პარტნიორები:

    ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე ფოტოგამოფენას - "7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე" გამართავენ

     ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე ფოტოგამოფენას - "7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე" გამართავენ

    ფოტორეპორტიორები ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე დღეს, ფოტოგამოფენას -"7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე" გამართავენ.

    ფოტონამუშევრების გამოფენა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს მიტინგების დარბევისას გადაღებული დღემდე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტონამუშევრები.

    როგორც ფოტორეპორტიორები აცხადებენ, ფოტოგამოფენა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის განხორციელების წინააღმდეგაა მიმართული. გამოფენის ორგანიზატორი გაზეთი "იბერიაა". გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.

    "ინტერპრესნიუსი"

    "იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

    უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

    ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები