მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გენერალ ბორისოვს ნაბრძანები ჰქონდა, თბილისისკენ დაძრულიყო"
"გენერალ ბორისოვს ნაბრძანები ჰქონდა, თბილისისკენ დაძრულიყო"

"გე­ნე­რალ ბო­რი­სოვს ბრძა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რომ დი­ლის 11 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის­კენ დაძ­რუ­ლი­ყო", - აცხა­დებს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ლე­ო­ნარ­დო დევ­და­რი­ა­ნი, რო­მელ­საც გე­ნე­რალ ვი­ა­ჩეს­ლავ ბო­რი­სოვ­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და და აგ­ვის­ტოს ომის დროს მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში.

"ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, რუ­სე­ბი თბი­ლის­ში შე­მო­ვი­დოდ­ნენ თუ არა. ვი­ცო­დი, რომ არ აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა ბო­რი­სო­ვი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავ­და, თუ თბი­ლი­სის აღე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბას მი­ი­ღებ­და, უნდა და­ე­რე­კა და ლა­პა­რაკ­ში ჩე­მო­და­ნი ეხ­სე­ნე­ბი­ნა. ღა­მის ორ სა­ათ­ზე ბო­რი­სოვ­მა და­რე­კა, რა­ტომ არ დაბ­რუნ­დიო, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. ვუ­თხა­რი, წნე­ვამ ამი­წია და ვე­ღარ დავ­ბრუნ­დი-მეთ­ქი, აბა, იმას ხომ არ ვე­ტყო­დი, რომ პრე­ზი­დენ­ტმა და მთავ­რო­ბამ გვი­ღა­ლა­ტა?! ბო­რი­სოვ­მა მკი­თხა, ჩე­მოდ­ნე­ბი თუ გაქვს, რომ დამ­ჭირ­დე­სო? რო­დის­თვის გჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, ხვალ 11 სა­ა­თის­თვი­სო. გა­სა­გე­ბი გახ­და ყვე­ლა­ფე­რი. ბრძა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რომ დი­ლის 11 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის­კენ დაძ­რუ­ლი­ყო", - იხ­სე­ნებს დევ­და­რი­ა­ნი.

დევ­და­რი­ა­ნის თქმით, თბი­ლის­ზე თავ­დას­ხმის მი­ზა­ნი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი რუსი მფრი­ნა­ვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო, რო­მელ­თა გა­და­ცე­მა­ზეც ქარ­თუ­ლი მხა­რე უარს აცხა­დებ­და.

"და­რე­კა ბო­რი­სოვ­მა და უკვე ღია ტექ­სტით მი­თხრა, - ლე­ო­ნარ­დო, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი­დან ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღე, ამა­ღამ უნდა წა­ვუ­ყე­ნო ულ­ტი­მა­ტუ­მი სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის მთავ­რო­ბას, რომ თუ ხვალ 11 სა­ათ­ზე ჩვე­ნი მფრი­ნა­ვე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის თა­ნახ­მად არ გად­მოგ­ვე­ცე­მა, გავ­ხსნა ცე­ცხლი თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა სა­ხის ია­რა­ღით, ზარ­ბაზ­ნე­ბით თუ ტან­კე­ბით. შემ­დგომ შე­ვი­დეთ თბი­ლის­ში, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ჩვე­ნი მფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­თა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ცნო­ბი­ლია ჩვენ­თვის და უკან დავ­ბრუნ­დეთ", - აცხა­დებს დევ­და­რი­ა­ნი.

მისი თქმით, თბი­ლი­სი რუ­სე­ბის იე­რიშს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ტყვე­ე­ბის გა­და­ცე­მა­ზე და­თან­ხმე­ბის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა.

"კო­დუ­ას სი­ტყვა­სი­ტყვით გა­და­ვე­ცი რუ­სე­ბის ულ­ტი­მა­ტუ­მი. კო­დუ­ამ მი­თხრა, ახ­ლა­ვე და­გი­რე­კა­ვო და ეს ულ­ტი­მა­ტუ­მი მთავ­რო­ბას გა­დას­ცა. კო­დუ­ამ 5 წუთ­ში და­მი­რე­კა, ლე­ო­ნარ­დო, ყვე­ლა­ნი აქ ვართ შეკ­რე­ბი­ლი, ან­ზორ მარ­გი­ა­ნი გა­მო­გივ­ლის და სას­წრა­ფოდ აქ უნდა მოხ­ვი­დეო. ის იყო, წა­სას­ვლე­ლად გა­ვემ­ზა­დე, რომ ისევ კო­დუ­ამ და­რე­კა. აღარ არის სა­ჭი­რო შენი მოს­ვლა, ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­წყვი­ტეთ, ტყვე­ებს ხვალ 11 სა­ათ­ზე ჩა­ვა­ბა­რებთ რუ­სულ მხა­რე­სო. 5 წუთ­ში ბო­რი­სოვ­მა და­მი­რე­კა, ჩე­მოდ­ნე­ბი აღარ არის სა­ჭი­როო", - იხ­სე­ნებს დევ­და­რი­ა­ნი.

იხი­ლეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტა­ტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"გენერალ ბორისოვს ნაბრძანები ჰქონდა, თბილისისკენ დაძრულიყო"

"გენერალ ბორისოვს ნაბრძანები ჰქონდა, თბილისისკენ დაძრულიყო"

"გენერალ ბორისოვს ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ დილის 11 საათზე თბილისისკენ დაძრულიყო", - აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონარდო დევდარიანი, რომელსაც გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა და აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში.

"ყველას აინტერესებდა, რუსები თბილისში შემოვიდოდნენ თუ არა. ვიცოდი, რომ არ აპირებდნენ, თუმცა ბორისოვი გაფრთხილებული მყავდა, თუ თბილისის აღებაზე ბრძანებას მიიღებდა, უნდა დაერეკა და ლაპარაკში ჩემოდანი ეხსენებინა. ღამის ორ საათზე ბორისოვმა დარეკა, რატომ არ დაბრუნდიო, გაკვირვებული იყო. ვუთხარი, წნევამ ამიწია და ვეღარ დავბრუნდი-მეთქი, აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ გვიღალატა?! ბორისოვმა მკითხა, ჩემოდნები თუ გაქვს, რომ დამჭირდესო? როდისთვის გჭირდება-მეთქი, ხვალ 11 საათისთვისო. გასაგები გახდა ყველაფერი. ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ დილის 11 საათზე თბილისისკენ დაძრულიყო", - იხსენებს დევდარიანი.

დევდარიანის თქმით, თბილისზე თავდასხმის მიზანი დატყვევებული რუსი მფრინავების გათავისუფლება იყო, რომელთა გადაცემაზეც ქართული მხარე უარს აცხადებდა.

"დარეკა ბორისოვმა და უკვე ღია ტექსტით მითხრა, - ლეონარდო, გენერალური შტაბიდან ბრძანება მივიღე, ამაღამ უნდა წავუყენო ულტიმატუმი სააკაშვილსა და მის მთავრობას, რომ თუ ხვალ 11 საათზე ჩვენი მფრინავები მოლაპარაკების თანახმად არ გადმოგვეცემა, გავხსნა ცეცხლი თბილისის მიმართულებით ყველა სახის იარაღით, ზარბაზნებით თუ ტანკებით. შემდგომ შევიდეთ თბილისში, გავათავისუფლოთ ჩვენი მფრინავები, რომელთა ადგილსამყოფელი ცნობილია ჩვენთვის და უკან დავბრუნდეთ", - აცხადებს დევდარიანი.

მისი თქმით, თბილისი რუსების იერიშს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტყვეების გადაცემაზე დათანხმების წყალობით გადაურჩა.

"კოდუას სიტყვასიტყვით გადავეცი რუსების ულტიმატუმი. კოდუამ მითხრა, ახლავე დაგირეკავო და ეს ულტიმატუმი მთავრობას გადასცა. კოდუამ 5 წუთში დამირეკა, ლეონარდო, ყველანი აქ ვართ შეკრებილი, ანზორ მარგიანი გამოგივლის და სასწრაფოდ აქ უნდა მოხვიდეო. ის იყო, წასასვლელად გავემზადე, რომ ისევ კოდუამ დარეკა. აღარ არის საჭირო შენი მოსვლა, ყველაფერი გადავწყვიტეთ, ტყვეებს ხვალ 11 საათზე ჩავაბარებთ რუსულ მხარესო. 5 წუთში ბორისოვმა დამირეკა, ჩემოდნები აღარ არის საჭიროო", - იხსენებს დევდარიანი.

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა