მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - ყველა პატიმარი, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება
სოზარ სუბარი - ყველა პატიმარი, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი ცი­ხე­ებ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკავ­ში­რებს და აცხა­დებს, რომ დღე­ი­დან ყვე­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კა­ნონს და­არ­ღვევს, მკაც­რად და­ის­ჯე­ბა.

"ყვე­ლა­ზე სუს­ტი წერ­ტი­ლი იყო მკაც­რი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სწო­რედ იქი­დან და­ი­წყო ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზე­წო­ლე­ბი. მათ აქვთ არე­უ­ლო­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბი და ამას იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს. ამ დღე­ებ­ში გა­მოვ­ლინ­და ერთი რამ - მა­შინ როცა გა­რეთ იყო ხმა­უ­რი და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ შიგ­ნით სპეც­რაზ­მია შე­სუ­ლი და პა­ტიმ­რებს სცე­მენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­წყნა­რე. შიგ­ნით არა­ფე­რი ხდე­ბა, თუმ­ცა გა­რეთ ხდე­ბა ვი­თა­რე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლი და­ძაბ­ვა", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღე­ი­დან რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის, ისე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გარე პე­რი­მეტრზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­საც კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოგ­ვეხ­დი­ნა, თუმ­ცა დღე­ი­დან გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ნორ­მა, რაც კა­ნონ­შია გა­წე­რი­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ორ­თა­ჭა­ლის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გუ­შინ­წინ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აღიძ­რა საქ­მე ექ­ვსი მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ, რომ­ლებ­მაც არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა სცა­დეს. ექ­ვსი­ვე მათ­გა­ნი იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ქსან­ში წუ­ხელ მომ­ხდარ ფაქტს, როცა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ჯა­რის­კაცს და იყო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის მცდე­ლო­ბა, მოკ­ვლე­ვა ამ საქ­მე­ზეც და­ვი­წყეთ და მა­სა­ლე­ბი შსს-ს გა­და­ე­ცა. თა­ვად პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ამ ინ­ცი­დენ­ტში ფი­გუ­რი­რებ­დნენ, ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ იქ­ნე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათი მხრი­დან რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა დღე­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა კა­ნონს, იქ­ნე­ბა მკაც­რი ზო­მე­ბი გა­ტა­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის და­ის­ჯე­ბა ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნიც, რო­მე­ლიც იგი­ვეს გა­მე­ო­რე­ბას გა­რეთ ეც­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

გარ­და ამი­სა, მან მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ახ­სე­ნა, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან 20 მეტ­რის პე­რი­მეტრზე არა­ნა­ი­რი მი­ტინ­გის მო­წყო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და გან­მარ­ტა, რომ ყვე­ლას მი­მართ, ვინც ამ მი­თი­თე­ბას და­არ­ღვევს, უკვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სოზარ სუბარი - ყველა პატიმარი, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება

სოზარ სუბარი - ყველა პატიმარი, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი ციხეებში შექმნილ ვითარებას ყოფილ ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება.

"ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ - მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა", - განაცხადა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, დღეიდან როგორც მსჯავრდებულების, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრზე მყოფი ადამიანების მიმართ გატარებული იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც კანონი ითვალისწინებს.

"რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება", - აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მან მოქალაქეებს შეახსენა, რომ კანონის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება და განმარტა, რომ ყველას მიმართ, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ