პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული პოლიტიკის ფრანგული კავშირები
ქართული პოლიტიკის ფრანგული კავშირები

marianne.net

ამ კავ­კა­სი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ახა­ლი პრე­მი­ე­რი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ისე­ვე რო­გორც ყო­ფი­ლი სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის ბევ­რი წევ­რი.

სა­ქარ­თვე­ლო საფ­რან­გე­თის პრო­ვინ­ცია გახ­და? საქ­მე ის არის, რომ ამ კავ­კა­სი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ახალ პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ფრან­გუ­ლი პას­პორ­ტი აქვს. ამ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა, რო­მელ­საც პრო­რუს პო­ლი­ტი­კო­სად წარ­მო­ა­ჩე­ნენ, ახ­ლა­ხან სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­ა­მარ­ცხა. იმავდრო­უ­ლად, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს ფრან­გულს და ყო­ველ­თვის პრო­ა­მე­რი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი იყო, კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს ფი­ლო­სო­ფოს ან­დრე გლუქსმა­ნის შვი­ლი. ხოლო ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა ერთ-ერთი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დე იყო საფ­რან­გე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - 56 წლის მი­ლი­არ­დე­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2010 წელს მი­ი­ღო. ის საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და მოს­კოვ­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა სსრკ-ს დაშ­ლის და რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­აგ­რო­ვა. 1990-იან წლებ­ში მან ექ­ვსი წელი პა­რი­ზის შე­მო­გა­რენ­ში თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ეკა­ტე­რი­ნეს­თან (ისიც ქარ­თვე­ლია) ერ­თად გა­ა­ტა­რა. იქ მათ ოთხი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მის მე­უღ­ლე­საც მი­ა­ნი­ჭეს. მაგ­რამ 2004 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. იმის­თვის, რომ მის შვი­ლებს თბი­ლის­ში სწავ­ლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ, მან ფრან­გუ­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ფი­ნან­სა. ასე­თი გუ­ლუხ­ვო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის ელჩმა შეს­თა­ვა­ზა მას, საფ­რან­გე­თის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის თხოვ­ნით მი­ე­მარ­თა.

მო­ლი­ე­რის ენას მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს. რა არის ეს, უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვა? რო­გორც ჩანს, ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ტრო­პიზ­მის მო­რი­გი გა­მოვ­ლე­ნა: ამ კავ­კა­სი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში საკ­მა­რი­სად არი­ან ფრან­გე­ბი ან ფრან­გუ­ლი ენის მცოდ­ნე­ე­ბი.

ყვე­ლა­ფე­რი 2004 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნით და­ი­წყო, რო­მე­ლიც იმ დროს თბი­ლის­ში საფ­რან­გე­თის ელ­ჩად მუ­შა­ობ­და. საფ­რან­გეთ­ში "თეთ­რი" ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლი და ის­ტო­რი­კოს ელენ კარ­ერ დან­კო­სის ნა­თე­სა­ვი ენ­თუ­ზი­აზ­მით და­თან­ხმდა საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ტო­ვე­ბას და სა­კუ­თა­რი წი­ნაპ­რე­ბის ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას პრე­ზი­დენტ ში­რა­კის კურ­თხე­ვით, რო­მელ­საც იმე­დი ჰქონ­და, რომ ამ ნა­ბი­ჯით პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამე­რი­კა­ნო­ფი­ლი­ის სა­პირ­წო­ნეს ქმნი­და. თუმ­ცა, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ფრანგს (მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით მი­ა­ნი­ჭეს) და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს შო­რის ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა. ერთი წლის შემ­დეგ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და და სა­კუ­თა­რი პარ­ტია შექ­მნა. დღეს ის ნიუ-იორკშია და იმ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც გა­ე­როს და­ვა­ლე­ბით ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს.

ამ ფრან­გუ­ლი კავ­ში­რე­ბის ახა­ლი ეპი­ზო­დი 2008 წელს უკავ­შირ­დე­ბა. ზა­ფხულ­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ სცე­ნა­ზე რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი გა­მოჩ­ნდა, ცნო­ბი­ლი ნე­ო­კონ­სერ­ვა­ტო­რი ფი­ლო­სო­ფო­სის შვი­ლი. ამ ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლისტს პრე­ზი­დენ­ტის მსგავ­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნდა: მან მას­თან თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით გა­მოს­ცა წიგ­ნი "მე გე­ლა­პა­რა­კე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე" და აცხა­დებს, რომ ელი­სეს სა­სახ­ლეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შუ­ა­მავ­ლად მუ­შა­ობს. მე­ტიც, მან ცო­ლად შე­ირ­თო ეკა ზღუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­და!

რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. "მან არ ისურ­ვა ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ა­ში ერ­თა­დერთ "ფრანგს" შეხ­ვედ­რო­და", - ამ­ბობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. "და რად­გან ის იმ ადა­მი­ა­ნის მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო, შემ­დეგ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც, მარ­თლაც არ იცო­და მან არა­ფე­რი პო­ლი­ცი­ის ექ­სცე­სებ­ზე, წა­მე­ბა­ზე ცი­ხე­ებ­ში და უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში?" თა­ვად გლუქსმა­ნი აცხა­დებს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­პულ ბე­დის­წე­რა­ში", და ამ­ტკი­ცებს, რომ ცდი­ლობ­და დე­მოკ­რა­ტი­ის ხელ­შე­წყო­ბას სა­ხელ­მწი­ფო­ში "ყვე­ლა დო­ნე­ზე".

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მან შეძ­ლო ამა­ში ბერ­ნარ კუშ­ნე­რის დარ­წმუ­ნე­ბა, რო­მელ­მაც Libération-ში სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ფრანგ ივა­ნიშ­ვილს ბრალს სდებ­და იმა­ში, რომ ძირს უთხრის "პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შექ­მნილ ინ­სტი­ტუ­ტებს". სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრან­გი ფრანგს უპი­რის­პირ­დე­ბა.

ანა დეს­ტა­კი­ა­ნი

foreignpress.ge

ქართული პოლიტიკის ფრანგული კავშირები

ქართული პოლიტიკის ფრანგული კავშირები

marianne.net

ამ კავკასიური რესპუბლიკის ახალი პრემიერი საფრანგეთის მოქალაქეა, ისევე როგორც ყოფილი სამთავრობო გუნდის ბევრი წევრი.

საქართველო საფრანგეთის პროვინცია გახდა? საქმე ის არის, რომ ამ კავკასიური რესპუბლიკის ახალ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ფრანგული პასპორტი აქვს. ამ ოპოზიციონერმა, რომელსაც პრორუს პოლიტიკოსად წარმოაჩენენ, ახლახან სახელმწიფო მეთაურის მიხეილ სააკაშვილის გუნდი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. იმავდროულად, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც შესანიშნავად ფლობს ფრანგულს და ყოველთვის პროამერიკული პოზიციების ერთგული იყო, კონსულტაციებს უწევს ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანის შვილი. ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული - 56 წლის მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო. ის საბჭოთა საქართველოში დაიბადა და მოსკოვში სწავლობდა, სადაც საკუთარი ქონება სსრკ-ს დაშლის და რუსული პასპორტის მიღების შემდეგ დააგროვა. 1990-იან წლებში მან ექვსი წელი პარიზის შემოგარენში თავის მეუღლესთან ეკატერინესთან (ისიც ქართველია) ერთად გაატარა. იქ მათ ოთხი შვილი შეეძინათ და მოქალაქეობა მის მეუღლესაც მიანიჭეს. მაგრამ 2004 წელს საქართველოში დაბრუნდა. იმისთვის, რომ მის შვილებს თბილისში სწავლა გაეგრძელებინათ, მან ფრანგული სკოლის მშენებლობა დააფინანსა. ასეთი გულუხვობის დემონსტრირების შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა შესთავაზა მას, საფრანგეთისთვის მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიემართა.

მოლიერის ენას მისი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილიც შესანიშნავად ფლობს. რა არის ეს, უბრალო დამთხვევა? როგორც ჩანს, ქართულ-ფრანგული ტროპიზმის მორიგი გამოვლენა: ამ კავკასიური რესპუბლიკის პოლიტიკურ წრეებში საკმარისად არიან ფრანგები ან ფრანგული ენის მცოდნეები.

ყველაფერი 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის დანიშვნით დაიწყო, რომელიც იმ დროს თბილისში საფრანგეთის ელჩად მუშაობდა. საფრანგეთში "თეთრი" ქართველი ემიგრანტების შვილიშვილი და ისტორიკოს ელენ კარერ დანკოსის ნათესავი ენთუზიაზმით დათანხმდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დატოვებას და საკუთარი წინაპრების ქვეყანაში მოღვაწეობას პრეზიდენტ შირაკის კურთხევით, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკანოფილიის საპირწონეს ქმნიდა. თუმცა, ურთიერთგაგება ფრანგს (მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებულებით მიანიჭეს) და სახელმწიფოს მეთაურს შორის ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია შექმნა. დღეს ის ნიუ-იორკშია და იმ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს, რომელიც გაეროს დავალებით ირანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მონიტორინგს ახორციელებს.

ამ ფრანგული კავშირების ახალი ეპიზოდი 2008 წელს უკავშირდება. ზაფხულში გაჩაღებული რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სცენაზე რაფაელ გლუქსმანი გამოჩნდა, ცნობილი ნეოკონსერვატორი ფილოსოფოსის შვილი. ამ ახალგაზრდა ჟურნალისტს პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდა: მან მასთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი "მე გელაპარაკებით თავისუფლებაზე" და აცხადებს, რომ ელისეს სასახლესთან მოლაპარაკებებში შუამავლად მუშაობს. მეტიც, მან ცოლად შეირთო ეკა ზღულაძე, რომელიც სააკაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა!

რაფაელ გლუქსმანი, როგორც ჩანს, ძალიან არის დაახლოებული ხელისუფლებასთან. "მან არ ისურვა ქართულ ოპოზიციაში ერთადერთ "ფრანგს" შეხვედროდა", - ამბობს ზურაბიშვილი. "და რადგან ის იმ ადამიანის მეუღლეა, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრიც, მართლაც არ იცოდა მან არაფერი პოლიციის ექსცესებზე, წამებაზე ციხეებში და უმძიმეს მდგომარეობაზე ადამიანის უფლებების სფეროში?" თავად გლუქსმანი აცხადებს, რომ დარწმუნებულია საქართველოს "ევროპულ ბედისწერაში", და ამტკიცებს, რომ ცდილობდა დემოკრატიის ხელშეწყობას სახელმწიფოში "ყველა დონეზე".

ყველა შემთხვევაში, მან შეძლო ამაში ბერნარ კუშნერის დარწმუნება, რომელმაც Libération-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფრანგ ივანიშვილს ბრალს სდებდა იმაში, რომ ძირს უთხრის "პოლიტიკურ პროცესს და დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ შექმნილ ინსტიტუტებს". საქართველოში ფრანგი ფრანგს უპირისპირდება.

ანა დესტაკიანი

foreignpress.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა