე­ბით ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის ყო­ფილ დე­პუ­ტატ ბად­რი ბა­სიშ­ვილს.

- ბა­ტო­ნო ბად­რი, თქვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში 38-ე იყა­ვით და იმე­დოვ­ნებ­დით, რომ ახალ პარ­ლა­მენ­ტშიც იქ­ნე­ბო­დით. რო­გორ ფიქ­რობთ, რა გახ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის მი­ზე­ზი?

- ამა­ზე ჩვე­ნი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი უკეთ მო­გახ­სე­ნე­ბენ. ამ ყვე­ლაფ­რის შე­ფა­სე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. ხომ ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი რამ გა­კეთ­და, თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში ხალ­ხს სხვა მო­თხოვ­ნე­ბი გა­უჩ­ნდა. ჰოდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­პი­რე­ბებ­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­ზე.

- ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ვარ პარ­ტი­ის წევ­რი და ჩვე­უ­ლებ­რივ გან­ვაგ­რძობ პარ­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­შირ­და სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბებ­ში დევ­ნილ­თა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა შეჭ­რა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეჭ­ვობს, რომ ამ პრო­ცე­სის უკან შე­საძ­ლოა, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იდ­გეს.

- სი­სუ­ლე­ლეა! მე თვი­თონ დევ­ნი­ლი ვარ და კარ­გად ვარ გარ­კვე­უ­ლი დევ­ნილ­თა პრობ­ლე­მებ­ში. გე­ტყვით, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და გეგ­მა, რო­გორ უნდა გან­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო დევ­ნი­ლად ქცე­უ­ლი ლა­მის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი კაცი, მაგ­რამ ამას და­ემ­თხვა 2008 წელს რუ­სე­თის მხრი­დან ახა­ლი აგ­რე­სია, რა­მაც მო­ი­თხო­ვა უფრო სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა ჩვენ­გან და იმ­ჟა­მად აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლებ­ზე. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­საც ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რნი იყ­ვნენ და ეს პრო­ცე­სი სრულ­ყო­ფი­ლად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და. საქ­მე ის არის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მამ ამ ადა­მი­ა­ნებს უფრო მე­ტის მო­ლო­დი­ნი გა­უ­ჩი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დაკ­მა­ყო­ფილ­დეს მათი მო­თხოვ­ნე­ბი.

- კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის თბი­ლი­სი­დან გაყ­ვა­ნა ზოგ­ჯერ ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბი­თაც ხდე­ბო­და.

- დიახ, ეს ზოგ­ჯერ მარ­თლაც იყო მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მალე მიხ­ვდე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა მარ­ტო და­პი­რე­ბე­ბი და თა­მა­ში არ არის და რომ ამ პრო­ცე­სის ასე გაგ­რძე­ლე­ბა და მიშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემი აზ­რით, ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს ამ ხალ­ხის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რამ­დე­ნად ეკუთ­ვნის მათ ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბე­ბი, ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა და შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სი­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა და წა­ქე­ზე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არ ხდე­ბა.

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ გყავ­დათ ე.წ. ზონ­დერბრი­გა­და და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დობ­დით. ელით, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თქვენ­თან კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბათ?

- ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბე­ბი ხში­რად ის­მო­და ჩემი მი­სა­მარ­თით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოთხი წე­ლია, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე არი­ან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც სა­ჭი­რო იყო ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მათ პრობ­ლე­მებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა რგოლ­თან მი­ი­ტან­და, რათა ეს პრობ­ლე­მე­ბი სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად გა­დაჭ­რი­ლი­ყო. ამ ხალ­ხს უწო­დებ­დნენ ესე­ნი "ზონ­დერებს", არა­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ე.წ. მა­მა­სახ­ლი­სე­ბი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რწმუ­ნე­ბულ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე ფიქ­რობ­დნენ. თუ ვინ­მეს კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, მზად ვარ, ვუ­პა­სუ­ხო. ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, არ­სად ვა­პი­რებ წას­ვლას, მე­ტიც, გპირ­დე­ბით, რომ აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სხვა დევ­ნი­ლებ­თან ერ­თად მალე და­ვუბ­რუნ­დე­ბი მშობ­ლი­ურ სახლ-კარს.

- ამის იმე­დი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გაქვთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია ამის იმე­დი მქონ­დეს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმა­თი იმე­დი მქონ­დეს, ვინც ერგნე­თის ბაზ­რო­ბის გახ­სნას აპი­რებს ქარ­თლის შუ­ა­გულ­ში, სა­ი­და­ნაც რო­კის გვი­რა­ბამ­დე, სა­დაც ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე უნდა იდ­გეს, თით­ქმის ასი კი­ლო­მეტ­რია. ეს ჩემ­თვის ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­ღა­ცას სურ­ვი­ლი აქვს ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის სა­ზღვა­რი ქარ­თლის შუ­ა­გულ­ში გა­ავ­ლოს. გა­ი­ძა­ხი­ან, რომ აფხა­ზურ და ოსურ პას­პორ­ტებს უნდა მის­ცენ ლე­გი­ტი­მა­ცია, რაც ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტე­რი­ტო­რი­ის აღი­ა­რე­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. თუ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ და და­დე­ბით ნა­ბი­ჯებს გა­დად­გა­მენ, ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი.

- შპს "გორ­მედ­ზე" უნდა გკი­თხოთ.

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. თუ საქ­მე­ში კარ­გად ჩა­ი­ხე­დავთ, იქ არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ვინ­მემ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იტ­ვირ­თოს, ვი­ღა­ცამ კი ამა­ზე უარი თქვას. თუ "გორ­მედ­ში" გა­და­წყვი­ტეს, რომ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღონ და ღირ­სე­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, ეს მათი უფ­ლე­ბაა. მე იქ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს.

- იმ კომ­პა­ნი­ის 26%-ს ფლობ­და დე­დათ­ქვე­ნი, რო­მელ­საც გო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ხელ­მწი­ფო წილი პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით გა­დას­ცეს, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, ეს გა­რი­გე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით მოხ­და.

- მე იმ­დენ რა­მეს მაბ­რა­ლებ­დნენ, ეს იმას­თან შე­და­რე­ბით კან­ფე­ტია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვინც აშე­ნე­ბულს კი არ და­ან­გრევს, არა­მედ მშე­ნე­ბე­ლო­ბას წა­მო­ი­წყებს, მი­ვე­სალ­მე­ბი.­

- რა­ტომ გა­ას­ხვი­სა დე­დათ­ქვენ­მა თა­ვი­სი 26%-იანი წილი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ მა­ინ­ცდა­მა­ინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ?

- ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. ამ­ჟა­მინ­დელ მფლო­ბე­ლებს და­ე­ლა­პა­რა­კეთ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ბადრი ბასიშვილი:"თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"

ბადრი ბასიშვილი:"თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიახვის ხეობისა და გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების, ბადრი ბასიშვილისა და გიორგი ტატიშვილის ოჯახების წევრებმა გორის ცენტრალურ საავადმყოფოში წილები დათმეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2012 წლის 11 ოქტომბერს გორის ცენტრალური საავადმყოფოს შპს "გორმედის" დამფუძნებლებმა - ლიანა მაზმიშვილმა (გიორგი ტატიშვილის სიდედრი) და ნინო კახნიაშვილმა (ბადრი ბასიშვილის დედა) უარი თქვეს კუთვნილ წილებზე და უსასყიდლოდ გადაუფორმეს დანარჩენ ორ მეწილეს. როგორც ირკვევა, შპს "გორმედი" 2011 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. მისი თავდაპირველი მეწილეები გია კაკუშაძე, გივი სვანაძე, ლიანა მაზმიშვილი და დავით ჭეჭელაშვილი იყვნენ, მოგვიანებით სწორედ ჭეჭელაშვილისგან გადაიფორმა კომპანიის აქციათა 26% ბადრი ბასიშვილის დედამ. ამ კომპანიამ 2012 წლის 3 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით გორის ცენტრალური საავადმყოფო სს "გორმედი" შეისყიდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს "გორმედმა" სააქციო საზოგადოება "გორმედის" 100%-იანი სახელმწიფო წილი 448 333 ლარად იყიდა. შპს "გორმედმა" გარდა ცენტრალური საავადმყოფოს აქციებისა, სხვა სამედიცინო ობიექტების ქონებაც შეიძინა, კერძოდ: 57 000 ლარად როგორც გორის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა-ნაგებობები, ასევე შპს "დასტაქარი 2009"-ის, შპს "ჯანმრთელობა ყველასათვის" და შპს "ონკოლოგიური დისპანსერი ბერსაბეას" ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები. რაც შეეხება მოძრავ ქონებას (შესყიდულ ობიექტებში განთავსებული სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა), შპს "გორმედმა" ის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეიძინა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რაღა მაინცდამაინც შპს "გორმედმა" მოახერხა საავადმყოფოს პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენა და ხომ არ მოახდინა გავლენა საპრივატიზაციო პროცესზე დამფუძნებლებს შორის დეპუტატების ახლობლების ყოფნამ? საავადმყოფოს ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სახელმწიფოს წილის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "გორმედისთვის" იმ მიზეზით გადაწყდა, რომ მხოლოდ აღნიშნულმა კომპანიამ დაიკისრა საკმაოდ მძიმე ვალდებულებების შესრულება. ვესაუბრებით ლიახვის ხეობის ყოფილ დეპუტატ ბადრი ბასიშვილს.

- ბატონო ბადრი, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში 38-ე იყავით და იმედოვნებდით, რომ ახალ პარლამენტშიც იქნებოდით. როგორ ფიქრობთ, რა გახდა "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების მიზეზი?

- ამაზე ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები უკეთ მოგახსენებენ. ამ ყველაფრის შეფასებას დრო სჭირდება. ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ქვეყანაში უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა ამასობაში ხალხს სხვა მოთხოვნები გაუჩნდა. ჰოდა, "ქართული ოცნების" დაპირებებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ვარ პარტიის წევრი და ჩვეულებრივ განვაგრძობ პარტიულ მუშაობას.

- არჩევნების შემდეგ გახშირდა სახელმწიფო შენობებში დევნილთა და სოციალურად დაუცველთა შეჭრა. ახალი ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ პროცესის უკან შესაძლოა, ძველი ხელისუფლება იდგეს.

- სისულელეა! მე თვითონ დევნილი ვარ და კარგად ვარ გარკვეული დევნილთა პრობლემებში. გეტყვით, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, როგორ უნდა განსახლებულიყო დევნილად ქცეული ლამის ნახევარი მილიონი კაცი, მაგრამ ამას დაემთხვა 2008 წელს რუსეთის მხრიდან ახალი აგრესია, რამაც მოითხოვა უფრო სწრაფი რეაგირება ჩვენგან და იმჟამად აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონიდან დევნილებზე. აფხაზეთიდან დევნილების დაკმაყოფილებასაც ვცდილობდით, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ და ეს პროცესი სრულყოფილად ვერ განხორციელდა. საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამამ ამ ადამიანებს უფრო მეტის მოლოდინი გაუჩინა, შესაბამისად, ისინი მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები.

- კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თბილისიდან გაყვანა ზოგჯერ ყოვლად მიუღებელი ძალისმიერი მეთოდებითაც ხდებოდა.

- დიახ, ეს ზოგჯერ მართლაც იყო მტკივნეული პროცესი. ახალი ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ სახელმწიფოს მართვა მარტო დაპირებები და თამაში არ არის და რომ ამ პროცესის ასე გაგრძელება და მიშვება არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამ ხალხის დაკმაყოფილება, რამდენად ეკუთვნის მათ ეს საცხოვრებელი ფართობები, ეს კიდევ ცალკე თემაა და შესაბამისი კომისიების გადასაწყვეტია. შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი მითითება და წაქეზება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არ ხდება.

- ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, წლების განმავლობაში გადანაშაულებდნენ, რომ გყავდათ ე.წ. ზონდერბრიგადა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ძალადობდით. ელით, რომ უახლოეს მომავალში სამართალდამცავებს თქვენთან კითხვები ექნებათ?

- ამგვარი ბრალდებები ხშირად ისმოდა ჩემი მისამართით. მოგეხსენებათ, ოთხი წელია, ცხინვალის რეგიონიდან დევნილები სხვადასხვა ადგილზე არიან ჩასახლებული, ამიტომაც საჭირო იყო ადამიანები, ვინც მათ პრობლემებს ხელისუფლების სხვადასხვა რგოლთან მიიტანდა, რათა ეს პრობლემები სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრილიყო. ამ ხალხს უწოდებდნენ ესენი "ზონდერებს", არადა, ეს ადამიანები იყვნენ ე.წ. მამასახლისები, თვითმმართველობის რწმუნებულთა წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ხალხის პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობდნენ. თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო. ვარ საქართველოს მოქალაქე, არსად ვაპირებ წასვლას, მეტიც, გპირდებით, რომ აქტიურად ვიქნები პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ვიმედოვნებ, რომ სხვა დევნილებთან ერთად მალე დავუბრუნდები მშობლიურ სახლ-კარს.

- ამის იმედი ახალი ხელისუფლების პირობებში გაქვთ?

- ჯერჯერობით ძნელია ამის იმედი მქონდეს. როგორ შეიძლება იმათი იმედი მქონდეს, ვინც ერგნეთის ბაზრობის გახსნას აპირებს ქართლის შუაგულში, საიდანაც როკის გვირაბამდე, სადაც ქართველი მესაზღვრე უნდა იდგეს, თითქმის ასი კილომეტრია. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას სურვილი აქვს ქართველებსა და ოსებს შორის საზღვარი ქართლის შუაგულში გაავლოს. გაიძახიან, რომ აფხაზურ და ოსურ პასპორტებს უნდა მისცენ ლეგიტიმაცია, რაც ყოვლად მიუღებელია, ეს, ფაქტობრივად, ტერიტორიის აღიარების ტოლფასი იქნება. თუ რაიმე კონკრეტულ და დადებით ნაბიჯებს გადადგამენ, ნებისმიერ ხელისუფლებას გვერდით დავუდგები.

- შპს "გორმედზე" უნდა გკითხოთ.

- (მაწყვეტინებს) ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუ საქმეში კარგად ჩაიხედავთ, იქ არის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, რომელიც, შესაძლოა, ვინმემ საკუთარი პასუხისმგებ­ლობით იტვირთოს, ვიღაცამ კი ამაზე უარი თქვას. თუ "გორმედში" გადაწყვიტეს, რომ ეს ვალდებულება აიღონ და ღირსეულად განახორციელონ, ეს მათი უფლებაა. მე იქ პირადი ინტერესი არ მაქვს.

- იმ კომპანიის 26%-ს ფლობდა დედათქვენი, რომელსაც გორის ცენტრალური საავადმყოფოს სახელმწიფო წილი პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცეს, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გარიგება თქვენი დახმარებით მოხდა.

- მე იმდენ რამეს მაბრალებდნენ, ეს იმასთან შედარებით კანფეტია. ნებისმიერ ადამიანს, ვინც აშენებულს კი არ დაანგრევს, არამედ მშენებელობას წამოიწყებს, მივესალმები.­

- რატომ გაასხვისა დედათქვენმა თავისი 26%-იანი წილი სრულიად უსასყიდლოდ მაინცდამაინც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

- ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ამჟამინდელ მფლობელებს დაელაპარაკეთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"