Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ იმნაიშვილი: "დაღუპულები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მხოლოდ 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე გამოიყვანეს"
თამაზ იმნაიშვილი: "დაღუპულები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მხოლოდ 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე გამოიყვანეს"

ლა­ფან­ყუ­რის ტრა­გე­დია კვლავ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ამ გახ­მა­უ­რე­ბულ მოვ­ლე­ნა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს თა­და­რი­გის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის უფ­რო­სი თა­მაზ იმ­ნა­იშ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტავს:

- ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ რომ ვი­სა­უბ­როთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თვა­ლი არა 28 აგ­ვის­ტო­დან, არა­მედ აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი დე­კა­დი­დან მი­ვა­დევ­ნოთ და გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. აგ­ვის­ტოს პირ­ველ დე­კა­და­ში ლა­ფან­ყურ­თან ახ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან, და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კის წუნ­დი­ნის რა­ი­ო­ნის ტყე­ებ­ში გახ­შირ­და ხან­ძრე­ბი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დნენ რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბიც და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მე­ბიც. რუ­სე­თის არ­მი­ის პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო ჯგუ­ფი ერთი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბით წუნ­დი­ნის რა­ი­ონ­ში 16 აგ­ვის­ტოს გა­მოჩ­ნდა - ეს იყო სამ­ხრე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის როს­ტო­ვის დი­ვი­ზი­ის სა­დე­სან­ტო ბა­ტა­ლი­ო­ნი. იმ დღე­ებ­ში რუ­სუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბით ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­და 2500-მდე. ხოლო ჯავ­შან­ტექ­ნი­კა - 250 ერ­თე­უ­ლამ­დე. ამა­ვე რა­ი­ონ­ში გა­ი­შა­ლა 300-კა­ცი­ა­ნი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, წუნ­დი­ნი­სა და მე­ზო­ბე­ლი რა­ი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 10 000-მდე სამ­ხედ­რო იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. 16-დან 24 აგ­ვის­ტომ­დე რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სა­მი­ნის­ტრომ წუნ­დი­ნის რა­ი­ონ­ში ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნის საფრ­თხე პირ­ვე­ლი დო­ნი­დან უმაღ­ლეს, მე-5 დო­ნემ­დე აიყ­ვა­ნა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, იქ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ხან­ძარ­თან ბრძო­ლა იყო, თუმ­ცა, 300-კა­ცი­ა­ნი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი სამ­ხედ­რო მე­დი­ცი­ნის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით ნიშ­ნავს, რომ ის დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნილ სამ­ხედ­როს უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს, ანუ იქ გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის გაშ­ლა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მე­ბის (vdagestan,com,) ინ­ფორ­მა­ცი­ით, აგ­ვის­ტოს 5-დან 20-მდე ამ რა­ი­ო­ნებ­ში ხში­რად წვიმ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხან­ძრის ბუ­ნებ­რი­ვად გა­ჩე­ნის და, მით უმე­ტეს, მას­შტა­ბის გაზ­რდის ალ­ბა­თო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობ­და. ასე რომ, თუ ამ ორი სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­დაგ­მულ ნა­ბი­ჯებს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მათ ქმე­დე­ბას სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ სხვა მი­ზა­ნი ჰქონ­და.

ამ­ჟა­მად ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყოფ­მა და­ღეს­ტნელ­მა მებ­რძოლ­მა ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იმ 17-კა­ცი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯგუფ­ში იყო ერთი ლეკი, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ამ ჯგუ­ფის ლა­ფან­ყუ­რის ხე­ო­ბი­დან და­ღეს­ტან­ში შე­საძ­ლო გა­დას­ვლის შე­სა­ხე­ბო. სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე რუ­სეთ­მა, თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, თუმ­ცა სხვაგ­ვა­რად შე­ფუ­თა თა­ვი­სი გან­ზრახ­ვა.

- რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო, თუ ეს ჯგუ­ფი მა­ინც გა­და­ლა­ხავ­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს?

- დიდი ალ­ბა­თო­ბით, მოხ­დე­ბო­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბა რუს სამ­ხედ­რო­ებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი "ბო­ე­ვი­კე­ბის" ბრძო­ლის ტაქ­ტი­კას, ჩეჩ­ნურ-და­ღეს­ტნუ­რი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ომე­ბის პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ისი­ნი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბის კლა­სი­კურ ვა­რი­ანტს მის­დე­ვენ, ანუ არ­სე­ბობს ბრძო­ლის ველი და არ­სე­ბობს უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ბრძო­ლის ვე­ლი­დან გაც­ლა და შემ­დეგ თა­ვის შე­ფა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს ჯგუ­ფი, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, და­ი­წყებ­და უკან და­ხე­ვას უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­თი კი სა­ქარ­თვე­ლოა. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკან არ და­ი­ხევ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას გად­მო­ლა­ხავ­და. ეს კი ფაქ­ტობ­რი­ვად, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბას ნიშ­ნავ­და ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, სცე­ნა­რის ამგვ­არი გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბამ შე­ა­ში­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე და­სავ­ლელ­მა მრჩე­ველ­მა გა­აფრ­თხი­ლა მკაც­რად, არ და­ეშ­ვა ამ სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

- რა­ტომ ჩა­ხო­ცეს ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და არ შე­ე­ცად­ნენ მებ­რძო­ლე­ბის ცო­ცხლად აყ­ვა­ნას?

- ჩა­ტა­ე­ვის მო­ნა­თხრობ­მა კი­დევ ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი გა­ა­ჩი­ნა ამ ამ­ბავ­ში. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი უაღ­რე­სად სა­შიშ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და: სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გზავ­ნის "ბო­ე­ვი­კებს" ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ა­ში - ეს ისე­თი ბომ­ბი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, რომ მას დიდი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და, თუ ინ­ფორ­მა­ცია გა­ჟო­ნავ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლო­გი­კუ­რი იყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ე­ცა­და, ინ­ფორ­მა­ცი­ის მფლო­ბელ­თა გა­ნად­გუ­რე­ბას. მათ შო­რის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი­საც, რო­მე­ლიც არ იყო ამ ჯგუ­ფის წევ­რი, მაგ­რამ მან ბევ­რი რამ იცო­და და მისი სი­ტყვა უაღ­რე­სად დიდი წო­ნი­საა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის...

- რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებს.

- ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და უაღ­რე­სად არაპრო­ფე­სი­უ­ლად. 17-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სამ­დე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო. და­ნა­კარ­გე­ბის შე­ფარ­დე­ბა კი იყო თხუთ­მე­ტი თვრა­მეტ­თან. 11 და­ღუ­პუ­ლი და ოთხი დაჭ­რი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯგუფ­ში და სამი და­ღუ­პუ­ლი და ხუთი დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან. ყვე­ლა­ზე დიდი კი­თხვა კი ქარ­თვე­ლი ექი­მის და­ღუპ­ვამ გა­ა­ჩი­ნა. ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც ეს­მის საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა, მიხ­ვდე­ბა, ექი­მის და­ღუპ­ვა ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში პირ­და­პირ აჩ­ვე­ნებს, რომ ოპე­რა­ცია ძალ­ზე არაპრო­ფე­სი­უ­ლად და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და. და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე მი­ა­ტო­ვეს და მხო­ლოდ 29 აგ­ვის­ტოს, დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს.

ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გის მი­ღე­ბაა. კი­თხვა - რა ამო­ცა­ნა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში და­სა­ხუ­ლი და რა შე­დეგს ელო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ავან­ტი­უ­რის­გან? - ჯერ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. ფაქ­ტია, კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ეს ავან­ტი­უ­რა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ავად­მყო­ფუ­რი იდე­ე­ბის ნა­ყო­ფი იყო და შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია ქარ­თველ ხალ­ხთან.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის ახ­ლად­და­ნიშ­ნულ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გე­ნე­რალ­თა კლუბს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზა...

- ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უნდა შევ­ხვდეთ. გე­ნე­რალ­თა კლუბ­სა და ოფი­ცერ­თა ორ­დენ­ში არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მელ­საც დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლი და თე­ო­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მათი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ალ­ბათ, ორი გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი: ოფიც­რე­ბის ნა­წილს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში და­აბ­რუ­ნებს, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას, ხედ­ვებს რჩე­ვის სა­ხით მი­ი­ღებს. თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან და­თხოვ­ნი­ლი ოფიც­რე­ბის, ომის ვე­ტე­რა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ბრძო­ლას აპი­რებს.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით თევ­ზა­ძეს, შე­საძ­ლოა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბა შეს­თა­ვა­ზონ.

- დიახ, გე­ნე­რა­ლი და­ვით თევ­ზა­ძე, ისე­ვე რო­გორც გე­ნე­რა­ლი გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან. ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი არა­ერთ სა­ო­მარ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და კარ­გად ეს­მით, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს, ვნა­ხოთ, კი­დევ ვინ და­ე­მა­ტე­ბა ამ სიას.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

თამაზ იმნაიშვილი: "დაღუპულები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მხოლოდ 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე გამოიყვანეს"

თამაზ იმნაიშვილი: "დაღუპულები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მხოლოდ 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე გამოიყვანეს"

ლაფანყურის ტრაგედია კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამ გახმაურებულ მოვლენასა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს გენერალთა კლუბის ანალიტიკური ცენტრის უფროსი თამაზ იმნაიშვილი გამოხატავს:

- ლაფანყურის ოპერაციის შესახებ რომ ვისაუბროთ, აუცილებელია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თვალი არა 28 აგვისტოდან, არამედ აგვისტოს პირველი დეკადიდან მივადევნოთ და განსაკუთრებით რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მივაქციოთ ყურადღება. აგვისტოს პირველ დეკადაში ლაფანყურთან ახლოს, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის რესპუბლიკის წუნდინის რაიონის ტყეებში გახშირდა ხანძრები. ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსული ოფიციალური სტრუქტურებიც და ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტების ინტერნეტგამოცემებიც. რუსეთის არმიის პირველი სამხედრო ჯგუფი ერთი ბატალიონის შემადგენლობით წუნდინის რაიონში 16 აგვისტოს გამოჩნდა - ეს იყო სამხრეთის სამხედრო ოლქის როსტოვის დივიზიის სადესანტო ბატალიონი. იმ დღეებში რუსული ოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი გაიზარდა 2500-მდე. ხოლო ჯავშანტექნიკა - 250 ერთეულამდე. ამავე რაიონში გაიშალა 300-კაციანი საველე ჰოსპიტალი. საერთო ჯამში, წუნდინისა და მეზობელი რაიონების ტერიტორიაზე 10 000-მდე სამხედრო იყო მობილიზებული. 16-დან 24 აგვისტომდე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ წუნდინის რაიონში ხანძრების გაჩენის საფრთხე პირველი დონიდან უმაღლეს, მე-5 დონემდე აიყვანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იქ მობილიზებული სამხედროების მთავარი ამოცანა ხანძართან ბრძოლა იყო, თუმცა, 300-კაციანი საველე ჰოსპიტალი სამხედრო მედიცინის ტერმინოლოგიით ნიშნავს, რომ ის დღიურად დაახლოებით 2000 მწყობრიდან გამოყვანილ სამხედროს უნდა მოემსახუროს, ანუ იქ განლაგებული სამხედრო საველე ჰოსპიტლის გაშლა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებისთვის იყო განკუთვნილი. საგულისხმოა, რომ ჩრდილოკავკასიელი სეპარატისტების ინტერნეტგამოცემების (vdagestan,com,) ინფორმაციით, აგვისტოს 5-დან 20-მდე ამ რაიონებში ხშირად წვიმდა. აქედან გამომდინარე, ხანძრის ბუნებრივად გაჩენის და, მით უმეტეს, მასშტაბის გაზრდის ალბათობა პრაქტიკულად, არ არსებობდა. ასე რომ, თუ ამ ორი სამინისტროს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს გავაანალიზებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ქმედებას სინამდვილეში სულ სხვა მიზანი ჰქონდა.

ამჟამად ციხის საავადმყოფოში მყოფმა დაღესტნელმა მებრძოლმა ახმედ ჩატაევმა განაცხადა, რომ იმ 17-კაციან შეიარაღებულ ჯგუფში იყო ერთი ლეკი, რომელმაც გარკვეული პერიოდით ადრე მიაწოდა ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებს ამ ჯგუფის ლაფანყურის ხეობიდან დაღესტანში შესაძლო გადასვლის შესახებო. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე რუსეთმა, თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა, თუმცა სხვაგვარად შეფუთა თავისი განზრახვა.

- რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ეს ჯგუფი მაინც გადალახავდა რუსეთ-საქართველოს საზღვარს?

- დიდი ალბათობით, მოხდებოდა შეიარაღებული შეტაკება რუს სამხედროებთან. რაც შეეხება ჩრდილოკავკასიელი "ბოევიკების" ბრძოლის ტაქტიკას, ჩეჩნურ-დაღესტნური პარტიზანული ომების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი პარტიზანული მოქმედების კლასიკურ ვარიანტს მისდევენ, ანუ არსებობს ბრძოლის ველი და არსებობს უსაფრთხო ტერიტორია, სადაც ბრძოლის ველიდან გაცლა და შემდეგ თავის შეფარება შეიძლება. დიდი ალბათობით, ეს ჯგუფი, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის შემთხვევაში, დაიწყებდა უკან დახევას უსაფრთხო ტერიტორიაზე. ასეთი კი საქართველოა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში კი რუსეთის ხელისუფლება უკან არ დაიხევდა და საქართველოს ტერიტორიას გადმოლახავდა. ეს კი ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების დაწყებას ნიშნავდა ორ სახელმწიფოს შორის. ჯერჯერობით გაურკვეველია, სცენარის ამგვ­არი განვითარების ალბათობამ შეაშინა სააკაშვილის ხელისუფლება, თუ რომელიმე დასავლელმა მრჩეველმა გააფრთხილა მკაცრად, არ დაეშვა ამ სცენარის განვითარება.

- რატომ ჩახოცეს ჯგუფის წევრები და არ შეეცადნენ მებრძოლების ცოცხლად აყვანას?

- ჩატაევის მონათხრობმა კიდევ ერთი ნათელი წერტილი გააჩინა ამ ამბავში. შეიარაღებული ჯგუფი უაღრესად საშიშ ინფორმაციას ფლობდა: საქართველოს ხელისუფლება გზავნის "ბოევიკებს" ჩრდილოკავკასიაში - ეს ისეთი ბომბი იყო სააკაშვილისთვის წინასაარჩევნოდ, რომ მას დიდი პრობლემები შეექმნებოდა, თუ ინფორმაცია გაჟონავდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ ხელისუფლება შეეცადა, ინფორმაციის მფლობელთა განადგურებას. მათ შორის ახმედ ჩატაევისაც, რომელიც არ იყო ამ ჯგუფის წევრი, მაგრამ მან ბევრი რამ იცოდა და მისი სიტყვა უაღრესად დიდი წონისაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის...

- რაც შეეხება თვითონ ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალებს.

- ოპერაცია ჩატარდა უაღრესად არაპროფესიულად. 17-კაციანი შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებდა დაახლოებით ათასამდე ქართველი სამხედრო. დანაკარგების შეფარდება კი იყო თხუთმეტი თვრამეტთან. 11 დაღუპული და ოთხი დაჭრილი შეიარაღებულ ჯგუფში და სამი დაღუპული და ხუთი დაჭრილი ქართველი სამხედროების მხრიდან. ყველაზე დიდი კითხვა კი ქართველი ექიმის დაღუპვამ გააჩინა. ვისაც ოდნავ მაინც ესმის საბრძოლო ოპერაციებისა, მიხვდება, ექიმის დაღუპვა ამ სპეცოპერაციაში პირდაპირ აჩვენებს, რომ ოპერაცია ძალზე არაპროფესიულად დაიგეგმა და განხორციელდა. დაღუპული ქართველი მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მხოლოდ 29 აგვისტოს, დილის 6 საათზე გამოიყვანეს.

ნებისმიერი ხელისუფლების მიზანი, საბოლოო ჯამში, მისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღებაა. კითხვა - რა ამოცანა იყო სინამდვილეში დასახული და რა შედეგს ელოდა სააკაშვილის ხელისუფლება ამ ავანტიურისგან? - ჯერ პასუხგაუცემელია. ფაქტია, კავკასიის ხალხებმა გააცნობიერეს, რომ ეს ავანტიურა მხოლოდ სააკაშვილის ავადმყოფური იდეების ნაყოფი იყო და შეხება არ ჰქონია ქართველ ხალხთან.

- გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გენერალთა კლუბს თანამშრომლობა შესთავაზა...

- ირაკლი ალასანიას უახლოეს დღეებში უნდა შევხვდეთ. გენერალთა კლუბსა და ოფიცერთა ორდენში არაერთი პროფესიონალია, რომელსაც დიდი პოტენციალი, პრაქტიკული და თეორული გამოცდილება აქვს. მათი პოტენციალის გამოყენება, ალბათ, ორი გზით არის შესაძლებელი: ოფიცრების ნაწილს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში დააბრუნებს, ხოლო მეორე ნაწილის გამოცდილებას, ხედვებს რჩევის სახით მიიღებს. თავდაცვის ახალი მინისტრი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი ოფიცრების, ომის ვეტერანების უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლას აპირებს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრობა შესთავაზონ.

- დიახ, გენერალი დავით თევზაძე, ისევე როგორც გენერალი გია ყარყარაშვილი მინისტრის მრჩეველთა შორის იქნებიან. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ისინი არაერთ საომარ ოპერაციაში მონაწილეობდნენ და კარგად ესმით, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა. ალასანიამ განაცხადა, რომ ვეტერანი სამხედროების გამოცდილებას გამოიყენებს, ვნახოთ, კიდევ ვინ დაემატება ამ სიას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"