პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა
"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში, 7 ნო­ემ­ბერს უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თოქ-შოუ - "ღია ეთე­რი" გავა, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად სამი ტე­ლე­ვი­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ი­ცე­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვი­დან 5 წლის შემ­დეგ, გა­და­ცე­მა შე­ეც­დე­ბა გა­არ­კვი­ოს, თუ რა მოხ­და 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს და რო­გორ აი­სა­ხა ეს დღე მომ­დევ­ნო ხუთ წე­ლი­წად­ზე.

"ღია ეთე­რი" 22:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მას პირ­და­პირ ეთერს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი "მა­ესტრო" და "მე­ცხრე არხი" და­უთ­მო­ბენ.

თოქ-შოუს წამ­ყვა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან "იმე­დის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - ეკა ხო­ფე­რია, თეა სი­ჭი­ნა­ვა და დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რებს, "ღია ეთერ­ში" მიწ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან "იმე­დის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მე­დია ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი. ჯამ­ში გა­და­ცე­მა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ორას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს. სტუმ­რე­ბი გა­იხ­სე­ნე­ბენ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ნიც ისი­ნი იყ­ვნენ, იმ­სჯე­ლე­ბენ 7 ნო­ემ­ბრის შე­დე­გებ­ზე და ისა­უბ­რე­ბენ, თუ რა გზე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბაია ცა­ნა­ვა აცხა­დებს, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ღიად ისა­უბ­როს 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­ზე და პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ყვე­ლა იმ კი­თხვას, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უპა­სუ­ხოდ რჩე­ბო­და.

"ჩვენ გვსურს ვიმ­სჯე­ლოთ იმა­ზე, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი რამ არ გან­მე­ორ­დეს. წამ­ყვა­ნე­ბად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ვარ­ჩი­ეთ "იმე­დის" ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ. მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ბას უს­ვამს ხაზს", - აცხად­დებს ბაია ცა­ნა­ვა.

7 ნო­ემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში ასე­ვე გავა ოთხი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი რო­მე­ლიც "იმე­დის" დარ­ბე­ვას შე­ე­ხე­ბა. ფილ­მებს გა­და­ცე­მა "იმე­დის გმი­რე­ბის" სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი ამ­ზა­დებს და ისი­ნი ეთერ­ში ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იტ­რი­ა­ლებს.

ამას­თან 7 ნო­ემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლად ვი­ზუ­ა­ლურ გა­ფორ­მე­ბას და ფერ­თა პა­ლიტ­რას უბ­რუნ­დე­ბა. არხზე უკვე დაბ­რუნ­და "იმე­დის" პირ­ვე­ლა­დი ლოგო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა

"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 7 ნოემბერს უპრეცედენტო მასშტაბის თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა, რომელიც ერთდროულად სამი ტელევიზიის მეშვეობით გადაიცემა.

ტელეკომპანიის დარბევიდან 5 წლის შემდეგ, გადაცემა შეეცდება გაარკვიოს, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს და როგორ აისახა ეს დღე მომდევნო ხუთ წელიწადზე.

"ღია ეთერი" 22:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერს ტელეკომპანიები "მაესტრო" და "მეცხრე არხი" დაუთმობენ.

თოქ-შოუს წამყვანები იქნებიან "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები - ეკა ხოფერია, თეა სიჭინავა და დიანა ტრაპაიძე.

რაც შეეხება სტუმრებს, "ღია ეთერში" მიწვეულები არიან "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მედია ექსპერტები და პოლიტიკური მიმომხილველები. ჯამში გადაცემაში სხვადასხვა ფორმით, მონაწილეობას ორასზე მეტი ადამიანი მიიღებს. სტუმრები გაიხსენებენ მოვლენებს, რომლის მონაწილენიც ისინი იყვნენ, იმსჯელებენ 7 ნოემბრის შედეგებზე და ისაუბრებენ, თუ რა გზებით შეიძლებოდა უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება.

როგორც ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ბაია ცანავა აცხადებს, პროექტის მიზანია ტელეკომპანიამ ღიად ისაუბროს 7 ნოემბრის მოვლენებზე და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც წლების განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა.

"ჩვენ გვსურს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ არ განმეორდეს. წამყვანებად მიზანმიმართულად შევარჩიეთ "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები და სახეები, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ. მათი მონაწილეობა უპრეცედენტო პროექტის მასშტაბურობას და მნიშვნელობას უსვამს ხაზს", - აცხადდებს ბაია ცანავა.

7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ასევე გავა ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი რომელიც "იმედის" დარბევას შეეხება. ფილმებს გადაცემა "იმედის გმირების" სარედაქციო ჯგუფი ამზადებს და ისინი ეთერში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს.

ამასთან 7 ნოემბრიდან ტელეკომპანია პირველად ვიზუალურ გაფორმებას და ფერთა პალიტრას უბრუნდება. არხზე უკვე დაბრუნდა "იმედის" პირველადი ლოგო.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"