პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია - პასუხისმგებელი ვარ ყოველ ჩემს ქმედებაზე
ბაჩო ახალაია - პასუხისმგებელი ვარ ყოველ ჩემს ქმედებაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­ხე­ლით მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, რო­მელ­საც "ამ­ბე­ბი.გე" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბოლო პე­რი­ოდ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­აქ­ტი­უ­რეს ბინ­ძუ­რი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ავ­რცე­ლებს სპე­კუ­ლა­ცი­ებს, თით­ქოს მე ვარ დამ­ნა­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ში და ამის გამო დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა და გა­ვე­ქე­ცი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას. მინ­და სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დო, მე ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვე დრო­ე­ბით, ვი­ნა­ი­დან არ მინ­დო­და ვინ­მეს უსა­ფუძ­ვლოდ ჩა­ეთ­ვა­ლა აწ უკვე მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი­დან, რომ რა­მე­ნა­ი­რად ხელს შე­ვუშ­ლი­დი 1-ელი ოქ­ტომ­ბრის თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცესს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, ვთვლი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი რე­ფორ­მე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სათ­ვის და სურ­ვი­ლი მაქვს, ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ არ გაფ­ლან­გოს ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­პო­ვა­რი. მე არ წარ­მო­ვად­გენ და არ ვსა­უბ­რობ არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის სა­ხე­ლით, თუმ­ცა, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ვი­ზი­ა­რებ­დი და ვი­ზი­ა­რებ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კას და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ყო­ველ­თვის ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ჩვენ მოგ­ვი­წია ურ­თუ­ლე­სი და მძი­მე ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეს­ვგად­გმუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ. ბრძო­ლა ამ კლა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხში­რად მა­ღა­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყო ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. მაგ­რამ ჩვენ ყო­ველ­თვის გვჯე­რო­და და ახ­ლაც გვჯე­რა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ბრძო­ლა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მე მწამს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი­სა, ჩვენ წელ­ში გავ­ტე­ხეთ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო და დღეს სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლია მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნე­ბი­სა­გან და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში. ყვე­ლას შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ბა­ტო­ნო­ბა ცი­ხე­ებ­ში იწ­ვევს კრი­მი­ნალს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მა­ტურ დარ­ღვე­ვას არა მარ­ტო სის­ტე­მის შიგ­ნით, არა­მედ პირ­და­პირ უწევს ორ­გა­ნი­ზე­ბას და კონ­ტროლს და­ნა­შა­უ­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სა­პყრო­ბი­ლის ფარ­გლებს გა­რე­თაც, რაც უდი­დეს საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს.

ჩვენ თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში გა­ვა­ფარ­თო­ვეთ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი. მათ შო­რის ოფიც­რე­ბი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის, შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის და ნატო-სთან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, და­მეც­ვა მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში. მე ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თუ­ლი არ­მია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბის მქო­ნე ინ­სტი­ტუ­ტი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მა­ღალ შე­ფა­სე­ბებს იმ­სა­ხუ­რე­ბენ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან. ჩემი მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი იყო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. ღრმად მწამს, რომ ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტია არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი და სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თველ ხალ­ხს - მე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ თი­თო­ე­ულ ჩემს ქმე­დე­ბა­ზე, თი­თო­ე­ულ ჩემს ნა­ბიჯ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის უა­პე­ლა­ციო გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩემს მი­მართ ადას­ტუ­რებს, მათ მიერ ჩემი დევ­ნა არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვთვლი მათი მი­ზა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი შოუს გა­მარ­თვა უხ­ვად და­რი­გე­ბუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მე დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვა­ცხა­დებ, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვარ, პა­სუ­ხი გავ­ცე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას.

სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე და ვგრძნობ უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რო­გორც ქვეყ­ნის, ისე თი­თო­ე­უ­ლი მისი მო­ქა­ლა­ქის მი­მართ. მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, რომ მხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ, თუმ­ცა მტკივ­ნე­უ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. მე არ ვა­პი­რებ­დი და არც ვა­პი­რებ ჩემი ქვეყ­ნი­დან სად­მე წას­ვლას და რა­საც არ უნდა ვსაქ­მი­ა­ნობ­დე მო­მა­ვალ­ში, ჩემი უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა და წინსვლა, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და სიმ­შვი­დე", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ბაჩო ახალაია - პასუხისმგებელი ვარ ყოველ ჩემს ქმედებაზე

ბაჩო ახალაია - პასუხისმგებელი ვარ ყოველ ჩემს ქმედებაზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახელით მიმართვა გავრცელდა, რომელსაც "ამბები.გე" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ავრცელებს სპეკულაციებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას. მინდა საჯაროდ განვაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1-ელი ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ვთვლი, რომ არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების კონსოლიდაციისათვის და სურვილი მაქვს, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაფლანგოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი. მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს.

ჩვენ მოგვიწია ურთულესი და მძიმე ბრძოლა საქართველოში ფესვგადგმული კრიმინალური და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ბრძოლა ამ კლანების წინააღმდეგ ხშირად მაღალი საფრთხის შემცველი იყო ჩემი თანამებრძოლების და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მე მწამს, რომ მიუხედავად სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზებისა, ჩვენ წელში გავტეხეთ კრიმინალური სამყარო და დღეს საქართველო თავისუფალია მაფიოზური კლანებისაგან და ჩვენი შვილები ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში. ყველას შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს ბატონობა ციხეებში იწვევს კრიმინალს და ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევას არა მარტო სისტემის შიგნით, არამედ პირდაპირ უწევს ორგანიზებას და კონტროლს დანაშაულის გააქტიურებას საპყრობილის ფარგლებს გარეთაც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ თავდაცვის სისტემაში გავაფართოვეთ მიმდინარე რეფორმები. მათ შორის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის პირობების უზრუნველყოფის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, შეიარაღების მოდერნიზებისა და წარმოების და ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი იყო, დამეცვა მშვიდობა და უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში. მე ვამაყობ, რომ ქართული არმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი გახდა საქართველოში. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს სახელით სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა. ღრმად მწამს, რომ ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. მინდა მივმართო ქართველ ხალხს - მე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე, თითოეულ ჩემს ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემს მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებების შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ, პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში. მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა ვსაქმიანობდე მომავალში, ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე", - ნათქვამია მიმართვაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა