პარტნიორები:

    ფოთის პორტის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

    ფოთის პორტის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

    ფოთის პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული თანამდებობიდან გადადგა, - აღნიშნული ინფორმაცია მან "ინტერპრესნიუსს" პირადად დაუდასტურა.

    ქროულის შემცვლელი სპინ დევიდსენი უკვე ფოთის პორტში იმყოფება. იგი ფოთის პორტში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

    "გადაბარების პროცესი უკვე მიმდინარეობს, რაც არანაირ კავშირში არ არის მიმდინარე მოვლენებთან, ეს დაგეგმილი იყო ძალიან ადრე, 2-3 თვის წინ და ეს ბიზნესის ჩვეულებრივი ნაწილია", - აცხადებს ქროული.

    ქროულის მუშაობის პერიოდს უკავშირდება გასულ წელს, ფოთის პორტში 500-ზე მეტი ადამიანის შემცირება და მიმდინარე უვადო გაფიცვები, რომელიც 6 დღეა გრძელდება.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა