ჟურნალ Esquire-ის რედაქციამ პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი დაასახელა. თუ ჟურნალის ამერიკულ ვერსიაში პლანეტის სექსუალური ქალების რეიტინგს ამერიკელი, უკრაინული წარმოშობის მსახიობი მილა კუნისი ლიდერობდა, ბრიტანული ფილიალის ავტორებმა ყველაზე სასურველად მოდელი მირანდა კერი მიიჩნიეს.
ლამაზმანის ფოტო ჟურნალის დეკემბრის ნომრის გარეკანს ამშვენებს. ჟურნალი ამ დღეებში გაყიდვაში ჩაეშვა.
ფოტოსესიაზე კერიმ თამამი გოგონას იმიჯი მოირგო. ფოტოებზე მოდელს მაქმანებიანი ქვედა საცვალი და მოკლე ქურქი აცვია. აღსანიშნავია, რომ ბავშვის გაჩენიდან ერთი წლის შემდეგ ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურება. ამასთან, მოდელი ფუმფულა ფორმებით არ გამოირჩევა, რომლებიც გამოცემის ექსპერტებს ასე უყვართ. 175 სანტიმეტრი სიმაღლის 29 წლის მირანდა 49 კილოგრამს იწონის (პარამეტრები 81-61-86).
ავსტრალიელი სუპერმოდელი ჰოლივუდის მსახიობ ორლანდო ბლუმის მეუღლეა. შარშან კერის პირველი შვილი - ფლინი შეეძინა. მშობიარობის შემდეგ მოდელი სამუშაოს მალევე დაუბრუნდა.
ასევე იხილეთ: მირანდა კერი "Marie Claire"-ის ფოტოსესიაში
მომზადებულია Esquire-ის მიხედვით.