სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე - "ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"
გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე - "ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"

მომ­ღე­რა­ლი მა­ნამ არის ცო­ცხა­ლი, ვიდ­რე მისი ხმა, მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ექო ერ­თი­დან მე­ო­რე ადა­მი­ანს გა­და­ე­ცე­მა. ამ თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი გოგი დო­ლი­ძე ცო­ცხა­ლია, მე­ტიც, მის სა­ხელს და ხმას აქვს ენერ­გია, რომ კი­დევ უფრო მეტი ახა­ლი სი­ცო­ცხლე შექ­მნას...

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, გრამ­ფირ­ფი­ტე­ბის ჩამ­წერ ფირ­მა "მე­ლო­დი­ა­ში" გოგი დო­ლი­ძე ახა­ლი ალ­ბო­მი­სათ­ვის სიმ­ღე­რებს წერ­და. ორი­ოდ წე­ლი­წად­ში ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი გარ­და­იც­ვა­ლა...

"ბრა­ვო რე­ქორდსმა" გო­გის ვა­ჟის, ლე­ვან დო­ლი­ძის და ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის - ქეთი ლო­ლა­ძის თა­ნად­გო­მით შეძ­ლო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა მისი უნი­კა­ლუ­რი სიმ­ღე­რე­ბი - გოგი დო­ლი­ძის ვო­კა­ლი მუ­სი­კის გა­რე­შე. გა­და­წყდა, გოგი დო­ლი­ძის ხმი­სათ­ვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ.

პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად შე­ირ­ჩა უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი და დი­რი­ჟო­რი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, რო­მელ­მაც გო­გის სიმ­ღე­რე­ბის არან­ჟი­რე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სი­ე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი აკომ­პა­ნე­მენ­ტით შე­ავ­სო. ალ­ბომ­ში შე­სუ­ლია 11 ჰი­ტის სრუ­ლი­ად ახა­ლი ვერ­სია. გო­გის ხმა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჰარ­მო­ნი­უ­ლად ჟღერს ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის მიერ შექ­მნილ სიმ­ფო­ნი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფორ­მებ­თან ერ­თად.

და კი­დევ - ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა გახ­ლავთ ლე­ვან დო­ლი­ძი­სათ­ვის... სულ ათი წლის იყო, მამა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ ბევ­რი რამ მა­ინც ახ­სოვს:

- მამა, რო­გორც ყვე­ლა ხე­ლო­ვა­ნი, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო: ჩა­წე­რა, რე­პე­ტი­ცია, კონ­ცერ­ტი, გას­ტრო­ლე­ბი... ზოგ­ჯერ თვე­ო­ბით უხ­დე­ბო­და თბი­ლი­სი­დან გას­ვლა. მაგ­რამ შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გვერ­დი­დან არ მი­ცი­ლებ­და. ერ­თად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. როცა ვშორ­დე­ბო­დით - ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბო­და ერ­თმა­ნე­თი...

მე არ მახ­სოვს, მაგ­რამ მიყ­ვე­ბი­ან, რომ სი­ცხე მქო­ნია, დე­დას წყნეთ­ში ვყავ­დი წაყ­ვა­ნი­ლი. იქი­დან გა­ნუ­წყვეტ­ლივ ურე­კავ­და დე­ი­და­ჩემს, რო­მე­ლიც პე­დი­ატ­რია და ეკი­თხე­ბო­და, ბავ­შვს რა წა­მა­ლი მივ­ცე, სი­ცხე არ უნელ­დე­ბაო. ამ დროს მა­მა­ჩე­მი მო­სუ­ლა, მან­ქა­ნით შე­მო­სუ­ლა ეზო­ში და ჩემ­თვის და­უ­ძა­ხია... სი­ხა­რუ­ლით წა­მოვმხტარ­ვარ ლო­გი­ნი­დან... მა­მამ ამიყ­ვა­ნა და... სი­ცხემ და­მი­წია. მერე აღარც მო­უ­მა­ტე­ბია.

ზოგ­ჯერ ვწუ­წუ­ნებ­დი: შენ ყველ­გან და­დი­ხარ, მე კი არ­სად მიგ­ყა­ვარ-მეთ­ქი... ჰოდა, კორ­სი­კა­ზე წა­მიყ­ვა­ნა.

იმ დროს უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შვი­ლე­ბის სუ­რა­თებს პას­პორ­ტში ჩა­უკ­რავ­დნენ ხოლ­მე. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, როცა ვნა­ხე, რომ მა­მას ჩემი სუ­რა­თი პას­პორ­ტში ჩა­უკ­რეს.

კორ­სი­კა­ზე და­უ­ვი­წყა­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ. სა­ნა­დი­რო­დაც კი წა­მიყ­ვა­ნა ტაქ­სით - იქ მან­ქა­ნით და­დი­ოდ­ნენ ტახ­ზე სა­ნა­დი­როდ. არა­ფე­რი მოგ­ვიკ­ლავს... და­მა­მახ­სოვ­რდა, მა­მა­ჩე­მის დაყ­ვი­რე­ბა, როცა და­მი­ნა­ხა, რომ მან­ქა­ნის ფან­ჯრი­დან ლა­მის წე­ლამ­დე გა­და­ვი­წიე, მისი შე­ში­ნე­ბუ­ლი სახე. სხვა დროს, მგო­ნი, არც არა­ფე­რი უთ­ქვამს ხმა­მაღ­ლა. როცა არ ვსწავ­ლობ­დი და ვზარ­მა­ცობ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და: - კარ­გი რა, ლე­ვან, ხომ იცი, კემ­ბრი­ჯში უნდა ის­წავ­ლო და თუ კარ­გი ნიშ­ნე­ბი არ გექ­ნე­ბა, სწავ­ლას რო­გორ გა­აგ­რძე­ლე­ბო.

სა­ოც­რად მიყ­ვარ­და, როცა მამა გას­ტრო­ლე­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, უამ­რა­ვი სა­ჩუქ­რი მოჰ­ქონ­და. მერე ვის­ხე­დით ერ­თად, მა­მას ინ­გლი­სუ­რი ენის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ინ­სტრუქ­ცი­ას კი­თხუ­ლო­და. ვა­წყობ­დით სა­თა­მა­შო­ებს და მერე ერ­თად ვთა­მა­შობ­დით. სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით...

კად­რე­ბიც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი: გოგი დო­ლი­ძე უცხო­ეთ­ში სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნას უყუ­რებს - ჩემ­თვის არ­ჩევ­და სა­თა­მა­შოს. იცით, რო­გორ მი­ხა­რია, როცა ვხე­დავ, რო­გორ უყ­ვართ მა­მა­ჩე­მი. არ მი­ნა­ხავს კაცი, რომ მას­ზე აუგი ეთ­ქვას. ძა­ლი­ან კარ­გი და სუფ­თა კაცი იყო, ხა­ლი­სი­ა­ნი, სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე - "ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"

გოგი დოლიძის ახალი სიცოცხლე - "ის კეთილი კაცი, გულით რომ მღეროდა, მამაჩემი იყო"

მომღერალი მანამ არის ცოცხალი, ვიდრე მისი ხმა, მისი შესრულებული სიმღერების ექო ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა. ამ თვალსაზრისით ყველასთვის საყვარელი მომღერალი გოგი დოლიძე ცოცხალია, მეტიც, მის სახელს და ხმას აქვს ენერგია, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი სიცოცხლე შექმნას...

გასული საუკუნის 90-იან წლებში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა "მელოდიაში" გოგი დოლიძე ახალი ალბომისათვის სიმღერებს წერდა. ორიოდ წელიწადში ახალგაზრდა მომღერალი გარდაიცვალა...

"ბრავო რექორდსმა" გოგის ვაჟის, ლევან დოლიძის და ამ პროექტის ავტორის - ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო მოეპოვებინა მისი უნიკალური სიმღერები - გოგი დოლიძის ვოკალი მუსიკის გარეშე. გადაწყდა, გოგი დოლიძის ხმისათვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინათ.

პროექტის ხელმძღვანელად შეირჩა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტული აკომპანემენტით შეავსო. ალბომში შესულია 11 ჰიტის სრულიად ახალი ვერსია. გოგის ხმა აბსოლუტურად ჰარმონიულად ჟღერს ზვიად ბოლქვაძის მიერ შექმნილ სიმფონიურ მუსიკალურ ფორმებთან ერთად.

და კიდევ - ეს განსაკუთრებული მოვლენა გახლავთ ლევან დოლიძისათვის... სულ ათი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა, მაგრამ ბევრი რამ მაინც ახსოვს:

- მამა, როგორც ყველა ხელოვანი, ძალიან დაკავებული იყო: ჩაწერა, რეპეტიცია, კონცერტი, გასტროლები... ზოგჯერ თვეობით უხდებოდა თბილისიდან გასვლა. მაგრამ შინ დაბრუნებული გვერდიდან არ მიცილებდა. ერთად ბედნიერები ვიყავით. როცა ვშორდებოდით - ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი...

მე არ მახსოვს, მაგრამ მიყვებიან, რომ სიცხე მქონია, დედას წყნეთში ვყავდი წაყვანილი. იქიდან განუწყვეტლივ ურეკავდა დეიდაჩემს, რომელიც პედიატრია და ეკითხებოდა, ბავშვს რა წამალი მივცე, სიცხე არ უნელდებაო. ამ დროს მამაჩემი მოსულა, მანქანით შემოსულა ეზოში და ჩემთვის დაუძახია... სიხარულით წამოვმხტარვარ ლოგინიდან... მამამ ამიყვანა და... სიცხემ დამიწია. მერე აღარც მოუმატებია.

ზოგჯერ ვწუწუნებდი: შენ ყველგან დადიხარ, მე კი არსად მიგყავარ-მეთქი... ჰოდა, კორსიკაზე წამიყვანა.

იმ დროს უცხოეთში გამგზავრების მსურველებს შვილების სურათებს პასპორტში ჩაუკრავდნენ ხოლმე. ძალიან მომეწონა, როცა ვნახე, რომ მამას ჩემი სურათი პასპორტში ჩაუკრეს.

კორსიკაზე დაუვიწყარი დრო გავატარეთ. სანადიროდაც კი წამიყვანა ტაქსით - იქ მანქანით დადიოდნენ ტახზე სანადიროდ. არაფერი მოგვიკლავს... დამამახსოვრდა, მამაჩემის დაყვირება, როცა დამინახა, რომ მანქანის ფანჯრიდან ლამის წელამდე გადავიწიე, მისი შეშინებული სახე. სხვა დროს, მგონი, არც არაფერი უთქვამს ხმამაღლა. როცა არ ვსწავლობდი და ვზარმაცობდი, მეუბნებოდა: - კარგი რა, ლევან, ხომ იცი, კემბრიჯში უნდა ისწავლო და თუ კარგი ნიშნები არ გექნება, სწავლას როგორ გააგრძელებო.

საოცრად მიყვარდა, როცა მამა გასტროლებიდან ბრუნდებოდა, უამრავი საჩუქრი მოჰქონდა. მერე ვისხედით ერთად, მამას ინგლისური ენის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ინგლისურენოვან ინსტრუქციას კითხულოდა. ვაწყობდით სათამაშოებს და მერე ერთად ვთამაშობდით. საოცრად ბედნიერები ვიყავით...

კადრებიც არის შემორჩენილი: გოგი დოლიძე უცხოეთში სათამაშოების მაღაზიის ვიტრინას უყურებს - ჩემთვის არჩევდა სათამაშოს. იცით, როგორ მიხარია, როცა ვხედავ, როგორ უყვართ მამაჩემი. არ მინახავს კაცი, რომ მასზე აუგი ეთქვას. ძალიან კარგი და სუფთა კაცი იყო, ხალისიანი, სიცოცხლით აღსავსე...

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება