ბიძინა ივანიშვილი - ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება

ბიძინა ივანიშვილი - ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება

ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დასაკავებლად სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, იგი კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს და არც ამ პროცესებში მონაწილეობდა.

"ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და რამდენადაც ვიცი ამისთვის არსებობდა სამართლებრივი საფუძვლები. ეს გააკეთეს მათ, ვისაც კანონით ეკუთვნოდა და ყველაფერი გაკეთდა ყოველგვარი კანონიერების დაცვით. მე ამ პროცესებში არ ვმონაწილეობდი და მეტს ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა