პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე ხვედელიძისა და კახი კალაძის მასწავლებელთან
ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე ხვედელიძისა და კახი კალაძის მასწავლებელთან

ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა გე­დე­ნი­ძე 2011 წლის 6 თე­ბერ­ვლამ­დე სამ­ტრე­დი­ის #3 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, სკო­ლა­ში 21 წლი­სა მი­ვი­და მას­წავ­ლებ­ლად. შემ­დეგ სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე გახ­და და ბოლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. სკო­ლი­დან გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის ბრძა­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი გახ­ლდათ. დი­რექ­ტორს სკო­ლი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის, ნანა ივა­ნიშ­ვი­ლის და რძლის, ვე­ნე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვეს, რა­ზეც არ და­თან­ხმდა. ამ სკო­ლა­ში, რო­მელ­საც ბევ­რი წელი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, კახი კა­ლა­ძე, მისი გარ­დაც­ვლი­ლი ძმა ლე­ვან კა­ლა­ძე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე სწავ­ლობ­დნენ.

ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას დიდ­ხანს ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ ის თავს იკა­ვებ­და. ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში შვი­ლებს ეს­ტუმ­რა. უფ­რო­სი შვი­ლი - ვახ­ტანგ სტუ­რუა, ექი­მია. უმ­ცრო­სი - ზვი­ა­დი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­კა­რეა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, რო­გორ მოხ­ვდა ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ა­ში?

- ხვე­დე­ლი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ა­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვი­და. ეკას მამა ფე­დია ხვე­დე­ლი­ძე დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, თხე­მით ტერ­ფამ­დე ინ­ტე­ლი­გენ­ტი, რა­ინ­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე. იგი რა­ი­ო­ნის მთა­ვარ ექი­მად და­ი­ნიშ­ნა. ურ­თუ­ლეს ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს აკე­თებ­და, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. ბა­ტო­ნი ფე­დია წარ­სულ­ში კარ­გი კა­ლათ­ბურ­თე­ლიც ყო­ფი­ლა. სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნე­ბენ, თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ თა­მა­შობ­და ბა­ტო­ნი ფე­დია თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლებ­თან.

- ეკას დე­და­ზე გვე­სა­უბ­რეთ...

- ქალ­ბა­ტო­ნი ლუდა ხვე­დე­ლი­ძე მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის პე­და­გო­გი გახ­ლდათ. ეს უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ქარ­თუ­ლი ადათ-წე­სე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის უზა­დო გამ­ტა­რე­ბე­ლი იყო. ამ კაც­თმოყ­ვა­რე და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯახ­მა უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნა და სულ მალე სამ­ტრე­დი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა.

ბა­ტონ ფე­დია ხვე­დე­ლი­ძეს და ქალ­ბა­ტონ ლუ­დას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­დათ: ირმა და ეკა. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. არ მახ­სოვს თუნ­დაც ერთი დღე, ქალ­ბა­ტონ ლუ­დას გო­გო­ნე­ბი თა­ვად არ მო­ეყ­ვა­ნა სკო­ლა­ში და თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს არ გა­სა­უბ­რე­ბო­და.

- გო­გო­ნე­ბი რო­გორ სწავ­ლობ­დნენ?

- სკო­ლა­ში ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და­დი­ოდ­ნენ: მოს­წავ­ლის ფორ­მით და სას­კო­ლო ჩან­თით. ფრი­ა­დებ­ზე სწავ­ლობ­დნენ. აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ მე ახალ­ბე­და, დამ­წყე­ბი პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი და ბავ­შვებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ, ბრწყინ­ვა­ლედ მღე­როდ­ნენ. იყ­ვნენ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი. მახ­სოვს, მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის რა­ი­ო­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბო­და. ირმა მექ­სი­კუ­რი ცეკ­ვის სო­ლის­ტი იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბრმა­ნაწ­ლა­ვის სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. სკო­ლის დი­რექ­ცი­ის თხოვ­ნით ოლიმ­პი­ა­დის გრა­ფიკ­მა გა­და­ი­წია. ირ­მამ სკო­ლა წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბის რძა­ლი გახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკას, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სათ­ნო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ბავ­შვი იყო. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ეკა თეთ­რი წინ­საფ­რი­თა და თეთ­რი ბაფ­თით, უნი­ჭი­ე­რე­სი და არა მარ­ტო სწავ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­ში. ყვე­ლა სა­განს თა­ნა­ბა­რი მონ­დო­მე­ბით სწავ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო ენე­ბი, ბი­ო­ლო­გია და ის­ტო­რია უყ­ვარ­და. უყ­ვარ­და ხელ­საქ­მე, ჩი­ნე­ბუ­ლად ქსოვ­და.

- ეკას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ერთ ზამ­თარს გავ­ცივ­დი და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა. ექი­მებ­მა მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ მოს­კოვ­ში წა­ვე­დი. სამ­ტრე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბულს სახ­ლში ქალ­ბა­ტონ­მა ლუ­დამ მო­მი­ნა­ხუ­ლა და მა­ტყლის ძა­ფით მოქ­სო­ვი­ლი რუხი ფე­რის ე.წ. "შლე­მი" გად­მომ­ცა. ვი­უ­ხერ­ხუ­ლე, მაგ­რამ ლუ­დამ მი­თხრა: "იცით, ეს ეკამ მო­გიქ­სო­ვათ, მთე­ლი ღა­მე­ე­ბი ღუ­მელ­თან იჯდა და ქსოვ­და, მა­რი­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ცი­ე­ბუ­ლა და მის­თვის მინ­დაო". ეს გო­გო­ნა სი­კე­თი­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო.

2000 წელს ეკამ შემ­თხვე­ვით ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გის, ქალ­ბა­ტონ ნანა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა­გან შე­ი­ტყო, რომ მე უკვე მისი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბია. უკი­თხავს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო სკო­ლის შე­ნო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა დრო იყო, ჩემი და ჩემი კო­ლექ­ტი­ვის ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად ბევ­რი ვე­რა­ფე­რი შევ­ძე­ლით, შე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ჩამ­სხვრე­უ­ლი ფან­ჯრე­ბი, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი, დამ­ტვრე­უ­ლი ავე­ჯი... ეკამ, ჩემი თხოვ­ნი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­რე­შე, სკო­ლის დახ­მა­რე­ბის ფონ­დი შექ­მნა და 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გებ­სა და ტექ­ნი­კურ მუ­შა­კებს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და. სკო­ლის 80-კა­ცი­ა­ნი კო­ლექ­ტი­ვი ამ დახ­მა­რე­ბას უფ­ლის წყა­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­და, რად­გან უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ­ნი, ამ დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ.

დღეს სამ­ტრე­დი­ა­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რეს­პუბ­ლი­კის ქ. #29-ში ამა­ყად დგას თეთ­რი, ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი, ცოდ­ნის დი­დე­ბუ­ლი ტა­ძა­რი - #3 სა­ჯა­რო სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა. და კი­დევ ცალ­კე ერთი კორ­პუ­სი პირ­ველკ­ლა­სელ­თათ­ვის, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნად იწ­ვევს მნახ­ვე­ლის აღ­ტა­ცე­ბას. სკო­ლის ვე­ე­ბერ­თე­ლა ეზო სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ივ­ნი­თა და ყვა­ვილ­ნა­რით, ახალ­გაზ­რდო­ბის დას­ვე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია სამ­ტრე­დი­ა­ში.

- ეკას ბო­ლოს რო­დის შეხ­ვდით?

- მხო­ლოდ ერთხელ ვნა­ხე ეკა ბა­ტონ ფე­დია ხვე­დე­ლი­ძის დაკ­რძალ­ვა­ზე. მან ვერ მიც­ნო, ან კი რო­გორ მიც­ნობ­და, მე ხომ ის ახალ­ბე­და პე­და­გო­გი აღარ ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ეკას ახ­სოვ­და. ამ ღვთის­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნის­თვის მად­ლო­ბის თქმაც კი ვერ შევ­ძე­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ნა, თქვენს სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ ძმე­ბი კა­ლა­ძე­ე­ბიც...

- რაც შე­ე­ხე­ბა კახა კა­ლა­ძის ოჯახს, ისი­ნი ძი­რძვე­ლი სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი არი­ან. ბა­ტო­ნი კარ­ლო კა­ლა­ძე წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. ქალ­ბა­ტო­ნი მე­დი­კო კა­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-ქი­მი­კო­სია, თუმ­ცა მას არა­სო­დეს უმუ­შა­ვია, მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა კა­ხა­სა და ლე­ვა­ნის აღ­ზრდას შე­ა­ლია. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ოჯახ­თან მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას სცილ­დე­ბა, კახა ჩემი შვი­ლის, ზვი­ად სტუ­რუ­ას კლა­სე­ლი და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. გუ­შინ­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს ზურ­გზე ჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი ცე­რო­დე­ნა, მო­ღი­მა­რი ბიჭი, დიდი შავი თვა­ლე­ბი­თა და გა­ბუ­ტუ­ლი ტუ­ჩე­ბით. ის იყო კარ­გი მოს­წავ­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. არ მახ­სოვს თუნ­დაც ერთი შემ­თხვე­ვა, თეთ­რი პე­რან­გი­სა და მოს­წავ­ლის ფორ­მის გა­რე­შე მო­სუ­ლი­ყო სკო­ლა­ში. კარ­გად სწავ­ლობ­და. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო, მოს­წავ­ლე­თა ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლის სო­ლის­ტი. ცეკ­ვით აქვს შე­მოვ­ლი­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქა­ლა­ქე­ბი. ასე­ვე ნი­ჭი­ე­რი და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი იყო კა­ხას ძმა ლე­ვა­ნი. აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი სკო­ლის მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბ­ში.

ცხოვ­რე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია ასე­თი სუ­ლი­სა და გუ­ლის ადა­მი­ა­ნი. ჩვენ ერთ დღეს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი. ხში­რად იყო შემ­თხვე­ვა, ლე­ვა­ნი­კო ცოტა ხნით და­ტო­ვებ­და თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­სულ სტუმ­რებს და იე­ბით ხელ­ში მო­დი­ო­და ჩემ­თან და­ბა­დე­ბის დღის მო­სა­ლო­ცად. ექი­მო­ბა უნ­დო­და, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტშიც ჩა­ი­რი­ცხა, მონ­დო­მე­ბი­თაც სწავ­ლობ­და, მაგ­რამ...

- კა­ხამ სკო­ლა სამ­ტრე­დი­ა­ში და­ამ­თავ­რა?

- დიახ, მე­ა­თე კლას­ში კახა უკვე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და. დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ჩა­მო­დი­ო­და და სას­წავ­ლო საგ­ნებს ფრი­ა­დებ­ზე აბა­რებ­და. კა­ხამ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა სკო­ლა და თსუ-ის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

- მე ვიცი, რომ მისი წარ­მა­ტე­ბით მთე­ლი სამ­ტრე­დია ამა­ყობ­და...

- მა­გონ­დე­ბა, ერთხელ, გვი­ან ღა­მით, ეს იყო ალ­ბათ 2000 წელი, კახა მა­შინ უკვე კი­ე­ვის "დი­ნა­მოს" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირი­ცხე­ბო­და, კახა და ლე­ვა­ნი­კო ჩემ­თან სახ­ლში მო­ვიდ­ნენ. კა­ხამ მი­თხრა, რომ კა­რი­ე­რას სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლან­ში" აგ­რძე­ლებ­და. მო­ვე­ფე­რე და გზა და­ვუ­ლო­ცე დიდ ფეხ­ბურთში. თუმ­ცა მა­შინ ალ­ბათ ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ორ­ჯერ მო­ი­გო ჩემ­პი­ონ­თა ლიგა, ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სი, გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი კლუ­ბებს შო­რის და სხვა უამ­რა­ვი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა. მე მჯე­რა კა­ხას ნი­ჭი­ე­რე­ბის. მჯე­რა, რომ თა­ვის სათ­ქმელს ის დიდ პო­ლი­ტი­კა­შიც იტყვის და მსოფ­ლიო რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი გახ­დე­ბა. დიახ, ეს ასე იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე მინ­და, ასე იყოს.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: რო­დის და­მე­გობ­რდნენ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და კა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი

ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე ხვედელიძისა და კახი კალაძის მასწავლებელთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე ხვედელიძისა და კახი კალაძის მასწავლებელთან

ქალბატონი მარინა გედენიძე 2011 წლის 6 თებერვლამდე სამტრედიის #3 საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ. პროფესიით ისტორიკოსი, სკოლაში 21 წლისა მივიდა მასწავლებლად. შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგე გახდა და ბოლო 17 წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო. სკოლიდან განათლების მაშინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით გაათავისუფლეს, მიზეზი პოლიტიკური გახლდათ. დირექტორს სკოლიდან ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ნანა ივანიშვილის და რძლის, ვენერა ივანიშვილის გათავისუფლება სთხოვეს, რაზეც არ დათანხმდა. ამ სკოლაში, რომელსაც ბევრი წელი ხელმძღვანელობდა, კახი კალაძე, მისი გარდაცვლილი ძმა ლევან კალაძე და ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე სწავლობდნენ.

ქალბატონ მარინასთან ინტერვიუს ჩაწერას დიდხანს ვცდილობდით, მაგრამ ის თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ თბილისში შვილებს ესტუმრა. უფროსი შვილი - ვახტანგ სტურუა, ექიმია. უმცროსი - ზვიადი, ეროვნული ნაკრების მეკარეა.

- ქალბატონო მარინა, როგორ მოხვდა ეკატერინე ხვედელიძის ოჯახი სამტრედიაში?

- ხვედელიძეების ოჯახი სამტრედიაში გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა. ეკას მამა ფედია ხვედელიძე დიდებული ადამიანი იყო, თხემით ტერფამდე ინტელიგენტი, რაინდული თვისებების მქონე. იგი რაიონის მთავარ ექიმად დაინიშნა. ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდა, თანაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბატონი ფედია წარსულში კარგი კალათბურთელიც ყოფილა. სამტრედიელები ახლაც სიამოვნებით იხსენებენ, თავისუფალ დროს როგორ თამაშობდა ბატონი ფედია თანაქალაქელებთან.

- ეკას დე­და­ზე გვესაუბრეთ...

- ქალბატონი ლუდა ხვედელიძე მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ. ეს უკრაინელი ქალბატონი ქართული ადათ-წესების, ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის უზადო გამტარებელი იყო. ამ კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ოჯახმა უამრავი მეგობარი შეიძინა და სულ მალე სამტრედიის საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

ბატონ ფედია ხვედელიძეს და ქალბატონ ლუდას ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ირმა და ეკა. ძალიან ყურადღებიანი მშობლები იყვნენ. არ მახსოვს თუნდაც ერთი დღე, ქალბატონ ლუდას გოგონები თავად არ მოეყვანა სკოლაში და თითოეულ პედაგოგს არ გასაუბრებოდა.

- გოგონები როგორ სწავლობდნენ?

- სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდნენ: მოსწავლის ფორმით და სასკოლო ჩანთით. ფრიადებზე სწავლობდნენ. აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაშინ მე ახალბედა, დამწყები პედაგოგი ვიყავი და ბავშვებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. საოცრად მუსიკალური გოგონები იყვნენ, ბრწყინვალედ მღეროდნენ. იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები. მახსოვს, მოსწავლეთა თვითშემოქმედების რაიონული ოლიმპიადა ტარდებოდა. ირმა მექსიკური ცეკვის სოლისტი იყო და მოულოდნელად ბრმანაწლავის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. სკოლის დირექციის თხოვნით ოლიმპიადის გრაფიკმა გადაიწია. ირმამ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და სამტრედიელების რძალი გახდა.

რაც შეეხება ეკას, ძალიან ლამაზი, მშვიდი, გაწონასწორებული, სათნო და მოკრძალებული, პასუხისმგებლიანი ბავშვი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას ეკა თეთრი წინსაფრითა და თეთრი ბაფთით, უნიჭიერესი და არა მარტო სწავლით გამორჩეული. აქტიურად მონაწილეობდა ყველა სასკოლო ღონისძიებაში, სასკოლო ექსკურსიებში. ყველა საგანს თანაბარი მონდომებით სწავლობდა, განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა. უყვარდა ხელსაქმე, ჩინებულად ქსოვდა.

- ეკასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ერთ ზამთარს გავცივდი და ფილტვების ანთება დამემართა. ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დამისვეს. საკონსულტაციოდ მოსკოვში წავედი. სამტრედიაში დაბრუნებულს სახლში ქალბატონმა ლუდამ მომინახულა და მატყლის ძაფით მოქსოვილი რუხი ფერის ე.წ. "შლემი" გადმომცა. ვიუხერხულე, მაგრამ ლუდამ მითხრა: "იცით, ეს ეკამ მოგიქსოვათ, მთელი ღამეები ღუმელთან იჯდა და ქსოვდა, მარინე მასწავლებელი გაციებულა და მისთვის მინდაო". ეს გოგონა სიკეთისა და კეთილშობილების განსახიერება იყო.

2000 წელს ეკამ შემთხვევით ჩვენი სკოლის პედაგოგის, ქალბატონ ნანა ივანიშვილისაგან შეიტყო, რომ მე უკვე მისი მშობლიური სკოლის დირექტორი ვიყავი. ძალიან გახარებია. უკითხავს, რა მდგომარეობაში იყო სკოლის შენობა. მოგეხსენებათ, რა დრო იყო, ჩემი და ჩემი კოლექტივის ძალისხმევის შედეგად ბევრი ვერაფერი შევძელით, შენობა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ჩამსხვრეული ფანჯრები, ამორტიზებული სახურავი, დამტვრეული ავეჯი... ეკამ, ჩემი თხოვნისა და ინიციატივის გარეშე, სკოლის დახმარების ფონდი შექმნა და 11 წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და ტექნიკურ მუშაკებს ფინანსურად ეხმარებოდა. სკოლის 80-კაციანი კოლექტივი ამ დახმარებას უფლის წყალობად მიიჩნევდა, რადგან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფნი, ამ დახმარების წყალობით გადარჩნენ.

დღეს სამტრედიაში, ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის ქ. #29-ში ამაყად დგას თეთრი, ოთხსართულიანი, ცოდნის დიდებული ტაძარი - #3 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა. და კიდევ ცალკე ერთი კორპუსი პირველკლასელთათვის, რომელიც სამართლიანად იწ­ვევს მნახველის აღტაცებას. სკოლის ვეებერთელა ეზო სპორტული მოედნებით, არაჩვეულებრივი ხეივნითა და ყვავილნარით, ახალგაზრდობის დასვენების ერთადერთი ადგილია სამტრედიაში.

- ეკას ბოლოს როდის შეხვდით?

- მხოლოდ ერთხელ ვნახე ეკა ბატონ ფედია ხვედელიძის დაკრძალვაზე. მან ვერ მიცნო, ან კი როგორ მიცნობდა, მე ხომ ის ახალბედა პედაგოგი აღარ ვიყავი, რომელიც ეკას ახსოვდა. ამ ღვთისნიერი ქალბატონისთვის მადლობის თქმაც კი ვერ შევძელი.

- ქალბატონო მარინა, თქვენს სკოლაში სწავლობდნენ ძმები კალაძეებიც...

- რაც შეეხება კახა კალაძის ოჯახს, ისინი ძირძველი სამტრედიელები არიან. ბატონი კარლო კალაძე წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და კოლორიტული პიროვნება გახლდათ. ქალბატონი მედიკო კალაძე პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსია, თუმცა მას არასოდეს უმუშავია, მთელი თავისი ცხოვრება კახასა და ლევანის აღზრდას შეალია. ჩემი დამოკიდებულება ამ ოჯახთან მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას სცილდება, კახა ჩემი შვილის, ზვიად სტურუას კლასელი და უახლოესი მეგობარია. გუშინდელ დღესავით მახსოვს ზურგზე ჩანთამოკიდებული ცეროდენა, მოღიმარი ბიჭი, დიდი შავი თვალებითა და გაბუტული ტუჩებით. ის იყო კარგი მოსწავლის განსახიერება. არ მახსოვს თუნდაც ერთი შემთხვევა, თეთრი პერანგისა და მოსწავლის ფორმის გარეშე მოსულიყო სკოლაში. კარგად სწავლობდა. ძალიან ნიჭიერი იყო, მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტი. ცეკვით აქვს შემოვლილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქები. ასევე ნიჭიერი და წარჩინებული იყო კახას ძმა ლევანი. აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში.

ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია ასეთი სულისა და გულის ადამიანი. ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებული. ხშირად იყო შემთხვევა, ლევანიკო ცოტა ხნით დატოვებდა თავის დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს და იებით ხელში მოდიოდა ჩემთან დაბადების დღის მოსალოცად. ექიმობა უნდოდა, სამედიცინო ინსტიტუტშიც ჩაირიცხა, მონდომებითაც სწავლობდა, მაგრამ...

- კახამ სკოლა სამტრედიაში დაამთავრა?

- დიახ, მეათე კლასში კახა უკვე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა. დასვენების დღეებში ჩამოდიოდა და სასწავლო საგნებს ფრიადებზე აბარებდა. კახამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა და თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

- მე ვიცი, რომ მისი წარმატებით მთელი სამტრედია ამაყობდა...

- მაგონდება, ერთხელ, გვიან ღამით, ეს იყო ალბათ 2000 წელი, კახა მაშინ უკვე კიევის "დინამოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა, კახა და ლევანიკო ჩემთან სახლში მოვიდნენ. კახამ მითხრა, რომ კარიერას საფეხბურთო კლუბ "მილანში" აგრძელებდა. მოვეფერე და გზა დავულოცე დიდ ფეხბურთში. თუმცა მაშინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული და მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი გახდებოდა. ერთადერთი ქართველი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი კლუბებს შორის და სხვა უამრავი ჯილდო დაიმსახურა. მე მჯერა კახას ნიჭიერების. მჯერა, რომ თავის სათქმელს ის დიდ პოლიტიკაშიც იტყვის და მსოფლიო რანგის პოლიტიკოსი გახდება. დიახ, ეს ასე იქნება. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, ასე იყოს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: როდის დამეგობრდნენ ივანიშვილისა და კალაძის ოჯახის წევრები

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"