მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დარჩიაშვილი - "პრეზიდენტის ფრენა სახელმწიფოებრივ საქმედ მიმაჩნია"
დავით დარჩიაშვილი - "პრეზიდენტის ფრენა სახელმწიფოებრივ საქმედ მიმაჩნია"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ფრე­ნას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მედ მი­იჩ­ნევს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­პუ­ტატ­მა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბას პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თე­ბუ­ლად არ თვლის.

"პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე და პრე­ზი­დენ­ტის ხარ­ჯე­ბი არის ქვეყ­ნის შემ­დგა­რო­ბის ერთ-ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მეს­მის, რომ ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. მას აქვს ბიზ­ნე­სის გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ცოტა სხვა რამ არის. ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს არ­გუ­მენ­ტე­ბი, რა ხარ­ჯებს მი­იჩ­ნევს ის ზედ­მე­ტად. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რა­ღა­ცა­ში მის არ­გუ­მენ­ტებს ლო­გი­კა ჰქონ­დეს, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს რომ სჭირ­დე­ბა სა­ჯა­რო, სა­ე­რო თუ სა­ეკ­ლე­სიო შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იაფი არ ჯდე­ბა, ეს ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს. პრე­ზი­დენ­ტის ფრე­ნაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მედ მი­მაჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან ძა­ლი­ან დიდი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ჩვენ მკვეთ­რად შე­ვამ­ცი­რებთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბას, რად­გან მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯე­ბია. 800 000 ლარი მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დის­თვის გა­მო­ი­ყო. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­დას იგ­რძე­ლებს, ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ­ხე­ლა თან­ხას მო­იხ­მარს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ამ­ხე­ლა ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჯერ მხო­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად 800 000 ლარი ირი­ცხე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვის შე­ნახ­ვა­ზე, პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვის ხარ­ჯე­ბი ჯერ ისევ არ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა და შე­იკ­ვე­ცე­ბა ბევ­რი ხარ­ჯი. შე­სა­ბა­მი­სად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­დებს, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ით ისარ­გებ­ლოს, რო­მე­ლიც, ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე და­ლუ­ქუ­ლია და მას ისე­თი­ვე ფარ­თო­ბი უკა­ვია, რო­გორც პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცი­ას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­წო­დე­ბის გარ­და მთავ­რო­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს ყვე­ლა ბერ­კეტს, რათა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ზღუ­დოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დავით დარჩიაშვილი - "პრეზიდენტის ფრენა სახელმწიფოებრივ საქმედ მიმაჩნია"

დავით დარჩიაშვილი - "პრეზიდენტის ფრენა სახელმწიფოებრივ საქმედ მიმაჩნია"

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის ფრენას სახელმწიფოებრივ საქმედ მიიჩნევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას პრეზიდენტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით მართებულად არ თვლის.

"პრეზიდენტის სასახლე და პრეზიდენტის ხარჯები არის ქვეყნის შემდგარობის ერთ-ერთი მაჩვენებელი. მესმის, რომ ბატონ ივანიშვილს სახელმწიფოს მშენებლობასთან შეხება არ ჰქონია. მას აქვს ბიზნესის გამოცდილება და სახელმწიფო ცოტა სხვა რამ არის. ჩამოაყალიბოს არგუმენტები, რა ხარჯებს მიიჩნევს ის ზედმეტად. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცაში მის არგუმენტებს ლოგიკა ჰქონდეს, თუმცა სახელმწიფოს რომ სჭირდება საჯარო, საერო თუ საეკლესიო შენობები, რომლებიც იაფი არ ჯდება, ეს ყველას უნდა ესმოდეს. პრეზიდენტის ფრენაც სახელმწიფოებრივ საქმედ მიმაჩნია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

როგორც ივანიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მომსახურებაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც დაუშვებელია.

"ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. სააკაშვილი, რომელიც ვადას იგრძელებს, ბიუჯეტიდან ამხელა თანხას მოიხმარს. ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 800 000 ლარი ირიცხება, სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე, პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ ისევ არ გვაქვს გარკვეული", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, ასეთი ტიპის დაფინანსებები აღარ იქნება და შეიკვეცება ბევრი ხარჯი. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს მოუწოდებს, მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით ისარგებლოს, რომელიც, ივანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დალუქულია და მას ისეთივე ფართობი უკავია, როგორც პრემიერ მინისტრის რეზიდენციას.

მისივე განმარტებით, მოწოდების გარდა მთავრობა კანონის ფარგლებში გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა პრეზიდენტის სასახლის დაფინანსება მაქსიმალურად შეიზღუდოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა