Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრებმა შიმშილობა ქსნის N19 დაწესებულებაშიც გამოაცხადეს
პატიმრებმა შიმშილობა ქსნის N19 დაწესებულებაშიც გამოაცხადეს

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქსნის N19 ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ერთ-ერთი პა­ტიმ­რის ად­ვო­კატ­მა თეა ჭიღ­ლა­ძემ აც­ნო­ბა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა შიმ­ში­ლო­ბენ. მათი პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი კი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბაა. კერ­ძოდ, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, პა­ტიმ­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ მთა­ვა­რი ექი­მის, ოთარ ტრა­პა­ი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნას. მისი თქმით, პა­ტიმ­რებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. კერ­ძოდ, ისი­ნი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ამას­თან, რო­გორც თეა ჭიღ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პა­ტიმ­რე­ბი მო­თხოვ­ნის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პი­რის ამო­კერ­ვით იმუქ­რე­ბი­ან.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" N19 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­სულ ერთ-ერთ პა­ტიმ­რის მშო­ბელ­საც გა­ე­სა­უბ­რა, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, მას შვილ­თან შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა პა­ტი­მარ­მა შეხ­ვედ­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. რო­გორც პა­ტიმ­რის მშო­ბე­ლი ამ­ბობს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად აცხა­დე­ბენ უარს ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბა­ზე და პა­ემ­ნებ­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პატიმრებმა შიმშილობა ქსნის N19 დაწესებულებაშიც გამოაცხადეს

პატიმრებმა შიმშილობა ქსნის N19 დაწესებულებაშიც გამოაცხადეს

საპროტესტო აქციები ქსნის N19 ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა თეა ჭიღლაძემ აცნობა.

ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრები რამდენიმე დღეა შიმშილობენ. მათი პროტესტის მიზეზი კი სამედიცინო მომსახურებაა. კერძოდ, როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრები მოითხოვენ მთავარი ექიმის, ოთარ ტრაპაიძის თანამდებობიდან მოხსნას. მისი თქმით, პატიმრებს პრეტენზიები აქვთ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ისინი სამედიცინო პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ამასთან, როგორც თეა ჭიღლაძემ აღნიშნა, პატიმრები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირის ამოკერვით იმუქრებიან.

ამასთან, "ინტერპრესნიუსი" N19 დაწესებულებიდან გამოსულ ერთ-ერთ პატიმრის მშობელსაც გაესაუბრა, რომლის ინფორმაციითაც, მას შვილთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პატიმარმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც პატიმრის მშობელი ამბობს, დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები მასობრივად აცხადებენ უარს ამანათების მიღებაზე და პაემნებზე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ