სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის ჰიტები: საქართველოს ბოლოდროინდელი წარსულის რჩეული 10 ვიდეო
მიხეილ სააკაშვილის ჰიტები: საქართველოს ბოლოდროინდელი წარსულის რჩეული 10 ვიდეო

independent.co.uk

ჩვე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე YouTube-ზე სა­უ­კე­თე­სო პოსტსაბ­ჭო­თა ვი­დე­ო­ებს და­ე­ძებს.

ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა უშნო ხალ­ხის რო­კენ­რო­ლია. ხში­რად ეს შე­ფა­სე­ბა სწო­რია. თუმ­ცა არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ეს­თე­ტიზ­მის დე­ფი­ცი­ტი პო­ლი­ტი­კა­ში სუ­ლაც არ აფრ­თხობს მუ­სი­კო­სებს. ერთ-ერთი ასე­თი ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლოა.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პოპ­ჩარ­ტე­ბი აშ­კა­რად იქცა ბრძო­ლის ვე­ლად, სა­დაც ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ მის­და­მი და მისი პო­ლი­ტი­კი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და ისი­ნი, ვინც ურ­ჩად ემ­ტე­რე­ბო­და. ეს ჩარ­ტე­ბი, ამა­ვე დროს, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის სიმ­ღე­რად ქცე­ულ პა­ტა­რა ის­ტო­რი­ა­საც წარ­მო­ად­გენს. მე "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლუ­კა­შენ­კოს ბრწყინ­ვა­ლე ფლე­ი­ლის­ტმა შთა­მა­გო­ნა და გა­დავ­წყვი­ტე ისე­თი ჰიტ­პა­რა­დი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ, რო­მე­ლიც ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, ან მი­სით, მი­შა­თია (ასე ეძა­ხის მას ყვე­ლა) შთა­გო­ნე­ბუ­ლი.

1."მიშა მა­გა­რია". ეს სიმ­ღე­რა და­წე­რა და გა­და­ი­ღო გოგა ხა­ჩი­ძემ, ბო­ი­ბენ­დის ყო­ფილ­მა ვარ­სკვლავ­მა, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სად იქცა. ვი­დე­ოკ­ლიპ­ში მოქ­მე­დე­ბა იშ­ლე­ბო­და ახ­ლად აღ­დგე­ნილ მთი­ან ქა­ლაქ-ექ­სპო­ნატ სიღ­ნაღ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბი დრო­შის ფრი­ა­ლით დახ­ტოდ­ნენ. კლი­პი 2007 წელს გა­მო­ვი­და, ზუს­ტად მა­შინ, რო­დე­საც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ფურ­ცლებ­მა ცვე­ნა იწყო. სიმ­ღე­რას იმე­დის­მომ­ცე­მი ტექ­სტი გას­დევ­და: "ჩვენ შე­ვა­ღებთ კარს ევ­რო­პა­სა და ნა­ტო­ში". ეს უხერ­ხუ­ლი, ჰი­ტის­მაგ­ვა­რი სიმ­ღე­რა გა­მოჩ­ნდა და ხა­ჩი­ძე გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნეს, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ მლიქ­ვნე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. ქვე­ვით სიმ­ღე­რის კა­რა­ო­კე-ვერ­სი­ას გთა­ვა­ზობთ, თუ ქარ­თულ ან­ბან­ში გა­ერ­კვე­ვით, შე­გიძ­ლი­ათ თქვენც წა­უმ­ღე­როთ.

2. 2007 წლის ბო­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მა­ტუ­ლობ­და და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ჭრელ­მა ნაკ­რებ­მა მის­თვის ქუ­ჩის მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. ეს ექ­სტრა­ვან­გა­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­ტინ­გე­ბის და­სა­წყი­სის­თვის მომ­ზად­და, უც­ნობს ეკუთ­ვნის, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რე­პერს. უც­ნო­ბი, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ძმაა, პრო­ტეს­ტის ლი­დე­რის, რო­მელ­საც ყვე­ლა გრე­ჩი­ხად იც­ნობს და რო­მელ­მაც 2008 წლის იან­ვრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­თან წა­ა­გო. სიმ­ღე­რას "დედა ენა" ჰქვია. "დედა ენა" პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა. კლი­პის და­სა­წყის­ში, მას ნე­რო­ნი-სა­ა­კაშ­ვი­ლი ცე­ცხლში ის­ვრის.

3. სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის მუდ­მი­ვი გლო­ვის მი­ზე­ზია. და­ახ­ლო­ე­ბით 250,000 ადა­მი­ა­ნი ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის დროს გა­მო­ა­ძე­ვეს პრო­რუს­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა. მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ში­ნე­ლი იყო. იმის მა­გივ­რად, რომ სე­პა­რა­ტის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ე­წყო, ის ია­რა­ღის ჟღა­რუნს მოყ­ვა და ისეთ სიმ­ღე­რებს უკ­ვე­თავ­და, რო­გო­რიც იყო "გა­მარ­ჯო­ბა, აფხა­ზე­თო ჩვე­ნო". ამ ვი­დე­ო­ში, ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა მსა­ხი­ო­ბე­ბი, პოპ­ვარ­სკვლა­ვე­ბი და ბავ­შვე­ბი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით, მა­ტა­რებ­ლი­თა და გე­მით და­კარ­გუ­ლი პრო­ვინ­ცი­ის­კენ მი­ე­შუ­რე­ბი­ან. სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია, რად­გან ის ფაქ­ტი, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც მოს­კო­ვი უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნი­ხი­ლავს, ათა­სო­ბით რუსი სამ­ხედ­რო დგას, ბევ­რს ამ მსა­ხი­ობ­თა­გან, ალ­ბათ, ვერ შე­აძ­ლე­ბი­ნებს ასე­თი­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში.

4. სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­ში, ომმა 2008 წელს იფეთ­ქა. თვე­ე­ბით ადრე სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ დიდი ფული ჩადო პრო­ქარ­თუ­ლად გან­წყო­ბილ ოს პო­ლი­ტი­კო­სებ­ში, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ ტე­რი­ტო­რი­ის ბან­დი­ტი ბოსი, ედუ­არდ კო­კო­ი­თი გა­ე­ძე­ვე­ბი­ნათ. ეს პრო­ექ­ტი, რომ არა ომი, შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მომ­დგა­რი­ყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნებს ამ პრო­ექ­ტი­დან ეს მო­უ­ხე­შა­ვი ძა­ლის­ხმე­ვა და­ა­მახ­სოვ­რდათ: სიმ­ღე­რა სა­თა­უ­რით "კო­კო­ი­თი, ფან­და­რასტ" - "ნახ­ვამ­დის, კო­კო­ი­თი". საქ­მე ისაა, რომ ოსუ­რად "ნახ­ვამ­დის" ასე ჟღერს -"ფან­და­რას­ტუ", სიმ­ღე­რა­ში კი სი­ტყვა ისეა შეც­ვლი­ლი, რომ ის­მის შემ­დე­გი - "კო­კო­ი­თი პე­დე­რასტ".

5. ბევ­რს ეგო­ნა, რომ რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცია და ოკუ­პა­ცია სა­ა­კაშ­ვილს და­სას­რულს უქად­და, მაგ­რამ მუ­ხე­და­ვად პუ­ტი­ნის მუ­ქა­რი­სა - "მე მას კვერ­ცხე­ბით დავ­კი­დებ", სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის პოსტზე დარ­ჩა და დღე­საც იქ არის. რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უი­მე­დო­დაა გა­ყი­ნუ­ლი, თუმ­ცა 2009 წელს კო­მი­კურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ ვი­თა­რე­ბა შე­ამ­სუ­ბუ­ქა. ლა­პა­რა­კია ვი­დე­ო­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე უნდა წა­რედ­გი­ნა. სიმ­ღე­რას ერ­ქვა We don’t Wanna Put In და რუ­სე­თის ლი­დე­რის გვა­რის ნა­ძა­ლა­დევ კა­ლამ­ბურს წარ­მო­ად­გენ­და: "ჩვენ არ გვინ­და პუტ ინ/ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა კლავს კა­იფს/მე უბ­რა­ლოდ სრო­ლა მინ­და/და კი­დევ დის­კო­თე­კა ამა­ღამ". მაგ­რამ ვაი, რომ სტე­ფა­ნემ და 3G-მ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ამ ნომ­რის მოს­კოვ­ში შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან "ევ­რო­ვი­ზი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეს სიმ­ღე­რა, პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლის გამო, კონ­კურ­სი­დან მოხ­სნეს.

6. ბედ­ნი­ე­რი ერი. 2009 წელს, რო­დე­საც ომის­შემ­დგომ­მა აპა­თი­ამ და­ი­სად­გუ­რა, კი­დევ უფრო მეტი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. მათი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ისევ უიღ­ბლო ოპო­ზი­ცია იყო და ყვე­ლა­ფე­რი ეს მშვე­ნივ­რად აი­სა­ხა ანრი ჯო­ხა­ძის სიმ­ღე­რა­ში. მი­სამ­ღე­რი ჯო­ხა­ძემ ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის­გან, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის­გან ისეს­ხა. ამ მი­სამ­ღერ­ში ის რი­ტო­რი­კუ­ლად კი­თხუ­ლობ­და - "ჩვე­ნის­თა­ნა ბედ­ნი­ე­რი, განა სად­მე არის ერი?". ეს ვი­დეო, რო­მე­ლიც ტა­ლან­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის თვით­მკვლე­ლო­ბით იწყე­ბო­და და თით­ქმის ყვე­ლა მთა­ვარ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას დას­ცი­ნო­და. მას­ში პა­რო­დი­რე­ბუ­ლი იყო ამ სი­ა­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მე-2, მე-3 და მე-5 სიმ­ღე­რე­ბი და აქვე ისიც მო­ხერ­ხდა, რომ 1984 წლის კლა­სი­კუ­რი ფილ­მი, "მო­ნა­ნი­ე­ბაც", გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ.

7. პო­ლი­ცი­ის კლი­პი 3 - პო­ლი­ცი­ე­ლი ბავ­შვე­ბი. 2010 წელს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მას და­უბ­რუნ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით სა­კუ­თარ თავს უმ­ღე­რო­და დი­თირ­ამ­ბებს. ეს უც­ნა­უ­რი სა­რეკ­ლა­მო კლი­პი (სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბით) ქვეყ­ნის (ბრწყინ­ვა­ლე) პო­ლი­ცი­ას ეძღვნე­ბო­და. პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხის კრი­მი­ნალს ებ­რძოდ­ნენ, ყვე­ლა პა­ტა­რა უნი­ფორ­მა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. 1 წუთ­სა და 45 წამ­ზე ცოტა არ იყოს პირ­ქუ­ში ეპი­ზო­დი თა­მაშ­დე­ბა - პა­ტა­რა ბა­ჭი­ის მკვლე­ლო­ბა არის ნაჩ­ვე­ნე­ბი. ეს არ იყო ერ­თა­დერ­თი კლი­პი, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაკ­ვე­თით მომ­ზად­და. გარ­და ამი­სა, ეს ვი­დეო იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნათ სომ­ხეთ­ში, რომ მისი რი­მე­ი­ქი გა­და­ი­ღეს და თით­ქმის ყო­ვე­ლი კად­რი გა­ი­მე­ო­რეს.

8. 2012 წლის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი პარ­ტი­ის, ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლად იკლო. ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში მი­ლი­არ­დე­რი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა, ბო­ლოს და ბო­ლოს გა­ერ­თი­ან­და. მაგ­რამ რომ არა ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო პა­ტიმ­რე­ბის გუ­ლი­სამ­რე­ვი წა­მე­ბა ქვეყ­ნის სა­ხელ­გან­თქმულ ცი­ხე­ებ­ში, მი­შას პარ­ტი­ას შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ინც მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა. მაგ­რამ ვი­დეო აჩ­ვე­ნეს და ამას მათი დიდი მარ­ცხი მოჰ­ყვა. ეს ვი­დეო ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს. კლი­პი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი როკ და ელექტრო­მუ­სი­კო­სე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა. სიმ­ღე­რას პირ­და­პირ და­არ­ქვეს - "სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს". ვი­დეო სკან­და­ლი­დან სამ დღე­ში იქნა ნაჩ­ვე­ნე­ბი. ტექ­სტი ბრა­ზი­ა­ნია. მომ­ღერ­ლე­ბი იმ ვი­დე­ო­კად­რებს იხ­სე­ნე­ბენ, რო­მელ­შიც პა­ტიმ­რებს ცო­ცხით აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ: "მე ვერ დავ­ხუ­ჭავ თვა­ლებს და ვერ გავ­დგე­ბი გან­ზე, რო­დე­საც სის­ტე­მა სის­ტე­მა­ტუ­რად გვ-ავს თავ­ზე. გონს მო­დით, რა უნდა მოხ­დეს კი­დევ? ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლა­ვე უნდა დამ­თავ­რდეს. თუ თა­ვის არი­დე­ბას შე­ეც­დე­ბით, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, რო­დე­საც უკა­ნალ­ში თა­ვად გა­გიყ­რი­ან ცო­ცხს". და კი­დევ და­უ­ვი­წყა­რია ფრა­ზა - "და­ვაფ­სი თქვენ პა­გო­ნებს".

9. ხალ­ხი ხში­რად მე­კი­თხე­ბა - მარ­თა­ლია, რომ ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრია, ალ­ბი­ნო­სი რე­პე­რი შვი­ლი ჰყავს? კი, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­მარ­თლეა. ბერა ას­რუ­ლებს სიმ­ღე­რას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მა­მის კო­ა­ლი­ცი­ის სიმ­ღე­რას, ამ კო­ა­ლი­ცი­ა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჰქვია. და­დის ხმე­ბი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ბე­რას მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ზე მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯავს, მო­უ­წყო არტსტუ­დია და სა­უ­კე­თე­სო ჰიპ-ჰოპ პრო­დი­უ­სე­რებს ქი­რა­ობს - ზო­გი­ერ­თი ხუ­მა­რა იმა­საც კი ვა­რა­უ­დობს, რომ ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, მისი შვი­ლის კა­რი­ე­რის მხარ­და­ჭე­რა იყო. ნა­ხეთ ვი­დეო და თა­ვად­ვე გა­და­წყვი­ტეთ, კარ­გად და­ი­ხარ­ჯა ფული თუ არა.

10. არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი ელე­გან­ტუ­რად ელის თა­ვი­სი ვა­დის დას­რუ­ლე­ბას, ხოლო მისი პარ­ტია ოპო­ზი­ცი­ა­შია. ალ­ბათ, მო­ვი­და იმის დრო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვნე­ბე­ბი ჩა­ცხრეს. აი, ამ გან­წყო­ბით გთა­ვა­ზობთ ჩი­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო პო­ლი­ცი­ის მა­მა­კაც­თა გუნდს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას, "სუ­ლი­კოს" ას­რუ­ლებს.

უი­ლი­ამ დენ­ბა­რი

foreignpress.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილის ჰიტები: საქართველოს ბოლოდროინდელი წარსულის რჩეული 10 ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის ჰიტები: საქართველოს ბოლოდროინდელი წარსულის რჩეული 10 ვიდეო

independent.co.uk

ჩვენი კორესპონდენტი, საქართველოს მოქალაქე YouTube-ზე საუკეთესო პოსტსაბჭოთა ვიდეოებს დაეძებს.

ამბობენ, რომ პოლიტიკა უშნო ხალხის როკენროლია. ხშირად ეს შეფასება სწორია. თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ესთეტიზმის დეფიციტი პოლიტიკაში სულაც არ აფრთხობს მუსიკოსებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში პოპჩარტები აშკარად იქცა ბრძოლის ველად, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მისდამი და მისი პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი მუსიკოსები და ისინი, ვინც ურჩად ემტერებოდა. ეს ჩარტები, ამავე დროს, თანამედროვე საქართველოს პოლიტიკის სიმღერად ქცეულ პატარა ისტორიასაც წარმოადგენს. მე "რადიო თავისუფლების" ლუკაშენკოს ბრწყინვალე ფლეილისტმა შთამაგონა და გადავწყვიტე ისეთი ჰიტპარადი წარმოგიდგინოთ, რომელიც ან მიხეილ სააკაშვილის შესახებ მოგვითხრობს, ან მისით, მიშათია (ასე ეძახის მას ყველა) შთაგონებული.

1."მიშა მაგარია". ეს სიმღერა დაწერა და გადაიღო გოგა ხაჩიძემ, ბოიბენდის ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც პოლიტიკოსად იქცა. ვიდეოკლიპში მოქმედება იშლებოდა ახლად აღდგენილ მთიან ქალაქ-ექსპონატ სიღნაღში, სადაც ბავშვები დროშის ფრიალით დახტოდნენ. კლიპი 2007 წელს გამოვიდა, ზუსტად მაშინ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" ფურცლებმა ცვენა იწყო. სიმღერას იმედისმომცემი ტექსტი გასდევდა: "ჩვენ შევაღებთ კარს ევროპასა და ნატოში". ეს უხერხული, ჰიტისმაგვარი სიმღერა გამოჩნდა და ხაჩიძე გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნეს, რაც იმის დასტურია, რომ მლიქვნელობა წარმატების საწინდარია. ქვევით სიმღერის კარაოკე-ვერსიას გთავაზობთ, თუ ქართულ ანბანში გაერკვევით, შეგიძლიათ თქვენც წაუმღეროთ.

2. 2007 წლის ბოლოს საზოგადოებაში სააკაშვილით უკმაყოფილება მატულობდა და ოპოზიციური პარტიების ჭრელმა ნაკრებმა მისთვის ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქციებით პრობლემების შექმნა გადაწყვიტა. ეს ექსტრავანგატური ნაწარმოები, რომელიც მიტინგების დასაწყისისთვის მომზადდა, უცნობს ეკუთვნის, საქართველოს ყველაზე ცნობილ რეპერს. უცნობი, ლევან გაჩეჩილაძის ძმაა, პროტესტის ლიდერის, რომელსაც ყველა გრეჩიხად იცნობს და რომელმაც 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილთან წააგო. სიმღერას "დედა ენა" ჰქვია. "დედა ენა" პირველი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოა. კლიპის დასაწყისში, მას ნერონი-სააკაშვილი ცეცხლში ისვრის.

3. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მომხდარი კონფლიქტი ბევრი ქართველისთვის მუდმივი გლოვის მიზეზია. დაახლოებით 250,000 ადამიანი ეთნიკური წმენდის დროს გამოაძევეს პრორუსმა სეპარატისტებმა. მაგრამ სააკაშვილის მთავრობის ქმედებები ამ საკითხთან დაკავშირებით, საშინელი იყო. იმის მაგივრად, რომ სეპარატისტებთან მოლაპარაკებები დაეწყო, ის იარაღის ჟღარუნს მოყვა და ისეთ სიმღერებს უკვეთავდა, როგორიც იყო "გამარჯობა, აფხაზეთო ჩვენო". ამ ვიდეოში, ცნობილი საბჭოთა მსახიობები, პოპვარსკვლავები და ბავშვები, საავტომობილო გზით, მატარებლითა და გემით დაკარგული პროვინციისკენ მიეშურებიან. სევდიანი ამბავია, რადგან ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი უკვე დამოუკიდებლად განიხილავს, ათასობით რუსი სამხედრო დგას, ბევრს ამ მსახიობთაგან, ალბათ, ვერ შეაძლებინებს ასეთივე მოგზაურობას რეალურ ცხოვრებაში.

4. საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ომმა 2008 წელს იფეთქა. თვეებით ადრე სააკაშვილის მთავრობამ დიდი ფული ჩადო პროქართულად განწყობილ ოს პოლიტიკოსებში, რომლებიც ცდილობდნენ ტერიტორიის ბანდიტი ბოსი, ედუარდ კოკოითი გაეძევებინათ. ეს პროექტი, რომ არა ომი, შეიძლება წარმატებული გამომდგარიყო, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებს ამ პროექტიდან ეს მოუხეშავი ძალისხმევა დაამახსოვრდათ: სიმღერა სათაურით "კოკოითი, ფანდარასტ" - "ნახვამდის, კოკოითი". საქმე ისაა, რომ ოსურად "ნახვამდის" ასე ჟღერს -"ფანდარასტუ", სიმღერაში კი სიტყვა ისეა შეცვლილი, რომ ისმის შემდეგი - "კოკოითი პედერასტ".

5. ბევრს ეგონა, რომ რუსეთის ინტერვენცია და ოკუპაცია სააკაშვილს დასასრულს უქადდა, მაგრამ მუხედავად პუტინის მუქარისა - "მე მას კვერცხებით დავკიდებ", სააკაშვილი თავის პოსტზე დარჩა და დღესაც იქ არის. რუსულ-ქართული ურთიერთობები უიმედოდაა გაყინული, თუმცა 2009 წელს კომიკურმა სიტუაციამ ვითარება შეამსუბუქა. ლაპარაკია ვიდეოზე, რომელიც საქართველოს "ევროვიზიის" კონკურსზე უნდა წარედგინა. სიმღერას ერქვა We don’t Wanna Put In და რუსეთის ლიდერის გვარის ნაძალადევ კალამბურს წარმოადგენდა: "ჩვენ არ გვინდა პუტ ინ/ნეგატიური განწყობა კლავს კაიფს/მე უბრალოდ სროლა მინდა/და კიდევ დისკოთეკა ამაღამ". მაგრამ ვაი, რომ სტეფანემ და 3G-მ ვერ მოახერხეს ამ ნომრის მოსკოვში შესრულება, რადგან "ევროვიზიის" წარმომადგენლებმა ეს სიმღერა, პოლიტიკური გზავნილის გამო, კონკურსიდან მოხსნეს.

6. ბედნიერი ერი. 2009 წელს, როდესაც ომისშემდგომმა აპათიამ დაისადგურა, კიდევ უფრო მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი ორგანიზატორი ისევ უიღბლო ოპოზიცია იყო და ყველაფერი ეს მშვენივრად აისახა ანრი ჯოხაძის სიმღერაში. მისამღერი ჯოხაძემ ქართველი პოეტისგან, ილია ჭავჭავაძისგან ისესხა. ამ მისამღერში ის რიტორიკულად კითხულობდა - "ჩვენისთანა ბედნიერი, განა სადმე არის ერი?". ეს ვიდეო, რომელიც ტალანტის დემონსტრირებას წარმოადგენდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობით იწყებოდა და თითქმის ყველა მთავარ პოლიტიკურ ფიგურას დასცინოდა. მასში პაროდირებული იყო ამ სიაში დასახელებული მე-2, მე-3 და მე-5 სიმღერები და აქვე ისიც მოხერხდა, რომ 1984 წლის კლასიკური ფილმი, "მონანიებაც", გაეხსენებინათ.

7. პოლიციის კლიპი 3 - პოლიციელი ბავშვები. 2010 წელს ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა, სააკაშვილის მთავრობა პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ თავს უმღეროდა დითირამბებს. ეს უცნაური სარეკლამო კლიპი (საყოველთაო აღიარებით) ქვეყნის (ბრწყინვალე) პოლიციას ეძღვნებოდა. პატარა ბავშვები სხვადასხვა სახის კრიმინალს ებრძოდნენ, ყველა პატარა უნიფორმაში იყო გამოწყობილი. 1 წუთსა და 45 წამზე ცოტა არ იყოს პირქუში ეპიზოდი თამაშდება - პატარა ბაჭიის მკვლელობა არის ნაჩვენები. ეს არ იყო ერთადერთი კლიპი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მომზადდა. გარდა ამისა, ეს ვიდეო იმდენად მოეწონათ სომხეთში, რომ მისი რიმეიქი გადაიღეს და თითქმის ყოველი კადრი გაიმეორეს.

8. 2012 წლისთვის სააკაშვილისა და მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოპულარობამ სერიოზულად იკლო. ოპოზიცია, რომელსაც სათავეში მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა, ბოლოს და ბოლოს გაერთიანდა. მაგრამ რომ არა ვიდეოები, რომლებშიც ნაჩვენები იყო პატიმრების გულისამრევი წამება ქვეყნის სახელგანთქმულ ციხეებში, მიშას პარტიას შესაძლებელია მაინც მოეხერხებინა 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმების უმრავლესობის მოპოვება. მაგრამ ვიდეო აჩვენეს და ამას მათი დიდი მარცხი მოჰყვა. ეს ვიდეო ქართველების უმეტესობის აღშფოთებას გამოხატავს. კლიპი ყველაზე პოპულარული როკ და ელექტრომუსიკოსების თანამშრომლობით შეიქმნა. სიმღერას პირდაპირ დაარქვეს - "სისტემა უნდა დაინგრეს". ვიდეო სკანდალიდან სამ დღეში იქნა ნაჩვენები. ტექსტი ბრაზიანია. მომღერლები იმ ვიდეოკადრებს იხსენებენ, რომელშიც პატიმრებს ცოცხით აუპატიურებენ: "მე ვერ დავხუჭავ თვალებს და ვერ გავდგები განზე, როდესაც სისტემა სისტემატურად გვ-ავს თავზე. გონს მოდით, რა უნდა მოხდეს კიდევ? ეს ყველაფერი ახლავე უნდა დამთავრდეს. თუ თავის არიდებას შეეცდებით, არ გაგიკვირდეთ, როდესაც უკანალში თავად გაგიყრიან ცოცხს". და კიდევ დაუვიწყარია ფრაზა - "დავაფსი თქვენ პაგონებს".

9. ხალხი ხშირად მეკითხება - მართალია, რომ ივანიშვილს, რომელიც ახლა საქართველოს პრემიერმინისტრია, ალბინოსი რეპერი შვილი ჰყავს? კი, ეს აბსოლუტური სიმართლეა. ბერა ასრულებს სიმღერას "ქართული ოცნება", მამის კოალიციის სიმღერას, ამ კოალიციასაც "ქართული ოცნება" ჰქვია. დადის ხმები, რომ ივანიშვილი ბერას მუსიკალურ კარიერაზე მილიონებს ხარჯავს, მოუწყო არტსტუდია და საუკეთესო ჰიპ-ჰოპ პროდიუსერებს ქირაობს - ზოგიერთი ხუმარა იმასაც კი ვარაუდობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მისი შვილის კარიერის მხარდაჭერა იყო. ნახეთ ვიდეო და თავადვე გადაწყვიტეთ, კარგად დაიხარჯა ფული თუ არა.

10. არჩევნები დასრულდა, სააკაშვილი ელეგანტურად ელის თავისი ვადის დასრულებას, ხოლო მისი პარტია ოპოზიციაშია. ალბათ, მოვიდა იმის დრო, რომ საქართველოში ვნებები ჩაცხრეს. აი, ამ განწყობით გთავაზობთ ჩინეთის შეიარაღებული სახალხო პოლიციის მამაკაცთა გუნდს, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას, "სულიკოს" ასრულებს.

უილიამ დენბარი

foreignpress.ge

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა