Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვი საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
მოსკოვი საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად ექ­სპერტ ზუ­რაბ აბა­ში­ძის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, მოს­კო­ვი თბი­ლი­სის­გან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს ელო­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტის" რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალექ­სან­დრ ლუ­კა­შე­ვიჩ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა აბა­ში­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვფიქ­რობ, უად­გი­ლოა. ვი­ტყვი მხო­ლოდ იმას, რომ აბა­ში­ძეს ჩვენ­თან კარ­გად იც­ნო­ბენ ელ­ჩად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან. ისიც კარ­გად იც­ნობს რუ­სეთს", - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შე­ვიჩ­მა.

მისი თქმით, მოს­კო­ვი აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას თბი­ლი­სის გან­ცხა­დე­ბებს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­სა­ბა­მის სა­კად­რო და­ნიშ­ვნებს.

"თუმ­ცა, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბის­გან პირ­ველ რიგ­ში კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს ვე­ლო­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შე­ვიჩ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ექ­სპერ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი რუ­სეთ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ე­რის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად 1-ელ ნო­ემ­ბერს და­ნიშ­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მოსკოვი საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

მოსკოვი საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტ ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ, მოსკოვი თბილისისგან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განუცხადა.

"პროგნოზების გაკეთება აბაშიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უადგილოა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ აბაშიძეს ჩვენთან კარგად იცნობენ ელჩად მუშაობის პერიოდიდან. ისიც კარგად იცნობს რუსეთს", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, მოსკოვი აქცევს ყურადღებას თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და შესაბამის საკადრო დანიშვნებს.

"თუმცა, ჩვენ საქართველოს ახალი მთავრობისგან პირველ რიგში კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად 1-ელ ნოემბერს დანიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა