საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზეთმა კაჩინსკის თვითმფრინავზე დაწერილი სტატიის გამო თანამშრომლები გაათავისუფლა
გაზეთმა კაჩინსკის თვითმფრინავზე დაწერილი სტატიის გამო თანამშრომლები გაათავისუფლა

პო­ლო­ნუ­რი გა­მო­ცე­მა Rzeczpospolita-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნავ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის გამო რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

გა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სამი წამ­ყვა­ნი რე­დაქ­ტო­რი: გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახა­ლი ამ­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ორი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­უშ­ვა. გარ­და ამი­სა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი - ცე­ზა­რი გმი­ზიც.

გა­ზე­თის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სტა­ტი­ის და­წე­რა­ში მო­ნა­წი­ლე ჟურ­ნა­ლის­ტებს არ ჰქონ­დათ სა­ფუძ­ვე­ლი ევა­რა­უ­დათ, რომ თვითმფრი­ნა­ვის ნან­გრე­ვებ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლი იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. "ჩვენ ვთვლით, რომ სტა­ტია არა­კო­რექ­ტუ­ლად და­წე­რი­ლი და დო­კუ­მენ­ტუ­რად და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი იყო",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

2 ნო­ემ­ბერს გა­ზე­თის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ტო­მაშ ვრუბ­ლევ­სკი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და.

სტა­ტია, რო­მელ­მაც გა­ზე­თის თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, გა­ზეთ­მა 30 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მას­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ პო­ლო­ნელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა კა­ჩინ­სკის თვითმფრი­ნა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სას მას­ში ტრო­ტი­ლის და ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ასა­ფეთ­ქებ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლო­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ იმა­ვე დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყო. მა­ლე­ვე თა­ვად გა­მო­ცე­მამ აღი­ა­რა, რომ შეც­დო­მა მოხ­და.

თვითმფრი­ნა­ვი ტუ-154, რო­მელ­შიც პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ლეხ კა­ჩინ­სკი და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სმო­ლენ­სკში 2010 წლის 10 აპ­რილს ჩა­მო­ვარ­და. თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი 96-ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გაზეთმა კაჩინსკის თვითმფრინავზე დაწერილი სტატიის გამო თანამშრომლები გაათავისუფლა

გაზეთმა კაჩინსკის თვითმფრინავზე დაწერილი სტატიის გამო თანამშრომლები გაათავისუფლა

პოლონური გამოცემა Rzeczpospolita-ს ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალის აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის გამო რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

გაზეთის ხელმძღვანელობამ სამი წამყვანი რედაქტორი: გამოცემის მთავარი რედაქტორის მოადგილე და ნაციონალური ახალი ამბების განყოფილების ორი ხელმძღვანელი გაუშვა. გარდა ამისა, გაათავისუფლეს სტატიის ავტორი - ცეზარი გმიზიც.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატიის დაწერაში მონაწილე ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საფუძველი ევარაუდათ, რომ თვითმფრინავის ნანგრევებში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი იყო აღმოჩენილი. "ჩვენ ვთვლით, რომ სტატია არაკორექტულად დაწერილი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი იყო",- ნათქვამია განცხადებაში.

2 ნოემბერს გაზეთის მთავარი რედაქტორი ტომაშ ვრუბლევსკი სამსახურიდან წავიდა.

სტატია, რომელმაც გაზეთის თანამშრომელთა გათავისუფლება გამოიწვია, გაზეთმა 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ პოლონელმა ექსპერტებმა კაჩინსკის თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლისას მასში ტროტილის და ნიტროგლიცერინის კვალი აღმოაჩინეს. ასაფეთქებლის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პოლონეთის პროკურატურამ იმავე დღეს ოფიციალურად უარყო. მალევე თავად გამოცემამ აღიარა, რომ შეცდომა მოხდა.

თვითმფრინავი ტუ-154, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა