სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი - "პრეზიდენტის სასახლე მე მეკუთვნის, მაგრამ მისით სარგებლობას არ ვაპირებ"
ივანიშვილი - "პრეზიდენტის სასახლე მე მეკუთვნის, მაგრამ მისით სარგებლობას არ ვაპირებ"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წო­დებს, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ით ისარ­გებ­ლოს. რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან ძა­ლი­ან დიდი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ჩვენ მკვეთ­რად შე­ვამ­ცი­რებთ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბას, რად­გან მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯე­ბია. 800 000 ლარი მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დის­თვის გა­მო­ი­ყო. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­დას იგ­რძე­ლებს, ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ­ხე­ლა თან­ხას მო­იხ­მარს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ამ­ხე­ლა ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჯერ მხო­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად 800 000 ლარი ირი­ცხე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვის შე­ნახ­ვა­ზე, პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვის ხარ­ჯე­ბი ჯერ ისევ არ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ივა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ მო­მა­ვალ­ში რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბას არ აპი­რებს, რად­გან, მისი თქმით, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში ასე­თი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი შე­ნო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა არ შე­დის. "ის სა­სახ­ლე მო­მა­ვალ­ში, რო­გორც ქვეყ­ნის პირ­ველ პირს, მე მე­კუთ­ვნის და მე არ ვა­პი­რებ იმ სა­სახ­ლით სარ­გებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ივანიშვილი - "პრეზიდენტის სასახლე მე მეკუთვნის, მაგრამ მისით სარგებლობას არ ვაპირებ"

ივანიშვილი - "პრეზიდენტის სასახლე მე მეკუთვნის, მაგრამ მისით სარგებლობას არ ვაპირებ"

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით ისარგებლოს. როგორც ივანიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მომსახურებაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც დაუშვებელია.

"ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. სააკაშვილი, რომელიც ვადას იგრძელებს, ბიუჯეტიდან ამხელა თანხას მოიხმარს. ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 800 000 ლარი ირიცხება, სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე, პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ ისევ არ გვაქვს გარკვეული", - განაცხადა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა განმარტა, რომ მომავალში როგორც ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციით სარგებლობას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებში ასეთი ფეშენებელური შენობის მომსახურება არ შედის.  "ის სასახლე მომავალში, როგორც ქვეყნის პირველ პირს, მე მეკუთვნის და მე არ ვაპირებ იმ სასახლით სარგებლობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"