პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაუსხლტნენ ახალაიები "შავნაბადას" ალყას და რა მიზნით შეუგროვეს ფული ადეიშვილს ახლობლებმა
როგორ დაუსხლტნენ ახალაიები "შავნაბადას" ალყას და რა მიზნით შეუგროვეს ფული ადეიშვილს ახლობლებმა

ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე ვრცელ­დე­ბა, კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ ქვე­ყა­ნა საკ­მა­ოდ დიდ საფრ­თხეს გა­და­ურ­ჩა...

რო­გორც სან­დო წყა­რომ გვი­ამ­ბო, სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, პრე­ზი­დენტს კა­ბი­ნეტ­ში და­უ­ბა­რე­ბია შს მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და უთ­ქვამს, - თუნ­დაც ცოტა ხნით, მაგ­რამ ორი­ვე ცი­ხე­ში უნდა ჩაჯ­დე­თო: - ასე სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს იმიჯს, რად­გან მთელ­მა მსოფ­ლი­ომ და­ი­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში და ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გვა­პა­ტი­ებს, - გა­ნუ­ცხა­დე­ბია სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვილ­მა "დრო­ე­ბით პა­ტიმ­რო­ბა­ზე" თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, ოღონდ თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი წა­მო­უ­ყე­ნა, მაგ­რამ პრე­ზი­დენტს სათ­ქმე­ლი ბო­ლომ­დეც არ და­ამ­თავ­რე­ბი­ნა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, რო­მე­ლიც "შე­მო­თა­ზე­ბას" სას­ტი­კად გა­უ­ღი­ზი­ა­ნე­ბია და სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტი ხმა­უ­რით და­უ­ტო­ვე­ბია.

იმა­ვე წყა­როს თქმით, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით, თავ­დას­ხმა უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად წყნეთ­ში ერთ-ერთი მათ­გა­ნის აგა­რაკ­ზე ქე­ი­ფობ­დნენ. ოპე­რა­ცია "შავ­ნა­ბა­დას" ბა­ტა­ლი­ო­ნის სპეც­რაზმს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

შე­ი­მუ­შა­ვეს სქე­მა, თუ რო­გორ და­ა­კა­ვებ­დნენ მო­ძა­ლა­დე მი­ნის­ტრებს. ით­ქვა, რომ ამის და­გეგ­მვა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და: აგა­რა­კის­თვის ალყა უნდა შე­მო­ერ­ტყათ, რა­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი აც­ნო­ბებ­და... მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ მა­ლე­ვე გა­ჟო­ნა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­ნა­ფიქ­რის შე­სა­ხებ ვი­ღა­ცამ ბაჩო ახა­ლა­ი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. მან კი, კუდ-ის უფ­როსს, სოსო თო­ფუ­რი­ძეს და­უ­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

"რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ათამ­დე პი­კა­პი წყნეთ­ში ახა­ლა­ი­ე­ბის აგა­რაკ­თან გაჩ­ნდა. ამ დროს კი წყნე­თის ტყე "შავ­ნა­ბა­დას" სპეც­რაზ­მე­ლე­ბით იყო სავ­სე... როცა მათ მე­თა­ურს ახა­ლა­ი­ე­ბის აგა­რაკ­თან კუდ-ის პი­კა­პე­ბი და­უ­ნა­ხავს, მიმხვდა­რა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცე­ცხლს გახ­სნიდ­ნენ და პრე­ზი­დენ­ტის­თვის ალ­ყის მოხ­სნის ნე­ბარ­თვა უთხო­ვია", - ამ­ბობს ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო.

1-ლი ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს, როცა ექ­სიტ­პო­ლე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბა გა­ცხად­და, ახა­ლა­ი­ე­ბი და თო­ფუ­რი­ძე "მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად" შაშ­კინ­თან შე­ვიდ­ნენ: მათი გეგ­მით, თბი­ლის­სა და რამ­დე­ნი­მე დიდი ქა­ლა­ქის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან, ინ­ცი­დენ­ტე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში უნდა გა­დაზ­რდი­ლი­ყო; ქვე­ყა­ნა­ში წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად, სხვა ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან ერ­თად, "დამ­ხმა­რე ძა­ლას" თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრიც გა­მოგ­ზავ­ნი­და, შემ­დგომ კი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მო­იქ­ცე­ოდ­ნენ. მაგ­რამ შაშ­კინს უპა­სუ­ხია, რომ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­თან­ხმდე­ბო­და, თუ ბრძა­ნე­ბას პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­ი­ღებ­და...

რო­გორც ყვე­ლამ ვნა­ხეთ, ახა­ლა­ი­ე­ბი არა­თუ და­კა­ვე­ბას გა­და­ურჩნენ, არა­მედ სამ­შობ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ტო­ვეს...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ ისიც გვაც­ნო­ბა, რომ "ზედ­მე­ტი სიმ­კაც­რით" ცნო­ბილ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი თან­ხა არ ჰქო­ნია და ახ­ლობ­ლებ­მა შე­უგ­რო­ვეს, რა­ზეც სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ხუმ­რე­ბია კი­დეც, რომ ბოლო დროს "პა­ტა­რა ახა­ლა­ი­ებ­მა" ის თა­ვი­ანთ ბრმა ია­რა­ღად აქ­ცი­ეს...

ნინო აფხა­ზა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ დაუსხლტნენ ახალაიები "შავნაბადას" ალყას და რა მიზნით შეუგროვეს ფული ადეიშვილს ახლობლებმა

როგორ დაუსხლტნენ ახალაიები "შავნაბადას" ალყას და რა მიზნით შეუგროვეს ფული ადეიშვილს ახლობლებმა

ვერსიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ვრცელდება, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქვეყანა საკმაოდ დიდ საფრთხეს გადაურჩა...

როგორც სანდო წყარომ გვიამბო, სექტემბრის მეორე ნახევარში, როცა ტელევიზიით ციხეში გადაღებული შემზარავი კადრები გავრცელდა, პრეზიდენტს კაბინეტში დაუბარებია შს მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უთქვამს, - თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ორივე ციხეში უნდა ჩაჯდეთო: - ასე სჭირდება სახელმწიფოს იმიჯს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ხდებოდა ქართულ ციხეებში და ამას საერთაშორისო საზოგადოება არ გვაპატიებს, - განუცხადებია სააკაშვილს თავისი მაღალჩინოსნებისთვის.

წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილმა "დროებით პატიმრობაზე" თანხმობა განაცხადა, ოღონდ თავისი პირობები წამოუყენა, მაგრამ პრეზიდენტს სათქმელი ბოლომდეც არ დაამთავრებინა ბაჩო ახალაიამ, რომელიც "შემოთაზებას" სასტიკად გაუღიზიანებია და სააკაშვილის კაბინეტი ხმაურით დაუტოვებია.

იმავე წყაროს თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტის დავალებით, თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო ბაჩო და დათა ახალაიებზე, რომლებიც უახლოეს მეგობრებთან ერთად წყნეთში ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე ქეიფობდნენ. ოპერაცია "შავნაბადას" ბატალიონის სპეცრაზმს უნდა შეესრულებინა.

შეიმუშავეს სქემა, თუ როგორ დააკავებდნენ მოძალადე მინისტრებს. ითქვა, რომ ამის დაგეგმვაში ვანო მერაბიშვილიც მონაწილეობდა: აგარაკისთვის ალყა უნდა შემოერტყათ, რასაც სახელისუფლებო ტელევიზიებში სპეციალური საინფორმაციო გამოშვება მოჰყვებოდა, რომლის მეშვეობითაც მომხდარის შესახებ საზოგადოებას თავად პრეზიდენტი აცნობებდა... მაგრამ ინფორმაციამ მალევე გაჟონა და სააკაშვილის ჩანაფიქრის შესახებ ვიღაცამ ბაჩო ახალაიას შეატყობინა. მან კი, კუდ-ის უფროსს, სოსო თოფურიძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა.

"რამდენიმე წუთში ათამდე პიკაპი წყნეთში ახალაიების აგარაკთან გაჩნდა. ამ დროს კი წყნეთის ტყე "შავნაბადას" სპეცრაზმელებით იყო სავსე... როცა მათ მეთაურს ახალაიების აგარაკთან კუდ-ის პიკაპები დაუნახავს, მიმხვდარა, რომ მათ წინააღმდეგ ცეცხლს გახსნიდნენ და პრეზიდენტისთვის ალყის მოხსნის ნებართვა უთხოვია", - ამბობს ჩვენი ინფორმაციის წყარო.

1-ლი ოქტომბრის ღამეს, როცა ექსიტპოლების წინასწარი შედეგებით, "ქართული ოცნების" გამარჯვება გაცხადდა, ახალაიები და თოფურიძე "მოსალაპარაკებლად" შაშკინთან შევიდნენ: მათი გეგმით, თბილისსა და რამდენიმე დიდი ქალაქის საარჩევნო უბნებთან, ინციდენტები შეიარაღებულ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო; ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, "დამხმარე ძალას" თავდაცვის მინისტრიც გამოგზავნიდა, შემდგომ კი სიტუაციის შესაბამისად მოიქცეოდნენ. მაგრამ შაშკინს უპასუხია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ ბრძანებას პრეზიდენტისგან მიიღებდა...

როგორც ყველამ ვნახეთ, ახალაიები არათუ დაკავებას გადაურჩნენ, არამედ სამშობლო მშვიდობიანად დატოვეს...

ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ ისიც გვაცნობა, რომ "ზედმეტი სიმკაცრით" ცნობილ ზურაბ ადეიშვილს ქვეყნის დასატოვებლად საკმარისი თანხა არ ჰქონია და ახლობლებმა შეუგროვეს, რაზეც სააკაშვილი გახუმრებია კიდეც, რომ ბოლო დროს "პატარა ახალაიებმა" ის თავიანთ ბრმა იარაღად აქციეს...

ნინო აფხაზავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"