მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჯერა, რომ ამერიკის ყველაზე დამანგრეველ სტიქიას მოვესწარი!.."
"არ მჯერა, რომ ამერიკის ყველაზე დამანგრეველ სტიქიას მოვესწარი!.."

წინა კვი­რას მსოფ­ლიო შეძ­რა კად­რებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან. ყვე­ლას გა­ახ­სენ­და რო­ლანდ ემე­რი­ხის ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­შიც ჰო­ლი­ვუ­დელ რე­ჟი­სორს შე­სა­შუ­რი მხატ­ვრუ­ლო­ბით აქვს გად­მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი. ის ზა­რა­ლი, რაც ქა­რიშ­ხალ­მა "სენ­დიმ" მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რეს ქვე­ყა­ნას მი­ა­ყე­ნა, ჯერ კი­დევ არ არის დათ­ვლი­ლი, თუმ­ცა მი­ახ­ლო­ე­ბი­თი თან­ხა უკვე ცნო­ბი­ლია - 20 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი. დატ­ბო­რი­ლი მეტ­რო, დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბი, და­კე­ტი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, და­ღუ­პუ­ლი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი... ნიუ-იორკში, რომ­ლის წყალ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე უბ­ნე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე იდგა, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნე­ტფო­რუ­მებ­ზე ხალ­ხი დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბო­და. მე კი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ იყო ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი, ნინი ჭე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მე­სა­მე წე­ლია, ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. ამ­ბე­ბის შე­სა­ტყო­ბად სწო­რედ მას და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ვსწავ­ლობ სა­მე­ფო კო­ლე­ჯში პო­ლი­ტი­კა-ფი­ლო­სო­ფია, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ვცხოვ­რობ. და­უნ­თა­უ­ნის მხა­რეს მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა, სა­დაც მე და ჩემი უფ­რო­სი და ვცხოვ­რობთ. ჩემი და პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია აქ ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ახლა ამ­თავ­რებს მა­გის­ტრა­ტუ­რას იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის გან­ხრით.

- ნინი, მოგ­ვი­ყე­ვი, რო­დის შე­ი­ტყვეთ, რომ ნიუ-იორკს ქა­რიშ­ხა­ლი უახ­ლოვ­დე­ბო­და...

- შარ­შან ნიუ-იორკში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი "ირე­ნე" იყო. წინა წელს გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ საჭ­მელ-სას­მე­ლი მოგ­ვე­მა­რა­გე­ბი­ნა და გა­რეთ გას­ვლის­გან თავი შეგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დეთ და უამ­რა­ვი რამ შე­ვი­ძი­ნეთ, თუმ­ცა "ირე­ნე" ისე­თი სიძ­ლი­ე­რის არ აღ­მოჩ­ნდა, რო­გორ­საც ვა­რა­უ­დობ­დნენ. არც შუქი გა­თი­შუ­ლა, არც წყა­ლი წა­სუ­ლა. იყო ქარი, წვი­მა, წყლის გა­ნა­პი­რა ზოლ­ზე წყალ­დი­დო­ბა იყო, მეტ­რო და­კე­ტეს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნიც და­ი­ღუ­პა რომ­ლებ­მაც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს გაფრ­თხი­ლე­ბა. შარ­შან შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამი­ტომ წლე­ვან­დელ გაფრ­თხი­ლე­ბას ცოტა ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ეთ.

კვი­რას სა­ღა­მოს და­ი­წყო სა­ში­ნე­ლი წვი­მა და ქარი. სა­დაც მე ვცხოვ­რობ, ის შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ზო­ნად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გან წყლით არ არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, შუ­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, ვინც წყალ­თან ცხოვ­რობს, ყვე­ლა ევა­კუ­ა­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­დან გა­იყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან დიდი ქა­რიშ­ხა­ლი იყო, წყალ­დი­დო­ბა და­ი­წყო... მიდ­თა­უნ­ში ძა­ლი­ან დიდი შე­ნო­ბა შენ­დე­ბო­და. ამ­წეკ­რა­ნი იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ად­გი­ლი­დან მო­წყდა და შე­ნო­ბა და­ა­ზი­ა­ნა. მე­ო­რე შე­ნო­ბა სა­ერ­თოდ ნა­ხე­ვარ­ზე გა­და­იხ­სნა. ხე­ე­ბი ძირს ცვი­ო­და, მან­ქა­ნე­ბი და­ზი­ან­და... ყვე­ლა­ზე მე­ტად ბრუკ­ლი­ნი და­ზა­რალ­და. იქ ჩემი ერთი მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც წერ­და, სახ­ლის გარ­შე­მო მდი­ნა­რე მაქ­ვსო.

ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს, 7 სა­ა­თის­თვის, შუქი წა­ვი­და. არც წყა­ლი გვქონ­და, არც გაზი. ქუ­ინსში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გამო აფეთ­ქე­ბა მოხ­და და ასამ­დე სახ­ლი და­იწ­ვა. ნა­ხე­ვა­რი მა­ნ­ჰე­ტე­ნი უშუ­ქოდ არის იმის გამო, რომ ელექტრო­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი და­იწ­ვა. მეტ­რო­ე­ბი და­კე­ტი­ლია. ასე­ვე და­ხუ­რუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც და სამ­სა­ხუ­რე­ბიც. დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო­ე­ბიც კი და­ხუ­რუ­ლია.

- თქვენ საჭ­მელ-სას­მე­ლი მო­მა­რა­გე­ბუ­ლი არ გქონ­დათ?

- იმ­დე­ნი არა, რამ­დე­ნიც წინა წელს, წყა­ლი და საჭ­მე­ლი შე­ვი­ძი­ნეთ პა­რას­კევს სა­ღა­მოს, მაგ­რამ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი წე­სი­ე­რად არ გვქონ­და და­ტე­ნი­ლი. არ ვე­ლო­დით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რა­ი­მეს ნიუ-იორკში შუქი გა­ე­თი­შა.

- ამ დღე­ებ­ში გა­რეთ გა­დი­ო­დით?

- წყა­ლი რომ წა­ვი­და, ქვე­ვით ჩა­ვე­დით, რომ ბოთ­ლე­ბით წყა­ლი მოგ­ვე­მა­რა­გე­ბი­ნა. მარ­ტო ჩი­ნე­ლე­ბის მარ­კე­ტი მუ­შა­ობ­და. გა­რეთ რიგი იყო. ხუთ-ხუთ კაცს უშ­ვებ­დნენ მარ­კეტ­ში, სა­დაც სან­თლე­ბი ენთო. ძლივს ვი­პო­ვეთ, რაც გვჭირ­დე­ბო­და და ზე­პი­რად დაგ­ვით­ვა­ლეს ან­გა­რი­ში. სახ­ლში ყოფ­ნა სა­ში­ში იყო, ამი­ტო­მაც აფ­თა­უნ­ში ავე­დით, სა­დაც შუქი იყო. ფე­ხით დიდ­ხანს ვი­ა­რეთ, სას­ტუმ­როს­თან მი­ვე­დით, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი იჭერ­და. ტე­ლე­ფო­ნით შე­ვე­დით ინ­ტერ­ნეტ­ში, რომ ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გაგ­ვე­გე­ბი­ნე­ბი­ნა, კარ­გად ვი­ყა­ვით.

- ჩვენ­თვის უშუ­ქო­ბა და უწყლო­ბა უჩ­ვე­უ­ლო არ არის. ამე­რი­კე­ლე­ბი რო­გორ იღე­ბენ ამას?

- ყვე­ლა გა­მო­სუ­ლია გა­რეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­მა­რა­გოს. მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ და არ ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და. ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტს დიდი სა­ა­ვად­მყო­ფო აქვს, მათ შუქი გა­ე­თი­შათ. თოთო ბავ­შვე­ბი ინ­კუ­ბა­ტო­რე­ბი­დან ხე­ლით გა­დაჰ­ყავ­დათ, ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე, სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. აფ­თა­უნ­ში, სა­დაც შუქი იყო, ალ­ბათ, იქ აჰ­ყავ­დათ. სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მზად იყ­ვნენ, მაგ­რამ ასეთ რა­მეს მა­ინც არ ელოდ­ნენ.

108 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ველ სტი­ქი­ად აღი­ა­რეს. არ მჯე­რა, რომ ამას მე მო­ვეს­წა­რი. ქუ­ჩა­ში ფე­ხით დავ­დი­ვარ, რად­გან დღე­ე­ბია, ტრან­სპორ­ტიც არ მუ­შა­ობს. შუ­ქის გა­რე­შე ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი...

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"არ მჯერა, რომ ამერიკის ყველაზე დამანგრეველ სტიქიას მოვესწარი!.."

"არ მჯერა, რომ ამერიკის ყველაზე დამანგრეველ სტიქიას მოვესწარი!.."

წინა კვირას მსოფლიო შეძრა კადრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველას გაახსენდა როლანდ ემერიხის ცნობილი ფილმები, რომლებშიც ჰოლივუდელ რეჟისორს შესაშური მხატვრულობით აქვს გადმოცემული სამყაროს დასასრული. ის ზარალი, რაც ქარიშხალმა "სენდიმ" მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას მიაყენა, ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, თუმცა მიახლოებითი თანხა უკვე ცნობილია - 20 მილიარდი დოლარი. დატბორილი მეტრო, დანგრეული სახლები, დაკეტილი საავადმყოფოები, დაღუპული ათეულობით ადამიანი... ნიუ-იორკში, რომლის წყალთან ახლოს მდებარე უბნები ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე იდგა, უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტფორუმებზე ხალხი დიდი ინტერესით ელოდებოდა. მე კი მაინტერესებდა, როგორ იყო ჩემი უმცროსი მეგობარი, ნინი ჭელიძე, რომელიც მესამე წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს. ამბების შესატყობად სწორედ მას დავუკავშირდი.

- ვსწავლობ სამეფო კოლეჯში პოლიტიკა-ფილოსოფია, ეკონომიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსის სტუდენტი ვარ. მანჰეტენზე ვცხოვრობ. დაუნთაუნის მხარეს მაქვს ნაქირავები ბინა, სადაც მე და ჩემი უფროსი და ვცხოვრობთ. ჩემი და პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელიწადია აქ ცხოვრობს და მუშაობს. ახლა ამთავრებს მაგისტრატურას იურისპრუდენციის განხრით.

- ნინი, მოგვიყევი, როდის შეიტყვეთ, რომ ნიუ-იორკს ქარიშხალი უახლოვდებოდა...

- შარშან ნიუ-იორკში საკმაოდ ძლიერი ქარიშხალი "ირენე" იყო. წინა წელს გაგვაფრთხილეს, რომ საჭმელ-სასმელი მოგვემარაგებინა და გარეთ გასვლისგან თავი შეგვეკავებინა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ინსტრუქციების შესაბამისად ვიმოქმედეთ და უამრავი რამ შევიძინეთ, თუმცა "ირენე" ისეთი სიძლიერის არ აღმოჩნდა, როგორსაც ვარაუდობდნენ. არც შუქი გათიშულა, არც წყალი წასულა. იყო ქარი, წვიმა, წყლის განაპირა ზოლზე წყალდიდობა იყო, მეტრო დაკეტეს, რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა რომლებმაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილება. შარშან შედარებით მარტივად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, ამიტომ წლევანდელ გაფრთხილებას ცოტა ნაკლები ყურადღება მივაქციეთ.

კვირას საღამოს დაიწყო საშინელი წვიმა და ქარი. სადაც მე ვცხოვრობ, ის შედარებით უსაფრთხო ზონად მიიჩნევა, რადგან წყლით არ არის გარშემორტყმული, შუაში მდებარეობს, ვინც წყალთან ცხოვრობს, ყველა ევაკუაციას დაექვემდებარა. ისინი საცხოვრებლებიდან გაიყვანეს. ძალიან დიდი ქარიშხალი იყო, წყალდიდობა დაიწყო... მიდთაუნში ძალიან დიდი შენობა შენდებოდა. ამწეკრანი იყო დატოვებული, რომელიც ადგილიდან მოწყდა და შენობა დააზიანა. მეორე შენობა საერთოდ ნახევარზე გადაიხსნა. ხეები ძირს ცვიოდა, მანქანები დაზიანდა... ყველაზე მეტად ბრუკლინი დაზარალდა. იქ ჩემი ერთი მეგობარი ცხოვრობს, რომელიც წერდა, სახლის გარშემო მდინარე მაქვსო.

ორშაბათს საღამოს, 7 საათისთვის, შუქი წავიდა. არც წყალი გვქონდა, არც გაზი. ქუინსში ელექტროენერგიის გამო აფეთქება მოხდა და ასამდე სახლი დაიწვა. ნახევარი მანჰეტენი უშუქოდ არის იმის გამო, რომ ელექტროგამანაწილებელი დაიწვა. მეტროები დაკეტილია. ასევე დახურულია უნივერსიტეტებიც და სამსახურებიც. დემოკრატიის ქვეყანაში სასამართლოებიც კი დახურულია.

- თქვენ საჭმელ-სასმელი მომარაგებული არ გქონდათ?

- იმდენი არა, რამდენიც წინა წელს, წყალი და საჭმელი შევიძინეთ პარასკევს საღამოს, მაგრამ კომპიუტერები, ტელეფონები წესიერად არ გვქონდა დატენილი. არ ველოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა, რაიმეს ნიუ-იორკში შუქი გაეთიშა.

- ამ დღეებში გარეთ გადიოდით?

- წყალი რომ წავიდა, ქვევით ჩავედით, რომ ბოთლებით წყალი მოგვემარაგებინა. მარტო ჩინელების მარკეტი მუშაობდა. გარეთ რიგი იყო. ხუთ-ხუთ კაცს უშვებდნენ მარკეტში, სადაც სანთლები ენთო. ძლივს ვიპოვეთ, რაც გვჭირდებოდა და ზეპირად დაგვითვალეს ანგარიში. სახლში ყოფნა საშიში იყო, ამიტომაც აფთაუნში ავედით, სადაც შუქი იყო. ფეხით დიდხანს ვიარეთ, სასტუმროსთან მივედით, სადაც ინტერნეტი იჭერდა. ტელეფონით შევედით ინტერნეტში, რომ ახლობლებისთვის გაგვეგებინებინა, კარგად ვიყავით.

- ჩვენთვის უშუქობა და უწყლობა უჩვეულო არ არის. ამერიკელები როგორ იღებენ ამას?

- ყველა გამოსულია გარეთ, რომ ყველაფერი მოიმარაგოს. მოუმზადებლები იყვნენ და არ ელოდებოდნენ, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტს დიდი საავადმყოფო აქვს, მათ შუქი გაეთიშათ. თოთო ბავშვები ინკუბატორებიდან ხელით გადაჰყავდათ, ყველაფრის გარეშე, სხვა საავადმყოფოებში. აფთაუნში, სადაც შუქი იყო, ალბათ, იქ აჰყავდათ. სახელმწიფო სტრუქტურები ამბობენ, რომ მზად იყვნენ, მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ელოდნენ.

108 წლის განმავლობაში ეს ამერიკაში ყველაზე დამანგრეველ სტიქიად აღიარეს. არ მჯერა, რომ ამას მე მოვესწარი. ქუჩაში ფეხით დავდივარ, რადგან დღეებია, ტრანსპორტიც არ მუშაობს. შუქის გარეშე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"