სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს
ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს

ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ 600 ათას მო­ქა­ლა­ქეს სო­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვა­თებ­სა და და­ზღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით დრო­ე­ბით პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს "ზედ­მეტ ტვირ­თად" 2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლე­ო­ბით 25 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე, მო­მა­ვალ წელს კი 78 მი­ლი­ო­ნი ლარი "აჰ­კი­და".

"ეს მოხ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ და სა­ბი­უ­ჯე­ტო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დარ­ღვე­ვით. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­მაა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვა არაა ის, რომ ხარ­ჯე­ბი თა­ვის თავ­ზე აი­ღოს მა­შინ, როცა ხარ­ჯე­ბის წყა­რო არ არ­სე­ბობს. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ხარ­ჯის გა­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პარ­ლა­მენტს კი ასე­თი კა­ნო­ნი არ მი­უ­ღია", - აღ­ნიშ­ნა ხა­დურ­მა.

მი­ნის­ტრის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს წინა პრე­მი­ე­რის მიერ 19 ოქ­ტომ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა რომც არ გა­ე­უქ­მე­ბი­ნა, ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი­სა და და­ზღვე­ვის პროგ­რა­მე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯებს მა­ინც ვერ გას­ცემ­და.

"2012 წლის ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი წე­რია და ამი­ტო­მაც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და", - დას­ძი­ნა მი­ნის­ტრმა.

რაც შე­ე­ხე­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის მიზ­ნით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვას, ხა­დუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თუ ვინ­მეს მას­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მისი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის გა­გე­ბა ძნე­ლი არ იყო. "თუ ვინ­მეს სა­უბ­რის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, 19 ოქ­ტომ­ბრის­თვის ყვე­ლამ იცო­და, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი იქ­ნე­ბო­და და ჩემი ტე­ლე­ფო­ნის გა­გე­ბა ძნე­ლი არ იყო", - აღ­ნიშ­ნა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა.

ნო­დარ ხა­დუ­რი გა­მო­სა­ვალს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შეკ­რე­ბა­სა და მის მიერ დე­და­ქა­ლა­ქის 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­ში იმ პა­რა­მეტ­რე­ბის აღ­დგე­ნა­ში ხე­დავს, რო­მე­ლიც 2012 წლის 19 ოქ­ტომ­ბრამ­დე არ­სე­ბობ­და. "უნდა აღ­დგეს ის სტა­ტუს ქვო, რო­მე­ლიც იქამ­დე არ­სე­ბობ­და, ვიდ­რე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ პროგ­რა­მე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის­თვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და", - აღ­ნიშ­ნა ხა­დურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს

ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს

ვანო მერაბიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 600 ათას მოქალაქეს სოციალურ შეღავათებსა და დაზღვევასთან დაკავშირებით დროებით პრობლემა შეექმნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს "ზედმეტ ტვირთად" 2012 წლის განმავლობაში დაახლეობით 25 მილიონ ლარამდე, მომავალ წელს კი 78 მილიონი ლარი "აჰკიდა".

"ეს მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ და საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამაა. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა არაა ის, რომ ხარჯები თავის თავზე აიღოს მაშინ, როცა ხარჯების წყარო არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, პარლამენტს კი ასეთი კანონი არ მიუღია", - აღნიშნა ხადურმა.

მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილს წინა პრემიერის მიერ 19 ოქტომბერს მიღებული დადგენილება რომც არ გაეუქმებინა, ცენტრალური ბიუჯეტი თბილისელების სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამებისთვის საჭირო ხარჯებს მაინც ვერ გასცემდა.

"2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი პროგრამების შესახებ არაფერი წერია და ამიტომაც ეს შეუძლებელი იქნებოდა", - დასძინა მინისტრმა.

რაც შეეხება შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების მიზნით მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე თბილისის მერის, გიგი უგულავას ინიციატივას, ხადურის განცხადებით, თუ ვინმეს მასთან საუბრის სურვილი ჰქონდა, მისი ტელეფონის ნომრის გაგება ძნელი არ იყო. "თუ ვინმეს საუბრის სურვილი ჰქონდა, 19 ოქტომბრისთვის ყველამ იცოდა, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იქნებოდა და ჩემი ტელეფონის გაგება ძნელი არ იყო", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადური გამოსავალს თბილისის საკრებულოს შეკრებასა და მის მიერ დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში იმ პარამეტრების აღდგენაში ხედავს, რომელიც 2012 წლის 19 ოქტომბრამდე არსებობდა. "უნდა აღდგეს ის სტატუს ქვო, რომელიც იქამდე არსებობდა, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამ პროგრამების ცენტრალური ბიუჯეტისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა", - აღნიშნა ხადურმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა