სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს
პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა იმ ბრალ­დე­ბა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბას და­ი­წყებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბაჩო ახა­ლა­ია და­კი­თხვა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­ბა­რე­ბუ­ლი.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ის­წავ­ლოს, გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მო­ოს და თუკი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი და­დას­ტურ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი და­ა­ყე­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლა­ი­ას, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს. რა თქმა უნდა, და­ი­წყე­ბა მათი შეს­წავ­ლა და და­მუ­შა­ვე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, რომ ის დამ­ნა­შა­ვეა და არ შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში და­დი­ო­დეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რია, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მოქ­მე­დებ­დეს. ის, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა დიდი ალ­ბა­თო­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას", - გა­ნა­ცხა­და კბი­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გან­მა­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, და­ი­წყე­ბა ყვე­ლა იმ საქ­მის თა­ვი­დან შეს­წავ­ლა, რო­მელ­თა­ნაც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის, მათ შო­რის ახა­ლა­ი­ას კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს. კბი­ლაშ­ვილ­მა ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად ალექ­სან­დრე თეთ­რა­ძის საქ­მე და­ა­სა­ხე­ლა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შე­მო­სუ­ლი გარ­კვე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი წარ­მო­ე­ბუ­ლი იყო იმ­დაგ­ვა­რად, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. რა თქმა უნდა, მათი მოკ­ვლე­ვა თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სან­დრო თეთ­რა­ძის საქ­მეს, მას­ზე გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი და საქ­მე და­ხუ­რუ­ლია, თუმ­ცა ის არ იყო სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი, ამი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა წარ­სა­მარ­თი იმ სა­კი­თხე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მიზ­ნით, რა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეჭვი აქვს, თუმ­ცა სა­ნამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, არც ერთი ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბა. ამის გა­კე­თე­ბა არ მოხ­დე­ბა. საჩ­ქა­რო და ასა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი არა­ფე­რია", - დას­ძი­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს

პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს

მთავარი პროკურატურა ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებითაა გავრცელებული, გამოძიებას დაიწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე ბაჩო ახალაია დაკითხვაზე აუცილებლად იქნება დაბარებული.

"პროკურატურის მოვალეობაა, მედიაში გავრცელებულ და ზოგადად საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს. რაც შეეხება ახალაიას, მასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება და ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დაიწყება მათი შესწავლა და დამუშავება, თუმცა საზოგადოებრივი აზრი, რომ ის დამნაშავეა და არ შეიძლება ქუჩაში დადიოდეს, საზოგადოებრივი აზრია, პროკურატურა კი კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. ის, რომ ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაბარება დიდი ალბათობით მოსალოდნელი იქნება, რასაკვირველია, ეს შეიძლება ითქვას", - განაცხადა კბილაშვილმა.

ამასთან, მთავარი პროკურორის განმატებით, აღნიშნულის გარდა, დაიწყება ყველა იმ საქმის თავიდან შესწავლა, რომელთანაც ყოფილი ხელისუფლების წევრების, მათ შორის ახალაიას კავშირის შესახებ საზოგადოებაში მოსაზრებები არსებობს. კბილაშვილმა ერთ-ერთ მაგალითად ალექსანდრე თეთრაძის საქმე დაასახელა.

"პროკურატურაში წინა ხელისუფლების დროს შემოსული გარკვეული საქმეები წარმოებული იყო იმდაგვარად, რომ გამოკვეთილი არ ყოფილიყო სახელისუფლებო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, მათი მოკვლევა თავიდან დაიწყება. რაც შეეხება სანდრო თეთრაძის საქმეს, მასზე გამოძიება დასრულებული და საქმე დახურულია, თუმცა ის არ იყო სრული და ამომწურავი, ამიტომ გამოძიება იქნება წარსამართი იმ საკითხების გამოკვლევის მიზნით, რაზეც საზოგადოებას ეჭვი აქვს, თუმცა სანამ მტკიცებულება არ იქნება, არც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაში მიცემა არ შეიძლება. ამის გაკეთება არ მოხდება. საჩქარო და ასაფორიაქებელი არაფერია", - დასძინა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ