"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" საქართველოს კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზი გამოაქვეყნა. წარმოდგენილი კვლევა მოიცავს თითქმის მთელ ინფორმაციას საქართველოს საბანკო სექტორში არსებული ორი პროდუქტის - სესხებისა და ანაბრების შესახებ. კვლევა მოიცავს სესხებისა და ანაბრების სტანდარტულ პაკეტებს და არა ცალკეულ სპეციალურ შეთავაზებებს ცალკეული კლიენტებისათვის.
კვლევის პროდუქტი - ანაბრები, ზრდადი ანაბრები, მოთხოვნამდე ანაბრები, საბავშვო ანაბრები.
ზრდად ანაბრებზე საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი (12 თვის ვადა) ლარში "ბანკ კონსტანტას" აქვს- 16.00% , დოლარსა და ევროში "ინვესტ ბანკს" -11.00% . ამავე პროდუქტზე 12 -თვიან პერიოდში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირდება ლარში " ვითიბი ბანკი"- 9.00%, დოლარში "ბანკი რესპუბლიკა" 6.25% , ევროში "ლიბერთი ბანკში"- 5. 50% .
მოთხოვნამდე ანაბრებზე საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი (12 თვის ვადა) დაფიქსირდა "ლიბერთი ბანკში"- 10.00%, დოლარში " თიბისი ბანკი"- 5.50%, ევროში "პრივატ ბანკი"- 5.50% .
ამავე პროდუქტზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში "ინვესტბანკშია"- 3.00% , დოლარში ასევე "საქართველოს ბანკსა" და "ხალიკ ბანკში" 2.00%, მოთხოვნამდე ანაბრებზე ყველაზე დაბალი პროცენტი ევროში "ბაზის ბანკში", "ბანკ ქართუში", "კორ სტანდარტ ბანკში", "ვითიბი ბანკში", "საქართველოს ბანკში", "ინვესტ ბანკში", "ლიბერთი ბანკსა" და "ჰალიკ ბანკში" ფიქსირდება.
საბავშვო ანაბრებზე ყველაზე საუკეთესო განაკვეთი კვლევის თანახმად ლარში აქვს "ბანკ კონსტანტას" 17.00%, დოლარსა და ევროში 12.00% "ინვესტ ბანკს".
ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი საბავშვო ანაბრებზე 12 თვიან პერიოდში "ბანკ ქართუს" აქვს ლარში 10.00%, "საქართველოს ბანკს" დოლარში 8.00% , "ბანკ ქართუს" ევროში 6%.
კვლევის მიხედვით სამი კატეგორიის ანაბრის მიხედვით ლიდერობს (ლარი, დოლარი, ევრო) "ბანკი კონსტანტა" და "ინვესტ ბანკი".
ზრდადი ანაბრების შემთხვევაში საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 12.14%-ს.
მოთხოვნამდე ანაბრების შემთხვევაში საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 4.82%-ს.
საბავშვო ანაბრების შემთხვევაში საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.00%-ს.
საკვლევ ობიქტებად შერჩეულ იქნა: "კორ სტანდარტ ბანკი", ბაზის ბანკი", "თი ბი სი ბანკი, "პროგრეს ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ლიბერთი ბანკი", ბანკი რესპუბლიკა, "ხალიკ ბანკი", "პრივატ ბანკი", "ბანკი კონსტანტა", "ბითიეი ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "ბანკი ქართუ".
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9