პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამათ აუცილებლად შეაკვდებოდა"
"მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამათ აუცილებლად შეაკვდებოდა"

გუ­რამ შა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ად­რეც ამ­ბობ­დნენ, რომ გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი შა­რა­ძის მკვლე­ლი არ არის, ბა­რა­თელ­მაც ახ­ლა­ხან აღი­ა­რა, რომ შა­რა­ძე მას არ მო­უკ­ლავს. მე­ტიც, მისი თქმით, ის მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე არც ყო­ფი­ლა. მისი სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა შე­საძ­ლოა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და გახ­სნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ კვი­რას გუ­რამ შა­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან შა­რა­ძე, მა­მის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ გი­ორ­გი ბა­რა­თელს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეხ­ვდე­ბა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" გთა­ვა­ზობთ გუ­რამ შა­რა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ახალ დე­ტა­ლებს, რა­მაც შე­საძ­ლოა ნამ­დვი­ლი მკვლე­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი და და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ოს.

"წი­ნას­წარ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ქრო­ნი­კა"?

2007 წლის 20 მა­ისს, 20 სა­ათ­ზე, 30 წუთ­სა და 50 წამ­ზე პრო­ფე­სო­რი გუ­რამ შა­რა­ძე ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის პროს­პექ­ტზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. პრო­ფე­სო­რის გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ცხე­და­რი თით­ქმის ყვე­ლა ტე­ლე­არ­ხმა აჩ­ვე­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო.

ნინო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, გუ­რამ შა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი: "გუ­რამ შა­რა­ძეს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ მოკ­ლავ­დნენ, რა­საც და­ში­ნე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დით. ფა­რუ­ლი ნომ­რით ზარი ჩემს ტე­ლე­ფონ­ზეც შე­მო­ვი­და მკვლე­ლო­ბამ­დე 10-15 წუ­თით ადრე. უც­ნობ­მა პირ­მა მი­თხრა, შა­რა­ძე მოკ­ლე­სო. "ეს რა ბო­რო­ტი ხუმ­რო­ბაა?!" - შევ­ყვი­რე და ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე. არა­და, მკვლე­ლო­ბის დრო, რო­გორც იცით, "ალ­და­გის" ვი­დე­ოთ­ვალ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. მე წინ­და­წინ და­მი­რე­კეს, შე­საძ­ლოა, ვინ­მეს ამ ზა­რით ჩემი გაყ­ვა­ნა უნ­დო­და იქ, სა­დაც მალე სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და".

ნა­წყვე­ტი გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლის ახა­ლი აღი­ა­რე­ბი­დან: "მე მა­ნამ­დე და­მა­კა­ვეს, ვიდ­რე ბა­ტონ გუ­რამ შა­რა­ძეს მოკ­ლავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ამიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ჩემ­გან ამ მკვლე­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ".

ნინო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე: "ბა­რა­თე­ლი რომ მკვლე­ლი არ იყო, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე­ვე მივ­ხვდი, მან მო­სა­მარ­თლეს ვერ მი­უ­თი­თა მკვლე­ლო­ბის ზუს­ტი ად­გი­ლი, მან რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი და­ა­სა­ხე­ლა. მო­ვი­თხო­ვე ოქ­მში ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა, რომ მკვლელ­მა არ იცო­და შემ­თხვე­ვის ზუს­ტი ად­გი­ლი".

სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვი

გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო ბა­რა­თე­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ბა­რა­თელს გუ­რამ შა­რა­ძის შვილ­ზე, გი­ორ­გი შა­რა­ძე­ზე, წლე­ბის წინ წყე­ნა გულ­ში ჩა­უდ­ვია, რა­მაც თურ­მე ბო­ლოს და ბო­ლოს, თავი იჩი­ნა და გუ­რამ შა­რა­ძე ამი­ტომ "მოკ­ლა"(?!). ბა­რა­თე­ლის მა­შინ­დე­ლი ჩვე­ნე­ბით გი­ორ­გი შა­რა­ძემ ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში ფილმში გა­და­სა­ღე­ბად მი­იწ­ვია, იქ კი უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ა­ტო­ვა (გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­რა­თელ­მა შვე­ი­ცა­რი­ა­ში ყოფ­ნის დროს იქურ­და, რის გა­მოც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა).

სა­სა­მარ­თლოს შე­კი­თხვით არ მი­უ­მარ­თავს შვე­ი­ცა­რი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტან­ცი­ის­თვის, მარ­თლა იღებ­და თუ არა ფილ­მს გი­ორ­გი შა­რა­ძე, ვინ და რა მი­ზე­ზით მი­იწ­ვია ბა­რა­თე­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გა­და­ლა­ხა თუ არა ამ უკა­ნას­კნელ­მა შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვა­რი, რა მი­სა­მარ­თზე და­რე­გის­ტრირ­და და ა.შ. მას ეს შე­კი­თხვე­ბი 2010 წელს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და­უს­ვა ცი­ხე­ში და ბა­რა­თელს წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი გა­ა­ცე­მი­ნა.

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე: "მა­შინ ბა­რა­თე­ლის პა­სუ­ხე­ბი ჟურ­ნა­ლისტ ნინო მი­ქი­აშ­ვილს გა­და­ვე­ცი. ბა­რა­თე­ლი ამ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის დრო­საც "გა­ი­ჭე­და", - მკვლე­ლო­ბის სხვა და უფრო აბ­სურ­დუ­ლი მო­ტი­ვი და­ა­სა­ხე­ლა. თქვა, რომ ვი­ღაც ალ­ბა­ნელ­თა ჯგუ­ფი მისი ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ყიდ­ვით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და შა­რა­ძე მათ­თან რა­ღაც კავ­შირ­ში იყო. თა­ვა­დაც არ იცო­და, რას ამ­ბობ­და".

ნინო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე: "ბა­ტო­ნი გუ­რა­მის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებს მას­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რად გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი პი­რის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­დათ. ალ­ბათ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტი­პა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­არ­ჩი­ეს ბა­რა­თე­ლი. ის ბუნ­დო­ვა­ნი პერ­სო­ნა იყო, თა­ნაც იმ დრო­ის­თვის იძებ­ნე­ბო­და. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ის პი­რად ექიმს, გრი­გოლ ტირ­ზი­კი­ან­საც მი­უ­ვარ­და სახ­ლში და კა­რის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეს­რო­ლა, დაჭ­რა. ბა­რა­თე­ლის და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვად კი ის და­სა­ხელ­და, რომ წლე­ბის წინ ჰქონ­და ვე­ნე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რა­ზეც ტირ­ზი­კი­ან­მა არას­წო­რად უმ­კურ­ნა­ლა".

გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი ტირ­ზი­კი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, უკა­ნო­ნოდ ია­რა­ღის შე­ძე­ნა-ტა­რე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. სას­ჯე­ლის შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით მას 27 წელი მი­უ­სა­ჯეს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამათ აუცილებლად შეაკვდებოდა"

"მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამათ აუცილებლად შეაკვდებოდა"

გურამ შარაძის ოჯახის წევრები ადრეც ამბობდნენ, რომ გიორგი ბარათელი შარაძის მკვლელი არ არის, ბარათელმაც ახლახან აღიარა, რომ შარაძე მას არ მოუკლავს. მეტიც, მისი თქმით, ის მკვლელობის ადგილზე არც ყოფილა. მისი სკანდალური აღიარება შესაძლოა საქმის ხელახალი გამოძიებისა და გახსნის საფუძველი გახდეს. სავარაუდოდ, მომავალ კვირას გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, მამის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდება. "კვირის პალიტრა" გთავაზობთ გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებულ ახალ დეტალებს, რამაც შესაძლოა ნამდვილი მკვლელების სახელები და დანაშაულის რეალური მოტივი გამოააშკარაოს.

"წინასწარ გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა"?

2007 წლის 20 მაისს, 20 საათზე, 30 წუთსა და 50 წამზე პროფესორი გურამ შარაძე ხალხმრავალ ადგილას, მელიქიშვილის პროსპექტზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პროფესორის გასისხლიანებული ცხედარი თითქმის ყველა ტელეარხმა აჩვენა, საზოგადოება გაოგნებული იყო.

ნინო ნიშნიანიძე, გურამ შარაძის ადვოკატი: "გურამ შარაძეს აფრთხილებდნენ, რომ მოკლავდნენ, რასაც დაშინებად აღვიქვამდით. ფარული ნომრით ზარი ჩემს ტელეფონზეც შემოვიდა მკვლელობამდე 10-15 წუთით ადრე. უცნობმა პირმა მითხრა, შარაძე მოკლესო. "ეს რა ბოროტი ხუმრობაა?!" - შევყვირე და ტელეფონი გავთიშე. არადა, მკვლელობის დრო, როგორც იცით, "ალდაგის" ვიდეოთვალმა დააფიქსირა. მე წინდაწინ დამირეკეს, შესაძლოა, ვინმეს ამ ზარით ჩემი გაყვანა უნდოდა იქ, სადაც მალე საზარელი მკვლელობა მოხდა".

ნაწყვეტი გიორგი ბარათელის ახალი აღიარებიდან: "მე მანამდე დამაკავეს, ვიდრე ბატონ გურამ შარაძეს მოკლავდნენ. რამდენიმე საათით ადრე ამიყვანეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც ჩემგან ამ მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ".

ნინო ნიშნიანიძე: "ბარათელი რომ მკვლელი არ იყო, სასამართლო პროცესზევე მივხვდი, მან მოსამართლეს ვერ მიუთითა მკვლელობის ზუსტი ადგილი, მან რუსთაველის პროსპექტი დაასახელა. მოვითხოვე ოქმში ჩანაწერის გაკეთება, რომ მკვლელმა არ იცოდა შემთხვევის ზუსტი ადგილი".

საზარელი მკვლელობის ბუნდოვანი მოტივი

გამაოგნებელი იყო ბარათელის მიერ დასახელებული მკვლელობის მოტივიც. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ბარათელს გურამ შარაძის შვილზე, გიორგი შარაძეზე, წლების წინ წყენა გულში ჩაუდვია, რამაც თურმე ბოლოს და ბოლოს, თავი იჩინა და გურამ შარაძე ამიტომ "მოკლა"(?!). ბარათელის მაშინდელი ჩვენებით გიორგი შარაძემ ის შვეიცარიაში ფილმში გადასაღებად მიიწვია, იქ კი უყურადღებოდ მიატოვა (გავრცელებული ინფორმაციით, ბარათელმა შვეიცარიაში ყოფნის დროს იქურდა, რის გამოც სამართალდამცავებთან პრობლემა შეექმნა).

სასამართლოს შეკითხვით არ მიუმართავს შვეიცარიაში შესაბამისი ინსტანციისთვის, მართლა იღებდა თუ არა ფილმს გიორგი შარაძე, ვინ და რა მიზეზით მიიწვია ბარათელი შვეიცარიაში, გადალახა თუ არა ამ უკანასკნელმა შვეიცარიის საზღვარი, რა მისამართზე დარეგისტრირდა და ა.შ. მას ეს შეკითხვები 2010 წელს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაუსვა ციხეში და ბარათელს წერილობითი პასუხი გააცემინა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "მაშინ ბარათელის პასუხები ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს გადავეცი. ბარათელი ამ პასუხების გაცემის დროსაც "გაიჭედა", - მკვლელობის სხვა და უფრო აბსურდული მოტივი დაასახელა. თქვა, რომ ვიღაც ალბანელთა ჯგუფი მისი შინაგანი ორგანოების ყიდვით იყო დაინტერესებული და შარაძე მათთან რაღაც კავშირში იყო. თავადაც არ იცოდა, რას ამბობდა".

ნინო ნიშნიანიძე: "ბატონი გურამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელობის შემკვეთებს მასზე პერსონალურად განაწყენებული პირის პოვნა გაუჭირდათ. ალბათ, ფსიქოლოგიური ტიპაჟიდან გამომდინარე შეარჩიეს ბარათელი. ის ბუნდოვანი პერსონა იყო, თანაც იმ დროისთვის იძებნებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ის პირად ექიმს, გრიგოლ ტირზიკიანსაც მიუვარდა სახლში და კარის გაღებისთანავე ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, დაჭრა. ბარათელის დანაშაულის მოტივად კი ის დასახელდა, რომ წლების წინ ჰქონდა ვენერიული დაავადება, რაზეც ტირზიკიანმა არასწორად უმკურნალა".

გიორგი ბარათელი ტირზიკიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის, უკანონოდ იარაღის შეძენა-ტარება-გამოყენებისა და გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით არის გასამართლებული. სასჯელის შეკრებითობის პრინციპით მას 27 წელი მიუსაჯეს.

იხილეთ ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ