პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის განცხადებით, ახალაია და კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს
ადვოკატის განცხადებით, ახალაია და კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს

ბაჩო ახა­ლა­ია და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე იმ პი­რებს არ იც­ნო­ბენ, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა და­ვით დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ა­კე­თა.

დე­კა­ნო­ი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძი­სა და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას და­კა­ვე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი არ იყო.

"მი­მაჩ­ნია, რომ რა ინ­ფორ­მა­ცი­აც ჩვენ გვაქვს, არ იყო საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი მათ და­სა­კა­ვებ­ლად და არც ბრა­ლის წა­სა­ყე­ნებ­ლად. ჩვე­ნე­ბე­ბი ალ­ბათ, არ­სე­ბობს, მაგ­რამ ში­ნა­არსს ჩვენ ჯერ არ ვიც­ნობთ. გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, გა­ვეც­ნო­ბით და ვნა­ხავთ რა არის ამ ჩვე­ნე­ბებ­ში. ახა­ლა­ი­ას და­კი­თხვი­სას შე­კი­თხვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის აბ­სურ­დუ­ლი მათი პო­ზი­ცია, რომ გე­ნე­რალს თურ­მე არ აქვს უფ­ლე­ბა ჯა­რის­კაცს საყ­ვე­დუ­რი უთხრას", - აცხა­დებს დე­კა­ნო­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბა, ვისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ა­კა­ვეს ახა­ლა­ია, ცნო­ბი­ლია.

"და­კი­თხვის დროს ახა­ლა­ი­ას გვა­რებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ზე­პი­რად არ მახ­სოვს. ვერ გე­ტყვით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არი­ან თუ არა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან, ახა­ლა­ია არ იც­ნობს მათ, არც კა­ლან­და­ძე არ იც­ნობს. საქ­მის მა­სა­ლებს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ვი­ღებთ", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე და მე­ო­თხე ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­როს გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს­თან და მე­ო­თხე ბრი­გა­დის მე­თა­ურ ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას­თან ერ­თად, მი­ნის­ტრის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა 6 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს", - ამის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლა­ი­ამ ერთ-ერთ სამ­ხედ­როს და­ნის ტარი თავ­ში ჩა­არ­ტყა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ახა­ლა­ი­ამ ეს სამ­ხედ­რო­ე­ბი ვა­ზი­ან­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც ბრი­ფინ­გის ოთახ­ში მათ კვლავ მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც გაგ­რძელ­და მე­ო­თხე ბრი­გა­დის შე­მად­გენ­ლო­ბის 20-30 კა­ცის წი­ნა­შე სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით.

"გუ­შინ და დღეს დი­ლით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან: ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია, ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე, სწო­რედ სის­ხლის სა­მარ­თლის 333-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. მათ ბრა­ლი კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ადვოკატის განცხადებით, ახალაია და კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს

ადვოკატის განცხადებით, ახალაია და კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს

ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც არიან დაკავებული. ამის შესახებ განცხადება დაკავებულების ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო.

"მიმაჩნია, რომ რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, არ იყო საკმარისი საფუძველი მათ დასაკავებლად და არც ბრალის წასაყენებლად. ჩვენებები ალბათ, არსებობს, მაგრამ შინაარსს ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. გამოქვეყნდება, გავეცნობით და ვნახავთ რა არის ამ ჩვენებებში. ახალაიას დაკითხვისას შეკითხვებიდან გამომდინარე, არის აბსურდული მათი პოზიცია, რომ გენერალს თურმე არ აქვს უფლება ჯარისკაცს საყვედური უთხრას", - აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით იმ პირთა ვინაობა, ვისი ჩვენების საფუძველზეც დააკავეს ახალაია, ცნობილია.

"დაკითხვის დროს ახალაიას გვარებს ეკითხებოდნენ, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს. ვერ გეტყვით გათავისუფლებული არიან თუ არა სამხედრო სამსახურიდან, ახალაია არ იცნობს მათ, არც კალანდაძე არ იცნობს. საქმის მასალებს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მივიღებთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს", - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფით.

"გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან: ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე, სწორედ სისხლის სამართლის 333-ე მუხლის შესაბამისად. მათ ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინებათ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ