ჰოლივუდის უკრაინელ ვარსკვლავ ოლგა კურილენკოს ახალი ბოიფრენდი ჰყავს. მისი მეგობარი მამაკაცი 50 წლის მსახიობი და რეჟისორი დენი ჰიუსტონია.
უცნობია, სად გაქრა "ახალგაზრდა მექსიკელი ბიზნესმენი", რომელზეც, პრესის ცნობით, ოლგა გათხოვებას აპირებდა.
ოლგა და დენი პაპარაცების ობიექტივში მაიამი-ბიჩის პლაჟზე აღმოჩნდნენ. შეყვარებულებს საცურაო კოსტიუმები ეცვათ და მზის აბაზანებს იღებდნენ, მერე გაცურეს კიდეც.
ცოტა ხნის წინ სექსუალური მსახიობი, "ჯეიმს ბონდის" ვარსკვლავი ინტერვიუში ამბობდა: "მომწონს მხატვრები, მწერლები, მამაკაცები, რომლებიც რაღაც კრეატიულს აკეთებენ. მე არ მომწონს მდიდარი რუსი კაცების მენტალიტეტი. რადგან მათ აქვთ ფული და ფიქრობენ, რომ ქალის ყიდვა შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ, უბრალოდ გაიცნონ და შეუყვარდეთ. და ეს ქალების ბრალია, რადგან ისინი საკუთარ თავებს ყიდიან".
ოლგა ორჯერ იყო დაქორწინებული. 1999 წელს თავის მეგობარს, ფრანგ ფოტოგრაფ სედრიკ ვან მოლს გაჰყვა ცოლად და საფრანგეთის მოქალაქე გახდა, მაგრამ სამ წელიწადში გაეყარა. მეორე ქმარი ამერიკელი მეწარმე დემიან გაბრიელი იყო, რომელსაც 2007 წელს დაშორდა.
მისი ახალი რჩეული დენი ჰიუსტონი (ოსკაროსანი რეჟისორის ჯონ ჰიუსტონის ვაჟი) ცნობილია როლებით "ავიატორში", "იქს-ადამიანებში", "რობინ ჰუდში". დაქორწინებული იყო მსახიობ და პროდიუსერ ვირჯინია მედსენზე. კინოში მუშაობის პერიოდში მსახიობმა არაერთი მილიონი დოლარის შოვნა შეძლო.
ოლგა კი 16 წლიდან მოდელად მუშაობდა. 18 წლისა გამოჩნდა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე. ცნობილი გახდა 2006 წელს ფილმით "პარიზო, მიყვარხარ", რომელშიც ელაიჯა ვუდს გაუწია პარტნიორობა. 2008 წელს კი აირჩიეს ბონდის გოგონად აგენტ 007-ის შესახებ მორიგ ფილმში. მისი ბოლო ფილმი იყო "დავიწყება", რომელშიც ტომ კრუზთან ერთად ითამაშა.
(გამოდის ორშაბათობით)