ირაკლი ალასანია - ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის გამოყოფილი იყოს თვეში 800 000 ლარი

ირაკლი ალასანია - ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის გამოყოფილი იყოს თვეში 800 000 ლარი

ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავისთვის გამოყოფილი იყოს თვეში 800 000 ლარი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის არასწორი და არამიზნობრივი ხარჯი, რომ 80 მილიონზე მეტი დაუჯდეს ხალხს დამატებითი თვითმფრინავით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის. ალასანიას თქმით, სწორედ ეს საკითხი არის გადახედილი.

"ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან გავთავისუფლდებით. 80 მილიონიდან უკვე გადახდილია 13 მილიონი ლარი. მომავალში გვაქვს ვალდებულება, რომ გადავიხადოთ 74 მილიონი ლარი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ აღარ დაფინანსდება პრეზიდენტის თვითმფრინავით უზრუნველყოფა, აქედან გამომდინარე იქნება ეკონომია მათი ბიუჯეტის და ალასანიას განცხადებით ამგვარი ხარჯები მომავალში აღარ გაიღება.

როგორც ალასანიამ განაცხადა, მთელი ბიუჯეტი ეფექტურად უნდა იყოს მიმართული ჯარისკაცების, სამხედროების საბრძოლო მზადყოფნის განვითარებისთვის და არა ერთი ადამიანის ფუფუნებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, როგორც ალასანიამ განაცხადა, "დღეს იყო მოთელვა მომავალი წლის ბიუჯეტის, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში. ალასანიას თქმით, მოხდა შეთანხმება გარკვეულ პარამეტრებზე და, როგორც მინისტრმა აღნიშნა, როგორც მთავრობა დაპირდა საზოგადოებას, ახალი მთავრობის სურვილია მთავრობა იყოს მოქნილი და არ ცხოვრობდეს ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა