საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიზბარ ჯაველიძე: "არსებობს ფოტო, როგორ მიათრევენ ზურაბ ჟვანიას ცხედარს"
ელიზბარ ჯაველიძე: "არსებობს ფოტო, როგორ მიათრევენ ზურაბ ჟვანიას ცხედარს"

აკა­დე­მი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი, "სა­ხალ­ხო კრე­ბის" წევ­რი, ბა­ტო­ნი ელიზ­ბარ ჯა­ვე­ლი­ძე ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ხანს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს და­დე­ბი­თად აფა­სებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს:

- სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბა "ვა­ტერ(პო)ლოო, ანუ აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებს" მახ­სე­ნებს, სა­დაც მოქ­მე­დი გმი­რე­ბი წყალ­ბურ­თის თა­მა­ში­სას წყალ­ქვეშ ერ­თმა­ნეთს ამ­ტვრე­ვენ, ზე­მოთ კი გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით და­ცუ­რა­ვენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­საც თა­ვე­ბი აწე­უ­ლი აქვთ და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად კლა­ვენ და ფატ­რა­ვენ ადა­მი­ა­ნებს. ასეა, არ არ­სე­ბობს სი­ბინ­ძუ­რე, სა­ა­კაშ­ვილს ხელი რომ არ ჰქონ­დეს მო­წე­რი­ლი...

20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­რუბ­ლულ ზე­ცას გავ­ყუ­რებ­დი, ყო­ველ­თვის მო­წყე­ნი­ლი ვი­ყა­ვი, არც ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის მჯე­რო­და, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ცაც გა­იხ­სნა. სხვა­თა შო­რის, ბო­ლომ­დე მა­ინც არ მჯე­რო­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით დათ­მობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არც თმობ­და, გარე ფაქ­ტო­რე­ბი რომ არ ჩა­რე­უ­ლი­ყო. ღმერ­თმა გვიშ­ვე­ლა, თო­რემ ესე­ნი კი­დევ რომ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სის­ხლის კა­ლოს და­ა­ყე­ნებ­დნენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხე­ლახ­ლა რომ ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, ნაც­მოძ­რა­ო­ბა 5-პრო­ცენ­ტი­ან ბა­რი­ერს ვერ გა­და­ლა­ხავს. ძა­ლი­ან მალე, რო­გორც "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი" გაქ­რა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" აღარ იარ­სე­ბებს. მო­ვი­თხოვ ნაც­მოძ­რა­ო­ბის დაშ­ლას, აკ­რძალ­ვას, რად­გან ისე ყოყლო­ჩი­ნო­ბენ ეს ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი, თით­ქოს მე ვიყო მკვლე­ლი და ესე­ნი ან­გე­ლო­ზე­ბი. ახა­ლა­ი­ე­ბის მამა, რომ­ლის ოჯა­ხიც მა­მა­ბუ­დი­ა­ნად სა­დის­ტე­ბი არი­ან, პარ­ლა­მენ­ტში ისე ამა­ყად ზის და იცი­ნის, თით­ქოს მე ვხო­ცავ­დი ცი­ხე­ში თუ ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნებს. მარ­თა­ლია, ეს ნერ­ვი­უ­ლი სი­ცი­ლია, მაგ­რამ თავ­ხე­დუ­რი და კად­ნი­ე­რი. ან რას ჰგავს გა­ბაშ­ვი­ლის და ხა­ჩი­ძის ზე­კად­ნი­ე­რი თავ­ხე­დო­ბით გა­მოს­ვლა?! სირ­ცხვი­ლია პარ­ლა­მენ­ტში ამ ხალ­ხის ჯდო­მა. არა უშავს, ძა­ლი­ან მალე გა­მომ­ზე­ურ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ და­ნა­შა­უ­ლებს სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტანს და ყვე­ლას თა­ვი­სი მი­ე­ზღვე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბა­რა­მი­ძეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ამო­წყვე­ტის­თვის. მარ­თა­ლია, უარ­ყოფს, მაგ­რამ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს გვაქვს ნა­ნა­ხი კად­რე­ბი და თვა­ლებ­და­თხრი­ლი არ ვართ. ბა­რა­მი­ძე ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც უარ­ყოფს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მალე იხი­ლავს.

- ნუთუ მარ­თლა არ­სე­ბობს ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი?

- რა თქმა უნდა. ფო­ტოც არ­სე­ბობს, რო­გორ მი­ათ­რე­ვენ სწო­რედ ეგ ადა­მი­ა­ნე­ბი ჟვა­ნი­ას ცხე­დარს. ეს ფოტო და კად­რე­ბი აქვს ჩემს ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ვენ­დო­ბი. ხოლო ისი­ნი, ვინც თა­ვის დრო­ზე ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, ყვე­ლა სა­ი­ქი­ოს გა­ის­ტუმ­რეს. მა­გა­ლი­თად, გე­ნე­რა­ლი დუმ­ბა­ძე, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს, ბონ­დო შა­ლი­კი­ან­საც ასე­თი­ვე ბედი ეწია. ეს მკვლე­ლო­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რაა, ასე მოქ­მე­დებ­დნენ და დღე­საც ასე მოქ­მე­დე­ბენ. ისი­ნი მკვლე­ლო­ბე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ, რად­გან და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მით იყ­ვნენ შე­პყრო­ბილ­ნი. გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბაც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს - რო­გორ თავ­ხე­დუ­რად, დღი­სით, მზი­სით, შუ­ა­გულ დე­და­ქა­ლაქ­ში მოკ­ლეს. მიც­ვა­ლე­ბულს 2 სა­ა­თი ხელი არ ახ­ლეს და ხალ­ხს აყუ­რე­ბი­ნეს, რომ კარ­გად და­ე­ში­ნე­ბი­ნათ. ან რა­ტომ მოკ­ლეს, ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი თუ რა? გუ­რამ შა­რა­ძის ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი იყო ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი გუნ­დით რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ერთ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო აღარ იარ­სე­ბებ­და. მას და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი. ხალ­ხს და­ა­კარ­გვი­ნეს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და ვირ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბას მი­აჩ­ვი­ეს. სა­ა­კაშ­ვი­ლის აღმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სიც ვი­რტუ­ა­ლუ­რი გახ­ლდათ. ამა­ში და­სავ­ლე­თიც ხელს უწყობ­და, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი მათი პრო­ექ­ტია და დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს. არა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა კი არა, პირ­წა­ვარ­დნი­ლი ტი­რა­ნია.

- ანუ აშშ-ს პრო­ექ­ტი ჩა­უ­ვარ­და?

- ამე­რი­კამ კარ­გად იცის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტი­რა­ნი და სის­ხლის­მსმე­ლია, მაგ­რამ ამას არ აღი­ა­რებს, რად­გან მათ რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კაცი, რო­მე­ლიც ამ უზ­ნე­ო­ბას ებ­რძვის. მარ­თა­ლია, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს არად და­გი­დე­ვენ, მაგ­რამ თვი­თონ ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რია კარ­გი - მას ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი სა­ქარ­თვე­ლო. რაც მთა­ვა­რია, ოჯა­ხის წე­სი­ე­რე­ბა უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე აჰ­ყავს. მის­თვის ზნე­ო­ბა, სი­მარ­თლე და ყო­ველ­გვა­რი მი­კიბვ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე პირ­ში თქმაა უმ­თავ­რე­სი.

- ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბა მა­ინც რი­ხი­ა­ნად არის...

- რო­დე­საც მში­შა­რა კაცი წყვდი­ად­ში მარ­ტო გა­დის, ჰეი-ჰეის ყვი­რის და ამით თავ­საც იი­მე­დებს და ჰგო­ნია, რომ ვი­ღა­ცა­საც აფრ­თხობს. ქა­თამს თავს რომ წა­აც­ლი, ერთ სა­ათს კი­დევ ფარ­თხა­ლებს - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ზუს­ტად ასე ფარ­თხა­ლებს. თუმ­ცა ესე­ნი მა­ინც სა­ში­ში არი­ან, რად­გან კუ­თხე­ში არი­ან მიმ­წყვდე­უ­ლი. ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა ის არის, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ი­ძა­ხის, ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა და დე­მოკ­რა­ტია დავ­ნერ­გეო... ეგე­ნი მას­წავ­ლი­ან, რა არის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა?! მათ ჰგო­ნი­ათ, და ძმას­თან რომ დაწ­ვე­ბა და მამა-შვილ­თან, ეს არის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა, რე­ა­ლუ­რად კი უწიგ­ნუ­რე­ბი არი­ან, და რომ ჰკი­თხო, ვინ არის ში­ლე­რი ან დან­ტე ალი­გი­ე­რი, ვერ გი­პა­სუ­ხე­ბენ. ან რას ეძა­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას, უცხო ენე­ბის ცოდ­ნას?! სა­ა­კაშ­ვილ­მა რო­გორც ქარ­თუ­ლი ენა "იცის", ისე ეცო­დი­ნე­ბა სხვა ენე­ბიც. თა­მაზ წივ­წი­ვა­ძემ გა­მო­უქ­ვეყ­ნა სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი "მარ­გა­ლი­ტე­ბი", სა­დაც ერ­თგვერ­დი­ან გან­ცხა­დე­ბა­ში უამ­რა­ვი შეც­დო­მა ჰქონ­და დაშ­ვე­ბუ­ლი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ ნამ­დვი­ლად იცო­და ინ­გლი­სუ­რიც, გერ­მა­ნუ­ლიც და კი­დევ სხვა ენე­ბიც, თან ისეთ დო­ნე­ზე, რომ მსოფ­ლიო პო­ე­ზია თარ­გმნა, მაგ­რამ უცხო­ელს ქარ­თუ­ლად, თარ­ჯი­მა­ნის თან­ხლე­ბით ესა­უბ­რე­ბო­და.

- რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი?

- სა­ა­კაშ­ვილს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ და ვიცი, რომ ის არაფ­რის დამთმო­ბი და არ­სად წამ­სვლე­ლი არ არის. საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დაც რომ გა­უ­ვა, თუ არ მი­აბ­რძა­ნე, ისე არ წავა! იან­ვარ­ში ეწუ­რე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა, მაგ­რამ კონ­სტი­ტუ­ცია ისე კარ­გად აქვს მორ­გე­ბუ­ლი, ვე­რა­ფერს და­აკ­ლებ. არა­და, იღუ­პე­ბა ქვე­ყა­ნა, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის დარ­ჩე­ნა, კი­დევ ათას უბე­დუ­რე­ბას ჩა­ი­დენს. ამი­ტომ სას­წრა­ფოდ იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხია წა­მო­სა­წე­ვი.

- ბა­ტო­ნო ელიზ­ბარ, თქვენ თა­ვი­დან­ვე აკ­რი­ტი­კებ­დით თა­ნა­მედ­რო­ვე. ე.წ. შუ­შის არ­ქი­ტექ­ტუ­რას...

- არ არის გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი? იუს­ტი­ცი­ის ახა­ლი სახ­ლი ურჩხულს ჰგავს, ის "პამ­პერ­სი" ხი­დიც რომ უად­გი­ლო ად­გილ­ზე დგას, ესეც ყვე­ლამ იცის. ძველ თბი­ლის­ში, აშ­პაშ­ხა­ნის­კენ რომ გა­ვი­სე­ირ­ნებ, არ უნდა მე­ჩხი­რე­ბო­დეს თვალ­ში ეს შუ­შის კონ­სტრუქ­ცია. ან რა შუ­შა­მა­ნია და­ე­მარ­თათ, ამით ევ­რო­პას გა­აკ­ვირ­ვე­ბენ?! ან რას ნიშ­ნავს პო­ლი­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლე შე­ნო­ბე­ბი? ასე­თი გამჭვირ­ვა­ლე პო­ლი­ტი­კა აქვთ? სარ­დაფ­ში ჩა­ვიდ­ნენ და ნა­ხონ, სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი რომ დგას. რო­გორც მი­თხრეს, ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა გა­უ­საძ­ლი­სია, ჰა­ე­რი არ მოძ­რა­ობს. მის კონ­დი­ცი­რე­ბა­ში კი დღე­ში იმ­დე­ნი თან­ხა იხარ­ჯე­ბა, რამ­დე­ნიც მთელ ლან­ჩხუ­თის რა­ი­ონს ეყო­ფა.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ელიზბარ ჯაველიძე: "არსებობს ფოტო, როგორ მიათრევენ ზურაბ ჟვანიას ცხედარს"

ელიზბარ ჯაველიძე: "არსებობს ფოტო, როგორ მიათრევენ ზურაბ ჟვანიას ცხედარს"

აკადემიკოსი, პროფესორი, "სახალხო კრების" წევრი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძე ქვეყანაში ბოლო ხანს მომხდარ მოვლენებს დადებითად აფასებს, თუმცა საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს:

- სააკაშვილის პოლიტიკა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა "ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენით სამუშაოებს" მახსენებს, სადაც მოქმედი გმირები წყალბურთის თამაშისას წყალ­ქვეშ ერთმანეთს ამტვრევენ, ზემოთ კი გაღიმებული სახეებით დაცურავენ. სააკაშვილის ხელისუფლების წევრებსაც თავები აწეული აქვთ და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად კლავენ და ფატრავენ ადამიანებს. ასეა, არ არსებობს სიბინძურე, სააკაშვილს ხელი რომ არ ჰქონდეს მოწერილი...

20 წლის განმავლობაში მოღრუბლულ ზეცას გავყურებდი, ყოველთვის მოწყენილი ვიყავი, არც ოცნებების ახდენის მჯეროდა, მაგრამ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და ცაც გაიხსნა. სხვათა შორის, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი არჩევნების გზით დათმობდა ხელისუფლებას, არც თმობდა, გარე ფაქტორები რომ არ ჩარეულიყო. ღმერთმა გვიშველა, თორემ ესენი კიდევ რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, სისხლის კალოს დააყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ხელახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, ნაცმოძრაობა 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. ძალიან მალე, როგორც "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა, "ნაციონალური მოძრაობაც" აღარ იარსებებს. მოვითხოვ ნაცმოძრაობის დაშლას, აკრძალვას, რადგან ისე ყოყლოჩინობენ ეს ვითომ ოპოზიციონერები, თითქოს მე ვიყო მკვლელი და ესენი ანგელოზები. ახალაიების მამა, რომლის ოჯახიც მამაბუდიანად სადისტები არიან, პარლამენტში ისე ამაყად ზის და იცინის, თითქოს მე ვხოცავდი ციხეში თუ ქუჩაში ადამიანებს. მართალია, ეს ნერვიული სიცილია, მაგრამ თავხედური და კადნიერი. ან რას ჰგავს გაბაშვილის და ხაჩიძის ზეკადნიერი თავხედობით გამოსვლა?! სირცხვილია პარლამენტში ამ ხალხის ჯდომა. არა უშავს, ძალიან მალე გამომზეურდება დოკუმენტები, რომლებიც მათ დანაშაულებს სააშკარაოზე გამოიტანს და ყველას თავისი მიეზღვება. მაგალითად, ბარამიძეს აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტისთვის. მართალია, უარყოფს, მაგრამ მთელ საქართველოს გვაქვს ნანახი კადრები და თვალებდათხრილი არ ვართ. ბარამიძე ჟვანიას მკვლელობაში თანამონაწილეობასაც უარყოფს, მაგრამ არსებობს ამის დამადასტურებელი კადრები, რომელსაც საზოგადოება ძალიან მალე იხილავს.

- ნუთუ მართლა არსებობს ჟვანიას მკვლელობის ამსახველი კადრები?

- რა თქმა უნდა. ფოტოც არსებობს, როგორ მიათრევენ სწორედ ეგ ადამიანები ჟვანიას ცხედარს. ეს ფოტო და კადრები აქვს ჩემს ახლობელ ადამიანს, რომელსაც ვენდობი. ხოლო ისინი, ვინც თავის დროზე ჟვანიას მკვლელობაზე ალაპარაკდნენ, ყველა საიქიოს გაისტუმრეს. მაგალითად, გენერალი დუმბაძე, რომელიც საეჭვო ვითარებაში მოკლეს, ბონდო შალიკიანსაც ასეთივე ბედი ეწია. ეს მკვლელობები სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა, ასე მოქმედებდნენ და დღესაც ასე მოქმედებენ. ისინი მკვლელობებით ერთობოდნენ, რადგან დაუსჯელობის სინდრომით იყვნენ შეპყრობილნი. გურამ შარაძის მკვლელობაც ამაზე მეტყველებს - როგორ თავხედურად, დღისით, მზისით, შუაგულ დედაქალაქში მოკლეს. მიცვალებულს 2 საათი ხელი არ ახლეს და ხალხს აყურებინეს, რომ კარგად დაეშინებინათ. ან რატომ მოკლეს, ფინანსურ მაქინაციებში იყო გახვეული თუ რა? გურამ შარაძის ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ საქართველო უყვარდა. სააკაშვილი თავისი გუნდით რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ერთ წელიწადში საქართველო აღარ იარსებებდა. მას დავალებული ჰქონდა ქართველი ხალხის გენოციდი. ხალხს დააკარგვინეს კრიტიკული აზროვნება და ვირტუალურ გარემოში ცხოვრებას მიაჩვიეს. სააკაშვილის აღმშენებლობის პროცესიც ვი­რტუალური გახლდათ. ამაში დასავლეთიც ხელს უწყობდა, რადგან სააკაშვილი მათი პროექტია და დემოკრატიის შუქურადაც გამოაცხადეს. არადა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა კი არა, პირწავარდნილი ტირანია.

- ანუ აშშ-ს პროექტი ჩაუვარდა?

- ამერიკამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი ტირანი და სისხლისმსმელია, მაგრამ ამას არ აღიარებს, რადგან მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. საბედნიეროდ, მოვიდა ხელისუფლებაში კაცი, რომელიც ამ უზნეობას ებრძვის. მართალია, "ქართულ ოცნებაში" არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს არად დაგიდევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილის ფაქტორია კარგი - მას ძალიან უყვარს თავისი საქართველო. რაც მთავარია, ოჯახის წესიერება უმაღლეს საფეხურზე აჰყავს. მისთვის ზნეობა, სიმართლე და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირში თქმაა უმთავრესი.

- ოპოზიციაში გადასული ნაცმოძრაობა მაინც რიხიანად არის...

- როდესაც მშიშარა კაცი წყვდიადში მარტო გადის, ჰეი-ჰეის ყვირის და ამით თავსაც იიმედებს და ჰგონია, რომ ვიღაცასაც აფრთხობს. ქათამს თავს რომ წააცლი, ერთ საათს კიდევ ფართხალებს - სააკაშვილის ხელისუფლებაც ზუსტად ასე ფართხალებს. თუმცა ესენი მაინც საშიში არიან, რადგან კუთხეში არიან მიმწყვდეული. ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ყველაზე სასაცილო და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა ის არის, როდესაც სააკაშვილი გაიძახის, ევროპული კულტურა და დემოკრატია დავნერგეო... ეგენი მასწავლიან, რა არის ევროპული კულტურა?! მათ ჰგონიათ, და ძმასთან რომ დაწვება და მამა-შვილთან, ეს არის ევროპული კულტურა, რეალურად კი უწიგნურები არიან, და რომ ჰკითხო, ვინ არის შილერი ან დანტე ალიგიერი, ვერ გიპასუხებენ. ან რას ეძახიან განათლებას, უცხო ენების ცოდნას?! სააკაშვილმა როგორც ქართული ენა "იცის", ისე ეცოდინება სხვა ენებიც. თამაზ წივწივაძემ გამოუქვეყნა სააკაშვილს თავისი "მარგალიტები", სადაც ერთგვერდიან განცხადებაში უამრავი შეცდომა ჰქონდა დაშვებული. ზვიად გამსახურდიამ ნამდვილად იცოდა ინგლისურიც, გერმანულიც და კიდევ სხვა ენებიც, თან ისეთ დონეზე, რომ მსოფლიო პოეზია თარგმნა, მაგრამ უცხოელს ქართულად, თარჯიმანის თანხლებით ესაუბრებოდა.

- როგორ განვითარდება მოვლენები?

- სააკაშვილს ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი, რომ ის არაფრის დამთმობი და არსად წამსვლელი არ არის. საპრეზიდენტო ვადაც რომ გაუვა, თუ არ მიაბრძანე, ისე არ წავა! იანვარში ეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაგრამ კონსტიტუცია ისე კარგად აქვს მორგებული, ვერაფერს დააკლებ. არადა, იღუპება ქვეყანა, არ შეიძლება სააკაშვილის დარჩენა, კიდევ ათას უბედურებას ჩაიდენს. ამიტომ სასწრაფოდ იმპიჩმენტის საკითხია წამოსაწევი.

- ბატონო ელიზბარ, თქვენ თავიდანვე აკრიტიკებდით თანამედროვე. ე.წ. შუშის არქიტექტურას...

- არ არის გასაკრიტიკებელი? იუსტიციის ახალი სახლი ურჩხულს ჰგავს, ის "პამპერსი" ხიდიც რომ უადგილო ადგილზე დგას, ესეც ყველამ იცის. ძველ თბილისში, აშპაშხანისკენ რომ გავისეირნებ, არ უნდა მეჩხირებოდეს თვალში ეს შუშის კონსტრუქცია. ან რა შუშამანია დაემართათ, ამით ევროპას გააკვირვებენ?! ან რას ნიშნავს პოლიციის გამჭვირვალე შენობები? ასეთი გამჭვირვალე პოლიტიკა აქვთ? სარდაფში ჩავიდნენ და ნახონ, სისხლის გუბეები რომ დგას. როგორც მითხრეს, ქუთაისის პარლამენტში ყოფნა გაუსაძლისია, ჰაერი არ მოძრაობს. მის კონდიცირებაში კი დღეში იმდენი თანხა იხარჯება, რამდენიც მთელ ლანჩხუთის რაიონს ეყოფა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა