მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგია-ნიდერლანდის საზღვარი რესტორანზე გადის
ბელგია-ნიდერლანდის საზღვარი რესტორანზე გადის

ნი­დერ­ლან­დი­სა და ბელ­გი­ის სა­ზღვა­რი პა­ტა­რა ქა­ლაქ ბარ­ლე­ზე გა­დის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვა­რი, რო­მე­ლიც ამ ორ ქვე­ყა­ნას ქა­ლაქ ბარ­ლე­ში ერ­თმა­ნე­თის­გან მიჯ­ნავს, არაა დად­გე­ნი­ლი. სა­ზღვა­რი თეთ­რი ხა­ზით ქა­ლა­ქის ქვა­ფე­ნილ­ზე პი­რო­ბი­თად არის და­ტა­ნი­ლი.

თეთ­რი ხაზი მთელ ქა­ლაქს მიჰ­ყვე­ბა და მთელ პე­რი­მეტრზე ინ­გლი­სუ­რად ქვეყ­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ასოა და­ტა­ნი­ლი. ქვა­ფე­ნილ­ზე და­ტა­ნი­ლი ხაზი ჰყოფს სახ­ლებს, ოთა­ხებს, სას­ტუმ­რო­ებს, კა­ფე­ებს, ბა­ღებს და ქუ­ჩებს. მო­სახ­ლე­ო­ბა ხში­რად ხუმ­რობს, რომ ბელ­გი­ი­დან ნი­დერ­ლან­დებ­ში - სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სას­ტუმ­რო ოთა­ხის გავ­ლით გა­და­დი­ან. კორ­პუ­სებ­ში იმის მი­ხედ­ვით, თუ სა­ზღვრის რო­მელ ზო­ნა­შია მოხ­ვედ­რი­ლი, ბი­ნის კარ­ზე ქვეყ­ნის სა­ხე­ლი აწე­რია.

ქა­ლაქ­ში კუ­რი­ო­ზებს თით­ქმის ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შეხ­ვდე­ბით. თუკი ბელ­გი­ის მო­ნაკ­ვეთ­ში მა­ღა­ზი­ე­ბი შა­ბათს მუ­შა­ობს, თეთ­რი ხა­ზის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს (ნი­დერ­ლან­დი) ყვე­ლა მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლია. ბელ­გი­ა­სა და ნი­დერ­ლან­დში ტაქ­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ტუ­რის­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი რეს­ტორ­ნებ­ში ერ­თო­ბი­ან - ნი­დერ­ლან­დის მო­ნაკ­ვეთ­ში მჯდარ სტუმ­რებს შე­საძ­ლოა სა­დი­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ხა­ზის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, ბელ­გი­ის მო­ნაკ­ვეთ­ში მო­უ­წი­ოთ, რად­გა­ნაც რეს­ტო­რა­ნი ნი­დერ­ლან­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადრე იკე­ტე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა შვე­ი­ცა­რია-საფ­რან­გე­თის სა­ზღვარ­ზეც - პა­ტა­რა, მყუდ­რო, ორ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Arbez Franco-Suisse ზედ საფ­რან­გე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

სა­სა­დი­ლო ოთა­ხი, სამ­ზა­რე­უ­ლო, დე­რე­ფა­ნი, რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი და კი­ბე­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვრი­თაა გა­დაკ­ვე­თი­ლი. ხაზი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ას ერ­თმა­ნე­თის­გან ყოფს, მთელს შე­ნო­ბას მი­უყ­ვე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "შვე­ი­ცა­რია-საფ­რან­გე­თის სა­ზღვა­რი სას­ტუმ­როს კი­ბე­ზე გა­დის"

მომ­ზა­დე­ბუ­ლია amusingplanet.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბელგია-ნიდერლანდის საზღვარი რესტორანზე გადის

ბელგია-ნიდერლანდის საზღვარი რესტორანზე გადის

ნიდერლანდისა და ბელგიის საზღვარი პატარა ქალაქ ბარლეზე გადის. საერთაშორისო საზღვარი, რომელიც ამ ორ ქვეყანას ქალაქ ბარლეში ერთმანეთისგან მიჯნავს, არაა დადგენილი. საზღვარი თეთრი ხაზით ქალაქის ქვაფენილზე პირობითად არის დატანილი.

თეთრი ხაზი მთელ ქალაქს მიჰყვება და მთელ პერიმეტრზე ინგლისურად ქვეყნების სახელების პირველი ასოა დატანილი. ქვაფენილზე დატანილი ხაზი ჰყოფს სახლებს, ოთახებს, სასტუმროებს, კაფეებს, ბაღებს და ქუჩებს. მოსახლეობა ხშირად ხუმრობს, რომ ბელგიიდან ნიდერლანდებში - სამზარეულოდან სასტუმრო ოთახის გავლით გადადიან. კორპუსებში იმის მიხედვით, თუ საზღვრის რომელ ზონაშია მოხვედრილი, ბინის კარზე ქვეყნის სახელი აწერია.

ქალაქში კურიოზებს თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. თუკი ბელგიის მონაკვეთში მაღაზიები შაბათს მუშაობს, თეთრი ხაზის მოპირდაპირე მხარეს (ნიდერლანდი) ყველა მაღაზია დაკეტილია. ბელგიასა და ნიდერლანდში ტაქსების მომსახურებაც განსხვავებულია.

ყველაზე მეტად ტურისტები და ადგილობრივები რესტორნებში ერთობიან - ნიდერლანდის მონაკვეთში მჯდარ სტუმრებს შესაძლოა სადილობის გაგრძელება ხაზის მოპირდაპირე მხარეს, ბელგიის მონაკვეთში მოუწიოთ, რადგანაც რესტორანი ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადრე იკეტება.

შეგახსენებთ, მსგავსი სიტუაციაა შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზეც - პატარა, მყუდრო, ორვარსკვლავიანი სასტუმრო Arbez Franco-Suisse ზედ საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარეობს.

სასადილო ოთახი, სამზარეულო, დერეფანი, რამდენიმე ოთახი და კიბეები საერთაშორისო საზღვრითაა გადაკვეთილი. ხაზი, რომელიც საფრანგეთსა და შვეიცარიას ერთმანეთისგან ყოფს, მთელს შენობას მიუყვება.

იხილეთ ასევე: "შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარი სასტუმროს კიბეზე გადის"

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს