პარტნიორები:

    "საქართველოს ბანკის" ახალი თაობის საბანკო აპლიკაცია Android™-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია

    "საქართველოს ბანკის" ახალი თაობის საბანკო აპლიკაცია Android™-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია

    "საქართველოს ბანკის" ახალი თაობის საბანკო აპლიკაცია Android™-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

    ბანკმა Android™-ისთვის ახალი თაობის საბანკო აპლიკაცია გამოუშვა. მობილბანკის მეშვეობით მომხმარებელი მიიღებს საბანკო მომსახურებას იქ, სადაც სჭირდება და განახორციელებს ყველა ძირითად საბანკო ოპერაციას, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით აკეთებს.

    "საქართველოს ბანკის" მიერ შემუშავებული მობილბანკი Android-სთვის არის ე.წ. native application, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკაცია მთლიანად ტელეფონის მეხსიერებაში ინახება და ინტერნეტს მხოლოდ მცირე რაოდენობით - მონაცემების განახლებისათვის მოიხმარს. ეს არის სრულფასოვანი პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს Android-ის პლატფორმის ყველა მოთხოვნას.

    მობილბანკის ახალი აპლიკაციით სარგებლობა ძალიან მარტივია. ავტორიზაციისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს იგივე პაროლი და სახელი, რასაც ინტერნეტბანკში იყენებს. მობილბანკის გადმოსაწერად Android-ისთვის, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა გზას მიმართოს: მისი სმარტფონიდან ეწვიოს ვებ-გვერდს - m.bog.ge; ეწვიოს Google-ის ოფიციალურ პორტალს Play Store; ან მიმართოს Bank@Georgia კონსულტანტს საქართველოს ბანკის შემდეგ სერვის-ცენტრებში თბილისში: სანაპიროს ქ. N2 (იუსტიციის სახლი), ვაჟა-ფშაველას გამზ. N41, ჭავჭავაძის გამზ. N7, ვეკუას ქ. N1, პუშკინის ქ. N3, კოსტავას ქ. N70. Android-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და სარგებლობის ვიდეოინსტრუქციები განთავსებულია ვებ-გვერდზე - www.mbank.ge.

    მობილბანკით, მომხმარებელს შეუძლია: მართოს საკუთარი ანგარიშები და ბარათები; აწარმოოს გადარიცხვები; გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები; მიიღოს ამონაწერი საკუთარ ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ; იპოვოს "საქართველოს ბანკის" უახლოესი ბანკომატი ან სერვის-ცენტრი; მარტივად დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს; საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს საკუთარი პლასტიკური ბარათი; შეცვალოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი; ნახოს American Express-ის ბონუსპროგრამის ფარგლებში დაგროვილი MR ქულების ან CashBack-ის მოცულობა; გააგზავნოს გზავნილი "ელვა"; შეამოწმოს ვალუტის კურსი და ისარგებლოს ვალუტის კალკულატორით; ისარგებლოს შაბლონებით ყველაზე ხშირად მოხმარებად საბანკო ოპერაციებზე და სხვა.

    Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს ისეთი ბრენდების სმარტფონები, როგორებიცაა: Samsung, HTC, LG, Sony, Motorola და სხვა.

    საბანკო აპლიკაცია iPhone-ისთვის საქართველოს ბანკმა 2012 წლის მაისში გამოუშვა. სულ მალე "საქართველოს ბანკის" მობილბანკით სარგებლობა შესაძლებელი იქნება iPad-ში და BlackBerry-ის მობილურ ტელეფონებში.

    რა? სად? რა ფასად?

    გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

    ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

    რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

    საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

    სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

    "საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა

    ×
    Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"