ჰოლივუდის ვარსკვლავების ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მომავალი ქორწილის სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები უარს ამბობენ ტრადიციულ ჰოლივუდურ ცერემონიაზე და ქორწილს იმ ქვეყნების წეს-ჩვეულებების შესაბამისად გამართავენ, სადაც მათი შვილები დაიბადნენ.
10 წლის მედოკსი წარმოშობით კამბოჯელია, 8 წლის პაკსი - ვიეტნამელი, 7 წლის ზაჰარა ეთიოპიიდანაა. წყვილის ღვიძლი შვილებიც სხვადასხვა ქვეყნებში დაიბადნენ - 5 წლის შაილო ნამიბიაში, 3-3 წლის ვივიენი და ნოკსი კი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში.
საპატარძლომ უკვე საქორწილო კაბაზე დაიწყო ზრუნვა. გავრცელებული ინფორმაციით, ანჯელინამ დიზაინერად მიკ ჯაგერის საყვარელი და L'Wren Scott-ის სამარკო ნიშნის მფლობელი ლორენ სკოტი შეარჩია. ლორენი პენელოპა კრუსის, ნიკოლ კიდმანისა და დენიზ რიჩარდსის სტილისტია. ბოლო დროს დიზაინერი და მსახიობი რამდენჯერმე შენიშნეს მაღაზიებში სიარულის დროს. გარდა ამისა, სკოტის შემოქმედება ანჯელინას გემოვნებას შეესაბამება - მისი ნამუშევრები სისადავით გამოირჩევა.
"ყველა დიზაინერს შორის ლორენ სკოტი ერთადერთია, ვისაც მისი 100%-ით ესმის. ამას თავად მსახიობიც ადასტურებს", - აცხადებს მსახიობთან დაახლოებული პირი.
L’Wren Scott-ის კაბას ანჯელინა ჯოლი პირველად არ ჩაიცვამს. კონოვარსკვლავს სწორედ ამ დიზაინერის კაბები ამშვენებდა 2008 წელს "ბენჯამინ ბატონის საოცარი ისტორიის" პრემიერაზე (რომელშიც ბრეტ პიტი მთავარ როლს ასრულებს) და 2011 წელს ფილმის "ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა" პრემიერაზე.
აპრილის შემდეგ ანჯელინა და ბრედი რიჩმონდში სკოტის მეზობლად ცხოვრობენ.
პიტი და ჯოლი უკვე შვიდი წელია სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან და ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირების შესახებ მხოლოდ ცოტა ხნის წინ ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი შვილების სურვილია - ბავშვები ოცნებობენ, რომ დედამ და მამამ იქორწინონ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo