სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: "უწიგ­ნუ­რო­ბის გა­მო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია"
ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: "უწიგ­ნუ­რო­ბის გა­მო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია"

ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბო­და მიმ­ზიდ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც, აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, საბ­ნის ქვე­შაც სი­ა­მოვ­ნე­ბით კი­თხუ­ლობ­და... "წიგ­ნის თა­როს" სტუ­მა­რია მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

- ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ და დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გავ­ლე­ნით, ახლა ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რე­ბე­ლი უფრო ვარ, ვიდ­რე წიგ­ნის მკი­თხვე­ლი. თუ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში, რა თქმა უნდა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ინ­ტე­რე­სებს მე-20 სა­უ­კუ­ნის ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, კლა­სი­კას აღარ მივ­ბრუ­ნე­ბი­ვარ. ბო­ლოს ორი წლის წინ გა­და­ვი­კი­თხე "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა".

ძა­ლი­ან მიყ­ვარს აკა მორ­ჩი­ლა­ძე, დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობ, ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­სებ­საც ხში­რად ვეც­ნო­ბი. მიყ­ვარს რატი ამაღ­ლო­ბე­ლის პო­ე­ზია, ახ­ლობ­ლო­ბის გა­მოც ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ მას.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ახალ­გაზ­რდე­ბი წიგნს და­ა­შო­რა, თუმ­ცა წიგ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შვი­ლებ­მა კი­თხვის ფასი ჯერ კი­დევ იცი­ან. ვფიქ­რობ, კა­ცობ­რი­ო­ბას სუ­ლი­სა და გო­ნე­ბის საზ­რდოდ წიგნ­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რი მო­უ­გო­ნია.

მი­მაჩ­ნია, რომ მა­ს­მე­დი­ას ძა­ლი­ან დიდი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ბავ­შვის წიგნ­თან მი­საბ­რუ­ნებ­ლად. ოჯახ­თან ერ­თად, პე­და­გო­გებ­საც ბევ­რის გა­კე­თე­ბა ძა­ლუძთ ამ კუ­თხით. ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, კი­თხვა რომ მიყ­ვარს... ბე­ბი­ამ და დე­დამ კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ბავ­შვო­ბი­დან მა­ზი­ა­რეს, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში კი ისევ მი­ვუბ­რუნ­დი იმ უკ­ვდავ ნა­წარ­მო­ე­ბებს და მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ერ­თსა და იმა­ვეს ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამს.

ისე კი, ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლიც მგო­ნია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, უწიგ­ნუ­რო­ბამ და უგე­მოვ­ნო­ბამ სა­მუ­სი­კო სფე­რო­შიც ხომ არ შე­აღ­წია?

- უწიგ­ნუ­რო­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში საგ­რძნო­ბია. ასეა სა­მუ­სი­კო სფე­რო­შიც. გა­ნათ­ლე­ბულ და გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ანს მო­თხოვ­ნე­ბიც სხვაგ­ვა­რი აქვს. სცე­ნა­ზე რომ დგა­ხარ, ყო­ველ­თვის უნდა ფიქ­რობ­დე იმა­ზე, რას აწ­ვდი მსმე­ნელს, ან ის რას ითხოვს შენ­გან. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სწო­რედ უწიგ­ნუ­რო­ბის გამო, მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია. ტრა­გე­დია არის ის, რომ მათ, ვი­საც ხალ­ხის გე­მოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ამაღ­ლე­ბა ევა­ლე­ბო­და (მა­ს­მე­დი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან თუ შე­სა­ბა­მი­სი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი), ამ და­მან­გრე­ველ პრო­ცესს სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­წყვეს ხელი. ინ­ტე­ლი­გენ­ცია პა­სი­უ­რი გახ­და - აღარ არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ტო­ნის მიმ­ცე­მი... მაგ­რამ მე მა­ინც მჯე­რა ქარ­თუ­ლი გე­ნი­სა და ჯი­შის აღ­ზე­ვე­ბის.

- თუ გახ­სოვთ, ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა რო­მელ­მა ნა­წარ­მო­ებ­მა თუ ავ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე?

- "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბი იყ­ვნენ ალექ­სან­დრე დი­უ­მა, ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი, ოს­კარ უა­ილ­დი... ქარ­თვე­ლე­ბი­დან ვა­ჟას გა­მოვ­ყოფ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ილია, მის ლექ­სებ­სა და წე­რი­ლებს დღემ­დე უც­რემ­ლოდ ვერ ვკი­თხუ­ლობ, რად­გან მათ­ში უდი­დე­სი სიწრფე­ლე და უმაღ­ლე­სი სუ­ლი­ე­რე­ბაა. ცხა­დად მახ­სოვს, სა­ბან­ქვეშ, ბე­ბი­ას­გან მა­ლუ­ლად რომ ვკი­თხუ­ლობ­დი, სულ მე­ჩხუ­ბე­ბო­და, და­წო­ლი­ლი კი­თხვა თვა­ლებს და­გი­ზი­ა­ნებ­სო. ადრე რაც ხელ­ში მომ­ხვდე­ბო­და, შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი წა­მე­კი­თხა, დღეს ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟია ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი?

- ყვე­ლა პა­ტა­რა გო­გო­ნა­სა­ვით, ბავ­შვო­ბა­ში მეც პრინ­ცე­სო­ბა მინ­დო­და, რო­მელ­საც თეთრ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი პრინ­ცი მო­ა­კი­თხავ­და (სა­უ­ბარ­ში ლი­ზას მე­უღ­ლე ჩაგ­ვერ­თო - შენი მხე­და­რი აქ ვარ, თეთ­რი რაში კი დაბ­ლაა გა­ჩე­რე­ბუ­ლიო, - დ. ო.). ბუ­ნე­ბით კი ჟანა დ'არკი ვარ, მებ­რძო­ლი და შე­უ­პო­ვა­რი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი.

- ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ალ­ბათ, ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი ინა­ხე­ბა...

- ჩემს მშობ­ლებს ძა­ლი­ან მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვთ. ძვე­ლე­ბის­გან წიგ­ნე­ბი­ღა შე­მოგ­ვრჩა. ჩვენს ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია მე-17 სა­უ­კუ­ნის ბიბ­ლია, მე­ფის რუ­სე­თის დრო­ინ­დე­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი და ბევ­რი ძვე­ლი, უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი.

წიგ­ნის ყიდ­ვა ჩემს შვილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, ხში­რად დავ­დი­ვართ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და ბაზ­რო­ბებ­ზე. მარ­თა­ლია, ჯერ კი­თხვა არ იცის, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ვი­საც გა­მო­ი­ჭერს, მა­შინ­ვე წიგნს აკი­თხებს. ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ ნა­წარ­მო­ებს შე­ა­და­რებ­დით?

- დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო "ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბერს" მა­გო­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­შიც ბევ­რი ყვარ­ყვა­რეა...

- რის წა­კი­თხვას გვირ­ჩევს ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი?

- ახალ­გაზ­რდებს უფრო კლა­სი­კის გაც­ნო­ბას ვურ­ჩევ­დი. ილია, ვაჟა, გა­ლა­კტი­ო­ნი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია იკი­თხონ. სა­ინ­ტე­რე­სოა ნა­ბო­კო­ვი, დი­უ­მა, დოს­ტო­ევ­სკი. უწიგ­ნოდ ერის არ­სე­ბო­ბა და მისი ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: "უწიგ­ნუ­რო­ბის გა­მო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია"

ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: "უწიგ­ნუ­რო­ბის გა­მო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია"

ბაგრატიონთა საგვარეულო ბიბლიოთეკაში ყოველთვის მოიძებნებოდა მიმზიდველი წიგნი, რომელსაც, აკრძალვის მიუხედავად, საბნის ქვეშაც სიამოვნებით კითხულობდა... "წიგნის თაროს" სტუმარია მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.

- ჩემდა სამწუხაროდ და დღევანდელი ვითარების გავლენით, ახლა ინტერნეტის მომხმარებელი უფრო ვარ, ვიდრე წიგნის მკითხველი. თუ საინტერესო წიგნი ჩამივარდა ხელში, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვკითხულობ. განსაკუთრებით მაინტერესებს მე-20 საუკუნის ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, კლასიკას აღარ მივბრუნებივარ. ბოლოს ორი წლის წინ გადავიკითხე "ოსტატი და მარგარიტა".

ძალიან მიყვარს აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილის ნაწარმოებებსაც სიამოვნებით ვკითხულობ, ლაშა ბუღაძის პიესებსაც ხშირად ვეცნობი. მიყვარს რატი ამაღლობელის პოეზია, ახლობლობის გამოც ძალიან ვგულშემატკივრობ მას.

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?

- გულდასაწყვეტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ახალგაზრდები წიგნს დააშორა, თუმცა წიგნიერი ოჯახის შვილებმა კითხვის ფასი ჯერ კიდევ იციან. ვფიქრობ, კაცობრიობას სულისა და გონების საზრდოდ წიგნზე უკეთესი არაფერი მოუგონია.

მიმაჩნია, რომ მასმედიას ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლია ბავშვის წიგნთან მისაბრუნებლად. ოჯახთან ერთად, პედაგოგებსაც ბევრის გაკეთება ძალუძთ ამ კუთხით. ჩემი მასწავლებლებისა და ლექტორების დიდი დამსახურებაა, კითხვა რომ მიყვარს... ბებიამ და დედამ კლასიკურ ლიტერატურას ბავშვობიდან მაზიარეს, სტუდენტობის პერიოდში კი ისევ მივუბრუნდი იმ უკვდავ ნაწარმოებებს და მივხვდი, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთსა და იმავეს ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს.

ისე კი, ლიტერატურის სიყვარული შინაგანი მდგომარეობის გამოძახილიც მგონია.

- როგორ ფიქრობთ, უწიგნურობამ და უგემოვნობამ სამუსიკო სფეროშიც ხომ არ შეაღწია?

- უწიგნურობა ყველა სფეროში საგრძნობია. ასეა სამუსიკო სფეროშიც. განათლებულ და გემოვნებიან ადამიანს მოთხოვნებიც სხვაგვარი აქვს. სცენაზე რომ დგახარ, ყოველთვის უნდა ფიქრობდე იმაზე, რას აწვდი მსმენელს, ან ის რას ითხოვს შენგან. ჩვენს ქვეყანაში, სწორედ უწიგნურობის გამო, მრავალი სფერო დეგრადირებულია. ტრაგედია არის ის, რომ მათ, ვისაც ხალხის გემოვნების განვითარება და ამაღლება ევალებოდა (მასმედიის მესვეურები იქნებიან თუ შესაბამისი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები), ამ დამანგრეველ პროცესს სიამოვნებით შეუწყვეს ხელი. ინტელიგენცია პასიური გახდა - აღარ არის საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი... მაგრამ მე მაინც მჯერა ქართული გენისა და ჯიშის აღზევების.

- თუ გახსოვთ, ყველაზე დიდი გავლენა რომელმა ნაწარმოებმა თუ ავტორმა მოახდინა თქვენზე?

- "ოსტატი და მარგარიტა" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. ბავშვობის დროინდელი საყვარელი მწერლები იყვნენ ალექსანდრე დიუმა, ერნესტ ჰემინგუეი, ოსკარ უაილდი... ქართველებიდან ვაჟას გამოვყოფდი. ძალიან მიყვარს ილია, მის ლექსებსა და წერილებს დღემდე უცრემლოდ ვერ ვკითხულობ, რადგან მათში უდიდესი სიწრფელე და უმაღლესი სულიერებაა. ცხადად მახსოვს, საბანქვეშ, ბებიასგან მალულად რომ ვკითხულობდი, სულ მეჩხუბებოდა, დაწოლილი კითხვა თვალებს დაგიზიანებსო. ადრე რაც ხელში მომხვდებოდა, შემეძლო ყველაფერი წამეკითხა, დღეს ეს წარმოუდგენელია.

- რომელი ნაწარმოების პერსონაჟია ლიზა ბაგრატიონი?

- ყველა პატარა გოგონასავით, ბავშვობაში მეც პრინცესობა მინდოდა, რომელსაც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოაკითხავდა (საუბარში ლიზას მეუღლე ჩაგვერთო - შენი მხედარი აქ ვარ, თეთრი რაში კი დაბლაა გაჩერებულიო, - დ. ო.). ბუნებით კი ჟანა დ'არკი ვარ, მებრძოლი და შეუპოვარი, თუმცა ყოველთვის გულწრფელი.

- ბაგრატიონთა საოჯახო ბიბლიოთეკაში, ალბათ, ბევრი უნიკალური წიგნი ინახება...

- ჩემს მშობლებს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა აქვთ. ძველებისგან წიგნებიღა შემოგვრჩა. ჩვენს ბიბლიოთეკაშია მე-17 საუკუნის ბიბლია, მეფის რუსეთის დროინდელი ენციკლოპედიები და ბევრი ძველი, უნიკალური წიგნი.

წიგნის ყიდვა ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს, ხშირად დავდივართ წიგნის მაღაზიებში და ბაზრობებზე. მართალია, ჯერ კითხვა არ იცის, მაგრამ ოჯახის წევრებიდან ვისაც გამოიჭერს, მაშინვე წიგნს აკითხებს. ეს ძალიან მახარებს.

- დღევანდელ საქართველოს რომელ ნაწარმოებს შეადარებდით?

- დღევანდელი საქართველო "ყვარყვარე თუთაბერს" მაგონებს. სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეშიც ბევრი ყვარყვარეა...

- რის წაკითხვას გვირჩევს ლიზა ბაგრატიონი?

- ახალგაზრდებს უფრო კლასიკის გაცნობას ვურჩევდი. ილია, ვაჟა, გალაკტიონი, კონსტანტინე გამსახურდია იკითხონ. საინტერესოა ნაბოკოვი, დიუმა, დოსტოევსკი. უწიგნოდ ერის არსებობა და მისი ნორმალური განვითარება წარმოუდგენელია...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს