კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის
შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის

პა­ტა­რა, მყუდ­რო, ორ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Arbez Franco-Suisse ზედ საფ­რან­გე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

სა­სა­დი­ლო ოთა­ხი, სამ­ზა­რე­უ­ლო, დე­რე­ფა­ნი, რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი და კი­ბე­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვრი­თაა გა­დაკ­ვე­თი­ლი. ხაზი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ას ერ­თმა­ნე­თის­გან ყოფს, მთელს შე­ნო­ბას მი­უყ­ვე­ბა.

რამ­დე­ნი­მე ოთა­ხის მო­ნაკ­ვე­თიც კი სა­ზღვრი­თაა გა­მიჯ­ნუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუკი ერთ-ერთ ოთახ­ში და­ძი­ნე­ბას გა­და­წყვეტთ, ჩათ­ვა­ლეთ, ორ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბით, რად­გან თავი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გექ­ნე­ბათ, ფე­ხე­ბი კი საფ­რან­გეთ­ში. ზო­გი­ერ­თი სა­ძი­ნე­ბე­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, მაგ­რამ ნომ­რის სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხი საფ­რან­გეთს ეკუთ­ვნის.

სას­ტუმ­რო სა­ზღვრის გა­დამ­კვეთ მო­თხი­ლა­მუ­რე­ებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

სას­ტუმ­როს ის­ტო­რია მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა. 1862 წელს შვე­ი­ცა­რი­ი­სა და საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ ხე­ო­ბის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია. ამ ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტით მა­ვან­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ისარ­გებ­ლა და აა­შე­ნა შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს ახალ სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­რო ძა­ლი­ან სწრა­ფად აა­შე­ნეს; როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. მათ სას­ტუმ­როს ბარი საფ­რან­გე­თის მხა­რეს გახ­სნეს, ხოლო მა­ღა­ზია - შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია amusingplanet.com- ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის

შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის

პატარა, მყუდრო, ორვარსკვლავიანი სასტუმრო Arbez Franco-Suisse ზედ საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარეობს.

სასადილო ოთახი, სამზარეულო, დერეფანი, რამდენიმე ოთახი და კიბეები საერთაშორისო საზღვრითაა გადაკვეთილი. ხაზი, რომელიც საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთისგან ყოფს, მთელს შენობას მიუყვება.

რამდენიმე ოთახის მონაკვეთიც კი საზღვრითაა გამიჯნული. მაგალითად, თუკი  ერთ-ერთ ოთახში დაძინებას გადაწყვეტთ, ჩათვალეთ, ორ ქვეყანაში იმყოფებით, რადგან თავი შვეიცარიაში გექნებათ, ფეხები კი საფრანგეთში. ზოგიერთი საძინებელი შვეიცარიაში მდებარეობს, მაგრამ ნომრის სააბაზანო ოთახი საფრანგეთს ეკუთვნის.

სასტუმრო საზღვრის გადამკვეთ მოთხილამურეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სასტუმროს ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება. 1862 წელს შვეიცარიისა და საფრანგეთის მთავრობამ ხეობის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამ ხელსაყრელი მომენტით მავანმა ბიზნესმენმა ისარგებლა და ააშენა შენობა, რომელიც ორივე სახელმწიფოს ახალ საზღვარზე მდებარეობს. სასტუმრო ძალიან სწრაფად ააშენეს; როცა საერთაშორისო ხელშეკრულება შვეიცარიის მთავრობამ დაამტკიცა, სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო. მათ სასტუმროს ბარი საფრანგეთის მხარეს გახსნეს, ხოლო მაღაზია - შვეიცარიის ტერიტორიაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს