პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამსახურე, რომელმაც ჯენიფერ ლოპესი ავტოგრაფისთვის შეაწუხა, სამსახურიდან დაითხოვეს
მოსამსახურე, რომელმაც ჯენიფერ ლოპესი ავტოგრაფისთვის შეაწუხა, სამსახურიდან დაითხოვეს

მომ­ღე­რა­ლი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. რო­გორც მო­სამ­სა­ხუ­რე ფრეი დო­დაი ირ­წმუ­ნე­ბა, ის სამ­სა­ხუ­რი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ მსოფ­ლიო ვარ­სკვლავს ავ­ტოგ­რა­ფი სთხო­ვა.

ქალ­ბა­ტო­ნი გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "Melia Dusseldorf"-ში დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც გა­ი­გო, რომ სას­ტუმ­რო­ში ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა ავ­ტოგ­რა­ფი ეთხო­ვა. გან­რის­ხე­ბულ­მა მომ­ღე­რალ­მა მო­სამ­სა­ხუ­რე ნომ­რი­დან 2 ასის­ტენ­ტის დახ­მა­რე­ბით გა­აგ­დო. მე­ო­რე დღეს კი სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მელ­თა სი­ი­დან მისი გვა­რი ამო­ი­ღეს. ფრე­ის გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მისი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი მომ­ღე­რა­ლი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სია, რო­მელ­მაც შე­წუ­ხე­ბის გამო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას უჩივ­ლა.

მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ ფაქ­ტის გამო აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან - ჯე­ნი­ფერს "ტვი­ტერ­ზე" ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი სტა­ტუ­სის და­წე­რაც კი მო­უხ­და. ვარ­სკვლა­ვი ყვე­ლას არ­წმუ­ნებ­და, რომ ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მას წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის.

სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში კი ინ­ცი­დენტს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათ თა­ნამ­შრომ­ლებს სტუმ­რე­ბის­თვის სიმ­ყუდ­რო­ვის დარ­ღვე­ვა არ ეპა­ტი­ე­ბათ.

თუმ­ცა ავ­ტოგ­რა­ფის თხოვ­ნა­ზე მეტი ამ­ბი­ცია აღ­მო­აჩ­ნდა ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ეკ­რა­ნულ გმირს. (ფილ­მი "მო­ახ­ლე მა­ნ­ჰე­ტე­ნი­დან" Maid In Manhattan). ჯე­ნი­ფე­რი სას­ტუმ­როს მო­სამ­სა­ხუ­რეს, მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, მა­რი­სა ვენ­ტუ­რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ნას­ტი­ის მდი­დარ მემ­კვიდ­რეს გა­მოჰ­კრავს ხელს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოსამსახურე, რომელმაც ჯენიფერ ლოპესი ავტოგრაფისთვის შეაწუხა, სამსახურიდან დაითხოვეს

მოსამსახურე, რომელმაც ჯენიფერ ლოპესი ავტოგრაფისთვის შეაწუხა, სამსახურიდან დაითხოვეს

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი სკანდალში გაეხვია. როგორც მოსამსახურე ფრეი დოდაი ირწმუნება, ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მსოფლიო ვარსკვლავს ავტოგრაფი სთხოვა.

ქალბატონი გერმანიაში მდებარე სასტუმრო "Melia Dusseldorf"-ში დამლაგებლად მუშაობდა. როდესაც გაიგო, რომ სასტუმროში ჯენიფერ ლოპესი იმყოფებოდა, გადაწყვიტა ავტოგრაფი ეთხოვა. განრისხებულმა მომღერალმა მოსამსახურე ნომრიდან 2 ასისტენტის დახმარებით გააგდო. მეორე დღეს კი სასტუმროს თანამშრომელთა სიიდან მისი გვარი ამოიღეს. ფრეის განუცხადეს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მომღერალი ჯენიფერ ლოპესია, რომელმაც შეწუხების გამო ადმინისტრაციას უჩივლა.

მომღერლის გულშემატკივრები ამ ფაქტის გამო აღშფოთებულები არიან - ჯენიფერს "ტვიტერზე" ახსნა-განმარტებითი სტატუსის დაწერაც კი მოუხდა. ვარსკვლავი ყველას არწმუნებდა, რომ ამ გაუგებრობაში მას წვლილი არ მიუძღვის.

სასტუმროს ადმინისტრაციაში კი ინციდენტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლებს სტუმრებისთვის სიმყუდროვის დარღვევა არ ეპატიებათ.

თუმცა ავტოგრაფის თხოვნაზე მეტი ამბიცია აღმოაჩნდა ჯენიფერ ლოპესის ეკრანულ გმირს. (ფილმი ”მოახლე მანჰეტენიდან” Maid In Manhattan). ჯენიფერი სასტუმროს მოსამსახურეს, მარტოხელა დედას, მარისა ვენტურას განასახიერებდა, რომელიც ამერიკული პოლიტიკური დინასტიის მდიდარ მემკვიდრეს გამოჰკრავს ხელს. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება